ჰიტლერის დიაგნოზი (ფსიქიატრის აზრი)

Admin
ფსიქიატრის აზრი (ანდრის საულიტისი)
0
0

ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული განდიდების ბოდვის შესახებ. ...

vita

ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან

მთარგმნელი: მამუკა გურული

განდიდების ბოდვის შესახებ. ანუ როცა ბოდვის მდგომარეობაა, ხოლო ფაბულა ადამიანში - ესაა განდიდება. იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ, მაშინვე კლინიკური მაგალითით დავიწყებ. იყო ასეთი პაციენტი - იანისი, 23 წლის. ეს რა თქმა უნდა, მისი სცენური სახელია. იგი ოქსფორდში სწავლობდა, ლოგისტიკის ფაკულტეტზე, მეოთხე კურსზე იყო, და მშობლებმა იგი მომიყვანეს ძალიან მძიმე ბოდვითი აშლილობით.

მე ვეკითხები: „რა პრობლემა გაქვს?“

ის მპასუხობს: „სპერმას მპარავენ ექიმო“.

„როგორ გპარავენ სპერმას?“

„კომპიუტერით“

„ვინ გპარავს?“

„CIA, FBI, კიდევ ვიღაცეები“

„და რატომ გპარავენ სპერმას?“

„იმიტომ, რომ მე მაღალი წარმოშობის ლორდი ვარ. და ეს მშობლები, რომლებმაც მომიყვანეს, არ არიან ჩემი ნამდვილი მშობლები. ისინი შეცვალეს.“

მე ვეკითხები: „როგორ გაიგე, რომ სპერმას გპარავენ?“

„აი, დავჯდები კომპიუტერთან და... ჩვეულებრივ ორჯერ ან სამჯერ შემეძლო, ოთხჯერაც შემეძლო, ვმასტურბირებდი და ეაკულაციაც იყო. ახლა კი ვმასტრურბირებ და ეაკულაცია აღარაა. კიდევ ერთხელ ვამოწმებ, და არაა...

„კარგი, გასაგებია“...

აი, ასეთი შემთხვევაა, ჩემი რეალური კლინიკური პრაქტიკიდან. იმისთვის, რომ გავარჩიოთ, თუ როგორ ვითარდება განდიდების ბოდვა, ჯერ შევხედოთ, როგორ მოიპოვა იგი იანისმა:

ლატვიის საზომით თუ შევხედავთ, მისი მშობლები საშუალო ბიზნესმენები იყვნენ. ოქსფორდში სწავლის დაფინანსება მათ შეეძლოთ, მაგრამ სხვა თანატოლებთან შედარებით, ის რა თქმა უნდა ღარიბია. იქ ხომ ცნობილი ადამიანების შვილები იკრიბებიან მთელი მსოფლიოდან. მოკლედ, ფული არ აქვს. გონება, რა თქმა უნდა კარგი აქვს, მაგრამ არა გენიალური, უბრალო იანისია. და აი, სწავლობს იქ. განსაკუთრებულად არავინ ემეგობრება. იქ ხომ გამორჩეული გარემოა, ელიტაა, და ისინი მეგობრობენ ერთმანეთში. უცხო ენა, მუდმივი დაძაბულობა, მარტო ცხოვრობს, არ ყოფნის არც ჭამა და არც ძილი... მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ტვინი მუდმივად იფიტება და იფიტება... და ის მიდის დეპრესიაში. ეს დეპრესია პირველ რიგში ვლინდება შეფასებითი მდგომარეობით, შეფასებითი ნევროზით.

OXFORD UNIVERSITY 800 X 420

განდიდების ბოდვა ყოველთვის იწყება „მე“-ს შეფასებითი ნევროზით. თვითშეფასება. მე ყოველთვის მეცინება, როგორ ასწავლიან ეს ტრენერები, თუ როგორ ავიწიოთ თვითშეფასება. ისინი უბრალოდ აგდებენ ადამიანებს ამ თვითშეფასებით მანიაში. მე მაქვს ვიდეო-რგოლი ბიპოლარულ აფექტურ აშლილობაზე, და მიხვდებით რაზე ვსაუბრობ. მოკლედ, აგდებენ ამ თვითშეფასებით მანიაში. ადამიანი „მე“-ს ასეთ ინდუცირებულ მდგომარეობაში ერთი-ორი კვირით ძლებს, სტანისლავსკის მიხედვით შეუძია მთელი თვეც ითამაშოს როლი, შემდეგ კი მკვეთრად მიდის ამ დეპრესიაში. და როცა ეს თვითშეფასებითი დეპრესია კიდევ უფრო ღრმად მიდის, მას უკვე ძალიან ურთულდება ცხოვრება. აღარც ფიქრი შეუძლია, აღარც სწავლა...

და აი, ამ დროს გონება ქმნის ასეთ მენტალურ სტრუქტურას, რომ აი, შენ ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე კარგი, და ყველაზე მაღალი წარმომავლობის ხარ. ეს ფაბულა, რომ ის ლორდია... ოქსფორდში ის ხედავს, რომ თუ ადამიანები საზოგადოების მაღალი კლასებიდან არიან, უფრო მეტი შესაძლებლობებიც აქვთ. ჰოდა მანაც აიღო ლორდის ეს ფაბულა, რომ სპერმას პარავენ. ესაა მენტალური ფორმაცია, პროდუქცია, რომელმაც მაშინვე შეუმსუბუქა მდგომარეობა. და ამის შემდეგ ამ დამცავი მენტალური კონსტრუქციით დაიწყო ფუნქციონირება. რა თქმა უნდა ამოწმებს, მასტურბირებს, უყურებს - სპერმა არ არის, და შესაბამის დასკვნებს აკეთებს, რომ თვალყურს ადევნებენ, სპერმას პარავენ და ა.შ. ეს კი მტკიცებულებაა იმისა, რომ ის - ლორდია.

ორი თვე ვმკურნალობდით, და გამოვიყვანეთ ამ მწვავე მდგომარეობიდან. ერთი წლის შემდეგ ისევ მოვიდა მშობლებთან ერთად და ვეუბნები:

„იანის, ხომ ხედავ, ეს უბრალოდ ფოკუსი იყო. სასაცილოა უბრალოდ... ახლა ხომ ადვილია ცხოვრება“.

მან ხანგრძლივი პაუზა გააკეთა, და მითხრა: „და რატომ ფიქრობთ ექიმო, რომ ეს ასე არაა?“. ანუ მოვახერხეთ ამ ზე-ღირებული ფორმირებების ბოდვის მოშორება... კლინიკის მიხედვით ჯერ იწყება პარანოული, შემდეგ პარანოიდალური, შემდეგ პარაფრენული, მაგრამ ეს ყველაფერი ზე-ღირებული ფორმირებების ბოდვაა, და იგი თავისი ბუნებით დაცვითი ფუნქციისაა, დამცავი მექანიზმია. ხოლო მისი შინაგანი ფაბულა ისეთად დარჩა, როგორც იყო. ანუ დეზაქტუალიზაცია გავუკეთეთ ამ ბოდვას, მაგრამ ის მაინც დარჩა.

ასეთია მექანიზმი. ყველაფერი ამ ჯანდაბა „მე“-თი იწყება. შემდეგ ეს „მე“ საზოგადოებისგან გახლეჩილი ხდება. მექანიზმით ეს დისოციაციით ხდება, ადრე ამბობდნენ ისტერიით. შემდეგ ეს მე კიდევ უფრო ღრმად შედის რაღაც სისტემაში, და მაშინ ნევროზი უკვე ბოდვით მდგომარეობაში გადადის. ბოდვა თითქოს კრისტალიზდება, და აი, ერთ მომენტში, მისთვის ცხადი გახდა, რომ იანისი კი არა, ჯობია, ძალიან მაღალი წარმომავლობის, და ეს ნაძირლები სპერმას პარავენ.

მე მინდოდა, გეგრძნოთ, რომ ყოველი ჩვენგანი განიცდის ამ ფაზას, როცა ჩვენ ამ „მე“-ს ვგრძნობთ, როცა ეს დაბალი თვითშეფასება გვაქვს, როცა დანაშაულის გრძნობა გვაქვს, და ამ დროს ჩვენ მივდივართ განდიდების ბოდვის მიმართულებით. თუმცა ჩვენ გვყოფნის კომპენსაციური მექანიზმები, რომ ასეთ ღრმა მდგომარეობებში არ შევიდეთ. მაგრამ ის, რომ ყველანი ცხოვრებაში მოვხვედრილვართ რაღაც ინდუქციურ მდგომარეობებში: აი, სახელგანთქმული ექიმი, ან კარგი მამაკაცი, და ა.შ. ეს ყველას გაუვლია. და აქ უნდა გაიგოთ, რომ რაც უფრო სუსტია პიროვნება, მით უფრო მეტად ჭირდება ამის კომპენსირება. ამ დროს ეს ადამიანები ცდილობენ, რომ თავიანთი თავი ფორმალურად და სიმბოლურად რაღაც ძალიან დიდს და გრანდიოზულს მიაწეპონ. იანისის შემთხვევაში ამ კულტურულმა გარემომ ლორდის ეს ფაბულა ამოუგდო. სხვა სიტუაციებში სხვა ფაბულებს აგდებს.

hiile

და ახლა ვმუშაობ ძალიან საინტერესო კლინიკურ შემთხვევაზე - ჰიტლერზე. თუკი დავაკვირდებით ახალგაზრდა ადოლფს, დავინახავთ... სპეციალურად მოვყევი იანისზე, რომ პარალელები მეჩვენებინა. დათრგუნული ბიჭი, მხატვრული მგრძნობიარე, ორგანული, გენეტიკური დრაივით. დააკვირდით მის მხატვრულ ნამუშევრებს, სადაც დეტალებში ხატავს. მთელი მისი ბავშვობა ერთი დიდი ფსიქოტრავმაა. თანაც ეს გერმანული პედანტური გარემო. იგი არავის სჭირდება. ცდილობს მოხვდეს ვენის სამხატვრო აკადემიაში, როგორც იანისი ოქსფორდში. იქ ვერ მოხვდა, გამოაგდეს. და ის ხედავს, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალურად ხატავს, მაგრამ აკადემიაშ იმათ ღებულობენ, ვინც უფრო მაღალი წარმომავლობისაა. „შენნაირები კი ორი პოლკი გვყავს, წადი აქედან“. სიღარიბე, ძილის და საჭმელის ნაკლებობა, საერთოდ არავის ჭირდება...

maria

და აი, დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. როცა ფრონტზე მოხვდა, ვიღაცისთვის საჭირო გახდა. მანამდე არავის ჭირდებოდა, ხეტიალობდა ვენაში, ან სხვაგან, და ათასობით ასეთი დახეტიალობს, ხატავს, მაგრამ არაფერი, აქ კი ვიღაცას ჭირდება. და აი, ის შეერწყა ამ გერმანულ კულტურას. გერმანული კულტურა კი იმ დროს ადიდებდა გმირის, ნაციის და ამ ყველაფრის კულტს. წარმოიდგინეთ მისი ეს დათრგუნული მე, დეპრესიული, თვითშეფასების ამ ნევროზით, და აი, უცებ, საჭირო გახდა. პირველი მსოფლიო ომი რა თქმა უნდა კოშმარია. ამ საშინელ კოშმარზე საკმარისად არ საუბრობენ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ჰიტლერისგან მან ნამდვილად შექმნა გმირი. ერთი ჭრილობა ჰქონდა, მეორე ჭრილობა კი მიიღო, როგორც „გერმანიის კავშირის“ გმირმა. მან, თავისი ამ შეპყრობილობით, ჩაიგდო რა თავისი სიცოცხლე საფრთხეში, თავისი თანამებრძოლები ბრძოლის დროს დაიხსნა. და მას ორდენი მისცეს, გმირის რანგში დააწინაურეს. ანუ კიდევ უფრო მეტად რეზონანსული ინდუქცია მისცეს. თავი არა მხოლოდ საჭიროდ იგრძნო, არამედ გმირადაც. სტანისლავსკის მიხედვით რომ ვთქვათ, ათასჯერ უფრო ღრმად შეიგრძნო თაცვი ამ მისტიური გერმანული რასის წარმომადგენლად. ფორმალური აზროვნება: „მე სისხლით გერმანელი ვარ“ (თუმცა ჩვენ ვიცით, როგორი შერეული სისხლიც ჰქონდა, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი), გერმანული რასის წარმომადგენელი ვარ... და თუ ყურადღებით წაიკითხავთ „mein kampf”-ს, ეს ფორმალური აზროვნება: „მე გერმანული რასის წარმომადგენელი ვარ“, როგორც იანისი: „მე ლორდი ვარ“, და „მე მეკუთვნის“. და თქვენ ყველანი უნდა მემსახუროთ, რადგან მე ბატონების, ღმერთების და ა.შ. რასის წარმომადგენელი ვარ. და ყველასთვის ასე იქნება უკეთესი.

და ასე გამოდის იგი პირველი მსოფლიო ომის კრიზისიდან უკვე რეალურ გმირად, უკვე გამოკვებილი, არა მხოლოდ მითოლოგიით, არამედ უკვე შეხედულებებით, ემოციური მხარდაჭერით, კეთილგანწყობით და ა.შ.

და აი, მან დაიწყო სიტყვებით გამოსვლა, რომ საჭიროა ბრძოლა და ა.შ. იგი კარგად აღწერს, როგორ ისწავლა ხალხთან შერწყმა. ხალხიც ჩაშვებული იყო: მთელი ეს ომი, ნგრევა, სიღატაკე, ავადმყოფობები... ანუ შეიძლება ითქვას, რომ ხალხი, ისევე, როგორც იანისი და ადოლფი, გონებრივად და ემოციურად გამოფიტულნი არიან. ჰიტლერი ამბობდა, რომ შეეძლო გაჭირვებული გერმანელი ხალხის ამ ინდუქციურ ტალღაზე გადაწყობა. და აქ კარგი რეზონანსი შედგა. ისინი ავსებდნენ ერთმანეთს. ჰიტლერი იწყებდა და ბრბოს აძლევდა ინდუქციას, ბრბო თავის მხრივგ უბრუნებდა, ის კვლავ აძლევდა, და ეს ტალღებივით იზრდებოდა.

getty images 2 jpg

იანისისგან განსხვავებით ჰიტლერთან სპერმის ნაცვლად იყო ის, რომ გერმანელ ხალხს მიწები წაართვეს, ენერგია წაართვეს და ა.შ. და აი, ჩვენ, მსოფლიო რასა, ბატონების რასა ასე დაგვამცირეს. „და ჩვენ გვეკუთვნის“. მის გაგებაში გერმანული რასა ისევეა, როგორც იანისთან ლორდის წარმომავლობა. და ეს ყველაფერი, რომ დაანგრიეს, მიწები და ფინანსები წაართვეს, ეს ყველაფერი იგივეა, რაც იანისთან სპერმის წართმევა. თუ იანისთან CIA და FBI იყო, აქ ჰიტლერს მსოფლიოს ფინანსურ ელიტაზე გადაეკეტა, საბოლოოდ კი ებრაელებზე. ამის მერე დაიწყო ინდუცირება და ჩვენ ვიცით ყველა ეს მიუნხენის და ნიურნბერგის „პარადები“. იანისისგან განსხვავებით კარგ კლინიკაში არ მოხვდა, და ის მოხდა რაც მივიღეთ.

მთავარი რაც მინდა ვთქვა, რომ ეს ფენომენი ყოველთვის იყო და ყოველთვის არის, და ჩემი მიზანია ყველამ იგრძნოთ, როგორ იბადება ეს მარცვალი, როგორც თოვლის პატარა გუნდა, და როგორ იზრდება იგი ზვავამდე. ეს იწყება ამ „ეშმაკური“ მე-სგან, რომელიც მთელ რეალობას მოიცავს და ადამიანი თავს ისე გრძნობს, როგორც სისტემაში. ამის შემოწმება გამუდმებით ხდება თვითშეფასებით, შეფასებით, თუ რას იტყვიან სხვები. აქედან მოდის მთელი ეს სირცხვილის გრძობა, სხვა რამეები, და იწყება დეპრესიული აფექტი. იგი ვითარდება და დამცავი ნევროტული რეგისტრიდან ფსიქოზურში გადადის, შემდეგ კი ვლინდება, როგორც ბოდვითი აშლილობა, და მას აუცილებლად მოყვება შემდგომი პრინციპები:

1. ფორმალური აზროვნება - ანუ გერმანული სისხლი თუ მაქვს? ესა და ეს მეკუთვნის. მართვის მოწმობა ავიღე? სადაა ჩემი მერსედესი. მაგალითებს საკუთარ ცხოვრებაში თავად იპოვით. მე სპეციალურად არ მინდა რაიმე მაგალითების მოყვანა, რომ მიკერძოებაშ არ ჩამეთვალოს. ანუ ყველაშია ეს: ფორმალური აზროვნება. რაიმე ფორმალური ნიშნით, ეშმაკმა უწყის რატომ, მაგრამ ადამიანი თვლის, რომ მას ეკუთვნის ესა და ეს...

2. შემდეგ აუცილებლად მოდიოს სიმბოლური აზროვნება. რას ნიშნავს ეს? ესაა აფექტური სიმბოლური აზროვნება, მაგიური აზროვნება, ღვთაებრივი წარმომავლობა, რაღაც არქი- ზე-ბუნებრივი ძალები, რაღაც თვისებები, მითები, ზღაპრები... და ამაში შეიძლება მთელი ერი იყოს ჩართული, და აქ იწყება ეს რჩეულობა. ისინი ყველაფერ დანარჩენს უპირისპირებენ საკუთარ თავს. რაღაც ძალამ, რომელიც ყველაზე ყველაზე ყველაზე ძლიერია, აირჩია ისინი და მისცა ეს უფლებამოსილებები. და ეს ადამიანი, ან ეს ხალხი, ან ეს ნაციები, ან ეს კულტურები, ან ეს რელიგიები - ყველაფრიდან არის კლინიკური შემთხვევები, მაგრამ სპეციალურად ავირჩიე ეს ორი, რომ გამომეტანა. და აი, ისინი, მთელ ამ დრაივში, მთელ ამ განცდებში ასე იქცევიან.

სადაა ყველაზე დიდი პრობლემა? იანისთან მთელი წელი გავიდა, მაგრამ ეს „ეშმაკური“ დამცავი კრისტალიზაცია დარჩა. ძალიან ძნელია ამის მოცილება მედიკამენტებით და ყველაფერი დანარჩენით. ასეა ადამიანებთანაც, ყველგან, ყველა ერში, და ყველა ადამიანში, ყოველთვისაა „მე - თვითშეფასების“ ამ ბოდვის ავადმყოფობა, ბაცილა. და როცა ადამიანი ფიზიკურად და ფსიქიკურად სუსტდება, ეს მენტალური კონსტრუქცია, როგორც კიბო, როგორც პარაზიტი იპყრობს მთელ ტვინს, და შედეგად ყოველთვის აკეთებს ინდუცირებას გარშემომყოფებზე. როგორც ვისოცკი მღეროდა, „ნამდვილი შეშლილები არ არიან, ამიტომ არ არიან ბელადებიც“. ჰოდა ეს „ნამდვილი შეშლილები“ ყოველთვის არიან და ყველა ნაციაში.

ამის აზროფორმებიც ყოველთვის არიან ყველა ნორმალურ ადამიანში, მაგრამ ჯანსაღი კრიტიკა მათ პრესის ქვეშ ამყოფებს და ამოხეთქვის საშუალებას არ აძლევს. მაგრამ როდესაც დანარჩენი ინდივიდების, ხალხის, ან რაიმე სხვა ფორმირების ფსიქიკა სუსტდება, მაშინ ისინი უფრო ინდუცირებულნი ხდებიან, და ეს უკვე ვლინდება, როგორც აფეთქება. როგორც ფეხბურთშია: გოლი შეაგდეს და ბუუმ - აფეთქდა.

ადოლფ ჰიტლერის მაგალითზე მე მოვყევი, როგორ ააფეთქა ამან მაშინდელი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ნაცია. როცა იგი დაასუსტეს, ინდუცირებული გახდა, და შემდეგ აფეთქდა.

ჰოდა ახლა ამოიცანით, როგორ იბადება ეს ზე-ღირებული ფორმირებების ბოდვა ადამიანში, როგორ გადაგვიტანია ეს ყველას, როგორც სურდო, და როგორ ვითარდება იგი. საჭიროა ამოვიცნოთ საკუთარ თავში, და დაინახავთ ამ „ნამდვილ შეშლილებს“. და დაინახავთ, რომ თუ თქვენი გარემომცველი სივრცე ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად მუდმივად დათრგუნულია და უარესდება, მაშინ ძალაუფლებას ეს „ნამდვილი შეშლილები“ მოიპოვებენ, ამ ბოდვითი მდგომარეობებით. და კიდევ ერთხელ მინდა აქცენტი გავაკეთო, რომ იანისისნაირების განკურნება ძალიან რთულია. პრინციპში ისინი განუკურნებელ მდგომარეობაშ იმყოფებიან. და რა არის აქ ყველაზე საშინელი: განუკურნებელი ბოდვა კოგნიტურ ინტერვენციას, ანუ გადარწმუნებას არ ექვემდებარება. და რაც კიდევ უფრო უარესი და ავდმყოფურია ამ ბოდვით აშლილობაში, ესაა ის, რომ რაც უფრო მეტად დაპრესავ მას, მით უფრო ძლიერი ხდება. და როცა ეს ინდუცირებული ჯგუფები და რაღაც რელიგიური ან პოლიტიკური მოღვაწეები გარკვეული ჯგუფების ინდუცირებას ახდენენ... თავად ფეხბურთის ფანატებიც კი, თუ ისინი მართლა აენთნენ რაღაც სიტუაციით, რაც უფრო მეტად დაპრესავენ მათ, მით უფრო მეტად გაუწევენ წინააღმდეგობას, და სიტუაციაც უფრო დამძიმდება.

ამიტომ, ამოვიცნოთ საკუთარ თავში, სხვებში, და ვიმოქმედოთ, როგორც პროფესიონალი ფსიქიატრი, ავიყვანოთ ეს ადამიანი, და დავაწვინოთ სტაციონარში. თუ ეს არ შეგვიძლია, მაშინ ასეთ ადამიანებს ან სიტუაციებს უბრალოდ უნდა გავერიდოთ. გამოიყენეთ ეს რჩევები. გმადლობთ ყურადღებისთვის.

მსგავსი სტატიები

ეზოთერიის შესახებ (ფსიქიატრის აზრი)


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ...

ფსიქოსომატიკა - ნაწილი მეორე (აფექტის ფენომენი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული ...

ჰიტლერის დიაგნოზი (ფსიქიატრის აზრი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურულ...

რისკზე დამოკიდებულება (ფსიქიატრის აზრი)


მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო რა მიზეზი განაპირობებს იმას, რომ...

მარიხუანას შესახებ (ფსიქიატრის აზრი)...


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის  ვიდეოდან მთარგმ...

ფსიქოსომატიკა (ნაწილი პირველი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან:  მთარგმნელი: მამუკა გურულ...

როგორ აღვზარდოთ ბავშვები (4 მთავარი წესი)


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ...

სრული სიმართლე ჰომეოპათიის შესახებ


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ლიზი ხუციშვი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff