გაუცნობიერებელი

Admin
ფსიქოლოგია
0
0

გაუცნობიერებელი რა უშლის ადამიანს ხელს თვითდაკვირვებასა და თვითანალიზში? - ეგო (ამ შემთხვევაში...

71

გაუცნობიერებელი

რა უშლის ადამიანს ხელს თვითდაკვირვებასა და თვითანალიზში? - ეგო (ამ შემთხვევაში უენერგიობას მიზეზად არ ვცნობ, რადგან ენერგიის მოპოვება ყოველთვის შესაძლებელია, საკმარისი მოტივაციის შემთხვევაში. ნამდვილი მიზეზი - ეს არის ეგო).

პირველ ყოვლისა, უნდა აღიარებულ იქნას, რომ "მე მაქვს გაუცნობიერებელი ნაწილი". ადამიანს ზოგჯერ წარმოდგენაც არ აქვს, რომ მრავალ ფსიქოლოგიურ მახეშია გაბმული და ამის აღიარებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. არა, ძალისხმევა კი არა, უფრო თავმდაბლობა.

როგორი პარადოქსულია - უზარმაზარ ფიზიკურ თუ იდეურ სამყაროში ადამიანის ეგო არის ერთი ბეწო და მაინც მას აქვს თვითსისრულის შეგრძნება (ამას უწდებენ ღმერთის ხატებას ადამიანში). ამიტომ, მისთვის წარმოუდგენელია იმის აღიარება, რომ სცდება ან რაიმე გაუცნობიერებელი ნაწილი აქვს.

თუმცა, როცა ადამიანი "იზრდება", ის ხვდება ამ გაუცნობიერებლის არსებობას და იწყებს თვითდაკვირვებას და თვითანალიზს, აღმოაჩენს მრავალ ფსიქოლოგიურ მახეს და კომპლექსს, რომელშიც გაბმულია, აღმოაჩენს თავის მექანიკურობას, თავის შეზღუდულობას, და ა.შ.

რა არის მიზანი? - მიზანია, რომ ეგო დაუბრუნდეს თვითსისრულის შეგრძნებას. მხოლოდ უკვე, ამ მტკივნეული გზის გავლის მერე. ესეიგი, ადამიანი დაუბრუნდეს თვითპატივისცემას, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეგოცენტრული აღარ იქნება. საკუთარი ფსიქიკის გაცნობიერებას (და ამავდროულად სხვა ადამიანების მეტნაკლებად გაგებას) მოაქვს უბრალოდ სიმშვიდე, აღარ არის ფორიაქი და ქაოსი.

იქნებ მიზანი სულ სხვა რამეა? (იკითხავს მკითხველი) იქნებ მიზანია ამ მექანიკურობისა და კომპლექსებისგან გათავისუფლება? - თქვენი გადასაწყვეტია რა მიზანი გექნებათ. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, რომ ქრონიკული "გათავისუფლების" სიბდრომიც ეგოს ერთ-ერთი კომპლექსია. მშვიდად გრძნობთ თავს? (საკითხავი აი ეს არის).. მოკლედ, ვისაც რა უნდა იმას გააკეთებს.

გააზიარეთ თუ მოგწონთ.

მსგავსი სტატიები

ინტერვიუ კარლ გუსტავ იუნგთან


მთარგმნელი: მაია სტეფნაძე  წყარო ნება მომეცით, შეკითხვა დაგი...

ვილჰელმ რაიხი - ფროიდის აღმოჩენის რეალური გამგრძელებელი


ანიშა დილანის წიგნიდან: ტანტრა - გზა ნეტარებისკენ მთარგმნელი: მა...

7 უცნაური კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების მიზნის პოვნაში


მთარგმნელი: ნინო მამულაძე წყარო ერთ დღეს, როდესაც ჩემი ძმა 18-ის ...

ემოციური მიჯაჭვულობა


ემოციური მიჯაჭვულობა გვაქვს ყველას მიმართ, მშობლის, მეგობრის, შეყვა...

ჰელინგერის სისტემური განლაგება


ამონარიდები ბერტ ჰელინგერის წიგნებიდან მთარგმნელი: მაია ბადრიძე ...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი I)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელები: ანნა აბრახამია და ქრისტი ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff