როგორ გვაზომბირებენ

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ავტორი: ნანა აბესაძე

ადამიანის ბიორობოტად გადაქცევა, როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენეს, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, დროის და ტექნიკის საკითხია. უბრალოდ ყველაფერი ერთ დღეში არ კეთდება, თუმცა ამის მაგალითსაც მოგიყვანთ. 1950 წელს ამ მეთოდს, რომელზეც უნდა მოგახსენოთ, ტვინის გამორეცხვა დაარქვეს, მოგვიანებით კი ზომბირება. რა ხდება ამ დროს? რანაირად შეიძლება ადამიანს თეთრზე ათქმევინო რომ შავია?
 
მარტივად. ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი. რვაკაციან ჯგუფში, ერთი იყო ცდისპირი, დანარჩენმა შვიდმა იცოდა რომ ექსპერიმენტში მონაწილეობდა. მანამდე ეს ადამიანები, ერთმანეთს შეახვედრეს მოსაცდელში. ისინი ერთმანეთს პირველად ხედავდნენ და კონტაქტში არ შესულან ერთმანეთთან. მეცნიერებს აინტერესებდათ,ყოველგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე, რამდენი მოექცეოდა სხვისი აზრის გავლენის ქვეშ. ამოცანა იყო ასეთი. ცდისპირისთვის ყველას უნდა ეთქვა თეთრზე შავიაო. მოსაცდელში შემოდიოდა არარსებული კვლევითი ინსტიტუტის „თანამშრომელი“ და იწვევდა მათ ხსვა ოთახში, სადაც უკვე ტარდებოდა ექსპერიმენტი. დაუჯერებელია, მაგრამ თითქმის 90 პროცენტი თქვა თეთრზე შავი. კითხვა რათქმაუნდა „პროფესორმა“ დასვა. ოთახში მყოფი  8 ადამიანიდან, რომელთაგანაც 7 ინფორმირებული იყო ამის შესახებ და თქვა თეთრ ბურთზე, რომ ის შავია. ბოლოს კითხეს ცდისპირს. და რა მოხდა? მანაც იგივე გაიმეორა. თეთრზე თქვა შავაო. იცოდა რა ფერიც იყო, მაგრამ მაინც ის თქვა, რაც უმრავლესობამ. ადამიანი სოციალური ცხოველია და ის ითვალისწინებს საზოგადოებრივ აზრს. უფრო მეტიც, მას არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს უმრავლესობის აზრს. 100 დან დაახლობებით 5-6 ადამიანს უჩნდება პროტესტი. ის ამბობს რომ ეს ასე არაა. თეთრი არის თეთრი. შემდეგ, ამ ადამიანებსაც „გატეხავენ“ და მარტივად. ერთვება სამანიპულაციო ტრიუკები. ერთს ეტყვიან, რომ ქვეყნის ინტელექტუალებს შორის, ოთხეულს მიაკუთვნეს და აქ წინა პლანზე მოდის ამბიცია. მეორეს ეტყვიან, რომ უწესიერესი ადამიანია, აქ მოდის სირცხვილის, პასუხისმგებლობის გრძნობა და სხვის აზრის გათვალისწინების აუცილებლობა. მესამეს ეტყვიან რომ პარანორმალური უნარები აღმოაჩნდა (მანამდე, ექსპერიმენტის სახით დაარწმუნებენ ამაში. ეტყვიან რომ მზერით გადააადგილოს მაგიდაზე რკინის საგანი. ექსპერიმენტატორი ამას მაგნიტით აკეთებს, ისე რომ ცდისპირი ამას ვერც ხედავს და რათქმაუნდა ვერც ხვდება და იჯერებს რომ მას ეს შეუძლია).  მერე კი, ჩვეულებრივად მანიპულირებენ ამ ყველაფრით. როგორ, ქვეყანაში ერთერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ვერ ხედავს, რა ფერისაა ბურთი? 
 
მეორე ექსპერიმენტი იყო ასეთი. მონაწილეებს დაურიგეს ორი ცალი კონვერტი, სადაც იდო ცარიელი ფურცლები და უთხრეს რომ ერთი სუნამოთია გაჟღენთილი. მათ უნდა ეთქვათ რომელი. ასიდან მხოლოდ რამოდენიმემ თქვა, რომ არანაირი სუნი არ უგრძვნია, რადგან არ არსებობდა. ერთერთი, თეთრზე შავის და თეთრის ექსპერიმენტისას, მაინც წამოეგო მანიპულატიორის ანკესს. ვერ გატეხეს მხოლოდ ერთი ქალი. ის ბოლომდე იცავდა თავის პოზიციას, თუმცა დამეთანხმებით, რომ იმასაც მოეძებნება გასაღები, რადგან ადამიანია და აქვს სისუსტეები.
 
ახლა უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რა შეუძლია ტელევიზორს. ადამიანი ხედავს იმას, რაც ნამდვილად არის, ჩანს. არავინ არ უმტკიცებს თეთრზე შავიაო. ის თავისი ნებით და სურვილით უყურებს იმას, სადაც ანახებენ კადრებს, რომლებიც რეალურად არსებობენ და რომლებიც საჭიროა „მისთვის“. რომლებზეც თეთრი თეთრად ჩანს და შავი შავად. ასე ხომ ბევრად ადვილა რომ დააჯერო ადამიანი იმაში, რაც გინდა. ჩვენ, ადამიანებს გვინდა ეს თუ არ გვინდა, იქიდან მიღებული ინფორმაცია გვამახსოვრდება. ტვინს არ შეუძლია არ მიიღოს ეს სიგნალი. მითუმეტეს რომ ეს ხილულია. რას აჩვენებენ ტელევიზორში? თითქმის ერთსადაიმავე დამთრგუნველ კადრებს, ინფორმაციას რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ფსიქიკას ზიანი მიადგეს. აღარაფერს ვამბობ მუსიკაზე,  წამყვანის ხმის ტემბრზე და სახის გამომეტყველებაზე. რადგან ადამიანის ძირითადი ინსტინქტი გადარჩენის ინსტინქტია, ის უკვე მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ფიზიკურად გადარჩეს. სხვა ყველაფერი აზრს კარგავს. მაღლა იწევს სოციალური განგაშის დონე. იცვლება ჩვენი ხედვა, აღქმა, ფასეულობები. ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს). საბოლოოდ კი დგება ადამიანისთვის ძალიან არასასურველი შედეგები. ერთერთზე სტატიაშიც ვისაუბრე. (იხ. მაიპიულაციის ფიზიოლოგია). 
 
ადამიანი ზომბირდება. დიახ, ასე აზომბირებენ 21-ე საუკუნის ადამიანს. უფრო სწორად კი, ეს ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ამისთვის. 
 
სულის სიმშვიდეს გისურვებთ ყველას!

მსგავსი სტატიები

ჰელინგერის სისტემური განლაგება


ამონარიდები ბერტ ჰელინგერის წიგნებიდან მთარგმნელი: მაია ბადრიძე ...

ლარა ბოიდი - ეს ტექსტი თქვენს ტვინს შეცვლის


ტვინის შესახებ ჩვენი წარმოდგენები თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება,...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი II)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წეს...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი III)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე შესავა...

რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი?


მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი...

როგორ ხდება ჩვენი დაპროგრამება დაბადებიდან


მთარგმნელი: მამუკა გურული ტრანსკრიბცია ვიდეოდან "ჩვენი ცხოვრები...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff