ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი I)

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელები: ანნა აბრახამია და ქრისტი ჩხაბერიძე (წიგნის შესავალი იხ...

lobsters1

ავტორი: ჯორდან პიტერსონი

მთარგმნელები: ანნა აბრახამია და ქრისტი ჩხაბერიძე

(წიგნის შესავალი იხილეთ ამ ლინკზე.)

წესი I - დადექით სწორად, მხრებით უკან

ლობსტერები და ტერიტორია

თუ თქვენ ადამიანთა უმეტესობას ჰგავხართ, ალბათ ხშირად არ ფიქრობთ ლობსტერებზე - მანამდე ვიდრე არ მიირთმევთ მათ. თუმცა ეს საინტერესო და დელიკატესი კიბოსნაირები, დიდ ყურადღებას იმსახურებენ. მათი ნერვული სისტემა შედარებით მარტივია, დიდი, ადვილად დაკვირვებადი ნეირონებით, ტვინის მაგიური უჯრედებით. ამის წყალობით მეცნიერებმა ლობსტერების ნერვული სქემის დიდი სიზუსტით განსაზღვრა შეძლეს. ეს ჩვენ დაგვეხმარა უფრო რთულად მოწყობილი ცხოველების ტვინის სტრუქტურის, ფუნქციონირებისა და ქცევის გაგებაში, ადამიანის ჩათვლით. ლობსტერებს იმაზე მეტი აქვთ თქვენთან საერთო ვიდრე თქვენ იფიქრებდით (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავს უგუნებოდ გრძობთ).

ლობსტერები ოკეანის ფსკერზე ბინადრობენ. მათ სჭირდებათ ფსკერზე დაფუძვნებული სახლი, ზონა რომელშიც ისინი ნადირობენ და იტაცებენ შემთხვევით მოხვედრილ საკვებს და ყველაფერს რაც ოკენის სიღრმეში, ზემოდან, მუდმივი ხოცვა-ჟლეტისა და სიკვდილის შედეგად ცვივა. მათ სურთ სადმე უსაფრთხოდ ყოფნა, სადაც ნადირობა და შეგროვება მოსახერხებელია. მათ უნდათ სახლი.

ამან შეიძლება პრობლემა წარმოშვას, ლობსტერების უხვ რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ. რა მოხდება თუ ორი მათგანი, ოკეანის ფსკერზე ერთდროულად დაეპატრონება ერთსა და იმავე ტერიტორიას და ორივე იქ ცხოვრებას მოისურვებს? რა მოხდება თუ ასობით ლობსტერი ერთ ადგილზე გადწყვეტს ცხოვრებას და ოჯახის შექმნას?

მსგავს პრობლემა სხვა ქმნილებებსაც აქვთ. გაზაფხულზე დაბრუნებული მგალობელი ჩიტები, მაგალითად, სასტიკ ტერიტორიულ ბრძოლაში ებმებიან. ადამიანის ყურისთვის ასეთ მშვიდი და ლამაზი სიმღერა, სინამდვილეში, ბუკის კვრა და ბატონობის ვიშვიშია. ბრწყინვალე მუსიკოსი ჩიტი პატარა მებრძოლია, რომელიც თავის სუვენერიტეტს აცხადებს. ავიღოთ მაგალითად ჩრდილოეთ ამერიკაში გვარცელებული ნარჩიტა, პატარა, ფიცხი, მწერების-მჭამელი მგალობელი ჩიტი. ახალდაბრუნებულ ნარჩიტას ქარისა და წვიმისაგან მიუწვდომელი, დაცული ადგილი სჭირდება ბუდის ასაშენებლად. ის საკვებთან ახლოს და პოტენციური მეწყვილესათვის მიმზიდველი უნდა იყოს. მან ასევე უნდა დააჯეროს კონკურენტები თავი შორს დაიჭრონ მისი ადგილიდან.

ჩიტები და ტერიტორია

როცა 10 წლის ვიყავი, მე და მამამ ნარჩიტების ოჯახისათვის სახლი ავაგეთ. რომელიც დიდ სამგზავრო ურემს ჰგავდა და დაახლოებით მეოთხედის ზომის წინა შესასვლელი ჰქონდა. ამის გამო ის პაწაწინა ნარჩიტებისათვის შესაფერისი სახლი იყო და არც ისე კარგი სხვა დიდი ჩიტებისათვის. ჩემს მოხუც მეზობელსაც ჰქონდა ჩიტების სახლი, რომელიც ასევე ჩვენ ავაგეთ, იმავდროულად, ძველი რეზინის ფეხსაცმლისგან. ის მოუთმენლად ელოდა მასში ჩიტების დასახლების დღეს.
ნარჩიტამ სწრაფად აღმოაჩინა ჩვენი სახლი და იქ ბინა დაიდო. ადრეული გაზაფხულის მანძილზე, მისი, გრძელი, გაბმული რაკრაკით ტკბობა შეგვეძლო. პირველად მას გადახურულ ურემში ედო ბინა, თუმცა ჩვენმა ახალმა ფრინველმა ახლობლად მდებარე მეზობლის ფეხსაცმელში პატარა ჯოხების მიტანა დაიწყო. მან ის ისე გამოავსო, რომ ვერცერთ ჩიტს, დიდს თუ პატარას შიგნით შესვლა ვეღარ შეეძლო. ჩვენი მეზობელი სულაც არ გაუხარებია ამ პრევენციულ დარტყმას, მარამ ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. "თუ ჩვენ მას ჩამოვხსნით," თქვა მამამ, "გავწმენდთ და კვლავ უკან დავკიდებთ ხეზე, ნარჩიტა უბრალოდ ისევ გაავსებს მას ჯოხებით." ნარჩიტები პატარები და საყვარლები, მაგრამ ამვდროულად დაუნდობლებიც არიან.

წინა ზამთარში თხილამურებზე სრიალის დროს ფეხი მოვიტეხე, როდესაც გორაკზე პირველად დავეშვი და უიღბლო, მოუხერხებელი ბავშვებისათვის შექმნილი სკოლის დაზღვევის სააგენტოდან ცოტა თანხა მივიღე, რომლითაც კასეტის ჩამწერი შევიძინე (იმ დროისათვის მაღალტექნოლოგიური სიახლე) მამამ მირჩია, უკანა მდელოზე დავმჯდარიყავი და ნარჩიტას კაჭკაჭი ჩამეწერა, შემდეგ კი ჩანაწერი ჩამერთო, ისე რომ ნარჩიტას თავისი ხმა მოესმინა და მენახა რა მოხდებოდა. ასე რომ, გაზაფხულის კაშკაშა დღეს ავდექი და რამდენიმე წუთი ნარჩიტას მიერ, საკუთარი ტერიტორიის გაშმაგებული დაცვის სიმღერა ჩავიწერე. შემდეგ კი მას საკუთარი ხმა მოვასმენინე. ამ პატარა, ბეღურას მესამედი ზომის ჩიტმა, ჩემსა და კასეტის ჩამწერზე იერიშის მოტანა დაიწყო. კასეტის ჩამწერიდან ინჩის მოშორებით კამარას კრავდა. მსგავსი ქცევა კასეტის ჩამწერის გარეშეც ხშირად გვენახა. თუკი მოზრდილი ჩიტი როდესმე გაბედავდა, ჩვენი ჩიტის სახლის მახლობლად რომელიმე ხეზე ჩამოჯდომას და დასვენებას, ძლიან დიდი შანსით კამიკაძე ნარჩიტას ჩანისკარტებას მიიღებდა.

ჩიტები და ლობსტერები ძალიან განსხვავდებიან. ლობსტერები არ დაფრინავენ, გალობენ და არ ჯდებიან ხეზე, ნარჩიტებს ფრთები აქვთ მაგარი ნიჟარის ნაცვლად, წყალში სუნთქვა არ შეუძლიათ და მათ ხშირად კარაქით უმასპინძლდებიან. თუმცა ისინი ასევე მნიშვნელოვან საკითხებში ჰგვანან ერთმანეთს. ორივე შეპყრობილია სტატუსითა და პოზიციით, სხვა მრავალი ქმნილების მსგავსად. ნორვეგიელმა ზოოლოგმა და შედარებითმა ფსიქოლოგმა თორლაიფ შელდერუფ-ებბამ გამოარკვია (1921 წელს) რომ ჩვეულებრივ ფერმის ქათამსაც აქვს შემუშავებული „ჩანისკარტების კანონი’’. განსაზღვრება თუ ვინ არის მთავარი პასუხისმგებელი თითოეული ჩიტის გადარჩენაზე, განსაკუთრებით დეფიციტურ პერიოდში. ჩიტები, რომლებსაც, დილაობით ეზოში მიმოფანტულ საკვებზე პრიორიტეტული წვდომა აქვთ, პოპულარული ქათმები არიან. შემდეგ მოდიან მეორე წარმომადგენლები, დაქვემდებარებულები და მიმბაძველები. შემდეგ მესამე დონის ქათმები იკავებენ თავიანთ რიგს, და ასე შემდეგ გაბურძგნულ ქათმებამდე, ალაგ- ალაგ ბუმბულიანი და ცუდად მონისკარტე უვარგისები, ვინც ყველაზე ცოტას იღებს, ქათმების იერარქიის ყველაზე დაბალი ფენაა.

ქათმები გარეუბნის მაცხოვრებლების მსგავსად თანაზიარად ცხოვრობენ. მგალობელი ჩიტები, მაგალითად ნარჩიტა იშვიათად, თუმცა მაინც ქმნიან დომინანტურ იერარქიას. ეს მხოლოდ მეტი ტერიტორიის მოპოვებაა. ყველაზე ძლიერი, ჯანმრთელი, სასურველი და იღბლიანი ჩიტი იკავებს პირად ტერიტორიას და იცავს მას. ამის გამო ისინი მაღალი ხარისხის მეწყვილეებს იზიდავენ, ჩეკავენ და ზრდიან ბარტყებს. წვიმის, ქარისა და მტაცებლებისაგან დაცულობა, ისევე როგორც მარტივი წვდომა საუკეთესო საკვებთან, ნაკლებად სტრესულ არსებობას განაპირობებს. ტერიტორია მნიშვნელოვანია, და პატარა განსხვავებაა სოციალურ სტატუსსა და ტერიტორიულ უფლებებს შორის. ეს ხშირად სიკვდილ- სიცოცხლის საკითხია.

თუ ფენებად კარგად დაყოფილ მგალობელი ჩიტების სამეზობლოში გადამდები ვირუსი გავრცელდა, დიდი ალბათობით, ყველაზე ნაკლებ დომინანტური და მეტად დასტრესილი ყველაზე დაბალი რანგის მქონე ჩიტი პირველი დაავადდება და მოკვდება. ზუსტად ასე ხდება ადმიანების სამეზობლოშიც, როცა ქათმის გრიპი თუ სხვა ვირუსებია პლანეტაზე გავრცელებული, პირველები ღარიბები და დასტრესილი ადამიანები იხოცებიან, თანაც დიდი რაოდენობით. ისინი ასევე უფრო მეტად მოწყვლადი არინ არაინფექციური დაავადებების მიმართ, როგორიცაა კიბო, გულის დაავადებები და დიაბეტი. როგორც ამბობენ, როცა არისტოკრატი ცივდება, მუშათა კლასი ფილტვების ანთებით კვდება.

რადგანაც ტერიტორია მნიშვნელოვანია და რადგანაც საუკეთესო ადგილები ყოველთვის დეფიციტურია, ტერიტორიის ძებნა ცხოველებს შორის კონფლიქტს წარმოშობს. კონფლიქტი, თავის მხრივ სხვა პრობლემას იწვევს: როგორ მოვიგოთ ან დავამარცხოთ მოწინააღმდეგე პარტიების დიდი დანაკარგის გარეშე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წარმოიდგინეთ რომ ორი ფრინველი კენჭს იყრის სასურველი ადგილისათვის. ურთიერთქმედება შეიძლება ძალიან ადვილად დაეშვეს ფიზიკურ ორთაბრძლოამდე, ასეთ შემთხვევაში, საბოლოოდ ჩიტი, რომლეიც უფრო დიდია, მოიგებს, მაგრამ თვითონ გამარჯვებულიც შეიძლება დაშავდეს მძიმე ბრძოლაში. ეს ნიშნავს, რომ მესამე, დაუზიანებელ ჩიტს, გაქექილ მოწმეს, შეუძლია შემოვიდეს და დაამარცხოს ახლად დახეიბრებული გამარჯვებული. ეს პირველი ორი ჩიტის ინტერესებში არ შედის.

კონფლიქტი და ტერიტორია

ათასწლეულების მანძილზე, ცხოველებმა, რომლებთაც ერთ ტერიტორიაზე სხვებთან თანაცხოვრება უწევდათ, თანდათან, უმცირესი რისკის ფასად დომინანტურობის ჩამოსაყალიბებლად ბევრი ხრიკის ათვისება შეძლეს. მაგალითად: დამარცხებული მგელი ზურგზე დაწვება და ყელს უჩვენებს გამარჯვებულს, რომელიც კეთილს ინებებს და აღარ დაფლეთს მას. ახლად დომინანტ მგელს შესაძლოა კვლავ დასჭირდეს მომავალი ნადირობის პარტნიორი, ყველაფრის შემდეგ, ისეთივე პათეთიკურიც კი როგორც მისი ახლად დამარცხებული მტერი. ულვაშიანი დრაკონები, შესანიშნავი სოციალური ხვლიკები, წინა ფეხებს ერთმანეთის მიყოლებით წყნარად აქნევენ, სოცილაური ჰარმონიის გაგრძელების სურვილის აღსანიშნავად. დელფინები გამოსცემენ სპეციფიკურ ხმებს ნადირობისა თუ ზედმეტად ამაღელვებელ მდგომარეობაში ყოფნის დროს, დომინანტ და დაქვემდებარებულ ჯგუფის წევრებს შორის მოსალოდნელი კონფლიქტის შესამცირებლად. ასეთი ქცევა ცოცხალი არსებების საზოგადოებაში ენდემურია.

არც ოკეანის ფსკერზე მოცუნცულე ლობსტერებია გამონაკლისი. თუ ათეულ მათგანს დაიჭერთ და ახალ ტერიტორიაზე გადაიყვანთ შეგიძლიათ, მათი სტატუსის ფორმირების რიტუალებს და ტექნიკებს დააკვირდეთ. თითოეული ლობსტერი, თავიდან ახალი ტერიტორიის შესწავლას დაიწყებს, ნაწილობრივ რუკის დასადგენად ნაწილობრივ კი კარგი თავშესაფრის საპოვნელად. ლობსტერები ძალიან ბევრს სწავლობენ თავიანთი საცხოვრებლის შესახებ და იმახსოვრებენ მთელ ნასწავლს. თუ რომელიმე მათგანს ბუდესთან ახლოს ყოფნის დროს გააღიზიანებთ, ის სწრაფად შეხტება თავის ბუდეში. თუმცა, თუ მას საკუთარი ბუდიდან მოშორებით გააღიზიანებთ, ის დაუყონებლივ გაქანდება ყველაზე ახლოს მდებარე, წინათ აღმოჩენილ და ახლა გახსენებულ შესაფერის თავშესაფარში.

ლობსტერებს დასასვენებლად დაცული ადგილი სჭირდებათ, მტაცებლებისა და ბუნების ძალებისაგან თავისუფალი. უფრო მეტიც, როცა ლობსტერი იზრდება, ისინი იცვლიან ნიჟარას, რაც გარკვეული დროის მნაძილზე მათ რბილს და დაუცველს ტოვებს. ქვის ქვეშ არსებული სორო ლობსტერისთვის შესანიშნავ სახლს წარმოადგენს. განსაკუთრებით, თუკი ის ისეთ ადგილზე მდებარეობს სადაც ნაჭუჭებითა და სახვა ნარჩენებით შეიძლება დაიფაროს შესასვლელი, როცა შიგნით მყუდროდაა მოკალათებული. თუმცა, შესაძლოა, ყოველ ახალ ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე მაღალი ხარისხის თავშესაფარი და დასამალი ადგილი აღმოჩნდეს. ისინი იშვიათი და ღირებულია, ამასთანავე სხვა ლობსტერები მუდმივად მათ ძებნაში არიან.

ეს ნიშნავს, რომ ადგილების შესწავლის დროს, ლობსტერები ერთმანეთს ხშირად გადაეყრებიან. კვლევებით დადგინდა, რომ იზოლირებულად გაზრდილმა ლობსტერებმაც კი იციან, როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციაში. ლობსტერის ნერვულ სისტემაში, კომპლექსური თავდაცვითი და აგრესიული ქცევები აქვს ჩამოყალიბებული. ის იწყებს ირგვლივ ცეკვას, როგორც ბოქსიორი, შლის და წევს კლანჭებს, მოძრაობს უკან, წინ და გვერდულად, საკუთარი ოპნენტის სარკისებურად, იქნევს გახსნილ საცეცებს წინ და უკან, ამავდროულად თვალების ქვეშ არსებულ სპეციალურ სპრეის იყენებს, მოწინააღმდეგეს ესვრის ორთქლსა თუ სითხეს. თხევადი სპრეი ქიმიური ნაერთების ნარევს შეიცავს, რომელიც ოპონენტს ლობსტერის ზომის, სქესის, ჯანმრთელობის და განწყობის შესახებ აძლევს ინფორმაციას.

ზოგჯერ ლობსტერს იმწამსვე შეუძლია დანახული საცეცების მეშვეობით მიხვდეს, რომ მოწინააღმდეგეზე გაცილებით პატარაა და ბრძოლის გარეშე დაიხიოს უკან. სპრეის მეშვეობით გაცვლილ ქიმიურ ინფორმაციასაც შეუძლია იმავე ეფექტის მოხდენა - ნაკლებად ჯანსაღ ან ნაკლებად აგრესიულ ლობსტერს უკან დახევა აიძულოს. ეს დავის პირველი დონის რეზოლუციაა. თუკი, ორი ლობსტერი თითქმის მსგავსი ზომისა და შესაძლებლობებისაა, ან თუ სითხის გაცვლა არასაკმარისად ინფორმაციული იყო, ისინი სადავო რეზოლუციის მეორე დონეზე გადავლენ. ანტენების გამალებული გადაშოლტვით და საცეცების დაწევით, ერთი დაწინაურდება, მეორე კი უკან დაიხევს. შემდეგ თავის დამცველი დაწინაურდება და აგრესორი უკან დაიხევს. ამგვარი ქცევის რამდენიმე ციკლის შემდეგ, ლობსტერებს შორის უფრო ნერვულმა, შეიძლება იგრძნოს, რომ ბრძოლის გაგრძელება მის ინტერესებში არ შედის. ის კუდს რეფლექტურად დაატკაცუნებს, უკან გადატყორცნის და იღბლის სხვაგან საძებნად გაუჩინარდება. თუ არცერთი არ გაინძრევა, ისინი მესამე დონეზე გადავლენ, რომელიც ნამდვილ ბრძოლას გულისხმობს.

ამ დროს, განრისხებული ლობსტერები მტრულად უახლოვდებიან ერთმანეთს, დასაკაუჭებლად დაგრძელებული საცეცებით. თითოეული ცდილობს მოწინააღმდეგე ზურგზე დააგდოს. ის ვინც ზურგზე აღმოჩნდა, ხვდება რომ მოწინააღმდეგეს შეუძლია მისთვის დიდი ზიანის მოყენება. ამიტომ,ძირითადად ნებდება და მიდის. (მიუხედავად იმისა, რომ ის წყენას იმახსოვრებს და დაუსრულებლად ჭორაობს გამარჯვებულის ზურგს უკან) თუ ვერცერთი ვერ ამოაყირავებს მოწინააღმდეგეს, ან თუკი ამოყირავების მიუხედავად ლობსტერი არ არ დანებდება, ისინი მეოთხე დონეზე გადავლნენ. ეს ექსტრემალურ რისკთან არის დაკავშირებული, და იმგვარი რამაა რაშიც წინასწარი განზრახვის, გააზრების გარეშე ვერ ჩაერთვები, ერთ-ერთი ან ორივე ლობსტერი ფატალურად შეიძლება დაშავდეს საკონტროლო ჩხუბში.

ცხოველებს მზარდი სიჩქარით, იერიში მიაქვთ ერთმანეთზე, საცეცები გახსნილი აქვთ და შეიძლება ფეხი, ანტენები, თვალის ღერო ან სხვა დაუცველი და ღირებული სხეულის ნაწილი დაიტაცონ. მას შემდეგ რაც სხეულის ნაწილს დაითრევს, ლობსტერი კუდის დარტყმით უკან გადახტება, მკვეთრად, ჩაკეტილი საცეცებით და ცდილობს მოგლეჯას. ამ დონემდე გამწვავებული დავა, თვალნათლივ ავლენს გამარჯვებულსა და დამარცხებულს. დამარცხებულს გადარჩენის ძალიან ცოტა შანსი აქვს, განსაკუთრებით თუკი გამარჯვებულის, უკვე კი სასიკვდილო მტერის, ტერიტირიაზე დარჩება.

ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, იმის მიუხედავად თუ რამდენად აგრესიულად იქცეოდა ლობსტერი დიდი ალბათობით ის მეტს აღარ იჩხუბებს, თუნდაც, სხვა წინათ დამარცხებულ მოწინააღმდეგესთან. დამარცხებული კონკურენტი თავდაჯერებულობას კარგავს, ზოგჯერ დღეების განმავლობაში. ზოგჯერ დამარცხებას შესაძლოა გადამწყვეტი შედეგები ჰქონდეს. თუ დომინანტი ლობსტერი საშინლად დამარცხდება, მისი ტვინი ძირითადად იშლება. შემდეგ მას ეზრდება ახალი,

დაქვემდებარებულის ტვინი, მისი ახალი, დაბალი პოზიციისთვის უფრო მეტად შესაფერისი. მის თანდაყოლილ ტვინს არ აქვს მეფიდან დაბალი დონის ძაღლამდე ტრანსფორმაციის მართვის უნარი. ნებისმიერმა ვისაც რომანტიკულ ურთიერთობასა თუ კარიერაში მტკივნეული მარცხი განუცდია, შეიძლება კიბოსნაირებთან სიახლოვე იგრძნოს.

lobster2

გამარჯვებისა და დამარცხების ნეიროქიმია

ხელმოცარული ლობსტერის ტვინის ქიმია მნიშვნელოვნად განსხვავდება გამარჯვებულის ტვინისაგან. ეს აისახება მათ შეფარდებით მდგომარეობაზე. ლობსტერის თავდაჯერებულობა და ლაქიობა ორი ქიმიური ნაერთის თანაფარდობაზეა დამოკიდებული, რომლებიც ლობსტერის ნეირონებს შორის კომუნიკაციას არეგულირებენ: სეროტონინსა და ოქტოპამინზე. გამარჯვება ზრდის პირველის თანაფარდობას უკანასკნელამდე.

სეროტონინის მაღალი და ოქტოპამინის დაბალი დონის მქონე ლობსტერი ყოყლოჩინაა, ეგიოსტურად დაიბღინძება, გამოწვევის დროს ნაკლები ალბათობით დაიხევს უკან. რადგანაც სეროტონინი პოსტურალური მოქნილობის რეგულირებაში ეხმარება. მოქნილ ლობსტერს შეუძლია თვისი წანაზარდების გაფართოება, დაგრძელება, ასე მას შეუძლია მაღალი და საშიში გამოჩნდეს, როგორც კლინტ ისტვუდი Spaghetti Western-ში. როცა ლობსტერს სეროტონინი გამოეყოფა, ის იწელება, წინა გამარჯვებულზე უფრო მეტად დიდდება და უფრო დიდხანს და მხნედ იბრძვის. დეპრესიის მქონე ადამიანისათვის განკუთვნილ მედიკამენტებს, რომლებიც სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები არიან, საკმაოდ მსგავსი ქიმიური და ქცევითი ეფექტი აქვთ. ერთ-ერთი ყველაზე საოცარი დემინსტრაცია დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციის მარადისობის, პროზაკი ლობსტერსაც ამხიარულებს.

მაღალი სეროტონინი/დაბალი ოქტოპამინი გამარჯვებულს ახასიათებს. საპირისპირო ნეიროქიმიური კონფიგურაცია, სეროტონინზე მაღალი ფარდობითობის ოქტოპამინი, წარმოშობს დამარცხებული იერის, მოკუნტულ, მილეულ, დათგუნულ ლობსტერს. ასეთები დიდი ალბათობით ქუჩის კუთხეებში ტრიალებენ და პირველივე დაბრკოლების გამოჩენისთანავე სადღაც ქრებიან. სეროტონინი და ოქტოპამინი ასევე არეგულირებენ, კუდის დატკაცუნების რეფლექსს. რომელიც, გაქცევის საჭიროების დროს მოწინააღმდეგე ლობსტერის ზურგზე სწრაფად ამოყირავებას უზრუნველყოფს. ამ ქცევის აღძვრას დამარცხებულ ლობსტერებთან ნაკლები პროვოკაცია სჭირდება. ამგვარი ქცევის გამოძახილი შეიმჩნევა გამძაფრებული შიშის რეფლექსის მქონე ჯარისკაცებსა და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის მქონე დაშავებულ (ცემის, დასჯის შედეგად დაშავებულ) ბავშვებში.

არათანაბარი განაწილების პრინციპი

როცა დამარცხებულ ლობსტერს დაუბრუნდება გამბედაობა და კვლავ ბრძოლას გაბედავს, მისი წინა ორთაბრძოლების სტატისტიკიდან გამომდინარე, ის უფრო დიდი ალბათობით დამარცხდება, ვიდრე თქვენ წარმოიდგენდით. მეორეს მხრივ, კი მისი გამარჯვებული ოპონენტი დიდი ალბათობით კვლავ გაიმარჯვებს. ლობსტერების სამყაროში ეს არის გამარჯვებული-იღებს ყველაფერს - პრინციპი, ისევე როგორც ადამიანთა სამყაროში, სადაც პირველ 1 პროცენტს იმდენივე ნადავლი ხვდება, რამდენიც ბოლო 50 პროცენტს ერთად, სადაც ყველაზე მდიდარ 85 ადამიანს იმდენი აქვს, რამდენიც დანარჩენ 3,5 მილიარდს ერთად.

ეს მსგავსი სასტიკი, არათანაბარი განაწილების პრინციპი თავს იჩენს არა მხოლოდ ფინანსებთან მიმართებაში, არამედ ნებისმიერ საქმეში, სადაც შემოქმედებითი უნარია საჭირო. მეცნიერული ნაშრომების უმრავლესობა რამდენიმე მეცნიერთა ჯგუფის მიერ არის გამოქვეყნებული, მუსიკოსების პატარა რაოდენობა აწარმოებს თითქმის მთელ კომერციულ მუსიკას. ერთი მუჭა ავტორები ყიდიან წიგნებს. მილიონნახევარ სხვადასხვაგვარად დასათაურებული წიგნი, იყიდება ყოვლეწლიურად ამერიკაში. თუმცა მხოლოდ ხუთასი მათგანი ყიდის ასი ათასზეზე მეტ ეგზემპლარს. მსგავსად ამისა მხოლოდ, ოთხმა კომპოზიტორმა (ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი, ჩაიკოვსკი) დაწერა თითქმის მთელი მუსიკა, რასაც თანამედროვე ორკესტრები უკრავს დღეს. ბახმა თავის მხრივ, ისე, უხვად შექმნა მუსიკა, რომ მისი ნაშრომების ხელით გადაწერას ათწლეულები დასჭირდება, თუმცა ამ კომპოზიციების მხოლოდ მცირე ნაწილი სრულდება დღეს. დანარჩენ სამზეც, ამ ჰიპერ-დომინანტური კომპოზიტორებიდან იგივე ითქმის. ჯერ-ჯერობით, დღეისათვის ფართოდ, მათი ნაწარმოებების მხოლოდ მცირე რაოდენობა სრულდება. ამრიგად, შექმნილი მუსიკის პატარა ნაწილი, შესრულებული რამდენიმე კომპოზიტორის მიერ არის კლასიკური მუსიკის ის სრული სია, რომელიც დღეს ყველამ იცის და უყვარს.

ამ პრინციპს ზოგჯერ ფრაისის კანონსაც უწოდებენ, დერეკ ჯ. დე სოლა ფრაისის საპატივსაცემოდ, მკვლევარის, რომელმაც ეს კანონი მეცნიერებაში 1963 წელს აღმოაჩინა. მისი მოდელირება შეიძლება დაახლოებით L-ს ფორმის გრაფის გამოყენებით, ვერტიკალურ ღერძზე ადამიანთა რიცხვით, ხოლო პროდუქტიულობისა თუ რესურსების ჰორიზონტალურ ღერძზე მოთავსებით. ვილფრედო პარეტომ (1848-1923), იტალიელმა ერუდიტმა, შეამჩნია მისი შესატყვისობა სიმდიდრის განაწილებისადმი ადრეულ მეოცე საუკუნეში, და ეს სწორია ყველა ტიპის შესწავლილი საზოგადოებისთვის, მართველობის ფორმისდა მიუხედავად. ეს ასევე მიესადაგება ქალაქის მოსახლეობას, (თითქმის მთელი ხალხი რამდენიმე ქალაქშია განაწილებული) და ენაში სიტყვების გამოყენების სიხშირე (კომუნიკაციის 90 პროცენტი 500 ძირითადი სიტყვის გამოყენებით მიმდინარეობს) და სხვა მრავალის ჩათვლით. ზოგჯერ კი ცნობილია, როგორც მათეს სახარება, (მათე 25:29) შესაძლოა ითქვას, რომ მათეს ეკუთვნის ყველაზე უხეში მოსაზრება, რაც ქრისტესადმია მიწერილი: "მათ ვისაც ყველაფერი აქვთ, მეტი მიეცემათ, მათ ვისაც არაფერი აქვთ, ყველაფერს დაკარგავენ". შენ მაშინ ხვდები, რომ ხარ ღმერთის შვილი, როცა შენი აფორიზმი კიბოსაირებსაც მიესადაგება.

დავუბრუნდეთ გაღიზიანებულ მოლუსკებს: ლობსტერებს დიდი დრო არ სჭირდებათ ერთმანეთის შესასწავლად, იმისათვის, რომ გამოარკვიონ ვისთან შეიძლება იჩხუბონ და ვის უნდა მისცენ ფართო ნავმისადგომი. და მას შემდეგ რაც ამას შეისწავლიან, იერარქია შესამჩნევად სტაბილურდება.

ყველა გამარჯვებულმა, მას შემდეგ რაც მოიგებს, საკუთარი ულვაშები მუქარის გამომხატველად უნდა გააქიცინოს, და წინანდელი ოპონენტი მის წინაშე არსებულ ქვიშაში მიიმალება. უფრო სუსტი ლობსტერი შეწყვეტს მცდელობას, მიიღებს თავის დაბალ სტატუსს და ბედს შეეგუება. დაწინაურებული ლობსტერი პირიქით- დაიკავებს კარგ თავშესაფარს, კარგად დაისვენებს, მიირთმევს საუკეთესო საკვებს, საკუთარ დომინანტობას აფიშირებას გაუკეთებს თავის ტერიტორიაზე. დაქვემდებარებულ ლობსტერებს ღამით თავიანთ თავშესაფრიდან გამოყრის, უბრალოდ იმის შესახსენებლად თუ ვინ არის მათი მამიკო.

ყველა გოგონა

ყველა მდედრობითი ლობსტერი (რომლებიც ასევე ძლიერ იბრძვიან ტერიტორიისთვის, თავიანთი ცხოვრების დედობრივ პერიოდში) სწრაფად ახდენენ უმაღლესი პოზიციის მქონე მამრის იდენტიფიცირებას და ძლიერი ლტოლვა უჩნდებათ მისადმი. ჩემი აზრით, ეს შესანიშნავი პერიოდია. და ბევრი სხვა სახეობის მდედრებს შორისაა გავრცელებული ადამიანების ჩათვლით. იმის ნაცვლად, რომ შეასრულონ რთული დავალება, რათა აღმოაჩინონ საუკეთესო მამრი, ქალები კომპიუტერულად გამოთვლიან დომინანტურ იერარქიას. ისინი აცდიან მამრებს იჩხუბონ და შემდეგ სატრფოს გამარჯვებულიდან ირჩევენ. ეს ძალიან გავს საფონდო ბირჟის ფას წარმოქმნას, სადაც ნებისმიერ კერძო საწარმოს ღირებულება, განისაზღვრება მთელი კონკურენციით.

როცა მდედრები გარსის გამოცვლისა შედეგად მოლბებიან, შეწყვილებით ინტერესდებიან. ისინი დომინანტი ლობსტერის სამყოფელთან იწყებენ სეირნობას, მომხიბლავ და მაცდურ სურნელს და აფროდიზიაკებს აფრქვევენ და მის წაქეზებას, ცდუნებას ცდილობენ. მამრი ლობსტერი პოპულარული საკუთარი აგრესიის წყალობით გახდა, ამიტომ მისგან დომინანტური და გაღიზიანებული რეაქცია მოსალოდნელია, თანაც ის დიდი, ჯანმრთელი და ძლევამოსილია. ადვილი არ არის მისი ყურადღების ჩხუბიდან შეწყვილებაზე გადმორთვა. (თუმცა თუ საკმარისად მოიხიბლება, იგი მდედრის მიმართ ქცევას შეიცვლის. ეს გრეის 50 ელფერის ლობსტერის ექვივალენტურია, ყველა დროის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნის და მარადიული „ურჩხული და მზეთუნახავის“, არქეტიპული რომანის სცენა. ეს არის განმეორებადი ქცევითი მახასიათებლები, სექსუალურად განსაზღვრულ ლიტერატურულ ფანტაზიებიში, რომლებიც ისევე პოპულარულია ქალებში, როგორც შიშველი ქალების პროვოკაციული სურათები მამაკაცებში)

უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკური ძალა, რომელზედაც დომინანტურობა მყარდება, არასტაბილურია. ამ მოვლენის საკვლევად დიდი ძალისხმევა დახარჯა გერმანელმა პრიმატოლოგმა ფრანს დე ვოლიმ (Franc de Waal). მან შიმპანზეს ჯგუფებს შორის შეისწავლა მამრები, რომლებიც ხანგრძლივი დროით ინარჩუნებდნენ წარმატებას. მათ საკუთარი ფიზიკური ძალის უფრო მაღალი სირთულის ატრიბუტებით გამყარება უხდებოდათ. ყველაფრის მიუხედავად, მესამედი ზომის ორ მოწინააღმდეგეს, ყველაზე ბოროტი და დესპოტი შიმპანზეს ჩამოგდებაც კი შეეძლოთ. შედეგად ყველაზე დიდხანს მაღალ პოზიციას ინარჩუნებდა ის შიმპანზე, ვისაც ჯგუფის უფრო დაბალი სტატუსის მქონე წევრებთან თანაზიარი კოალიციის შექმნა და მდედრებსა და მათ ნაშიერებისათვის სათანადო ყურადღების მიქცევა შეეძლო. პატარების კოცნის ეშმაკობის პოლიტიკა პირდაპირი გაგებით მილიონობით წლისაა. მაგრამ ლობსტერები ჯერ კიდევ შედარებით პრიმიტივები არიან, ამიტომ ურჩხულისა და მზეთუნხავის სცენარი საკმარისია მათთვის.

მას შემდეგ, რაც ურჩხული მოხიბლულია, წარმატებული მდედრი (ლობსტერი) ტანთ იხდის, იცვლის გარსს, ხდება სახიფათოდ რბილი, მგრძნობიარე და მზადაა შეწყვილებისთვის. შესაფერის მომენტში, მამრი რომელიც ახლა მზრუნველ საყვარლადაა ქცეული, შესაბამის რეზერვუარში სპერმის პაკეტს ათავსებს. შემდეგ მდედრი ირგვლივ სეირნობს და ძლიერდება რამდენიმე კვირის მანძილზე (კიდევ ერთი ფენომენი რომელიც არცთუ ისე უჩვეულოა ადამიანური ყოფისთვის), როცა მოიხერხებს, საკუთარ საცხოვრებელში ბრუნდება, განაყოფიერებული კვერცხუჯრედებით დატვირთული. ამ დროს სხვა მდედრი მოიმოქმედებს იმავეს და ასე შემდეგ. დომინანტი მამრი, მაღალ და თავდაჯერებულ პოზიციასთან ერთად იღებს არა მხოლოდ რეალურ უპირატესობას საკუთრებაზე და საუკეთესო საკვებზე ადვილ წვდომას, არამედ ასევე, მას წილად ყველა გოგონა ხვდება. პოტენციურად უფრო მეტად ღირს იყო წარმატებული, როცა ლობსტერი ხარ, თან მამრი.

რატომ არის ყველაფერი ეს რელევანტური? ურიცხვი მიზეზის გამო, კომიკურად ცხადი მიზეზების გამოკლებით. პირველ რიგში, ჩვენ ერთი თუ მეორე ფორმით ვიცით ლობსტერების 350 მილიონ წელზე მეტ-ხნიანი არსებობის შესახებ. ეს ძალიან დიდი დროა. 65 მილიონი წლის წინ, ჯერ კიდევ არსებობდნენ დინოზავრები. ეს ჩვენთვის წარმოუდგენელად შორი წარსულია. ლობსტერებისთვის, მაგალითად, დინოზავრები იყვნენ ახლად გამოჩენილები (,,ახლად გამდიდრებულები’’), რომლებიც გამოჩნდნენ და გაუჩინარდნენ მარადიულ დროში. ეს ნიშნავს, რომ დომინანტური იერარქია, ბუნების საციცოცხლოდ მუდმივი თვისება იყო, რომელიც ყველა კომპლექსურმა სიცოცხლემ შეითვისა. მესამედი მილიარდი წლის წინ, ტვინი და ნერვული სისტემა შედარებით მარტივი იყო. მიუხედავად ამისა, მათ უკვე ჰქონდათ საჭირო სტრუქტურა და ნეიროქიმია საზოგადოებისა და სტატუსის ინფორმაციის გადასამუშავებლად. ეს ფაქტი რთულად შეიძლება იყოს გაზვიადებული.

ბუნების ბუნება

ბიოლოგიის ჭეშმარიტებაა, რომ ბუნება კონსერვატულია. როდესაც რაიმე ვითარდება, ის ბუნებისგან უკვე შექმნილს უნდა ემყარებოდეს. შესაძლოა ახალი თვისებები დაემატოს და ძველმა თვისებებმა განიცადოს ცვლილება, მაგრამ ძირითადი რაღაცეები უცველი რჩება. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩონჩხი ღამურას ფრთების, ადამიანის ხელებისა და ვეშაპის ფარფლების, საოცრად მსგავსია, მათ ტოლი რაოდენობის ძვლებიც კი აქვთ. ევოლუციამ საბაზისო ფსიქოლოგიისათვის ქვაკუთხედი დიდი ხნის წინ დადო.

ახლა ევოლუცია, ფართო გაგებით, ვარიაციითა და ბუნებირივი შერჩევით მუშაობს. ვარიაცია მრავალი მიზეზის გამო არსებობს, გენების აღრევისა (უბრალოდ რომ ვთქვათ) და შემთხვევითი მუტაციის ჩათვლით. ამგვარი მიზეზების გამო ინდივიდები სახეობებში განსხვავდებიან. ბუნება მათგან ირჩევს, დროთა განმავლობაში. ეს თეორია როგორც ჩანს, ხსნის საცოცოცხლო ფორმის მარადიულად განგრძობად ცვლილებებს. მაგრამ არსებობს ერთი დამატებითი შეკითხვა: რა არის ზუსტად ბუნება, "ბუნებრივ სელექციაში?" რა არის ზუსტად "გარემო" რომლეშიც ცხოველები ადაპტირდებიან? ჩვენ ძლიან ბევრ დაშვებას ვაკეთებთ ბუნებისა და გარემოს შესახებ, რასაც შედეგები მოჰყვება. მარკ ტვენმა თქვა: "ის კი არ გვაგდებს საფრთხეში რაც არ ვიცით, არამედ ის, რაშიც დარწმუნდებულები ვართ, რომ ასე არ არის.’’

პირველ რიგში, ადვილია დაუშვა, რომ "ბუნებას" აქვს რაღაც არსი, სტატიკური. მაგრამ ასე არ არის, ყოველ შემთხვევაში მარტივი დასადგენი არ არის. ის, ერთდროულად სტატიკური და დინამიკურია. გარემო-ბუნება, რომელიც სელექციას ახდეს - ტრანსფორმაციას თვითონ განიცდის. ამას კარგად ასახავს ცნობილი დაოსური ინ-იანის სიმბოლო. დაოსისტისთვის რეალობა შედგება ორი მოწინააღმდეგე პრინციპისგან, ხშირად მოიაზრებენ, როგორც მდედრობითსა და მამრობითს, ან უფრო ვიწროდ, ქალსა და მამაკაცს. თუმცა, ინ-იანის ყველზე ზუსტი გაგებაა, ქაოსი და წესრიგი. დაოსური სიმბოლო თავი-კუდთან მდგომარეობაში, ორი ტყუპი გველით შემოსაზღვრული წრეა. შავ გველს - ქაოსს თეთრი წრე აქვს თავში, თეთრ გველს- წესრიგს, კი შავი. ვინაიდან, ქაოსი და წესრიგი ურთიერთშენაცვლებადნი არიან, ისევე, როგორც მარად მოსაზღვრე. არაფერია ისეთი უდაო, რომ ის ვერ შეიცვალოს. მზესაც კი აქვს არასტაბილურობის ციკლი. ასევე, არაფერია ისეთი ცვალებადი, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელი იყოს. ყველა რევოლუცია ახალ წესრიგს ადგენს. ყოველი სიკვდილი, ამავდროულად მეტამორფოზაა.

ბუნების წმინდად სტატიკურ პროცესად მიჩნევა სერიოზულ შეცდომებს წარმოშობს. ბუნება "არჩევს." შერჩევის იდეა მოიცავს მასში ნაწილობრივ ჩაშენებულ შესაბამისობის იდეას. ეს "შესაბამისობაა" რაც "შერჩეულია." შესაბამისობა, უხეშად რომ ვთქვათ, არის შესაძლებლობა, რომ მოცემული ორგანიზმი შთამომავლობას დატოვებს (დროთა განმავლობაში მის გენს გაავრცელებს). "შესაბამისობა" არის ორგანიზმის თვისების შესატყვისობა გარემოს მოთხოვნაზე. თუ ეს მოთხოვნა კონცეპტუალიზირებულია, როგორც სტატიკური - თუ ბუნება კონცეპტუალიზირებულია, როგორც მარადიული და უცვლელი - მაშინ ევოლუცია არის ხაზობრივი გამოსწორების დაუსრულებებლი სერია, და ,,შესაბამისობა’’ არის რაღაც, რაც შეიძლება ოდესმე უფრო დაუახლოვდეს დროთა განმავლობაში.

ევოლუციის ჯერ კიდევ ძლიერი ვიქტორიანული იდეა, მთის მწვერვალზე მყოფი ადამიანისა, ბუნების ამ მოდელის ნაწილობრივი შედეგია. ის აყალიბებს მცდარ წარმოადგენს, რომ არსებობს ბუნებრივი სელექციის დანიშნულების ადგილი, (გარემოსადმი გაზრდილი შესატყვისობა) და ის შეიძლება კონცეპტუალიზირებული იყოს, როგორც ფიქსირებული წერტილი.

მაგრამ ბუნება, სელექციის აგენტი, არ არის სტატიკური სელექტორი, არანაირი მარტივი გაგებით. ბუნება ყველა შემთხვევისათვის სხვადასხვაგვარად იმოსება. ბუნება ვარირებს, როგორც მუსიკალური ნოტები — სწორედ ამიტომ, ეს ნაწილობრივ ხსნის, თუ რატომ წარმოქმნის მუსიკა საკუთარ ღრმა მნიშვნელობას.როცა სახეობების მხარდამჭერი გარემო გარდაიქმნება და იცვლება, თვისებები, რომლებიც მოცემულ ინდივიდებს გადარჩენისა და რეპროდუქციისათვის წარმატებულს ხდის, ასევე იცვლება და განიცდის ტრანსფორმაციას. ამრიგად, ბუნებრივი გადარჩევის თეორია, პოსტულატად არ მიიჩნევს ქმნილებების საკუთარ თავთან შესატყვისობას, რაღაც სამყაროს მიერ შექმნილი სპეციალური შაბლონის მიხედვით.უფრო მეტად ეს ქმნილებების ბუნებასთან ცეკვაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სასიკვდილოა. "ჩემს სამეფოში" როგორც წითელი დედოფალი ეუბნება ,,ალისას საოცრებათა ქვეყნიდან’’, "თქვენ უნდა ირბინოთ რაც შეიძლება სწრაფად, რათა ერთ ადგილას დარჩეთ." ვერავინ გაიმარჯვებს ერთ ადგილას დგომით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად ჩამოყალიბებულია.

არც ბუნებაა უბრალოდ დინამიკური. ზოგი რამ სწრაფად იცვლება, მაგრამ ისინი შერწყმულია ნაკლებად სწრაფად ცვლად რაღაცებთან (ამას ხშირად მუსიკაც აჩვენებს). ფოთლები ხეზე სწრაფად იცვლება, და ხე - ტყეზე სწრაფად. ამინდი კლიმატზე სწრაფად იცვლება. ასე რომ არ იყოს, ევოლუციის კონსერვატიზმი არ იმუშავებდა, როგორც მკლავისა და ხელის ძირითადი მორფოლოგია უნდა შეიცვალოს ისევე სწრაფად, როგორც მკლავის ძვლის სიგრძე და თითების ფუქცია. ეს ქაოსია, წესრიგში. ყველაზე რეალური წესრიგი, ყველაზე უცვლელი წესრიგია - და ეს არ არის აუცილებლად ყველაზე ადვილად შესამჩნევი წესრიგი. ფოთოლმა, როდესაც აღიქმება, შეიძლება დამკვირვებელი ხის მიმართ დააბრმავოს, ხემ შეიძლება ის ტყის მიმართ დააბრმავოს. და ზოგი რამ, რაც ყველაზე რეალურია (როგორიც არის ოდესმე არსებული დომინანტური იერარქია) შეიძლება საერთოდაც არ იყოს "ხილვადი."

ბუნების რომანტიკული აღქმა ასევე შეცდომაა. მდიდარი, თანამედროვე ქალაქის მკვიდრნი, ცხელი, გამომწვარი ბეტონით გარშემორტყმულნი, გარემოს წარმოიდგენენ, როგორც სუფთას და სამოთხის მსგავსს, როგორც ფრანგულ იმპრესიონისტულ ლანდშაფტს. ეკო-აქტივისტები, საკუთარ ხედვაში კიდევ უფრო იდეალისტები არიან. ბუნებას ჰარმონიულად, დაბალანსებულად და სრულყოფილად წარმოიდგენენ, კაცობრიობის მიერ ნგრევისა და განადგირების გარეშე. სამწუხაროდ "გარემო" არის გასპილოვნება და გვინეის ჭია (არ იკითხოთ), ანოფელესის კოღო და მალარია, საშიმშილო გვალვები, შიდსი და შავი ჭირი. ჩვენ არ ვფანტაზიორობთ ბუნების ამ ასპექტების სილამაზის შესახებ, თუმცა ისინი ისევე რეალურია, როგორც მათი ედემური ასლები. ამგვარი რამეების არსებობის გამო, ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ ჩვენი გარემოცვის მოდიფიცირებას, ბავშვების დაცვას, ქალაქების აგებას, ტრანსპორტაციის სისტემის განვითარებას, საკვების მოყვანას და ენერგიის გენერირებას. დედაბუნება ასეთი ჯოჯოხეთურად მიზამნიმართული რომ არ იყოს ჩვენი განადგურებისკენ, ჩვენთვის უფრო ადვილი იქნებოდა მის ბრძანებებთან ჰარმონიაში არსებობა.

და ამას ჩვენ მესამე მცდარ კონცეფციასთან მივყვავართ, რომ ბუნება მკაცრად არის გამოყოფილი მასში აღმოცენებული კულტურული კონსტრუქცისგან. წესრიგი ქაოსში და არსებობის წესრიგი მით უფრო ბუნებურივია, რაც უფრ დიდხანს გრძელდება.

რადგანაც "ბუნება" არის ის, რაც "არჩევს", და რაც უფრო დიდხანს არსებობს მახასიათებელი, მით უფრო მეტი დრო ჰქონდა შესარჩევად და სიცოცხლის ფორმირებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს მახასიათებელი ფიზიკურია თუ ბიოლოგიურია, სოციალური თუ კულტურული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარვინისეული პერსპექტივიდან, პერმანენტული და დომინანტური იერარქია, რამდენად სოციალური და კულტურულიც არ უნდა ჩანდეს, დახლოებით ნახევარი მილიარდი წელია არსებობს. ეს მუდმივია, რეალურია. დომინანტური იერარქია კაპიტალიზმი არ არის, არც კომუნიზმია. ის არ არის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი. არ არის პატრიარქატი - ერთჯერადი, დამყოლი, თვითნებური კულტურული არტეფაქტი. ეს ადამიანური ქმნილებაც კი არ არის, არანაირი ღრმა გაგებით. ამის სანაცვლოდ, ის გარემოს თითქმის მარადიული ასპექტია, რომლის დიდი ნაწილშიც ამ ეფემერულ მანიფესტაციებს ადანაშაულებენ, რაც შეუცვლელი არსებობის შედეგია. ჩვენ (ჩვენ-უზენაესნი, ჩვენ ვინც სიცოცხლის წარმოშობის დღიდან ვარსებობთ) ვცხოვრობდით დომინანტურ იერარქიაში, ძალიან, ძალიან დიდი ხანი. ჩვენ დომინანტურიბისთვის ვიბრძოდით იქამდე, სანამ გვექნებოდა კანი, ან ხელები, ან ფილტვები ან ძვლები. ეს, კულტურაზე ბუნებრივია. დომინანტური იერარქია ხეებზე ძველია.

ჩვენი ტვინის ნაწილი, რომელიც თვალყურს ადევნებს ჩვენს პოზიციას დომინანტურ იერარქიაში, უაღრესად ანტიკური და ფუნდამენტურია. ის კონტროლის სისტემის ოსტატია, ამოდულირებს ჩვენს აღქმას, შეგრძნებებს, ფასეულობებს, ემოციებს, ფიქრებს და ქმედებებს. ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე, განურჩევლად ცნობიერისა და არაცნობიერისა. სწორედ ამიტომ, როდესაც ვმარცხდებით, ჩვენ ზუსტად ისე ვიქცევით, როგორც ბრძოლაში დამარცხებული ლობსტერი. წელში ვიხრებით. მიწას დავჩერებივართ. ვგრძნობთ საფრთხეს, ტკივილს, შფოთვას და უძლურებას. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ქრონიკულად დეპრესირებულები ვხდებით. მსგავს სიტუაციაში, ისე ვეღარ ვიბრძვით, როგორც ცხოვრება მოითხოვს ჩვენგან, რის გამოც, მარტივი სამიზნე ვხდებით ძლიერი მჩაგვრელებისთვის. ეს გასაოცარი მსგავსებები მხოლოდ ქცევითი და ემპირიული არ არის. ძირითადი ნეიროქიმიაც უმეტესად მსგავსია.

განვიხილოთ სეროტონინი, ქიმიური ნივთიერება, რომელიც მართავს პოზასა და გაქცევას ლობსტერებში. დაბალი რანგის ლობსტერი წარმოქმნის შედარებით მცირე რაოდენობის სეროტონინს. ასევეა დაბალი რანგის მქონე ადამიანებშიც (ეს დაბალი რანგი კიდევ უფრო მცირდება თითოეული მარცხების შემდეგ). დაბალი სეროტონინი ნიშნავს დაწეულ თავდაჯერებას. დაბალი სეროტონინი ნიშნავს მეტ რეაქციას სტრესზე და მტანჯველ მზადყოფნას საგანგებო სიტუაციებისთვის - ვინაიდან, ნებისმიერ დროს ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს დომინანტური იერარქიის ფსკერზე (და იშვიათად რაიმე კარგი). დაბალი სეროტონინი ნიშნავს ნაკლებ ბედნიერებას, მეტ ტკივილსა და შფოთვას, მეტ ავადმყოფობას, და მოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობას ადამიანებში, ისევე როგორც კიბოსნაირებში. მაღალ ადგილს დომინანტურ იერარქიაში, ჩვეულებრივ ახასიათებს უფრო მაღალი სეროტონინის დონე, რომლის შედეგიცაა ნაკლები ავადობა, უბედურება და სიკვდილი, მაშინაც კი, როცა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა აბსოლუტური შემოსავალი - ან გახრწნილი საკვების ნაგლეჯები - მუდმივია. მათ მნიშვნელოვნობას გაზვიადებულს ვერ უწოდებ.

ფსკერი და მწვერვალი

თქვენში ღრმად არის დამარხული წარმოუდგენლად პრიმორდიალური კალკულატორი, ტვინის ფუნდამენტში, იმაზე ღრმად, ვიდრე თქვენი ფიქრები და გრძნობები.ის აკონტროლებს, თუ სად არის თქვენი ადგილი საზოგადეობაში - ერთიდან ათამდე სკალაზე. თუ თქვენ სკალაზე ნომერ პირველს, უმაღლესი დონის სტატუსს ფლობთ, უაღრესად წარმატებული ხართ. თუ თქვენ მამაკაცი ხართ ხართ, უპირატესი წვდომა გაქვთ საუკეთესო საცხოვრებელ ადგილსა და უმაღლესი ხარისხის საკვებზე. ადამიანები ეთმანეთს ეჯიბრებიან, რომ გასიამოვნონ. რომანტიკული და სექსუალური კონტაქტების ულიმიტო შესაძლებლობა გაქვთ. თქვენ წარმატებული ლობსტერი ხართ. ყველაზე სასურველი მდედრები რიგში დგანან და ერთმანეთს ექიშპებიან თქვენი ყურადღების მისაპყრობად.

თუ ქალი ხართ, ბევრ, მაღალი დონის თაყვანისმცემელზე გაქვთ წვდომა: მაღალს, ძლიერსა და სიმეტრიულზე; კრეატიულზე, სანდოზე, პატიოსანსა და მომხიბვლელზე. თქვენი დომინანტი მამაკაცი კოლეგის მსგავსად, საკუთარი სტატუსის გასამყარებლად ან გასაუმჯობესებლად, თქვენც ჩაერთვებით სასტიკ, ზოგჯერ კი დაუნდობელ, ასევე კონკურენტუნარიანი მდედრების შეწყვილების იერარქიაში. მიუხედავად იმისა, რომ ამის გასაკეთებლად ფიზიკურ აგრესიას ნაკლები ალბათობით გამოიყენებთ, თქვენს განკარგულებაში ძალიან ბევრი ვერბალური ხრიკი და სტრატეგია იქნება, ოპონენტის დამცირების ჩათვლით და შესაძლოა მათ გამოყენებაში ექსპერტიც კი გახდეთ.

ამის საწინააღმდეგოდ, თუ დაბალი სტატუსის მფლობებლი ხართ, მდედრობითი იქნებით თუ მამრობითი, არსად გაქვთ საცხოვრებელი (ან კარგ ადგილას არსად) თქვენი საკვები საშინელია, როცა მშიერი არ ხართ. ცუდი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა გაქვთ. თითქმის არავის სურს რომანტიკული ურთიერთობა თქვენთან, თუ ისინიც თქვენსავით სასოწარკვეთილები არ არიან. თქვენ იავადმყოფებთ, სწრაფად დაბერდებით, ახალგაზრდა მოკვდებით და ძალიან ცოტა დამტირებელი გეყოლებათ. ფულიც კი არაფერში დაგეხმარებათ, თქვენ არ გეცოდინებათ როგორ გამოიყენოთ ის, რადგან ფულის სწორად გამოყენება რთულია, განსაკუთრებით თუ ის თქვენთვის უცხოა ფული სახიფათო დოზით გაგხდით ნარკოტიკებსა და ალკოჰოლისადმი დამოკიდებულს. ეს უფრო სასიამოვნო და წამახალისებელია, თუ დიდი ხნის მანძილზე არ განგიცდიათ სიამოვნება. ფული, ასევე მტაცებლებისა და ფსიქოპათების სამიზნედ გაგქცევთ, რომლებიც საზოგადოების ქვედა რანგზე მდგომი პირების ექსპლუატაციით საზრდოობენ. დომინანტური იერარქიის ფსკერი არსებობისათვის საშინელი, სახიფათო ადგილია.

თქვენი ტვინის უძველესი ნაწილი, დომინანტურობის დადგენის სპეციალისტი, აკვირდება, თუ როგორ გექცევიან სხვა ადამიანები. ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ის თქვენი ღირებულების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას და შესაბამის სტატუსს განიჭებთ. თუ თქვენი თანატოლები ნაკლები პატივისცემით გეპყრობიან, დეტექტორი სეროტონინის ხელმისაწვდომობას ზღუდავს. რაც, ყველა მდგომარეობისა და მოვლენის მიმართ, რომელთაც ემოციის გამოწვევა შეუძლია, განსაკუთრებით ნეგატიურის, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უფრო რეაქტიულს გხდით. თქვენ გჭირდებთ ეს რეაქტიულობა. ფსკერზე მოულოდნელი, კრიტიკული შემთხვევები დამახასიათებელია და თქვენ მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ გადარჩეთ.
სამწუხაროდ, ეს ფიზიკური ჰიპერ-რეაქცია, ეს მუდმივი სიფხიზლე, წვავს ძალიან ბევრ ძვირფას ენერგიასა და ფიზიკურ რესურსს. ეს რეაქცია ნამდვილად გახლავთ ის, რასაც სტრესს უწოდებენ. და ეს არ ნიშნავს მხოლოდ, ან აუცილებლად ფსიქოლოგიურს. ეს უიღბლო გარემოებების მონდომებით ჩახშობის ანარეკლია. ტვინის ანტიკური დეტექტორი მიიჩნევს, რომ ფსკერზე ოპერირების დროს, ყველაზე პატარა მოულოდნელ დაბრკოლებასაც კი, ნეგატიური მოვლენების უკონტროლო ჯაჭვის გამოწვევა შეუძლია, რისი დაძლევაც მარტოს მოგიწევთ, რადგანაც საზოგადოების განაპირას, საჭირო მეგობრები იშვიათობაა. შესაბამისად თქვენ მუდმივად მსხვერპლად გაიღებთ ისეთ რამეებს, რასაც სხვა შემთხვევაში მომავლისთვის შეინახავდით, თუმცა ახლა მათ მომატებული მზადყოფნითა და პანიკური ქმედებით, აწმყოში იყენებთ. როცა არ იცით რა უნდა გააკეთოთ, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი რამის გასაკეთებლად მზად უნდა იყოთ. თქვენ მანქანაში ზიხართ, გაზისა და მუხრუჭის პედალზე ბოლომდე გაქვთ ფეხი მიჭერილი. კიდევ ცოტაც და ყველაფერი განადგურდება. ანტიკური დეტექტორი იმუნურ სისტემასაც კი გაგითიშავთ, დახარჯავს მომავლისათვის საჭირო ენერგიას და ჯანმრთელობას ახლა, აწმყოს კრიზისის დროს. ის თქვენ იმპულსურს გაგხდით, შედეგად თქვენ გადაეშვებით; მაგალითად, ნებისმიერ ხანმოკლე ურთიერთობაში, ან ნებისმიერ შესაძლო სიამოვნებაში, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად დაბალი დონის, სამარცხვინო ან არალეგალური იქნება ის. როცა საკუთარ თავს გამოამჟღავნებს, სიცოცხლისა თუ სიკვდილისგან შორს დაგტოვებთ, დაუდევრად, სიამოვნების იშვიათი შესაძლებლობისგან შორს. მოულოდნელი საშიშროებებისადმი მზაობის ფიზიკური მოთხოვნილება, ყველა გზით გაგანადგურებთ.

მეორეს მხრივ, თუ თქენ მაღლი სტატუსი გაქვთ, დეტექტორის ცივი, პრე-რეპტილიური მექანიზმი დაუშვებს, რომ თქვენი ნიშა დაცული, პროდუქტიული და საიმედოა და რომ სოციალური მხარდაჭერის იმედი უნდა გქონდეთ. ის მიიჩნევს, რომ რაიმეს მიერ თქვენი დაშავების შანსი ძალიან დაბალია და ადვილად შეიძლება იყოს შემცირებული. თქვენთვის ცვლილება იქნება შესაძლებლობა და არა კატასტროფა. სეროტონინი უხვად გამოიყოფა. ამიტომ, თქვენ მშვიდი და თავდაჯერებული, სწორად და გამართულად დგახართ, მაშასადამე, ნაკლებად დაძაბულიც. ვინაიდან, თქვენი პოზიცია გარანტირებულია, თქვენთვის მომავალიც დიდი ალბათობით კარგია. უკეთესი მომავლის დაგეგმვაზე ფიქრიც ღირს. თქვენ არ გჭირდებათ იმპულსურად დაიტაცოთ გზაზე შემხვედრი ნებისმიერი ნამცეცი, რადგანაც რეალისტურად ელით, რომ კარგი რამ, მუდამ ხელმისაწვდომი დარჩება. თქვენ შეგიძლიათ სიამოვნებას სამუდამოდ, წინსწრების გარეშე გაუმკლავდეთ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ სანდო და მზრუნველი მოქალაქე.

munk1

დისფუნქცია

თუმცა ზოგჯერ, დეტექტორის მექანიზმი შეიძლება შეცდეს. ძილისა და კვების არათანაბარმა ჩვევებმა, შესაძლოა მისი ფუნქცია შეაფერხონ. შესაძლოა ეჭვებმა ის გაურკვევლობაში გადააგდოს. სხეული, მის ყველა ნაწილებთან კარგად გაწვრთნილი ორკესტრის მსგავსად უნდა ფუნქციონირებდეს. ყველა სისტემამ საკუთარი როლი სათანადოდ და ზუსტ დროს უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ხმაური და ქაოსი მოჰყვება. სწორედ, ამიტომ არის რუტინა საჭირო. ცხოვრების აქტები, რომლებსაც ყოვლედღიურად ვიმეორებთ ავტომატიზირებული უნდა იყოს. ისინი სტაბილურ და სანდო ქცევად უნდა ჩამოყალიბდეს, ასე ისინი დაკარგავენ კომპლექსურობას და მოიპოვებენ პრედიქტულობასა და სიმარტივეს. ეს ყველაზე ნათლად პატარა ბავშვების შემთხვევაში ჩანს, ისინი მხიარულები, საყვარლები და თამაშისმოყვარულები არიან, როდესაც ძლისა და კვების რეჟიმი სტაბილური აქვთ და თუკი ასე არაა, ჭირვეულნი, საშინელი და საძაგლები არიან.
სწორედ, ამ მიზეზის გამო, ჩემს კლინიკურ პაციენტებს, პირველ რიგში, ძილის შესახებ ვეკითხები. იღვიძებენ თუ არა, დაახლოებით, ტიპიური ადამიანისათვის დამახასიათებელ დროს, და ერთსა და იმავე დროს ყოველ დღე? თუ პასუხი უარყოფითია, ჩემი პირველი რეკომენდაცია, ამ საკითხის მოგვარებაა. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს იძინებენ თუ არა, თუმცა გაღვიძების დროის სტაბილურიბა მნიშვნელოვანია. შფოთვა და დეპრესია არ განიკურნება მარტივად, თუ დაავადებულს გაურკვეველი დღის რეჟიმი აქვს. ნეგატიური ემოციების შუამდგომელი სისტემა, მჭიდროდ დაკავშირებულია სწორ, დღიურ ციკლის რიტმთან.

ჩემი შემდეგი შეკითხვა საუზმეს შეეხება. მე ჩემს კლიენტებს ნოყიერი და პროტეინებით მდიდარი საუზმის მიღებას ვურჩევ, გაღვიძებიდან რაც შეიძლება სწრაფად. ( არა მარტივი ნახშირწყლები, არა შაქარი, რადგანაც ისინი ძალიან სწრაფად მუშავდება და იწვევს სისხლიში გლუკოზის მომატებას). ეს იმიტომ, რომ შფოთვისა და დეპრესიის მქონე ადამიანები უკვე სტრესის ქვეშ იმყოფებიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი ცხოვრება დიდი ხნის მანძილზე უკონტროლო იყო. მათი სხეულები პირველ რიგში, გადაჭარბებულად გამოყოფენ ინსულინს, თუკი რთულ და მომთხოვნ აქტივობაში ჩაერთვებიან. თუ ისინი ამას მთელი ღამის შიმშილობის და საუზმის წინ გააკეთებენ, სისხლი ჭარბი ინსულინისგან გაიწმინდება. შედეგად ისინი ჰიპოგლემიკური და ფსიქო-ფიზიოლოგიურად არასტაბილურნი გახდებიან მთელი დღის განმავლობაში. მათი სისტემა ვერ დარეგულირდება კარგად გამოძინების გარეშე. ძალიან ბევრი კლიენტი მყოლია, რომელთა შფოთვაც, სუბკლინიკურ დონემდე, უმეტესწილად ძილისა და საუზმის პრედიქტული რეჟიმის დაცვის შემდეგ დავიდა.

სხვა ცუდ ჩვევებსაც შეუძლია დეტექტორის სიზუსტის დარღვევა. ხანდახან ეს პირდაპირ ხდება, ნაკლებად შესწავლილი ბიოლოგიური მიზეზების გამო, ხან კი, ეს ჩვევები მიზეზია კომპლექსური პოზიტიური უკუკავშირის მარყუჟის წამოსაწყებად. პოზიტიური უკუკავშირის მარყუჟი მოითხოვს ჩაშენებულ დეტექტორს, გამაძლიერებელს და რაღაც ფორმის პროდუქციას. წარმოიდგინეთ, დეტექტორი იღებს სიგნალს, აძლიერებს და შემდეგ გაძლიერებული ფორმით გადმოსცემს. ჯერჯერობით მშვენიერია. პრობლემა იწყება, როდესაც დეტექტორი აღმოაჩენს პროდუქტს და კიდევ ერთხელ გაატარებს სისტემაში, გააძლიერებს და გამოჰყოფს მას კვლავ. გაძლიერების რამდენიმე რაუნდი და ყველაფერი სახიფათოდ უკონტროლო გახდება.

ადამიანთა უმრავლესობა გამხდარა დამაყრუებელი წივილის უკუკავშირის მსხვერპლი კონცერტზე, როდესაც ხმის სისტემა მტკივნეულად ხრიწინებს. მიკროფონი მოსაუბრეს უგზავნის სიგნალს, მოსაუბრე გამოჰყოფს სიგნალს. სიგნალი შეიძლება მიკროფონმა კვლავ მიიღოს და კვლავ გააგზავნოს სისტემაში, თუ ის ძალიან ახლოსაა მოსაუბრესთან ან თუ ძალიან ხმამაღალია, ხმა სწრაფად აფართოებს გაუსაძლისს დონეს, და თუ გაგრძლედება საფუძვლიანად დააყრუებს მოსაუბრეს.

ასეთივე დესტრუქციული მარყუჟი იჩენს თავს ადამიანთა ცხოვრებაში. უმეტესად, როცა ეს ხდება, ჩვენ მას მენტალური დაავადების ირლიყს ვაწებებთ, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მხოლოდ ან მთლიანად ადამიანის ფსიქიკაში. ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან წამალ-მოხმარება ჩვეული პოზიტიური უკუკავშირის პროცესია. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც ალკოჰოლს შეექცევა, შეიძლება ცოტა ბევრსაც. ის სწრაფად გადაკრავს, სამ ან ოთხ ჭიქა სასმელს. მის სისხლში ალკოჰოლის დონე სწრაფად იზრდება, ეს შეიძლება ძალიან სასიამოვნო იყოს, განსაკუთრებით მათთვის ვისაც გენეტიკური მიდრეკილება აქვს ალკოჰოლის მიმართ. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც სისხლში ალკოჰოლის დონე აქტიურად მზარდია და ეს გარძელდება მხოლოდ იქამდე, თუ ინდივიდი სმას განაგრძობს. როდესაც ის სმას წყვეტს, არა მხოლოდ, სისხლში ალკოჰოლის დონე აღწევს პლატოს და შემდეგ იწყებს დაწევას, დავარდნას, არამედ მისი სხეული სხვადასხვა სახის ტოქსინების წარმოქმნას იწყებს, რადგანაც ის მიღებული ეთანოლის გადამუშავებას ახდენს. ალკოჰოლი გადის ორგანიზმიდან და ადამიანი ალკოჰოლურ აბსტინენციას განიცდის, რადგან შფოთვითი სისტემები, რომლებიც ინტოქსიკაციის დროს დათრგუნული იყო, ჰიპერ-რეაქციას იწყებენ. ნაბახუსევი ალკოჰოლური აბსტინენციაა (რომელიც საკმაოდ ხშირად კლავს აბსტინენციის მქონე ალკოჰოლიკებს) და ალკოჰოლის მიღებიდან, ძალიან მალე იწყება. სიამოვნების გასაგრძელებლად და უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად, ალკოჰოლის მომხმარებელმა, შეიძლება უბრალოდ იქამდე გააგრძელოს სმა, ვიდრე სახლში ალკოჰოლის მარაგი ამოეწურება, ბარები დაიკეტება და ფული გაუთავდება.

მომდევნო დღეს, ეს ადამიანი საშინელი ნაბახუსევით იღვიძებს. ჯერ-ჯერობით, ეს მხოლოდ უიღბლობაა. ნამდვილი პრობლემა მას შემდეგ იწყება, როცა აღმოაჩენს, რომ მისი ნაბახუსევის "განკურნება" დილით, რამდენიმე დამატებითი ჭიქა სასმლით შეიძლება. ასეთი განკურნება, რა თქმა უნდა, დროებითია. ის, მხოლოდ ცოტა მომავლისთვის გადასწევს აბსტინენციის სიმპტომებს. შესაძლოა, ამგვარად მოქცევა, მოკლე დროში, თუ ტანჯვა საკმაოდ მწვავეა, საჭირიც იყოს. ამრიგად, მან ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს ნაბახუსევს. როდესაც წამალი დაავადებას იწვევს, პოზიტიური უკუკავშირის მარყუჟი ყალიბდება. ასეთ პირობებში, ალკოჰოლიზმი შეიძლება სწრაფად განვითარდეს.

ზოგჯერ, მსგავსი რამ, ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც ისეთი შფოთვითი აშლილობა აქვთ, როგორიცაა აგორაფობია. აგორაფობიით დაავადებული ადამიანები შესაძლოა შიშმა ისე მოიცვას, სახლიდან ვერასოდეს გავიდეს. აგორაფობია, პოზიტიური უკუკავშირის მარყუჟის შედეგია. პირველი მოვლენა, რომელიც აშლილობას აჩქარებს, ხშირად პანიკური შეტევაა. მსხვერპლი ძირითადად, სხვებზე ზედმეტად დამოკიდებული შუა ხნის ქალია. შესაძლოა, ის ზედმეტად იყო მამაზე დამოკიდებული და სწრაფად გადავიდა ურთიერთობაზე, რომელშიც ქმარი ან შეყვარებული ზედმეტად დომინანტური იყო, მცირე ან საერთოდ არარსებული დამოუკიდებლად არსებობის შანსით.

კვირების მანძილზე, რომელიც აგორაფობიის ჩამოყალიბებამდე მიდის, ასეთი ქალი, ჩვეულებრვ, რაღაც მოულოდნელს და ანომალურს განიცდის. ეს შეიძლება იყოს, რაიმე ფსიქოლოგიური, მაგალითად: გახშირებული გულისცემა, რომელიც ნებისმიერი შემთხვევისათვის ბუნებრივია, მისი წარმოშობის ალბათობა მენოპაუზის დროს გაზრდილია, როდესაც ჰორმონალური პროცესი რეგულირების პერიოდშია, ქალის ფიქოლოგიური შეგრძნებები არაპროგნოზირებულად ცვალებადია. გულის ცემის რითმში, ყველა საგრძნობმა ცვლილებამ, შესაძლოა პროვოცირება გაუკეთოს ფიქრებს, როგორც გულის შეტევაზე, ასევე სახალხო სირცხვილზე, გულის შეტევის შემდგომ ტანჯვისა და გასაჭირის გამო (სიკვდილი და საზოგადო დამცირება ორი ყველაზე გავრცელებული შიშია). მოულოდნელი მოვლენა, შეიძლება იყოს დაავადებულის კონფლიქტი ქორწინებაში, ან მეუღლის ავადმყოფოფა და გარდაცვალება. ასევე, შესაძლოა იყოს ახლო მეგობრის განქორწინება ან სავადმყოფოში მოხვედრა. ზოგი რეალური მოვლენა ჩვეულებისამებრ, აჩქარებს სიკვდილისა და სოციალური გაკიცხვის თავდაპირველ შიშს.

შოკის შემდეგ, პრე- აგორაფობიული სიმპტომების მქონე ქალბატონმა, შეიძლოა დატოვოს სახლი და სავაჭრო ცენტრში წავიდეს. ადგილი გადაჭედილია და პარკირება რთული, რაც მის სტრესზე უარესად მოქმედებს. უსიამოვნო გამოცდილების შემდეგ, მის გონებას დაუცველობის ფიქრები იპყრობს და ზედაპირზე ამოდის. გულისცემა უხშირდება, სუნთქავს ზედაპირულად და სწრაფად. გრძნობს საკუთარ გულისცემას და ფიქრობს გულის შეტევა ხომ არ ემართება. ეს ფიქრი უფრო მეტ შფოთვას იწვევს, შედეგად კიდევ უფრო ზედაპირულად სუნთქავს, სისხლში ნახშიროჟანგის დონე ეზრდება. ამ დამატებითი შიშის გამო, გულისცემა კიდევ უფრო იმატებს, ის ამას ამჩნევს და კიდევ უფრო უხშირდება გულისცემის რითმი.

სიურპრიზი! პოზიტიური უკუკავშირის მარყუჟი. მალე შფოთვა პანიკად იქცევა, რომელიც ტვინის სხვა სისტემის მიერ რეგულირდება და იმ საფრთხეს მიეკუთვნება, რომელსაც ძალიან ბევრი შიშის გამოწვევა შეუძლია. საკუთარი სიმპტომებით შეპყრობილი, სასწრაფო დახმარების ოთახისაკენ მიემართება, სადაც მშფოთვარე ლოდინის შემდეგ, გულის ფუნქციონირებას უმოწმებენ და საგანგაშო არაფერია. მაგრამ, მას ამის არ სჯერა.

ამგვარი უსიამოვნო გამოცდელების აგორაფობიად ქცევას, დამატებითი უკუკავშირის მარყუჟი სჭირდება. შემდეგში, როდესაც მას სავაჭრო ცენტრში წასვლა დასჭირდება, ბოლოს მომხდარის გახსენება მის შფოთვას გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, მაინც წავა. გზაში საკუთარი გულისცემის ხმას გაიგონებს, რაც შფოთვისა და წუხილის შემდგე ციკლს წარმოქმნის. პანიკის პრევენციისთვის, ის თავს აარიდებს სავაჭერო ცენტრის სტრესს და სახლში დაბრუნდება. მაგრამ შფოთვის სისტემამ მის ტვინში, შეამჩნია, მისი სავაჭრო ცენტრიდან გამოქცევა და დაასკვნის რომ გზა, ნამდვილად, სახიფათო იყო. ჩვენი შფოთვითი სისტემა ძალიან პრაქტიკულია. ის მიიჩნევს, რომ ნებისმიერი რამ, რასაც გავურბივართ, სახიფათოა. რა თქმა უნდა, ამას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ თქვენ გარბიხართ.

ამრიგად, ეხლა სავაჭრო ცენტრი "მისაახლოებლად ძალიან სახიფათოდ" არის შეფასებული (ან დამწყები აგორაფობიის სიმპტომის მქონე ინდივიდი იკრავს იარლიყს "ძალიან სუსტი ვარ მიახლოებისთვის"). შესაძლოა, ამ ყველაფერმა არც წარმოშვას მისი რეალური პრობლემა. ჯერ კიდევ არსებობს სხვა ადგილები სავაჭროდ. მაგრამ შესაძლოა, ახლომდებარე სუპერმარკეტები იმდენად ჰგავდეს სავაჭრო ცენტრს, მოლის ნაცვლად მათი ვიზიტის შემთხვევაშიც, მსგავსი რეაქციები გამოიწვიოს და შემდეგ, იქიდანაც გამოიქცევა. შედეგად, სუპერმარკეტიც იმავე კატეგორიას დაიკავებს. შემდეგ, ეს იქნება კუთხის მაღაზია. შემდეგ, ავტობუსი, ტაქსი და მეტრო. და მალე ის ყველგანაა. აგორაფობის, საბოლოოდ, საკუთარი სახლის შიშიც კი შეიძლება გაუჩნდეს და რომ შეეძლოს იქედანაც გაიქცეოდა. მაგრამ მას არ შეუძლია. მალე ის სახლში გაიჭედება. შფოთვის-გამომწვევი უკანდახევა ყველაფერს უკუაგდებს შფოთვის-გამომწვევისგან. შფოთვის-გამომწვევი უკანდახევა ეგოს აპატარავებს, ხოლო უფრო მეტად საშიშ სამყაროს, კიდევ უფრო ზრდის.

ტვინის, სხეულისა და სოციალური სამყაროს ინტერაქციის ძალიან ბევრი სისტემა არსებობს, რომლებიც შესაძლოა პოზიტიური უკუკავშირის მარყუჟში გაებნენ. მაგალითად, დეპრესული ადამიანი, თავს გრძნობს უსარგებლოდ, ტვირთად, განიცდის მწუხარებასა და ტკივილს. ამის გამო, ისინი ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან კონტაქტს ერიდებიან. შედეგად, ისინი უფრო მარტოსულები და იზოლირებულები ხდებიან, რაც ამძაფრებს გრძნობას, რომ ტვირთი და გამოუსადეგარები არიან და უფრო ამცირებენ კონტაქტს. დეპრესია ასე ფესვებს იდგამს და ძლიერდება.

თუ ვინმე, ცხოვრების რომელიმე ასპექტში, საშინლად დაზარალდა - ტრავმატირებულია - დომინანტურობის დეტექტორი, შეიძლება ისე გარდაიქმნას, რომ დამატებითი ზარალი უფრო მეტი იყოს, ვიდრე ნაკლები. ადამიანებს ხშირად ემართებათ ეს. მოზრდილები, რომლებმაც ბავშვობაში ან მოზარდობაში სასტიკი ჩაგვრა განიცადეს, მშფოთვარე და ადვილად გაღიზიანებადი ხდებიან. თავდაცვის მიზნით, ისინი თავდახრილები დადიან და თავს არიდებენ თვალებით კონტაქტს, რაც დომინანტურ გამოწვევად მიიჩნევა.
ეს ნიშნავს, რომ ჩაგვრით გამოწვეული დაზიანება (სტატუსისა და თავდაჯერების დადაბლებული დონე) შეიძლება გაგრძელდეს, ჩაგვრის დასრულების შემდეგაც. ყველაზე მარტივ შემთხვევაში, ადრე დამცირებული ინდივიდები, განვითარდნენ და საკუთარი ცხოვრების, ახალ, უფრო წარმატებულ ეტაპზე გადავიდნენ. თუმცა, კარგად ვერ ამჩნევენ, რომ მათი ამჟამად-კონტრპროდუქტული ფსიქოლოგიური ადაპტაცია, ადრინდელ რეალობაზე დარჩა და საჭიროზე მეტად დასტრესილი და ეჭვით სავსენი არიან.

უფრო რთულ შემთხვევებში, სუბორდინაციის თანდაყოლილი ვარაუდი ადამიანში სტრესს და ეჭვებს იწვევს, უფრო მეტს, ვიდრე და მათი ჩვეული, მორჩილი პოზა, და ეს კვლავ იქცევს ნეგატიურ ყურადღებას - ერთი ან რამდენიმე, ძირითადად ნაკლებად წარმატებული, მჩაგვრელის ყურადღებას. რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ მოზრდილების სამყაროში. მსგავს სიტუაციებში, წინანდელი ჩაგვრის ფსიქოლოგიური შედეგები, ზრდის აწმყოში დამცირების ალბათობას (მიუხედავად იმისა, რომ, უხეშად, რომ ვთქვათ, ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ გაიზარდა, ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობა შეიცვალა, სწავლა გააგრძელა, ობიექტური სტატუტი გამოიცვალა).

აღზევება

ზოგჯერ, ადამიანები ძალადობის მსხვერპლნი მხოლოდ იმიტომ ხდებიან, რომ შებრძოლება არ შეუძლიათ. ეს შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელიც მოწინააღმდეგეზე ფიზიკურად სუსტია. ბავშვებს შორის ჩაგვრაში, ეს ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ზოგჯერ, ძლიერი აღნაგობის 6 წლის ბავშვსაც კი ვერ შეედრება 9 წლის მოზარდი. ზრდასრულებში, მსგავსი ძალათა სხვაობის უმეტესობა ქრება, თუმცა, უხეშ სტაბილურობას და ფიზიკური ზომის შესატყვისობას (გამონაკლისია, ქალსა და მამაკაცთან დაკავშირებით, რომელთაც უწინ, სავარაუდოდ, ზედა ტანი დიდი და ძლიერი ჰქონდათ) ასევე, ზრდასრულებში ფიზიკური შევიწროების გაგრძელებას თან სდევს გაზრდილი სასჯელი.

მაგრამ, ძირითადად, ადამიანები ჩაგვრის მსხვერპლნი ხდებიან, რადგან არ იბრძვიან. ეს არცთუ ისე იშვიათად ემართებათ, ტემპერამენტით შემბრალებელსა და თავგანწირულებს - ნაწილობრივ, თუ ისინი ნეგატიური მეოციებით არიან ავსებული, როდესაც, ვინმე მათ სადისტურად ეწინააღმდეგება, მათ ეს ტანჯვა მოსწონთ და სიამოვნების ხმებს გამოსცემენ (მაგალითად, ბავშვები, რომლებიც უფრო მარტივად ტირიან, ხშირად ხდებიან ჩაგვრის მსხვერპლნი). ეს, ასევე, ემართება ადამიანს, რომელმაც გარკვეული მიზეზის გამო გადაწყვიტა, რომ აგრესიის ნებისმიერი ფორმა, ბრაზის გრძნობის ჩათვლითაც კი, მორალურად არასწორია. მე შემხვედრიან ადამიანები, რომლებსაც მწვავე მგრძნობელობა ჰქონდათ, თუნდაც უმნიშვნელო ტირანიის მიმართ და ზედმეტად აგრესიულად ცდილობდნენ შეეზღუდათ ყველანაირი ემოცია საკუთარ თავში, რომელსაც კი მსგავსი რამის გამოწვევა შეეძლო. ხშირად ეს არის ხალხი, რომლებსაც ზედმეტად აგრესიული და მაკონტროლირებელი მამები ჰყავდათ.

ფსიქოლოგიური ძალები, არასდროს არიან ერთგანზომილებიანნი, თუმცა, ნამდვილად საოცარია სისასტიკისა და არეულობის წარმოქმნაში ბრაზისა და აგრესიის როლი, რომლებსაც აბალანსებენ თავდაპირველი ძალები, რათა აღმოფხვრან ჩაგვრა და შევიწროვება, ისაუბრონ სიმართლე და მოტივაცია მისცენ მტკიცე მოძრაობას ომის, ეჭვებისა და საფრთხის დროს. გიჟის პერანგში გამოწყობილი, ვიწრო მორალის აგრესიის წინააღმდეგ, ისინი, ვინც მარტო ან მხოლოდ თანამგრძნობები ან თავგანწირულები არიან (გულუბრყვილოები, ექსპლუატირებულნი) არ შეუძლიათ წინ წამოსწიონ გულწრფელად სამართლიანი, შესაფერისი და საჭირო ბრაზი, რათა დაიცვან საკუთარი თავი.

თუ თქვენ კბენა შეგიძლიათ, ჩვეულებრივ, ამის გაკეთება არ მოგიწევთ. როცა კარგად არის შეთავსებული, აგრესიული რეაქციისა და ძალადობის გამოყენების უნარი, ეს უფრო მეტად ამცირებს, ვიდრე ზრდის აგრესიის გამოყენების საჭიროების ალბათობას. თუ, თავიდანვე უარს იტყვით შეეწინააღმდეგოთ ჩაგვრას (რაც ნიშნავს, რომ თქვენ ადასტურებთ თქვენს უარყოფას, ყოველგვარი გაურკვეველი პირობით და მის უკან იმალებით), შედეგად, შევიწროვების არე მჩაგვრელის მხრიდან დარჩება შეზღუდული და საზღვრებში მოქცეული. ტირანიის ძალები საგრძნობლად გაფართოვდება, რათა შეავსოს მისი არსებობისთვის დატოვებული ადგილი. ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ მოიკრიბონ ძალები, რათა შესაბამისად დაიცვან თავი, ისევე ხდებიან ექსპლუატაციის მსხვერპლნი, როგორც ისინი, ვისაც გულწრფელად არ ძალუძთ დაიცვან საკუთარი უფლებები მნიშვნელოვანი უუნარობის ან ფიზიკური სისუსტის გამო.

გულუბრყვილო, უვნებელი ადამიანები, ძირითადად საკუთარ აღქმასა და ქცევას, შემდეგი აქსიომებით უძღვებიან: ადამიანები ძირითადად კარგები არიან, სინამდვილეში არავის უნდა ავნოს სხვას; მუქარა (და ცხადია, მისი გამოყენება) ძალით, ფიზიკურად თუ სხვა მხრივ, არასწორია. ეს აქსიომები იშლება, ან უარესი, გულწრფელად ბოროტი ინდივიდების გამო. უარესი ნიშნავს, რომ გულუბრყვილო რწმენა შეიძლება შეურაცხყოფის პოზიტიურ მიპატიჟებად გადაიქცეს. რადგანაც, ისინი ვისაც ზიანის მიყენება აქვთ განზრახული, მსგავსი შეხედულების მქონე მსხვერპლის მონადირებისაკენ ისწრაფვიან. მსგავს შემთხვევებში, უვნებლობის კონცეფცია, აუცილებლად უნდა შეიცვალოს, განახლდეს. ჩემს კლინიკურ გამოცდილებაში, ხშირად შემხვედრია კლიენტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კარგი ადამიანები არასოდეს ბრაზდებიან.

არავის მოსწონს, როცა აქეთ-იქით ხელს ჰკრავენ, თუმცა ადამიანები ამას დიდხანს ითმენენ. ამიტომ, მე მათ თავინთ გულისწყრომას ვაჩვენებ, თავიდან, როგორც ბრაზს, შემდეგ როგორც მინიშნებას, რომ რაღაც უნდა თქვას, არათუ გაკეთდეს. შემდეგ, მათ ვაჩვენებ ამ ქცევას, როგორც ძალას, რომელსაც ტირანია კუთხეში ყავს მოქცეული - როგორც ინდივიდის, ასევე სოციალურ დონეზე. ბევრ ბიუროკრატს ჰყავს უმნიშვნელო ავტორიტეტი მათში, აგენერირებენ არასაჭირო წესებს და პროცედურებს, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოხატონ და გაამყარონ ძალაუფლება. მსგავსი ადამიანები ქმნიან ძლიერ, ფარულ ნეგატიურ განწყობილებას მათ გარშემო, რომელიც, თუ გამოიხატა, შეზღუდავს მათი პათოლოგიური ძალების გამოვლინებას. სურვილი დაიცვა საკუთარი თავი, ასევე იცავს საზოგადოებას დაშლისა და გადაგვარებისგან.

როცა გულუბრყვილო ადამიანები საკუთარ თავში გაბრაზების უნარის არსებობას აღმოაჩენენ, ისინი შოკში არიან, ზოგჯერ მძიმედაც. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ახალბედა ჯარისკაცების მიდრეკილება პოსტტრავმატული სტრესის მიმართ, რომელიც ხშირად მაშინ ჩნდება, როდესაც ისინი უყურებენ თავიანთ ნამოქმედარს და არა იმას თუ რა დაემართათ თვითონ. ისინი რეაგირებენ მონსტრებივით, რომლებიც რეალურად შეიძლება იყვნენ ექსტრემალურ საბრძოლო ვითარებაში, და ამ უნარის აღმოჩენა მათ სამყაროს ანადგურებს. რაც არ არის გასაკვირი. ალბათ, ისინი თვლიდნენ, რომ ისტორიის ყველაზე საშიში დამნაშავეები მათგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ. ალბათ, მათ არასდროს დაუნახავთ საკუთარ თავში აგრესორი და მჩაგვრელი (და ალბათ ვერც დაცვისა და წარმატების უნარი). მე მყოლია კლიენტები, რომლებიც მათი მჩაგვრელის საზარელი სახის გამომეტყველების გამო, წლობით იტანჯებოდნენ ყოველდღიური ისტერიული კონვულსიებით. ასეთი ინდივიდები, ძირითადად ჰიპერ-დაცულ ოჯახებში იზრდებიან, სადაც არავითარი ბოროტება არ არის დაშვებული და ყველაფერი ზღაპრულად საოცარია.

როცა მოხდება გამოღვიძება, როცა ოდესღაც გულუბრყვილო ადამიანი საკუთარ თავში ბოროტებისა და მონსტრობის ფესვებს აღმოაჩენს და საკუთარ თავს დაინახავს როგორც საშიშს (სულ მცირე პოტენციურად) მათი შიში მცირდება. მათ თვით-პატივისცემა უვითარდებათ. შემდეგ, ალბათ ისინი შეეცდებიან წინააღმდეგობა გაუწიონ ზეწოლას. ირწმუნებენ, რომ შეუძლიათ დაპირისპირება, რადგან ისინიც საშიშები არიან. ხვდებიან, რომ მათ შეუძლიათ და აუცილებლად უნდა წამოდგნენ ფეხზე, რადგანაც ხვდებიან რამდენად ამაზრზენნი შეიძლება გახდნენ წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი უკმაყოფილების გამოკვებისა და მათ ყველაზე დესტრუქციულ სურვილებად ქცევით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ძალიან მცირე განსხვავებაა ქაოსსა და განადგურებას შორის, აღდგენასა და ხასიათის სიმტკიცეს შორის. ეს ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული გაკვეთილია.

შესაძლოა, თქვენ ხელმოცარული ხართ. და შესაძლოა, არ იყოთ - მაგრამ თუ ხართ, არ არის აუცილებელი ამ რეჟიმში გააგრძელოთ. შესაძლოა, თქვენ უბრალოდ ცუდი ჩვევა გაქვთ. შესაძლოა, ცუდი ჩვევების ნაკრებიც კი იყოთ. და მაინც, მაშინაც კი, თუ თქვენს ცუდ პოზიციას გულწრფელად იღებთ - მაშინაც, კი თუ არ იყავით პოპულარული სახლში ან საბავშვო ბაღში, ეს აღარ არის გარდაუვალი ახლა. გარემოებები იცვლება. თუ დამარცხებული ლობსტერის მსგავსად, ითმენთ კრიზისს, დაბალ სტატუსს, მოხუცი დეტექტორი, რომელიც თქვენი გონების ფუძეშია და კიბოსნაირებთან გაერთიანებთ, დომინანტურობის დაბალ რიცხვს მოგანიჭებენ. შედეგად, თქვენი ტვინი აღარ წარმოქმნის ბევრ სეროტონინს, რაც თქვენ ნაკლებად ბედნიერს, მეტად მშფოთვარესა და ნაღვლიანს გაგხდით. და როდესაც, საკუთარი თვის დაცვა იქნება საჭირო, დიდი ალბათობით დაიხევთ უკან. ეს, ასევე შეამცირებს თქვენს შანსს კარგ სამეზობლოში ცხოვრებისთვის, უმაღლესი ხარისხის რესურსზე წვდომისა და ჯანმრთელი, სასურველი პარტნიორის მოპოვების შესაძლებლობას. ეს, უფრო დიდი ალბათობით, გამოიწვევს თქვენს წამალსა და სასმელზე დამოკიდებულებას, რადგან თქვენ განაგრძობთ ცხოვრებას საეჭვო მომავლით. გაზრდის თქვენს მიდრეკილებას გულის დაავადების, კიბოს და დემენციისადმი. საერთო ჯამში, ეს კარგი არაა.

გარემოებები იცვლება და ასევე შეგიძლიათ თქვენც. პოზიტიური უკუკავშირის მარყუჟი ეფექტს ეფექტზე ამატებს, ის, კონტრაპროდუქტიულად დაიხევს ნეგატივის მხარეს, მაგრამ, ასევე, თქვენს სასარგებლოდაც შეუძლია იმუშაოს. ეს არის სხვა, ბევრად ოპტიმისტური გაკვეთილი პრინცის კანონისა და პარეტოს განაწილებაზე: ისინი, ვინც მიღებას დაიწყებენ, ალბათ მიიღებენ მეტს. ზოგი, მსგავსი აღმავალი მარყუჟი შესაძლოა, თქვენს პირად, სუბიექტურ სივრცეში შეგემთხვეთ. ცვლილებები სხეულის ენაში, მნიშვნელოვან მაგალითს გვთავაზობს. თუ მკვლევარი, თავდაპირველად გთხოვთ შეცვალოთ სახის კუნთები ისე, რომ სევდიანად გამოიყურებოდეთ, თავს ნაღვლიანად იგრძნობთ. თუ გთხოვენ, თანმიმდევრობით აამოძრაოთ კუნთები, ისე რომ ბედნიერ გამომეტყველებას აჩვენებდეთ,თქვენ თავს ბედნიერად იგრძნობთ. ემოციები, გარკვეულწილად, სხეულებრივი გამოხატულებაა და შეიძლება გაძლიერდეს (ან შესუსტდეს) ამ გამოხატულებით. სხეულის ენით წარმოდგენილ რამდენიმე მსგავს პოზიტიურ უკუკავშირის მარყუჟს, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სუბიექტური გამოცდილების პირადი საზღვრების მიღმა, სოციალურ სივრცეში, რომელსაც სხვა ადამიანებთან იზიარებთ. თუ თქვენი პოზა საწყალია, - თუ წელში მოხრილი ხართ, მხრები წინ გაქვთ გადახრილი, მკერდი შეწეული, თავი დახრილი, გამოიყურებით პატარად, დამარცხებულად და არაეფექტურად, (დამტკიცებულია თეორიაში, უკნიდან თავდასხმის წინააღმდეგ) - შედეგად თავს იგრძნობთ პატარად, დამარცხებულად და არაეფექტურად. ამას გააძლიერებს სხვათა რეაქციები. ადამიანები, ლობსტერების მსგავსად, ზომავენ ერთმანეთს, ნაწილობრივ დგომის ფორმის მიხედვით. თუ საკუთარ თავს დამარცხებულად წარმოადგენთ, ხალხი ისე მოგექცევათ, თითქოს ხელმოცარული იყოთ. თუ წელში გამართვას ეცდებით, ადამიანები შემოგხედავენ და სხვანაირად მოგექცევიან.

შეიძლება გააპროტესტოთ: ფსკერი რეალურია. ფსკერზე ყოფნაც თანაბრად რეალურია. პოზის ცვლილება, არ არის საკმარისი მსავსი მტკიცე რამის შესაცვლელად. თუ ნომერ მეათე პოზიციაზე ხართ, გამართულად დგომითა და დომინანტური შესახედაობის მიღებით, შესაძლოა მხოლოდ მოძალადეები მოიზიდოთ, რომლებიც ისევ დაგჩაგრავენ, რაც საკმაოდ სამართლიანია. თუმცა, გამართული, მხრებით უკან დგომა არ არის მხოლოდ ფიზიკური მოვლენა, რადგან თქვენ მხოლოდ სხეული არ ხართ. თქვენ ასევე, სული ხართ, ასე ვთქვათ - ფსიქიკა. ფიზიკურად წამომართვა, ასევე მოიცავს და ითხოვს მეტაფიზიკურ გამართვას. ეს არსებობის ტვირთის ნებაყოფლობით მიღებას ნიშნავს. თქვენი ნერვული სისტემა სრულიად განსხვავებულად რეაგირებს, როდესაც ცხოვრების მოთხოვნებს ნებაყოფლობით უსწორებთ თვალს. თქვენ პასუხობთ გამოწვევას, კატასტროფის მხარდაჭერის ნაცვალად. თქვენ ხედავთ ოქროს, რომელსაც დრაკონი იცავს, დრაკონზე მოსმენილ გადაჭარბებულ ფაქტებზე კანკალის ნაცვლად. თქვენ წინ დგამთ ნაბიჯს თქვენი ადგილის დასაკავებლად დომინანტურ იერარქიაში და იკავებთ თქვენს ტერიტორიას. ამჟღავნებთ მზაობას შეწინააღმდეგებისათვის. ანვითარებთ და ცვლით მას. ეს შესაძლოა მოხდეს პრაქტიკულად ან სიმბოლურად, როგორც ფიზიკური ან როგორც კონცეპტუალური რესტრუქტურიზაცია.

victory

დადგე გამართულად, მხრებით უკან, ნიშნავს, - მიიღო სიცოცხლის მრისხანე პასუხისმგებლობა, ფართოდ გახელილი თვალებით. ეს ნიშნავს, მიიღო გადაწყვეტილება, პოტენციური ქაოსის ნებაყოფლობით ტრანსფორმირების, საცხოვრებლად ვარგის რეალობად. ეს ნიშნავს, თვითცნობიერების დაუცველობის (მოწყვლადობის) სიმძიმის და ბავშვობის გაუცნობიერებელი სამოთხის დასასრულის მიღებას, სადაც შეზღუდულობა და მორალურობა სუსტად შეცნობილია. ეს ნიშნავს, საჭირო მსხვერპლშეწირვაზე პასუხისმგებლობის სიამოვნებით აღებას (ნიშნავს, მოიქცე ისე, რომ ასიამოვნო ღმერთებს, ანტიკური ენით).

დადგე გამართულად, მხრებით უკან, ნიშნავს კიდობანის აგებას, რომელიც სამყაროს წარღვნისგან დაიცავს, თქვენი ხალხის უდაბნოში გაძღოლას, მას შემდეგ რაც ტირანიას დააღწევენ თავს, საკუთარი გზის შექმნას კომფორტული სახლისა და ქვეყნისგან მოშორებით, წინასწარმეტყველური სიტყვების თქმას იმათთვის, ვინც ბავშვებს და ქვრივებს ყურადღებას არ აქცევს. ეს ნიშნავს, ჯვრის ტარებას, რომელიც აღნიშნავს X-ს, ადგილს, სადაც შენ და ცხოვრება ასე ძალიან იკვეთებით. ნიშნავს, მკვდარი, ძლიერი და ტირანული წყობა მოისროლოთ უკან, იმ ქაოსში, საიდანაც წარმოიშვა. ნიშნავს, გაუძლო გაურკვევლობას, და შედეგად შექმნა უკეთესი, უფრო მნიშვნელოვანი და პროდუქტიული წყობა.

ასე რომ, იზრუნეთ თქვენს პოზაზე, შეწყვიტეთ მხარჩამოყრილი და მოკუნტული მოძრაობა. გამოხატეთ თქვენი აზრი. დააყენეთ თქვენი სურვილი წინ, ისე თითქოს ამის უფლება გაქვთ - სულ მცირე, იმდენი უფლება, რამდენიც სხვებს, იარეთ წელში გამართულად და გაბედულად იყურეთ წინ. გაბედეთ იყოთ საშიშნი. მისი დამამშვიდებელი გავლენისათვის, უბიძგეთ სეროტონინს უხვად მიედინებოდეს ნერვულ გზებში.

ადამიანები, თქვენი ჩათვლით, ჩათვლიან, რომ კომპეტენტური და ქმედითუნარიანი ხართ. (ან სულ მცირე, მაშინვე არ გამოიტანენ საწინააღმდეგო დასკვნას.) პოზიტიური რეაქციებისაგან გაგულადებული, რომლებსაც ახლა თქვენ იღებთ, ნაკლებ შფოთვას იგრძნობთ. შედეგად, გაგიადვილდებათ, ყურადღება მიაქციოთ ფაქიზ, სოციალურ გასაღებებს, რომლებსაც ადამიანები კომუნიკაციის დროს ცვლიან. თქვენი საუბარი, უკეთესად წარიმართება, ნაკლები უხერხული პაუზებით. ეს უფრო დიდი ალბათობით გიბიძგებთ გაიცნოთ, შეხვდეთ ხალხს, იურთიერთოდ მათთან და შთაბეჭდილება მოახდინოთ მათზე. მსგავასი მოქმედება, არა მხოლოდ გაზრდის კარგი რამეების შემთხვევის შესაძლებლობებს, არამედ ამ კარგ რამეებს, როცა ისინი მოხდება, უკეთ იგრძნობთ.

ამრიგად, გაძლიერებულმა და გაგულადებულმა, თქვენ, შეიძლება ცხოვრებასთან ჩახუტება აირჩიოთ, იმუშავოთ მის განხორციელებასა და გაუმჯობესებაზე. შედეგად, გაძლიერებულმა, შესაძლოა ძალის შეინარჩუნება შეძლოთ, საყვარელი ადამიანის ავადმყოფობის დროსაც კი, მშობლის გარდაცვალების დროსაც კი. ნება მისცეთ სხვებს იპოვონ ძალა თქვენს გვერდით, როცა, სხვა შემთხვევაში, ისინი სასოწარკვეთილნი იქნებოდნენ. ამგვარად, გაბედულად, თქვენ გასცურავთ თქვენი ცხოვრების ვოიაჟში, ნება მიეცით თქვენს შუქს იბრწყინოს, ასე ვთქვათ, სამოთხის გორაკზე და მიჰყევით თქვენს ნამდვილ ბედისწერას.შემდეგ, თქვენი ცხოვრების აზრი, საფუძვლიანი შეიძლება გახდეს მომაკვდავი სასოწარკვეთის ბილწი გავლენის მოშორებისთვის. შემდეგ შესაძლოა სამყაროს საშინელი ტვირთის მიღება შეძლოთ და ბედნიერება იპოვნოთ.

აიღეთ შთაგონება გამარჯვებული ლობსტერისგან, 350 მილიონი წლის პრაქტიკული სიბრძნით, დადექით სწორად, მხრებით უკან.

წესი II

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

გსურთ, რომ მსგავსი საინტერესო წიგნები ითარგმნოს? მაშინ შეიტანეთ თქვენი წვლილი და დაეხმარეთ MAGMA-ს.

მსგავსი სტატიები

ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზი: წინაპირობები და საბაზო იდეები 5 წუთში.


მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო ადამიანის ფსიქიკას დიდი ხანია სწ...

ბარნუმის ეფექტი და ფორერის ექსპერიმენტი


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ადამიანს უყვარს საკუთარი თავის ...

რა არის ფობია?


ინტერვიუ ფსიქიატრ - ვაჟა კენჭაძესთან (ტრანსკრიბცია) მთარგმნელი: ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff