თვითშეფასება

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ავტორი: ნანა აბესაძე რა ფაქტორები განაპირობებს მოტივაციის გაქრობას ჩვენ, ადამიანებს გვჭირდება...

mot

ავტორი: ნანა აბესაძე

რა ფაქტორები განაპირობებს მოტივაციის გაქრობას

ჩვენ, ადამიანებს გვჭირდება თვითდაჯერებულობის განცდა. ეს განცდა გვიბიძგებს იმისკენ, რომ მივაღწიოთ იმას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს მომენტი რათქმაუნდა მოტივაციასთანაა დაკავშირებული.

როდესაც ჩვენ ჩვენს თავში ვართ დარწმუნებული, ამას სხვა ადამიანები გრძნობენ. ამით კი ჩვენი სოციალური სტატუსი მაღლდება.

როდესაც გვაკლია თავდაჯერებულობის გრძნობა, ჩვენ თითქოს ვიკეტებით ჩვენს თავში, ვართ ჩუმად და ჩვენთან არავის არ უნდა ურთიერთობა. ასე მოქმედებს სოციალური მაგია.

რა ფაქტორები განაპირობებს ჩვენში თვითდაჯერებულობის გრძნობის არარსებობას?

პირველ რიგში, საკუთარი თავის შედარება სხვა, ჩვენზე წარმატებულ ადამიანებთან. ასეთ შემთხვევაში, თქვენს შორის ძალიან დიდი დისტანციაა. ამის ნაცვლად შეედარეთ საკუთარ თავს. როგორი იყავით გუშინ და როგორი გახდებით ხვალ. ეს ერთადერთი შეჯიბრია, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოთ. რატომაა ეს კარგი? როცა ჩვენ თავს ვადრით წარმატებულ, მდიდარ ადამიანს, ჩვენს შორის დიდი უფსკრულია და ეს უფრო მეტად გვთრგუნავს. როდესაც თავს ვადრით საკუთარ თავს, გუშინდელს, გუშინწინდელს, ვხვდებით რომ რაღაც ვისწავლეთ, რაღაც შევიძინეთ, რაღაც მიზნების რეალიზება შევძელით, რაღაცით წინ წავიწიეთ. ამით ჩვენი თვითშეფასება მაღლდება. და თუ რომ ჩვენც რაღაც შევძელით და რაღაცას მივაღწიეთ, ხვალისთვის თავს ვუსახავთ ახალ მიზანს, (იხ. კორტოზოლური და დოფამინური მოტივაცია). როდესაც მივიწევთ მიზნისკენ, ამით საკუთარ თავს განვითარების საშუალებას ვაძლევთ. ნელ-ნელა, ეტაპობრივად. მიზანი არ უნდა აღემატებოდეს ჩვენს შესაძლებლობებს. თავს უნდა დავუსახოთ ის, რის გაკეთებასაც რეალურად შევძლებთ და როდესაც მივაღწევთ მიზანს, ეს მოგვიტანს სიხარულის განცდას. ჩვენ რომ თავს დიდი მიზანი დავუსახოთ, დიდი შანსია რომ ამას ვერ მივაღწიოთ და ეს კიდევ უარესად დაწევს დაბლა ჩვენს თვითშეფასებას.

უმოქმედობა

როდესაც ჩვენ ვიმყოფებით უმოქმედო მდგომარეობაში, არ გვინდა ჩვენივე კომფორტის ზონიდან გამოსვლა. თუმცა სწორედ კომფორტის ზონის იქით არის ყველაზე საინტერესო. როდესაც დისკომფორტის ზონაში ვიმყოფებით, ძალაუნებურად ვხვდებით ახალ ნაცნობებს, ვიგებთ რაღაც ახალს, საინტერესოს და სასარგებლოს და გამოდის რომ დისკომფორტის ზონაში ღებულობთ სარგებელს, ერთგვარ სიამოვნებას. ჩვენ ხომ არ ვიცით იმ „დისკომფორტის ზონაში“ შეიძლება ვნახოთ ის, რაც ან ვინც ასე გვჭირდება. ამასთანავე დისკომფორტის ზონაში ჩვენ ძალაუნებურად გვიწევს დაბრკოლებების გადალახვა თვითდაჯერებას გვმატებს.

როგორ განვახორციელო ეს პრაქტიკაში? ავიღოთ ჩვენთვის რაიმე რთულად გადასაჭრელი ამოცანა. რათქმაუნდა ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, გვეზარება, გვეშინია. ვცადოთ და ჩამოწვეროთ ფურცელზე ეტაპებად რისი გაკეთებას საჭიროა და ასე, ნელ-ნელა მივყვეთ. ცნობილია რომ, ადამიანის ტვინი უფრო კარგად იმახსოვრებს შეწყვეტილ საქმეს, ვიდრე დამთავრებულს. („ზეიგარნიკის ეფექტი“) აქ ირთვება დოფამინური მოტივაცია, „ამას დავამთავრებ და ამოვისუნთქებ“ „რა ბედნიერებაა, ამის გაკეთება აღარ მომიწევს“ ამის შესახებ წინა სტატიაში ვისაუბრეთ.

ძნელი სათქმელია, თუმცა როდესაც თვითდაჯერებულობაზე გვაქვს საუბარი, არ უნდა გვქონდეს წარუმატებლობის შიში. შიშის გამო ჩვენ ვერ გვექნება თვითდაჯერებულობის გრძნობა. როდესაც რაღაც გვინდა გავაკეთოთ, თავს ნუ დავუსახავთ დიდ მიზნებს. დავიწყოთ თუნდაც კომპიუტერის მაგიდის დალაგება, არასაჭირო ფაილების წაშლა. უფუნქციო ნივთების თავიდან მოშორება. ამის კეთებისას, გვეუფლება სასიამოვნო განცდა,შვება გვეუფლება.ვიშორებთ რაღაც უსარგებლოს და თან არანაირი წარუმატებლობის შიში არ გვაქვს.

კრიტიკა სხვების მხრიდან

რაც შეეხება ამ ფაქტს, ეს გვისპობს თვითდაჯერებულობის გრძნობას, რადგან გარშემომყოფი ადამიანების ნაწილი დემოტივატორია. იმის შიშით რომ დაგცინებენ, თქვენ იწყებთ არა მოქმედებას, არამედ უმოქმედობის მიზეზების ძიებას და დასაბუთებას, მტკიცებას. რა გავაკეთოთ? ნუ მოუყვებით ყველას თქვენი გეგმების შესახებ და ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება სხვის აზრს. უთხარით მხოლოდ ახლობელ ადამიანს, რომელსაც რეალურად გაეხარდება თქვენი წარმატება და მასთან ერთად დასახეთ მიზნები. ყველა ადამიანის აზრს, ვინც თქვენს ირგვლივ ტრიალებს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ეს უბრალოდ მორალურად გავანადგურებთ. ეს არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომელთა აზრიც გასათვალისწინებელია და საჭიროც. მაგალითად ალბერტ აინშტაინმა, 4 წლის ასაკში დაიწყო ლაპარაკი და სკოლაშიც დიდად არ გამოირჩეოდა აკადემიური მოსწრებით. პირიქით, მას ჩამორჩენილ ბავშვად თვლიდნენ. განა უღირდა მას, მათი აზრის მოსმენა, ვინც დასცინოდა? როდესაც ადამიანი გითითებთ ნაკლოვანებაზე, უმეტეს შემთხვევაში მას თვითონ აქვს ეს ნაკლოოვანება და შესაბამისად ამის კომპლექსი. ახალგაზრდები ბევრად უფრო მტკივნეულად რეაგირებენ კრიტიკაზე, ვიდრე მოწიფული ასაკის ადამიანები, რადგან მათ აქვთ მეტი გამოცდილება. ახლა გავიხსენოთ, რამდენჯერ შეგვიცვლია ადამიანის შესახებ აზრი. ალბათ არაერთხელ. ასე არიან სხვებიც, ჩვენთან დამოკიდებულებაში. კარგი იქნება თუ შევაფასებთ სხვისი ნათქვამის შედეგებს. დავუშვათ ნაცნობმა გითხრათ, რაღაც არასასიამოვნო. „აუ, როიგორ გასუქებულხარ? „ ან“ „ვაი, ვერ გიცანი, ისეთი შეცვლილი ხარ. ადრე უკეთესი იყავი“ რა შეიცვლება ამით თქვენს ცხოვრებაში? არაფერი.ის ნათქვამი ვერ მოახდენს გავლენას თქვენი ცხოვრების შემდგომ განვითარებაზე. უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი აზრის მოხვევას ცდილობენ ის ადამიანები, ვისზეც ჩვენ არ ვართ დამოკიდებულები. ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ თვითდაჯერებულობა, არ აქვთ საკუთარი ცხოვრება.

ნეგატივი

ჩვენ გვინდა თუ არა, ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, სადაც უამრავი ინფორმაციაა და ვერ გავაკონტროლებთ იმას, რასაც ჩვენი ტვინი აღიქვამს. მაგრამ ჩვენ გვაქვს საშუალება რომ არ ვუყუროთ ისეთ გადაცემებს, რომელიც გვთრგუნავს. არ წავიკითხოთ ის ნიუსები, რომლებშიც მოსალოდნელ კატაკლიზმებზე და წერენ და ა. შ. ანუ არ მივიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც გვაფიქრებინებს რომ ყველაფერი ისე ცუდადაა, რომ აზრს კარგავს ყველაფერი. ასე თანდათან ისე პროგრამირდება ჩვენი ტვინი რომ, ისიც გვიხარია ცოცხლები რომ ვართ.

არის ხოლმე მომენტები, როცა რაღაცის კეთება ძალიან გვეზარება. უბრალოდ არ გვაქვს ძალა ადვგეთ და ვაკეთოთ. გვინდა უბრალოდ ვიწვეთ, ვიჯდეთ სავარძელში, ან ვისეირნოთ ქუჩაში. ამ დროს ტვინი გვაძლევს სიგნალს, რომ მას დასვენება სჭირდება. კვლევების და სტატისტიკის თანახმად, ადამიანები რომლებიც ასეთ დროს ისვენებენ, შემდეგ ორმაგი ძალით იწყებენ მუშაობას. სხვათაშორის სიარულისას ძალიან კარგად სტრუქტურირდება აზრები, რადგან მსუბქი ფიზიკური აქტივობა, ამუჯობესებს სისხლის მიმოქცევას ტვინში ჟანგბადის მიწოდებას.

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვეცვლება პრიორიტეტები, ფასეულობები, შესაბამისად მიზნები და სურვილები. ის რაც გუშინ ასე ძალიან გვსურდა, ხვალ შეიძლება აღარ გვაინტერესებდეს.

ზოგადად ხანგრძლივი უმოქმედობა „ძირავს“ ადამიანს. ტვინი ზარმაცდება ისე აქტიურად აღარ ხდება მასში იმპულსების გადაცემა, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში ამას კი მოჰყვება რიგი არასასიამოვნო და არასასურველი პროცესები.ზოგჯერ კი ასეც ხდება, რომ ჩვენ არ გვინდა დავხარჯოთ ჩვენი რესურსი საკუთარ მოტივაციაზე. ასეთ დროს კარგი იქნება დავუწესოთ საკუთარ თავს ჯილდო.მაგალითად, იმის გაკეთება, რაც თქვენ ძალიან გსიამოვნებთ. ბანალურად ჟღერს, თუმცა ეს მეთოდიც მუშაობს.

როცა არის მოტივაცია, ვაკეთებთ რაღაცას, ვდგამთ ნაბიჯებს წინ. ეს გვმატებს თვითშეფასებას და თანდათან მივიწევთ წარმეტებისკენ.

შეაფასეთ საკუთარი თავი, პერსპექტივების მხრიდან!

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი სტატიები

მანიპულაცია


ავტორი: ნანა აბესაძე მანიპულაცია არის ერთგვარი ფსიქოლოგიუტი ტრიუ...

ფსიქოლოგიის დაბადება


თარგმანი ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორის - სტივ ჯორდენსის ...

ღმერთი ნეირონებში (1) (Athene)


ცნობიერების საიდუმლოებები. ღმერთი ნეირონებში. ყველაფრის თეორია ათ...

ჯო დისპენზა. აკეთეთ ეს 7 დღე და საოცარ შედეგებს მიიღებთ


ტრანსკრიბცია ჯო დისპენზას ვიდეოდან მთარგმნელი: ნანა აბესაძე - მ...

ოთხი ყურის მოდელი


ავტორი: ნანა აბესაძე რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის? მიზე...

ცხოვრების ოთხი ეტაპი


ავტორი: მარკ მენსონი მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი წყარო ცხოვრება...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff