იდი, ეგო, სუპერ-ეგო

Admin
ფსიქოლოგია
0
0

იდი (ID) – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს, მას ეწოდა ”იგი”-რადგან ის ყველაზე უფრო მეტადაა გა...

zigmund froidiიდი (ID) – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს, მას ეწოდა ”იგი”-რადგან ის ყველაზე უფრო მეტადაა განსხვავებული იმისგან რასაც ”მე”-ს ვუწოდებთ. ”იგი” ფლობს ისეთ ენერგიათა ფორმებს, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში არ ემორჩილებიან ”მე”-ს (შფოთვა, შიში, აგზნება და ა.შ). ”იგი” არის ინსტინქტების ვნებების და გატაცებების სამფლობელო, საბადო. ”იგი” მთლიანად არაცნობიერია და ვინაიდან ვერ არჩევს გარე ობიექტთა მნიშვნელობას, მას გააჩნია ამორალური (”ზე-მე”-ს საწინააღმდეგო) სურვილების წარმოშობის ძალა (აგრესიული და სექსუალური იმპულსები). ყოველივე ეს ვლინდება სიზმრებსა და მცდარ ქმედებებში. ”იგი”-სთვის არ არსებობს არანაირი ლოგიკა ან შეზღუდვა, ის მოქმედებს სიამოვნება-უსიამოვნების გარჩევის პრინციპით და შესაბამისად, მისთვის მოქმედების ერთადერთი საშუალება არსებობს – ესაა განტვირთვა ან განგაშის განცდების გაგზავნა ”მე”-სთან, რათა უსიამოვნებას განერიდოს.

EGO – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”მე”-ს (Self); ”მე” არის ფსიქიკური სტრუქტურა, რომელიც ყველაზე ცნობიერია, და შესაბამისად, იგი არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღებაზე. ”მე” ისწრაფვის ”იგი”-ს სურვილების დაკმაყოფილებისკენ გარემოში ქცევის საშუალებით, ისე, რომ მასში გათვალისწინებული იყოს ”ზე-მე”-ს მიერ წაყენებული მოთხოვნა-აკრძალვებიც. ”მე” რეალობაზე დაყრდნობით მოქმედებს და მისი უდიდესი ნაწილი ცნობიერია. ”მე”-ს იდეალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ”იგი”-ს მიერ წაყენებული მოთხოვნების დროში გადავადება მანამდე, სანამ მიზანშეწონილი ქცევით მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის სათანადო სიტუაცია არ შეიქმნება, რაც თავისთავად გულისხმობს გარემოში ”ზე-მე”-ს აკრძალვის გათვალისწინებას.

SUPER-EGO – არის ეგოს განვითარების საფეხური. ის ყალიბდება სოციალიზაციის შედეგად, ევოლუციის გზით. მისი არსია სხვა სუბიექტთა ინტერესების გათვალისწინება ქცევაში, რათა სოციალურ ჯგუფში კონფლიქტი არ მოხდეს. ”ზე-მე” გულისხმობს კულტურულ ნორმებსა და ღირებულებებს, ის არის ე.წ. მორალი და სინდისი, რომელიც ძირითადად აღმოცენდება მამის ავტორიტეტთან შეჯახების შედეგად. მას აქვს ემოციათა გარკვეული ფორმების დომინირების ძალა, – სირცხვილის შიში ან/და დანაშაულის შეგრძნება და ა.შ. ”ზე-მე”-ში გამოიყოფა ორი ქვესისტემა. ესენია ეგო-იდეალი და სინდისიერი სტრუქტურა; ეგო-იდეალი ყალიბდება წახალისების შედეგად, ხოლო სინდისიერი სისტემა – დასჯის შედეგად. ”ზე-მე” დასრულებულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მშობლების კონტროლს თვითკონტროლი ენაცვლება.

გონებით დაჯილდოვებული “ეგო” შუამავლის როლს ასრულებს სურვილებსა და რეალობას, შინაგან და გარეგან სამყაროს, “იდი”-სა და “სუპერ-ეგო”-ს შორის. ამიტომ “ეგო” ყოველთვის “ერთდროულად ორ სკამზე ზის”. მან უნდა გაუძლოს შეურაცხყოფებს და დაიცვას თავისი “მატარებელი” კონფლიქტებისგან — დაიცვას ნერვოზების ფასად. აქ ჩვენ ვაწყდებით ვენელი მეცნიერის ღრმა დარწმუნებულობას — ადამიანი დაუსრულებლად მოწყვლადია. 

ფსიქოანალიზის თეორია პიროვნების პირველი თეორიაა. ფროიდისთვის ადამიანი და პიროვნება ერთი და იგივეა. ფსიქოლოგია მარტო ადამიანს აქვს. ფროიდი ევოლუციური თეორიის მომხრეა. ნაშრომში “ტოტემი და ტაბუ” განიხილავს ორდა არსებებს, რომლებიც არც მაიმუნები არიან და ჯერ არც პიროვნებები, ცხოვრობენ ჯოგებად, ჯგუფებად. ჰყავთ უფროსი მამრი და მის გარდა არც ერთ წევრს არ აქვს საპირისპირო სქესთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების უფლება. ბიჭები იწყებენ ამბოხს მამის წინააღმდეგ და კლავენ მას და ძალიან ნანობენ ამას. ორდა არსებები იწყებენ შეთანხმებას, სექსუალური კავშირების გადანაწილებასა და ნადავლზე. აქ ეყრება საფუძველი პირველ საზოგადოებრივ კანონებს. იკრძალება ინცესტი და მამისადმი აგრესია. ეს ისეთი აკრძალვებია, რომლების ცნობიერებაში გაჩენაც კი დაუშვებელია – ტაბუირებულია.

Capkjture

საზოგადოების და პიროვნების ჩამოყალიბება პარალელური პროცესებია. ფროიდის მიხედვით, პირველი ცოდვა მამის მკვლელობაა; რელიგიის წარმოშობა ამ ცოდვის მონანიებას უკავშირდება. ღმერთის ხატი ეფუძნება ფილოგენეტურ მზაობასა და ონტოგენეტურად ფორმირებულ მამის ხატს არაცნობიერში; დედამიწაზე არსებულ რელიგიათა უმრავლესობაში ღმერთი მამრობითია და მას მრავლად აქვს ისეთი მახასიათებლები, როგორსაც ბავშვი განიცდის მამის მიმართ (ძლიერება, სამართლიანობა, ყოვლისმცოდნეობა, შიში ან/და მისი იმედი და ა.შ.). ბავშვი რომ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ონტოგენეზში უნდა გაიაროს ფილოგენეზის მსგავსი საფეხურები. ხუთი წლის შემდეგ ხდება იმის დახვეწა, რაც ხუთ წლამდე ჩამოყალიბდა.

ბავშვი დაბადებისას ”იგი” (id)-ს მდგომარეობაშია. ”იგი” არის მთლიანად არაცნობიერი, ბნელი. მისთვის ლოგიკური აზროვნება უცხოა და არსებობს მხოლოდ აწმყო. აქვს სურვილები, რომელთა დაკმაყოფილებასაც მიელტვის. მისი მოქმედების პრინციპი არის სიამოვნების პრინციპი, რომელსაც თუ რეალობაში ვერ მიაღწევს, ახორციელებს შემდეგ მექანიზმებს: ჰალუცინაციები და რეფლექსური განტვირთვა. რისი დაკმაყოფილებაც ვერ ხერხდება, გარკვეული სახით ილექება და ვითარდება კომპლექსები. ”მე” (ego)-ს მოქმედების პრინციპი რეალურობის პრინციპია. ”იგი”-ს მოთხოვნილება რომ დაკმაყოფილდეს, რეალობაში უნდა გავიდეს. ჰალუცინაციებით არ ხერხდება მოთხოვნიბების დაკმაყოფილება. რეალობაში გასვლიდან იწყება ”მე”-ს ჩამოყალიბება. ”მე” არის ”იგი”-ს განვითარების გარკვეული საფეხური. ”მე”-მ გარკვეულწილად უნდა დააკმაყოფილოს ”იგი”-ს მოთხოვნილებები, თან ისე, რომ რეალობა უნდა გაითვალისწინოს. რეალობა უქმნის ბარიერებს. მექანიზმი, რითაც ”მე” თავისი მოქმედების პრინციპს ახორციელებს, არის ფსიქიკური პროცესები. მათი საშუალებით ხდება სინამდვილესთან ურთიერთობის დამყარება. ფროიდისათვის პირველადი ფსიქიკური არის ”იგი”, მეორადი – ”მე”. ”მე”-მ უნდა მოატყუოს ”იგი”, რომ დასტყუოს ენერგია. ”იგი”-ს არ შეუძლია ერთმანეთისაგან გაარჩიოს აღქმის ხატი ჰალუცინაციის ხატისაგან. ”იგი”-ს აღქმის ხატი მოქმედებაში მოყავს. (აღქმა ბოლომდე ობიექტური არ არის). ”მე”-ს პარალელურად, ყალიბდება ”ზე-მე”(super-ego). ”ზე-მე” არის ის, რასაც ჩვენ მორალს ვუწოდებთ და ის მორალური პრინციპებით მოქმედებს. მისი მექანიზმი ”მე”-ზე სინდისისა და სიამაყის გრძნობებით მანიპულირებს. მორალის ჩამოყალიბება მშობლებთან იდენტიფიკაციის გზით ხდება. ”ეგო” ორი ბატონის მსახურია: ”იგი”-ს და ”ზე-მე”-სი. მას მესამე ბატონიც ჰყავს – რეალობა.

ზიგმუნდ ფროიდი  (“სიზმრების ახსნა”, 1900 წლის გერმანული გამოცემა)

მსგავსი სტატიები

მანიპულაცია


ავტორი: ნანა აბესაძე მანიპულაცია არის ერთგვარი ფსიქოლოგიუტი ტრიუ...

იდი, ეგო, სუპერ-ეგო


იდი (ID) – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს, მას ეწოდა ”იგი”-რად...

კოგნიტური ფსიქოლოგია და კოგნიტური ფსიქოთერაპია


მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო ფსიქოლოგია მრავალმხრივი და მრავლ...

ნახევარ გამტარი


ერთი შეხედვით თითქოს ადამიანები განსხვავებულები ე.წ ინდივიდუალურ...

როგორ მოქმედებს თქვენი ბავშვობა პირად ურთიერთობებზე


„გააცნობიერეთ რომ სამყაროში ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან“, როგ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff