რაიკ ჰამერის ფსიქოსომატიკა - ახალი გერმანული მედიცინა

Admin
მეცნიერება ფსიქოლოგია
0
0

ინტერვიუ იგორ მირონოვთან

წყარო
 
მთარგმნელი: მამუკა გურული

ნაწილი პირველი
 
არსებობს ფსიქოსომატური ცნობარების და მეთოდების უამრავი რაოდენობა, ასევე უამრავი ავტორისგან. ინფორმაცია ხშირად წინააღმდეგობრივია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც არსებობს, და მე თვითონ ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ავადმყოფობას თავისი ნამდვილი მიზეზები აქვს, და ჩემი გამოცდილებით ამაში არაერთხელ დავრწმუნდი. თავადაც ღრმად ვსწავლობ ფსიქოსომატიკას. და დღეს მინდა ვისაუბრო ფსიქოსომატიკაზე, უფრო სწორად კი ავადობის ნამდვილ მიზეზებზე იგორ მირონოვთან, რომელსაც ინტერნეტ-სივრცეში წავაწყდი და ძალიან მომინდა ამ ინტერვიუს ჩაწერა...

mironov

იგორ მირონოვი - ფსიქოლოგი 

- გამარჯობა იგორ. მოკლედ მოგვიყევით თქვენს შესახებ...
 
- გამარჯობა. მოკლედ ვიტყვი. ჩემი სახელია იგორ მირონოვი. 2011 წლიდან ფსიქოლოგიით ვარ დაკავებული, უკვე 10 წელია, მას შემდეგ რაც ჩემი პირველი ფსიქოლოგიური დიპლომი ავიღე. და თავიდანვე ძალიან ღრმად გადავეშვი ფსიქოსომატიკის მიმართულებაში. სწავლების დასაწყისშივე მქონდა შეხება „ახალ გერმანულ მედიცინასთან“, რომელიც შექმნა დოქტორმა რაიკ ჰამერმა - გერმანელმა ექიმმა. და ჩემი ინდივიდუალური მუშაობის პირველი დღიდანვე დავიწყე ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. და მოცემულ მომენტში ჩემი სამუშაოს 90% სწორედ ფსიქოსომატიკაა. 
 
- როგორ მიხვედით აქამდე? რამ გამოიწვია თქვენში ეს ინტერესი?
 
- ჯანმრთელობა ნორმალური მაქვს. ბავშვობიდან კბილის ტკივილზე და სურდოზე უარესი არაფერი დამმართნია, თუ არ ჩავთვლით ენაბლუობას, რომელიც 6-დან 36 წლის ასაკამდე მქონდა. 40 წლის ასაკში ფსიქოლოგიის სწავლა დავიწყე (მანამდე პირველი ორი განათლება ტექნიკური მქონდა. ინჟინერი და რადიოტექნიკოსი ვარ). სწავლის პროცესში ერთერთი მიმართულება (დაახლოებით 30 საათი) რაც გავიარეთ - ფსიქოსომატიკა იყო. და სწავლების ბოლოს, 2011 წლის იანვარში, მოსკოვში ტარდებოდა პირველი ონკო-სემინარი. და ჩვენ სტუდენტებს, „მასოვკისთვის“ გვთხოვეს რომ მივსულიყავით და დარბაზში დავმჯდარიყავით. რადგან ეს პირველი დიდი სემინარი იყო, მის შესახებ ბევრმა არ იცოდა. 
 
სემინარის ერთ-ერთ დღეს სცენაზე გამოდის ადამიანი და ამბობს: „არის ასეთი მაგარი რაღაც - ახალი გერმანული მედიცინა“ (იხ. ფოტოზე). გვიჩვენებს ამ წიგნს და გვეუბნება: „ახლა მის შესახებ მოგიყვებით“... და მოგვიყვა დოქტორ ჰამერის მეთოდის შესახებ. მე დარბაზში ვიჯექი და ვუსმენდი. სიტყვები ნაცნობი იყო, მაგრამ საერთო სქემა თავიდან ვერ გავიგე. და ჩემს შიგნით მომწოფდა შეგრძნება, რომ „მე იქ მინდა“. სემინარის შემდეგ სახლში დავბრუნდი და დავიწყე ინფორმაციის მოძიება. ინფორმაცია პრაქტიკულად არ იყო. იმ მომენტში რუსულენოვან ინტერნეტში მხოლოდ ერთი თარგმნილი ინტერვიუ იყო დოქტორ ჰამერთან, ისიც საკმაოდ მოკლე. ამიტომ დავიწყე წიგნების გამოწერა საზღვარგარეთიდან, ვკითხულობდი უცხოენოვან ვებ-გვერდებს - გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. მე მხოლოდ ინგლისური ვიცი, და თარგმნისთვის google-ს ვიყენებდი. 

81Bg%2Bw5Cp3L
 
პირველი სამი წელი ამ მასალებს ჩემთვის ვთარგმნიდი. არ მქონია გეგმები ან მიზნები. უბრალოდ იმას ვაკეთებდი, რაც მაინტერესებდა. დაახლოებით 2014 წლიდან დავიწყე ამ ნათარგმნი მასალების ჩემს ექაუნთზე, „ცოცხალ ჟურნალში“ დადება. პირველი კომენტარები ნეგატიური იყო: „შენ სულელი ხომ არ ხარ... ეს ყველაფერი არასწორია... ვიკიპედია წერს, რომ ჰამერი შარლატანია...“ და ა.შ. მაგრამ ჩემს შიგნით იყო გაგება, რომ სწორი გზით მივდიოდი. ამასთან, ან ცოდნის გამოყენება ჩემი ფსიქოლოგიური პრაქტიკის დასაწყისშივე დავიწყე და ვამოწმებდი საკუთარ თავზე, კლიენტებზე, ოჯახის წევრებზე... დღეს უკვე კერძო სკოლა მაქვს, ძალიან წარმატებული კერძო პრაქტიკა, კმაყოფილი კლიენტები, მოსწავლეები და ა.შ. 
 
- რა არის ფსიქოსომატიკა?
 
- ფსიქოსომატიკა - ესაა სფერო, რომელიც აღწერს სულის კავშირს სხეულთან. ამასთან, სიტყვა საკმაოდ ნაცნობია, და საკმაოდ გაცვეთილიც. ორთოდოქსალურ მედიცინაშიც კი არის ეს მიმართულება და აღიარებენ ამ კომპონენტს ზოგიერთ ავადმყოფობაში. ეგრეთწოდებული ალტერნატიული მიმართულებების დიდი უმრავლესობაც ამ ტერმინს ძალიან ფართოდ იყენებს. მაგრამ აქ საქმე საფუძველშია. თუ საფუძველი უწინდელი გაქვს, როგორც ტრადიციულ მედიცინაში, მაშინ რა სწორი სიტყვაც არ უნდა გამოიყენო, მოქმედებები მაინც არასწორი იქნება. რით განსხვავდება დოქტორ (ხაზს ვუსვამ, რადგან ის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი იყო) ჰაიმერის „ახალი გერმანული მედიცინა“ ორთოდოქსალური მედიცინისგან? როცა ჰამერი შვილის დაკარგვის გამო კიბოთი დაავადდა (სიტყვა დაავადდა არასწორია, ეს უკვე ვიცით, უფრო სწორად - „სიმპტომი გაჩნდა“), შედეგად მან ბევრი რამ აღმოაჩინა, მათ შორის ბიოლოგიური კანონები, და კავშირები ამ ყველაფერს შორის, და დაიბადა ახალი პარადიგმა (მსოფლმხედველობა) მედიცინაში. არა ახალი მიმართულება, როგორც ბევრი მიიჩნევს, არამედ ახალი პარადიგმა. ეს პარადიგმის კარდინალური ცვლილება იყო. მაგალითად, როგორც - „დედამიწა ბრტყელია თუ მრგვალი?“ ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პარადიგმაა, რომელთა შეთანხმებაც შეუძლებელია. ან ერთს ირჩევ, ან მეორეს. 
 
ამგვარად, ჰამერმა მოგვცა ახალი პარადიგმა, თუ როგორ შევხედოთ ჩვენს სხეულს. და თუ ორთოდოქსულ მედიცინაში და ეგრეთწოდებულ ალტერნატიულ მიმართულებებში პარადიგმა ძველია - ანუ „სხეულში არსებობს შეცდომები, და საჭიროა მათი გამოსწორება“, ახალ გერმანულ მედიცინაში პარადიგმა კარდინალურად განსხვავებულია - „სხეულში შეცდომები არ გვხვდება. სხეულში შეიძლება იყოს სიმპტომები, მაგრამ ყოველ სიმპტომს გააჩნია თავისი ბიოლოგიური და ევოლუციური აზრი, რომლის დანახვითაც შენ გესმის, თუ საიდან მოვიდა სიმპტომი, შენი როგორი დამოკიდებულებიდან - ცხოვრების გარკვეული კონტქსტისადმი, და რა უნდა მოვუხერხოთ ამ სიმპტომს. და სიმპტომების ნახევართან - არაფრის გაკეთება არაა საჭირო“. რა თქმა უნდა, აქ ბევრი ნიუანსია, და ეს განასხვავებს ადამიანს, რომელსაც ესმის აგმ (ახალი გერმანული მედიცინა), იმ ადამიანისგან, რომელმაც უბრალოდ იცის აგმ-ის შესახებ. და თუ საერთო სქემას ავიღებთ, ნახევარი ორთოდოქსული მედიცინის ეგრეთწოდებული იარლიყებისა, ანუ დიაგნოზებისა, აღწერს სხეულის აღდგენის (გამოჯანმრთელების) სიმპტომს. და საჭიროა თუ არა გამოჯანმრთელების განკურნება? ეს ხომ სრული ბოდვაა. მედიცინა კი ამას „წარმატებით“ ახერხებს. ანუ ჰამერმა ახალი პარადიგმა მოგვცა. ამასთან თვითონ ჰამერი სიტყვა ფსიქოსომატიკას არ იყენებდა, და ფსიქოლოგების მიმართაც საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა იმ კუთხით, რომ ჰამერი ექიმი იყო, მან შექმნა ახალი გერმანული მედიცინა, და მისი მთავარი სურვილი ცხოვრებაში იყო, რომ ეს მედიცინა ექიმებს გამოეყენებინათ, მაგრამ სამწუხაროდ, არსებულ მედიცინის სისტემაში ამის გაკეთება რეალურად შეუძლებელია, შესაბამისად, ჰამერის მიერ ამ კანონების აღმოჩენის დროიდან (1981 წლიდან) ამ ცოდნას პრაქტიკაში ექიმები თითქმის არ იყენებენ, და იყენებენ მხოლოდ არა-ექიმები: ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, მანუალისტები... და არა ექიმები თეთრ ხალათში, რომლებიც ამას უნდა აკეთებდნენ. 

dr ryke geerd hamer kondolenz

დოქტორი რაიკ ჰამერი (Dr. Med. Ryke Geerd Hamer)
 
ჰამერი ზოგჯერ მედიკამენტებსაც იყენებდა, ზოგჯერ ოპერაციებსაც, მაგრამ მისი ძირითადი სამუშაო ფსიქოთერაპიული იყო. იგი ხსნიდა სიმპტომს, ადამიანის ცხოვრების კონტექსტს, ეხმარებოდა გამოსავლის პოვნაში. მთავარი ამოსავალი პრინციპი კი ეს იყო: „დიახ, შენ გაქვს სიმპტომი, მაგრამ ეს არაა ავადმყოფობა“. შენში ეს მოხდა, რადგან რაღაც არ იცოდი, და სხეული ამ სიმპტომით გეხმარება, რომ გადარჩე. გააკეთე სხვანაირად, და შენს სხეულს არ ექნება შენთან პრეტენზიები, შესაბამისად არ იქნება სიმპტომის საჭიროებაც“. - ეს კი ფსიქოთერაპევტის სამუშაოა.
 
- შეიძლება ითქვას, რომ სხეული გველაპარაკება?
 
- რა თქმა უნდა, სხეული სხვადასხვა ენაზე გველაპარაკება. სხეულებრივი სიმპტომი კონკრეტულია: აგვტკივდა, მოგვექავა, წამოგვეზარდა, დაწყლულდა, ნეკროზი განიცადა და ა.შ. ეს სხეულებრივი დონეა. მაგრამ სხეულებრივი დონე ყველაზე ინერტულია. იმისთვის, რომ სიმპტომი სომატიკის (უჯრედულ და ფუნქციურ) დონეზე წარმოიშვას, საკმაოდ დიდი დროა საჭირო. ფსიქიკის დონე გაცილებით უფრო სწრაფია. მაგალითად, შეიძლება მყისიერად შეშინდეთ. ესეც ხომ სხეულის სიგნალია. საფრთხეა და მე გაძლევ შეგრძნებებს, რომ ამაზე ყურადღება გაამახვილო. გაღიმებაც შეიძლება მყისიერად. ესეც სიგნალია. რაღაც კარგი დაინახე, ამიტომ გაჩერდი, აიღე ეს, შეჭამე, გემრიელია, ძალას გაძლევს და ა.შ. თუ საკუთარი ფსიქიკის მოსმენა შეგიძლიათ - შეგრძნებების, აზრების, ინსაითების და ა.შ. მაშინ სომატურ დონემდე მისვლა არც დაგჭირდებათ. მაგრამ ადამიანების უმეტესობას არ ესმის საკუთარი სხეულის.  ადამიანები ხვდებიან სიტუაციაში, რომელშიც მთელმა ორგანიზმმა (ფსიქიკამაც და სხეულმაც) რეაგირება მოახდინა, და მაშინაც კი, თუ თავიანთი შეგრძნებები ესმით („მე არ მინდა ამ მანი ფაფას ჭამა“), ისინი მაინც ჭამენ ფაფას, რადგან დედამ უთხრა, რომ თუ არ შეჭამს ბავშვთა სახლში ჩააბარებს - უტრირებულად თუ ვიტყვით. შესაბამისად ადამიანი არ აკეთებს საჭირო ქმედებას, თავს ჩარჩოებში იქცევს და მაშინ უკვე დგება სომატური სიმპტომი. ვიღაცას ღებინება ექნება, ვიღაცას გული წაუვა და ა.შ.
 
- არსებობს ფსიქოსომატური ცნობარების, მეთოდების, ავტორების დიდი რაოდენობა. სიტყვა ფსიქოსომატიკა ჩემთვისაც გაცვეთილია. უფრო მომწონს - „ავადობის ნამდვილი მიზეზი“, და მაინც, რით განსხვავდება ჰამერის მიმართულება სხვა თანამედროვე ფსიქოსომატური მიმართულებებისგან? 
 
- კვლავაც, უნდა შევხედოთ, რა იგულისხმება ამ სიტყვის ქვეშ. მაგალითად, არსებობს ბევრი სქემა და ცნობარი, რომლებშიც დაწერილია კავშირები და შესაბამისობები. არსებობს ზოგადი ფრაზა - „ყველა ავადმყოფობა ნერვებისგანაა“ - თითქოს ის სწორია, მაგრამ ეს არაფერს ამბობს. არის უფრო ვიწრო მიდგომები - ლუიზა ჰეის, ლიზ ბურბოს და ა.შ. სადაც ნათქვამია, რომ შიში თირკმელებში ცხოვრობს, სევდა - გულმკერდში - უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ დაახლოებით ეს კავშირებია. საქმე იმაშია, რომთუკი არ ფლობ სამედიცინო ცოდნას და მხოლოდ გარკვეული ემპირიული დაკვირვებებით შემოიფარგლები, რომლებითაც კეთდებოდა კიდეც ეს ცნობარები, და ტექნიკურად ისინი თითქოს სწორია, მაგრამ რითი განსხვავდება მათგან „ახალი გერმანული მედიცინა“, და საერთოდ, რით განსხვავდება მეცნიერება უბრალოდ ემპირიულიო დაკვირვებებისგან, რომლებიც შეიძლება ასევე სწორი იყოს, მაგრამ ისინი არსს არ აღწერენ, ხოლო თუ აღწერებ, მაშინ ძალიან ზოგადად, მაგალითად, „შიში ცხოვრობს თირკმელებში“. 
 
რამდენადაც ჰამერი დოქტორი იყო. იგი სწავლობდა სამედიცინო მეცნიერებებს, მათ შორის ჰისტოლოგიას, იმას, თუ რომელი ნაწილებისგან შედგება ესა თუ ის ორგანო, ემბრიოლოგიას - იმას, თუ როგორ ვითარდება ორგანიზმი, და ა.შ. შესაბამისად, მან აიღო თავისი ორთოდოქსული სამედიცინო მეცნიერული ცოდნა, რომელიც ნეიტრალურია. ჩვენ ვიღებთ ორგანოს, ვსწავლობთ მას, და ეს ობიექტური რეალობაა. და მან ამ ტექნიკურ (ინჟინერულ) სქემას ცხოვრების ამა თუ იმ კონტექსტზე ორგანიზმის რეაქციების ბიოლოგიური მნიშვნელობა დააშენა. და ეს ეხება კურდღლებსაც და ციყვებსაც ტყეში, და ადამიანსაც სოციუმში. და აღმოჩნდა, რომ, მაგალითად, ავიღოთ თირკმელები. ისინი სამი ძირითადი ქსოვილისგან შედგებიან, და ყოველ ამ ქსოვილს თავისი საკუთარი შიში აქვს, ანუ კონფლიქტის თავისი საკუთარი შემადგენელი აქვს, გამომდინარე ამ ქსოვილების ფიზიოლოგიური ფუნქციიდან. და ჰამერმა ეს ყველაფერი აღწერა მთელ სხეულზე, ყველა ორგანოსა და ქსოვილზე. აღმოჩნდა, რომ ჩვენ სხეულში ცალკეული ქსოვილი დაახლოებით 170-ია, და ყოველ ამ ქსოვილს თავისი უნიკალური შემადგენელი აქვს ბიოლოგიური კონფლიქტისა. მედიცინაში კი რამდენი დიაგნოზია? - ათასობით. სხვადასხვა სიმპტომების ჯამი კიდევ სხვა იარლიყებს იძლევა მედიცინაში, მაგალითად რაიმე ვასია პუპკინის სინდრომი, და ა.შ. ამიტომ ჰამერის მედიცინა - ეს არაა უბრალოდ, რომ მაგალითად სევდა გულმკერდში ცხოვრობს, შიში კი - თირკმელებში. არა, ეს ინჟინრულად სწორი, ინჟინრულად ახსნადი და ინჟინრულად აღწერადი სქემაა, რომლის წინააღმდეგაც, თუკი მართლა შეისწავლით მას, ვერანაირი ეჭვი ვეღარ გექნებათ. ეს არაა რწმენა, იქ ყველაფერი ლოგიკურია. თანაც ეს ლოგიკა ბიოლოგიურია.
 
- მინდა პატარა შედარება გავაკეთო და მოვიყვანო ფსიქოსომატიკის ერთ-ერთი მეთოდის ავტორის მაგალითი, ისიც წარსულში ექიმი იყო, ამჟამად ცოცხალი აღარაა - ლულა ვილმა (Luule Viilma), და ის ამბობს, რომ მთავარი პრობლემები ეფუძნება შიშს, დანაშაულის გრძნობას და ბრაზს.
 
- ბრაზიც შიშია. ნებისმიერი აგრესია - შიშია. ანუ რჩება ორი რამ - შიში და დანაშაულის გრძნობა. შემდეგ, აღმოჩნდა რომ დანაშაულის გრძნობაც არ გვაქვს, ეს ფსიქოლოგებმა მოიგონეს. თუ დანაშაულის გრძნობას ნორმალიურ ადამიანურ ენაზე ვთარგმნით, ეს ნიშნავს: „უნდა გამეკეთებინა, მაგრამ არ (ვერ) გავაკეთე. მაგრამ ვერ გავაკეთე, იმიტომ, რომ შემეშინდა. ანუ შიშის გარდა ჩვენს სხეულში პროცესებს სხვა არაფერი რთავს. ნებისმიერი მეთოდიკა გულისხმობს ინსტრუმენტს, მაგლითად, არსებობს ბერნულის კანონი, რომელიც აღწერს ამწევ ძალას, მათ შორის თვითმფრინავის ფრთაზე. ეს ბაზაა, პარადიგმაა, რომ წნევათა სხვაობა ქმნის ამწევ ძალას. მაგრამ არის სხვადასხვა მეთოდიკები, თუ როგორ შევქმნათ ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი - თვითმფრინავები, ვერტმფრენები, საჰარო ბურთი და ა.შ. ანუ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით სხვადასხვა რამის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ პარადიგმა ერთი უნდა იყოს. ამრიგად, ბევრი ურევს პარადიგმას მეთოდიკაში. თუკი ზუსტად გესმით ახალი გერმანული მედიცინის პარადიგმა, მაშინ შეგიძლიათ საერთოდ მეთოდების გარეშე იმუშაოთ. ხშირად შინაგანი ბიოლოგიური კონფლიქტი უბრალოდ გაცნობიერებით, კავშირის გაგებით წყდება. თქვენ ამ დროს არაფერს არ იყენებთ, არც სამედიცინო და არც ფსიქოთერაპიულ ზემოქმედებას, უბრალოდ - გააცნობიერეთ და სიმპტომი წავიდა, რადგან ამ შიშიდან გამოხვედით. მაგრამ ხშირად ხდება ისეც, რომ მესმის რომელი ორგანოა, მესმის რატომ მუშაობს ასე, მესმის რა შიშია, მესმის რა მოვლენამ გამოიწვია, მაგრამ მაინც არაფერი გამომდის. აქ უკვე გვეხმარება თერაპიის სხვადასხვა მეთოდი. ისინი კი ბევრია - ჰიპნოთერაპია, არტ-თერაპია, ფსიქოდრამა, გეშტალტი... ისინი ბევრია, მაგრამ ისინი მხოლოდ ინსტრუმენტებია. ინსტრუმენტიც ხომ ნეიტრალურია - ის შეიძლება სწორად გამოიყენო ან არასწორად, და თუკი თუნდაც ყველაზ სწორ ინსტრუმენტს იყენებთ სწორი საფუძვლის ქონის გარეშე, შედეგები შემთხვევითი იქნება. ჩემი აზრი ასეთია. 
 
- დიდი მადლობა ამ აზრისთვის. სწორედ ამიტომ დავსვი კითხვა, ბევრი სპეციალისტი, რომელიც ამ მიმართულებას სწავლობს, მათ შორის ჰამერის პარადიგმას, ამბობს, რომ არანაირი სხვა მეთოდი არ არსებობს, მხოლოდ ეს, და სხვა არაფერი. და მიხარია, რომ თქვენ ყველაფერი დანარჩენისადმი ადეკვატურად ხართ განწყობილი. 
 
- მეთოდიკა შეიძლება ნებისმიერი რამ აღმოჩნდეს. ვიღაცამ იოგას ვარჯიში დაიწყო და ეს დაეხმარა, იოგა ინსტრუმენტი აღმოჩნდა. ვიღაცამ ეკლესიაში ლოცვა დაიწყო და ამით მოიშორა შიში, ვიღაცმ პირიქით, შეწყვიტა ეკლესიაში სიარული და ამით მოიშორა შიში. ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, რომ ინსტრუმენტი შეიძლება ნებისმიერი იყოს, მაგრამ ინსტრუმენტების რაც უფრო დიდი ნაკრები აქვს სპეციალისტს, მით უფრო კარგად შეუძლია თავისი საქმის კეთება. 
 
- როდესაც პრობლემას უხსნით თქვენთან მოსულ ადამიანს, როგორ თვლით, მის ცნობიერებას უხსნით, თუ მაინც ქვეცნობიერთან მუშაობთ?
 
- ერთი მეორესგან განუყოფელია. შეიძლება ვიმუშაოთ მხოლოდ ქვეცნობიერის დონეზე. ბევრი ასეც მუშაობს. ჰიპნოზი, მეტაფორები, ზღაპრები და ა.შ. მე პირადად, პირველ რიგში, ორ ტექნიკურ განათლებას ვერსად ვერ წავიღებ, ესაა სქემებისადმი სიყვარულიც და მათი მეშეობით აღწერის სურვილიც. რადგან, როცა ამდენი სიტყვაა, ეს კარგია, მაგრამ როცა ერთი სქემა აჩვენე და გასაგები გახდა, ეს დროის ეკონომიას აკეთებს. შესაბამისად, ცნობიერი ახსნის დონეს მე აუცილებლად ვიყენებ, და ამას დიდი დრო არ ჭირდება, ერთი სიმპტომის ფარგლებში დაახლოებით 5-10 წუთი. მაგრამ თავად ურთიერთობის სტილი, ის, თუ როგორ აკეთებ ამას, ცნობიერ დონეზე ურთიერთობაც კი გულისხმობს არაცნობიერ დონზე ურთიერთობასაც. მე არ ვიყენებ ორთოდოქსულ ჰიპნოზს, მაგრამ ჩვენ ყველანი მთელი ცხოვრება ტრანსში ვცხოვრობთ, ანუ ჰიპნოზს ან პირდაპირ, ან ირიბად მაინც ვიყენებთ. 
 
- მოკლედ მოგვიყევით ფსიქოსომატიკის მუშაობის პრინციპის შესახებ. 
 
- ყველა სპეციალისტს სხვადასხვა მიდგომა აქვს. მე სწრაფად მიყვარს მუშაობა. ნებისმიერ სიმპტომს, რომელიც ადამიანს გაუჩნდა, ნებისმიერ ასაკში, ადამიანი მთელი ცხოვრება სწავლობდა. იმისგან, რომ ამ სიმპტომიდან გამოვიდეს, ადამიანმა სხვაგვარად ცხოვრება უნდა ისწავლოს. ზოგჯერ გაცნობიერებაც საკმარისია. ზოგჯერ კი გარკვეული დროა საჭირო, რომ ახალი უნარ-ჩვევა გამოიმუშავოს, მაგრამ მე ამისთვის არ ვარ საჭირო. მე ვერც ვისწავლი მის ნაცვლად გარკვეულ კონტექსტში ცხოვრებას. შესაბამისად, მე მხოლოდ ერთ სესიას ვატარებ. ამ სესიის დროს ვუხსნი ადამიანს სიმპტომის არსს, იმას, თუ როგორ ვლინდება იგი სხეულის დონეზე, რადგან დიაგნოზის დასახელება რეალურად არაფერს ხსნის. მაგალითად, ხერხემლის მალთაშორისი თიაქარი. რას აღწერს ეს დიაგნოზი რეალურად? სწორედ ამას ვუხსნი, და შემდეგ ვუხსნი, რომ თუ ეს აქტიური (გადაუჭრელი) კონფლიქტის სიმპტომია, მაშინ განვსაზღვცრავთ, თუ რა უნდა გააკეთოს კონფლიქტის გადასაჭრელად. თუ ეს უკვე აღდგენის ფაზის სიმპტომია, მაშინ ვუხსნი, რატომ არაა საჭირო არაფრის გაკეთება არაფერი ტრადიციულის, და რა უნდა გააკეთოს, რომ სიმპტომი მალე დასრულდეს. ერთი სესია ამისთვის სრულიად საკმარისია. ამასთან, ძალიან ხშირად ადამიანს წინასწარ აძლევენ მასალას, მაგალითად სტატიას, რომ წინასწარ შეისწავლოს და სესიაზე დრო არ დაკარგოს. ანუ ისინი უკვე მომზადებულები მოდიან, გარკვეული ინფორმაციით. ჩვენ ამ შეხვედრაზე ვასრულებთ იმას, რაც გაუგებარი დარჩა, და მისი ახალი ქცევის კონტექსტში გამოვიმუშავებთ საჭირო მოქმედებების პროგრამას, რისთვისაც მე კვლავაც არ ვარ საჭირო. მორჩა. მე ვაღმერთებ ასეთ სწრაფ მუშაობას. მე ვეხმარები ადამიანებს, მაგრამ ყურებით არ მივათრევ ნათელი მომავლისკენ. ისინი არ ხდებიან პაციენტები, რომლებიც დამოკიდებული ხდებიან სპეციალისტზე, და რომელთანაც ნახევარი წლის განმავლობაში ყოველ კვირაში უნდა იარო. მე მჯერა, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია ამის დამოუკიდებლად გაკეთება. მე არ მჯერა, მე უბრალოდ ვიცი, და ვაჩვენებ ამას. 
 
- თქვენ თქვით, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება სწავლობდა, სანამ ეს მოხდებოდა. სწავლობდა და აფორმირებდა ქცეით მოდელს. ეს ერთი და იგივეა? და როგორ ჩავუნერგოთ ადამიანს ახალი ქცევითი მოდელი? ეს ხომ რთულია ბევრისთვის? ეს ხომ ახალი ჩვევაა?
 
- ეს რთული არაა, უბრალოდ შრომას მოითხოვს. არასოდეს გიკეთებია, ამიტომ დრო და ძალები უნდა დახარჯო, მაგრამ ეს ძალიან მარტივია. მაგალითად, თუ შენ ყოველთვის თანხმდებოდი, რომ გეჭამა ის, რაც გემრიელი არაა, დაწყებული დედისგან, საბავშვო ბაღიდან და ა.შ. და მაშინ ეს კონკრეტული საჭმელი იყო, უგემური ფაფა, და ა.შ. შემდეგ უკვე დაიწყე უგემური ურთიერთობების, უგემური საცხოვრებელი ადგილის, უგემური სამსახურის ჭამა, მაგრამ ჩვევა იგივეა. და რამდენადაც ეს უგემურობა გაწელილი იყო დროში, დღეში ერთი საათი, და ა.შ. სომატიკის დონეზე ის წინა პლანზე არ მოდიოდა. მაგრამ უეცრად ადამიანი ამ უკვე გამომუშავებული ჩვევით ხვდება ძალიან მწვავე სიტუაციაში, მაგალითად, როგორც ახლაა, ვაქცინირების იძულება. არის ინფორმაცია, რომ ეს შხამია ჩემი სხეულისთვის, მაგრამ შეიძლება სამსახური დავკარგო. ქცევის სწორედ იგივე შაბლონი კონკრეტულ ვიწრო სიტუაციაში ვლინდება ძლიერ გამოვლინებად და სხეული სომატიკის დონეზე რეაგირებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი სიმპტომს 20-ან 50 წელი აგროვებდა, უბრალოდ მან უფრო მწვავე რეაგირება მოახდინა, ვიდრე ადრე. სკოლაში ხომ ყველა სწავლობდა, სკოლის ამოცანა მეოთხე-მეხუთე კლასისთვის ორი-სამი წინადადებაა. თუ ამოცანა სწორადაა დასმული, მასში ყოველთვისაა ამოხსნა. ანუ, თუ სწორად ავღწერთ კონფლიქტს აგმ-ს მიხედვით, ანუ ბიოლოგიურ კონფლიქტს რომელიმე ორგანოსთვის, თქვენ უკვე გექნებათ ამოხსნა, ანუ რადგან თუკი ბიოლოგიური კონფლიქტის არსიდან ამოვალთ, გასაგები ხდება ირიბი საშუალება, რითაც ადამიანი ამ სიმპტომამდე მივიდა. და შესაბამისად არსებობს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც წარმოადგენს კიდეც წამალს. აიღე და გააკეთე, ამისთვის არავინ გჭირდება. 
 
- როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამის დანერგვა სამედიცინო პრაქტიკაში? მე წამიკითხავს, რომ ახალი გერმანული მედიცინა ზოგიერთ კლინიკაში გამოიყენება ევროპაში. 
 
- მე ასეთი კლინიკები არ ვიცი. არა იმიტომ, რომ არ არსებობს, უბრალოდ მე არ ვიცი. მეორეც, ჰამერს თავად ჰქონდა თავისი კლინიკა. ის ხომ ექიმია, და კერძო პრაქტიკა ჰქონდა, ჯერ კიდევ ამ ყველაფრის აღმოჩენამდე. და როცა ეს ბიოლოგიური კანონები აღმოაჩინა, მაშინვე გახსნა კლინიკა. ფული საკმაოდ ბევრი ჰქონდა ამისთვის, ექიმობასთან ერთად ბევრი გამოგონების ავტორია, და ა.შ. მას საშუალებები არ სჭირდებოდა. თვითონვე გახსნა კლინიკა. ამ კლინიკაშ ადამიანები მიდიოდნენ და რეალურად ინკურნებოდნენ კიბოსგან, რომელსაც ოფიციალური მედიცინა განუკურნებლად აღიარებდა. ეს კლინიკა ძალიან სწრაფად დახურეს და ჰამერს ლიცენზია ჩამოართვეს. ანუ მოცემულ სამედინინო სისტემაში, რომც არ გავითვალისწინოთ ის ყველაფერი, რაც კოვიდ-სიგიჟეს უკავშირდება, თუ შენ თეთრი ხალათი გაცვია და ექიმი ხარ, და პროტოკოლის ფარგლებს გასცდები, ასევე ლიცენზიას ჩამოგართმევენ. ამიტომ მეეჭვება, რომ არსებობდეს ისეთი კლინიკები, სადაც ეს მეთოდი ღიად გამოიყენება, ეს ერთი, და მეორე, მთელს ევროპაში არსებობს აგმ-ს ძლიერი სკოლები: იტალიაში, ესპანეთში, ლათინოამერიკაშიც, მაგრამ არ მგონია, რომ ამ მეთოდს ლიცენზირებული ექიმები იყენებდნენ. მე შემიძლია ამის გამოყენება, რადგან ამას მედიცინას არ ვუწოდებ. მე ფსიქოლოგიურ კონსულტაციას ვატარებ, და ამისთვის ლიცენზიას ვერავინ ჩამომართმევს. და ჯანდაცვის სამინისტროში არავინ იტყვის, რომ მოდი, აგმ გამოვიყენოთ, რადგან ყველაფერი ჩამოენგრევათ, რადგან 99% იმისა, რასაც მედიცინა რეალურად აკეთებს, უბრალოდ სანაგვეზე უნდა მოისროლო. ასევე სახელმძღვანელოებიც უნდა მოისროლო, და ა.შ. ეს მხოლოდ ქვემოდანაა შესაძლებელი, როცა თავად ადამიანები და თავად საღი აზრის მქონე ექიმები დაიწყებენ ამის მასიურად შესწავლას, ადამიანები უბრალოდ აღარ ივლიან აფთიაქებში. უმეტესობა სიმპტომების შემთხვევაში შეწყვეტენ ექიმებთან სიარულს. რადგან ეს საჭირო აღარაა, თუკი მიზეზი იცი. 
 
მედიცინაში რეალურად ბევრი სასარგებლო მიმართულებაა. ტრავმატოლოგიას ვერსად გაექცევით. დაეცა, ფეხი მოიტეხა, გიფსია საჭირო. დამწვრობის ცენტრები, და ა.შ. მაგრამ ეს მექანიკური ტრავმებია. რადგან ავადმყოფობების უმეტესობა, რომლებსაც ახლა მკურნალობენ, აბსოლუტურად საპირისპირო პროცესია.
 
- და თუ ავადმყოფობა უბრალოდ კი არ პროგრესირებს, არამედ ადამიანს უბრალოდ ცოტა დრო დარჩა...
 
- ვინ თქვა ეს? ეს კონკრეტული ექიმის ინტერპრეტაციაა: „თქვენ ხვალ მოკვდებით“. ის ფიქრობს ასე. ან სჯერა ამის, რადგან ასე ასწავლეს, რომ ამ სიმპტომით დიდხანს არ ცოცხლობენ. და სტატისტიკაც აჩვენებს ამას. მაგრამ სტატისტიკაში არაა გათვალისწინებული, რომ ადამიანები სიმპტომისგან კი არა, იმისგან მოკვდნენ, რომ მათი მკურნალობა დაიწყეს - „ქიმიით“, შხამებით, დასხივებით, უსარგებლო დამასახიჩრებელი ოპერაციებით და ა.შ. და იმით, რომ ამ ადამიანებში შიში გაზარდეს. ანუ ადამიანები სინამდვილეში შიშისგან კვდებიან. 
 
- და თუ ამ პერიოდში ადამიანმა გაიგო ინფორმაცია, ან შეხვდა სპეციალისტს, რომელმაც აუხსნა, რომ ეს ასე მუშაობს, და ადამიანი იწყებს გაცნობიერებას, რამდენად სწრაფად შეძლებს გამოჯანმრთელებას?
 
- ყველაფერი დამოკიდებულია სიმპტომის კონკრეტულ გამოვლინებაზე, მის ძალაზე. კვლავაც, დოქტორმა ჰამერმა ტყუილად არ უწოდა ამას ბუნების ბიოლოგიური კანონები. ანუ ეს ჩვენი ბიოლოგიაა. იგივე პროცესები ხდება ცხოველებშიც, მაგრამ არცერთი ცხოველი ტყეში თავს დიდხანს არ ჩაიგდებს ორმოში. მაგალითად, თუკი, მაგალითად, კურდღელს მგელი მისდევს, კურდღლისთვის ეს ძალიან ძლიერი ბიოლოგიური კონფლიქტია: სიცოცხლე ან სიკვდილი. შესაბამისად მის სხეულში ძლიერი ცვლილებები ხდება, რათა მგელს გაექცეს. მაგრამ რამდენ ხანს გრძელდება ეს პროცესი? ერთი ან ორი წუთი. მეტი არა. 
 
- ანუ ინერტულობა ფსიქიკასა და სომატიკას შორის ძალზე მცირეა.
 
- სრულიად მართალია. თუ კურდღელი გაექცა მგელს და თავის სოროში შეძვრა, მის რეალობაშ მგელი უკვე აღარაა, ის აღარ ფიქრობს მგელზე, არ წარმოიდგენს, შინაურებს არ უყვება მის შესახებ. მორჩა, მგელი დამთავრდა. სამი წუთი ძალიან დიდ კონფლიქტში, სამი წუთი მდგომარეობიდან გამოსვლის პერიოდში, რომელიც შეიძლება ასევე ძალიან ძლიერი იყოს, მაგრამ შემდეგ კურდღელი ნორმას უბრუნდება. უჯრედების დონეზე არც არაფერი გაეზრდება. 
 
სხვა მაგალითს მოვიყვან. დავუშვათ, გვალვაა, და ცხოველები რეალურად იტანჯებიან საკვების და წყლის უკმარისობით. ეს შეიძლება იყოს ერთი, ორი ან სამი კვირა, სანამ ახალ ტერიტორიას იპოვის, სადაც არაა გვალვა, ან მოკვდება. სიკვდილი ბიოლოგიაში ასევე ბიოლოგიური კონფლიქტის გადაწყვეტაა. მაგრამ ის გაუწყლოებისგან მოკვდება, და არა კიბოსგან, ან წყლულისგან. ანუ უჯრედების ზრდის ან ნეკროტიზაციის ზომა ისეთი მცირე იქნება, რომ მისი გაკვეთისას ვერაფერს იპოვით. მხოლოდ ადამიანს შეუძლია თავი ჩაიგდოს სიმპტომში, სიტუაციაში, კონფლიქტში დიდი ხნის განმავლობაში. მხოლოდ ადამიანებს, და სხვათაშორის შინაურ ცხოველებსაც, რადგან არც ისინი ცხოვრობენ ბიოლოგიური კანონებით, აქვთ მსგავსი პრობლემები. და თუ კომფლიქტი ძლიერია, არა სიტუაცია, არამედ კონფლიქტი, მაგალითად სამსახურიდან გამაგდეს. თუ ეს მე მაშინებს, ძლიერ რეაგირებას მოვახდენ ამაზე, მაგრამ დავუშვათ ერთ კვირაში ახალი სამსახური ვიშოვე. ტექნიკურად კონფლიქტი გადაჭრილი უნდა იყოს, მაგრამ თუ კვლავ მეშინია - იქნებ კვლავ გამაგდონ, მაშინ ჩემი ფსიქიკისთვის კონფლიქტი გადაჭრილი არაა. მე ხომ მეშინია, შესაბამისად სხეულის მოდიფიკაცია უჯრედულ და ფუნქციურ დონეზე იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენ ხანსაც ამაზე ვიფიქრებ. ამიტომაც ავადობენ ადამიანები. 
 
- თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაშია ავად, ყველაზე ხშირად სად იმალება ავადობის მიზეზები, ან, ასე ვთქვათ, მისი პიკი - ბავშვობაში, ყმაწვილობაში თუ ზრდასრულ ასაკში?
 
- შეხედეთ, თუ ადამიანს სიმპტომი დიდი ხნის განმავლობაში აქვს, ეს უბრალოდ ალერგიაა, ფიწლებზე ცეკვაა (танец на граблях) მნიშვნელობა არ აქვს რა სიმპტომია ეს: რაიმე ქრონიკული ლეიკოზი, დიაბეტი, და ა.შ. რადგან თუ კონფლიქტი ერთჯერადია, მაგალითად, ვცხოვრობ მშვიდად, და უეცრად რაღაც პრობლემაში ჩავვარდი, და ახლა უკვე ამ შიშში ვცხოვრობ, ამ დროს მეწყება სხეულის მოდიფიკაცია: უჯრედების ზრდა, ან უჯრედების დაშლა. ამ შემთხვევაში შეუძლებელია წლობით ამის კეთება, რადგან სიმსივნე მამონტისხელა გახდება, ან ორგანო უბრალოდ გაქრება, რადგან ქსოვილი აღარ იქნება. მაგრამ ეს არ ხდება. და ადამიანი ამბობს: დიახ, მე ათი წელია სიმპტომი მაქვს, მაგრამ ის შედარებით მცირეა. ეს ნიშნავს, რომ იგი მთელი ათი წლის განმავლობაში ამ კონფლიქტის რეციდივებში იმყოფება. დავუშვათ, დილით მიდის სამსახურში, რომელიც არ უყვარს, და იქ სხეული მოდიფიკაციას განიცდის. მაგრამ შემდეგ დღის დარჩენილი ნაწილი - კონფლიქტში აღარაა, ამიტომ ორგანო აღდგება. შემდეგ დილას ისევ ომია... და ასე შეიძლება იცხოვროს მთელი ცხოვრება. და თითქოს სიმპტომი აქვს, მაგრამ როცა დეტალურად ეკითდები: მართლა გამუდმებით გტკივა? მართლა გამუდმებით გექავება? და ა.შ. ეს უბრალოდ ფიწლებზე ცეკვაა, ან ალერგია, როგორც ამას უწოდებენ. ამიტომ აქ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გავერკვეთ. ერთჯერადი კონფლიქტის შემთხვევაში: ცხოვრობდი ნორმალურად, რაღაცას დაეჯახე, იყავი კონფლიქტში, ისწავლე, გამოხვედი კონფლიქტიდან და ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებ. აქ არაა არც პიკი, არც დასწავლა, უბრალოდ ასე მოხდა. ისწავლე, და იგივე ფიწალს ფეხს არ დააბიჯებ. გაწელილი სიმპტომის შემთხვევაშიც არაა პიკი, რაღაც სიტუაციაში ჩავარდი, და აგრძელებ იქ ტრიალს. თუ ათი წელი გაქვს სიმპტომი, ათი წელი არ გჭირდება მისგან გამოსასვლელად. სიმპტომი თავისთავად მოკლეა, უბრალოდ ის განმეორებადია. როგორც კი მიხვდი რა ხდება, და ახალი უნარ-ჩვევა გამოიმუშავე, სიმპტომი სრულდება. და ამას დღეები ან კვირები ჭირდება, მეტი არა. 
 
- როგორ ზემოქმედებენ მშობლები ბავშვში დაავადების გაჩენაზე? 
 
- პირდაპირ. როცა ბავშვი იბადება, მან ტექნიკურად არაფერი არ იცის, არ იცის, როგორ მოახდინოს რეაგირება ამ სამყაროზე, გარდა უპირობო რეფლექსებისა: ყლაპვის, წოვის, სუნთქვის რეფლექსები და ა.შ. შემდეგ კი ყოველდღიურად, როცა ადამიანი ეჯახება რარაც სიტუაციას, მისმა სხეულმა რეაგირების საშუალება უნდა აირჩიოს: გაიღიმოს, შეეშინდეს, იტიროს, და ა.შ. შესაბამისად, რატომაა, რომ სოციუმში, გინდ ადამიანურში, გინდ ცხოველურ სამყაროში, ბავშვის გვერდით ყოველთვის უნდა იყოს მშობელი, რადგან მშობელს აქვს გამოცდილება, როგორ მოახდინოს რეაგირება ამა თუ იმ სიტუაციაზე, და როცა ხედავს, როგორ კონტექსტში ხვდება ბავშვი, მშობელი ან თავისი მაგალითით, ან თავისი შეგრძნებით აჩვენებს მას, რა უნდა გააკეთოს ასეთ სიტუაციაში. და რადგან უკვე არსებობს შაბლონები გარკვეულ გამოცდილებებზე, ბავშვები და ცხოველთა ნაშიერები ძალიან მარტივად სწავლობენ ამის მეშვეობით. თუ გვერდით მაგალითი არაა (ცხოველურ სამყაროში ასეთი რამ თითქმის შეუძლებელია), გაიხსენეთ, თუნდაც საკუთარი ბავშვობა. ყველაფერს უყვებოდით მშობლებს? არა. ალბათ 99% ბავშვებისა საკუთარ თავთან ვცხოვრობდით. არა იმიტომ, რომ მშობლები იყვნენ ცივები, ბოროტები და ა.შ. უბრალოდ ასე ხდება. ყოველ წუთში გვიწევდა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. ეს უნარ-ჩვევის მყისიერი განვითარებაა, რადგან საფრთხის შემთხვევაში მყისიერად უნდა ისწავლოთ. თუ რაღაც სიტუაციას შევეჯახე, გადაწყვეტა უნდა მოვძებნო. თუკი თუნდაც ერთი პროცენტით ეს გადაწყვეტილება მეხმარება, რომ გადავრჩე ამ სიტუაციაში, იგი სწორ გადაწყვეტილებად აღიქმება და შემდეგ ძიება აღარ გრძელდება. მე მაგალითად, ასეთი მაგალითი მქონდა ჩემს ენაბლუობასთან დაკავშირებით. ექვსი წლის ასაკში საბავშვო ბაღში რომ მიმიყვანეს დილით ნორმალურად ვლაპარაკობდი, საღამოს კი, როცა წამომიყვანეს ენაბლუ ვიყავი. დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა იქ, მაგრამ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიის გაგება, თუ როგორ ხდება ინფორმაციის გადამუშავება და გადაწყვეტილების მიღება. გასაგებია, რომ მთელი ბავშვობა დამატარებდნენ ლოგოპედებთან, „ბაბკებთან“, და ა.შ., მაგრამ შედეგი არანაირი ამას არ ჰქონდა. რადგან არ იყო ცოდნა, თუ რა არის ენაბლუობა. შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ჩემი ორგანიზმი ასე უნდა მოიქცეს, და ეს სიცოცხლეს გადამირჩენს. და რადგან გადაწყვეტილება, რომელიც უკეთესი იქნებოდა, არავის მოუცია, არც მშობლებს, ლოგოპედებს და არც „ბაბკებს“, რადგან არ იცოდნენ ეს რა იყო, და 38 წლის ასაკში, ეს ენაბლუობა როგორც მყისიერად მოვიდა, ისევე მყისიერად გაქრა, რადგან გავიგე, საიდან იყო ეს. და ეს ნიშნავს, რომ შემეძლო სხვაგვარად მოვქცეულიყავი. უთხრა საკუთარ თავს: „ენაბლუობავ, წადი! ან კიბოვ, წადი!“ - შედეგს არ მოიტანს, რადგან მიზეზი არ აგიხსნიათ, და არც ქცევის ახალი შაბლონი მიგიციათ. 
 
ამგვარად, თუ ბავშვი მშობლის გვერდით რაღაც სიტუაციას შეეჯახა, და ავტომატურმა რეფლექსმა ქცევის რაღაც შაბლონი მისცა, რომელმაც რაღაც სიმპტომებამდე მიიყვანა, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა: ა) ვერ დაინახეს კონტექსტი; და ბ), კარგი, ბავშვი ვთქვათ გარეთ სეირნობდა და და სიმპტომით მოვიდა, და მშობლებმა არ იციან, რა არის ეს, რა მოუხერხონ ამას, ანუ ინარჩუნებენ ამ სიმპტომს შემდგომშიც. ამაში მშობლების დანაშაული არაა, მაგრამ ეს მათი პასუხისმგებლობაა. როგორც კი მშობელს ესმის, თუ რას ნიშნავს გარკვეული სიმპტომი, მნიშვნელობა არ აქვს რომელი: დერმატიტი, ფსორიაზი, დიაბეტი, და ა.შ, და ხედავენ კავშირს აგმ-ის მიხედვით, რომ არის ორგანო, და არის კონკრეტული შიში, ისინი ასწავლიან ბავშვს, რომ არ ეშინოდეს ამ ვიწრო კონტექსტში. მორჩა, სიმპტომი წავიდა, რადგან გაჩნდა ახალი უნარ-ჩვევა. ბავშვთა თერაპია ზრდასრულთა თერაპიისგან ტექნიკურად არაფრით არ განსხვავდება. გასაგებია, რომ ბავშვები განსხვავდებიან ზრდასრულებისგან, მაგრამ ზოგჯერ ზრდასრული ადამიანი უფრო შთაგონებადია, ვიდრე ბავშვი. ამიტომ აქ ყველაფერი ინდივიდუალურია, და საერთო სქემა ძალიან მარტივია. 

ნაწილი მეორე
 
- პრობლემები ოჯახურ ურთიერთობებში: შეუძლია თუ არა ოჯახის წევრების ფსიქოსომატურ პრობლემებს იმოქმედოს ოჯახურ ურთიერთობებზე? 
 
- შეუძლებელია არ იმოქმედოს. პრობლემა ურთიერთობებში - ესაა განსაზღვრული ქცევა. მაგრამ ნებისმიერი დისკომფორტული ქცევა შიშითაა გამოწვეული. შიში კი - ეს უბრალოდ ბიოლოგიურად მოქცევის უნარ-ჩვევის არარსებობაა, იმის, თუ როგორ მოიქცეოდა მამრობითი თუ მდედრობითი სქესის იდეალური წარმომადგენელი. სიტყვა ფსიქოსომატიკა მეტწილად აღნიშნავს ვიწრო სხეულებრივ სიმპტომებს, მაგრამ თუკი უფრო ფართოდ ვუყურებთ ადამიანის ქცევას, რომელსაც ფსიქოსომატიკამდე მივყავართ, ანუ ესაა ადამიანის ქცევა როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვებთან მიმათებაში. სურათი ფართოვდება კიდევ სხვა ცოდნებიც ემატება: ის, თუ როგორ ხარ მოწყობილი. არის სიმპტომები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, მაგალითად, ბებიას ჰქონდა მკერდის კიბო, დედასაც აქვს და ქალიშვილსაც. სინამდვილეში სიმპტომები კი არა, ქცევის მოდელები გადაეცემა მემკვიდრეობით, რომლებიც შესაბამის სიმპტომებს იწვევენ. აქ უკვე გვარის (родовая) სისტემა ერთვება. ბევრი სხვადასხვა ცოდნა სხვადასხვაგვარად ხსნის ამას. აგმ აღწერს სიმპტომის არსს კონკრეტულად სხეულში უჯრედული მოწყობიდან და ფუნქციიდან გამომდინარე.
 
- ანუ გამოდის, რომ გვარის ხაზში ქცევითი მოდელი გადაეცემა და არა სიმპტომი?
 
- დიახ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს შეუქცევადია. მაგალითად, ბებიას აქვს მკერდის კიბო, დედას აქვს მკერდის კიბო, და ვთქვათ, ძუძუს მოკვეთამდეც მივიდა საქმე, მაგრამ მან მიაღწია აგმ-მდე, და გაიგო, საიდან, რა ქცევითი მოდელიდან აქვს მკერდის კიბო. დედის გაცნობიერება უკვე მის ქვემოთ, შთამომავლობაში აღარ გაუშვებს სიმპტომს. იგი აღარ ასწავლის თავის ქალიშვილს, რომ ასევე გამრუდებულად მოიქცეს. ის თვითონაც ისწავლის და თავის ქალიშვილსაც ასწავლის ნორმალურად მოქცევას. მორჩა. ინფორმაცია გვარის მეხსიერებაში არის. ანუ არის გენეტიკური მეხსიერება, რომ ჩემი წინაპარი ასე იქცეოდა, მაგრამ რადგან ჩემში ახალი უნარ-ჩვევა წარმოიშვა, შემდეგში უფრო ძლიერად ამ ჩვევის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა. სიმპტომი აღარ იქნება.
 
- იგორ, არ შემიძლია არ გკითხოთ: როგორ უყურებთ კარმულ დაავადებებს?
 
- არ არსებობს კარმული დაავადებები. კვლავაც, სწორად უნდა აღწეროთ კითხვის არსი. ეს სკოლის ამოცანას ჰგავს. ადამიანი მივიდა A პუნქტიდან B პუნქტამდე: რა ჰქვია მას? ვერ უპასუხებთ ამ კითხვაზე.
 
- მაგალითად, შემთხვევა, როცა ადამიანი მაშინვე ინვალიდად დაიბადა. 
 
- ეს საშვილოსნოს შიგა კონფლიქტია. ემბრიონის განვითარების სტადიაზე მან ძლიერი ბიოლოგიური კონფლიქტი განიცადა. კარგი მაგალითია ნიკ ვუიჩიჩი. მას ხომ ყველაფერი განვითარებული აქვს: თავიც და სხეულიც, მაგრამ ხელები და ფეხები არ აქვს. მისი ემბრიონული განვითარების პერიოდში მისმა დედამ ძლიერი კონფლიქტი განიცადა ხელებისთვის და ფეხებისთვის. ბიოლოგიური კანონებიდან და კონკრეტული ქსოვილების ქცევიდან გამომდინარე ცხადია, რომ მისი ხელებისა და ფეხების ქსოვილებისთვის ამა და ამ ბიოლოგიურმა პროგრამამ იმოქმედა. ყველაფერი ძალიან მარტივად იხსნება. მე არ წამიკითხავს ნიკ ვუიჩიჩის დედის მემუარები, მაგრამ თუ სიმპტომი სწორადაა აღწერილი, ყოველ შემთხვევაში ამ კონტექსტში ადამიანზე ყველაფერი იცით. 
 
- რამდენად ხშირად გქონიათ შემთხვევა, რომ რაღაც გივარაუდიათ ადამიანზე, და ეს შესაბამისად ყოფილა.
 
- შეუძლებელია შესაბამისად არ იყოს.
 
- და თუ რაღაცას მალავს? ხედავთ, რომ მალავს?
 
- ჩემთვის ხომ სულერთია მალავს თუ არა. ჩემი ამოცანა არაა მისი მხილება. ჩემი ამოცანაა - ისე ავუხსნა, რომ გაიგოს. 
 
ისევ კარმულ სიმპტომებს დავუბრუნდეთ. ჩემს ენაბლუობას შეიძლება დავარქვათ კარმული სიმპტომი, რომელიც ბაბუამ გადმომცა. იქიდან მოდიოდა ეს სიმპტომი, მაგრამ ბაბუას არ ჰქონდა ენაბლუობა, არც მამას. ენაბლუობა მე დავიწყე, 6 წლის ასაკში, და არა უფრო ადრე, როცა კონკრეტულ სიტუაციაში მოვხვდი. იქ რომ არ მოვხვედრილიყავი, შეიძლება არც მქონოდა ეს პრობლემა, მაგრამ არ შეიძლებოდა ამ სიტუაციაში არ მოვხვედრილიყავი, რადგან სიმპტომი მაინც უნდა გამოვლინდეს. თუ უნარ-ჩვევა გვარში არაა, ადრე თუ გვიან ეს სიმპტომში მაინც გამოვლინდება. რისთვის? იმისთვის, რომ ისწავლოს. გვარის სისტემა ძალიან ჭკვიანია. მან იცის, რა არ არის მასში რიგზე, და აყენებს მის გარკვეულ წევრს გარკვეულ სიტუაციაში, რომ „ისწავლე, რადგან ამ უნარ-ჩვევის გარეშე მიჭირს არსებობა. შენ შეგიძლია გადაწყვიტო ეს პრობლემა“. რამე თუ გვეძლევა, ამის გადაჭრის ძალაც გვაქვს. მე ამის მჯერა. 
 
- ანუ თქვენს პრაქტიკაში არ შეგხვედრიათ შემთხვევა, სადაც ვერ მოძებნიდით ნამდვილ მიზეზებს? 
 
- არა. მნიშვნელობა არ აქვს სად არიან ისინი. შეხედეთ, მოდის კონკრეტული ადამიანი კონკრეტული სიმპტომით. გასაგებია, რომ მიზეზი მასშია - სიმპტომი ხომ მას აქვს. და ტექნიკურად არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა: მან პირველად დაადგა ფეხი ამ ფიწალს, თუ მთელი მისი ოჯახი ამ ფიწლებზე ცეკვავს. მოვიდა კონკრეტული ადამიანი. თუ სხვასთან კავშირი ვლინდება, ეს ძალიან კარგია, ამასაც ვამუშავებთ, ხოლო თუ არ ჩნდება, მაშინ კარგი, კონკრეტულ ადამიანთან ვმუშაობთ. მას უნარ-ჩვევა არ აქვს, და თუ ახალ უნარ-ჩვევას გამოიმუშავებს, სიმპტომი მიდის. შენ მთელი შენი გვარის სისტემა განკურნე, ან საკუთარი თავი - რა მნიშვნელობა აქვს. ამის შემდეგ სწორად გადასცემ ინფორმაციას. 
 
- რას შეიძლება ნიშნავდეს, მაგალითად ბავშვის სერიოზული ტრავმა, რომლის შედეგადაც ინვალიდი გახდა. რას ნიშნავს ეს აგმ-ის მიხედვით. აქ უკვე საგვარეულო სისტემის თემაა. რადგან არც ტრავმები და არც ადრეული სიკვდილები შემთხვევითი არაა. მე ამის მჯერა, მაგრამ ეს არაა აგმ-ს თემა. მაგრამ თუ კონკრეტული საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა იმდენად სუსტია, რომ მცირე ტრავმაზეც კი სერიოზულად ზიანდება, ეს უკვე კონკრეტული ბიოლოგიური პროგრამაა. შესაძლოა ადამიანი ძლიერ კონფლიქტში ცხოვრობდეს და ეს ორგანოზე თვალსაჩინოდ არ ვლინდებოდეს: ტკივილი არ მაქვს და ექიმთან არ წავალ. მაგრამ როცა მოტეხილობის შემდეგ ხედავენ რომ ძვალი სუსტი იყო, ამას უკვე აგმ აღწერს. 
 
- რა არის იმუნიტეტი და როგორ გავაძლიეროთ იგი? 
 
- ჩვენ იმუნიტეტი არ გვაქვს. ეს ტრადიციული მედიცინის მოგონილია. ჩვენ არ გვაქვს იმუნური სისტემა. შესაძლოა მედიცინამ გარკვეული ორგანოები იმუნურ სისტემას მიაკუთვნოს, მაგრამ ეს ფიქციაა. უბრალოდ ყოველ ამ ორგანოს თავისი ფუნქცია აქვს. ჩვენ შეგვიძლია ასევე თვალიც მივაკუთვნოთ იმუნურ სისტემას, ან თვალი, ან ქუსლი, რადგან მათაც გარკვეული ფუნქცია აქვთ. ანუ იმუნიტეტი, როგორც ცალკეული სისტემა, რომელიც გვიცავს რაღაცისგან - არ გვაქვს. მაგრამ თუ ამ სიტყვას ადამიანისთვის გასაგებ ენაზე ვთარგმნით, რა არის იმუნიტეტი? ესაა შესაძლებლობა - არ მოვახდინოთ რეაგირება გარკვეულ გარე ზემოქმედებებზე. სულ ესაა. აქ უნდა შევხედოთ, რომელ ზემოქმედებაზე არ მოახდინე რეაგირება. მაგალითი ხომ ბევრია. ადამიანი სწორად იკვებება, სპორტითაა დაკავებული, და უცებ ავად ხდება. როგორ დავაკავშიროთ ეს ყველაფერი მითიურ იმუნიტეტს? ფსიქოსომატიკა კი ძალიან მკაფიოდ ამბობს: დიახ, შენ მაგარი ხარ, ძლიერი ხარ, ჯანმრთელი ხარ, კარგად აზროვნებ, მაგრამ ცხოვრების გარკვეულ კონტექსტში შენ არ გაზდრილხარ. შენ ეს არ იცი, შეიძლება წლების განმავლობაში არ შეხვდი ამას, მაგრამ როგორც კი მოხვდი, აქ უკვე შენმა სხეულმა არ იცის როგორ მოიქცეს. შესაბამისად, იგი სწორედ იმ ორგანოთი გეხმარება, რომელიც კონფლიქტის ამ შემადგენელზე აგებს პასუხს. რაც არ უნდა ჭამო, რაც არ უნდა სვა, რომელ ღმერთზეც არ უნდა ილოცო, თუ ამ კონტექსტში ცხოვრება არ იცი, შენი სხეული რეაგირებას მოახდენს. სულ ესაა. 
 
- თქვენ მოიყვანეთ მაგალითი, რომ თუ ჯანმრთელი ხარ, სპორტით ხარ დაკავებული და ა.შ. ეს სინამდვილეში ალკოჰოლიკების საყვარელი მაგალითია, რომლებიც ამბობენ, რომ ალკოჰოლიკებიც კვდებიან და სპორტსმენებიც.
 
- სრულიად მართალია. განათლების დონე, დიპლომების რაოდენობა, ფულის რაოდენობა, მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება, დილით ლოცვები, საღამოს იოგა - არაფერი ეს არ ახდენს გავლენას იმაზე, რომ შენ, მაგალითად არ შეგიძლია უთხრა - „არა“ - ვინმეს, კონკრეტულს. და როცა ამ სიტუაციაში ხვდები, შენი სხეული ვალებულია, რომ რეაგირება მოახდინოს. ეს გადარჩენის ბიოლოგიური ლოგიკაა. თუ ყველაფერს იგივეს აკეთებ, მაგრამ შეგიძლია არას თქმა, ამ კონტექსტში სხეული აღარ მოახდენს რეაგირებას, და სიმპტომიც აღარ გამოვლინდება. 
 
- რა არის ჭარბწონიანობა და როგორ მოვაგვაროთ ამასთან დაკავშირებული მოვლენები? 
 
- თუკი გამორიცხავთ ჰიპოდინამიას და „ღორმუცელობას“, ანუ მექანიკურ ფაქტორებს, მაშინ ჭარბწონიანობა - ასევე ბიოლოგიური კონფლიქტია, მაგრამ არა ცხიმისთვის, არამედ წყლისთვის. არის ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს ჭარბი წონა, ან ფიქრობს რომ აქვს, და დადიან სპორტ-დარბაზებში, და არაფერი არ შველის. ცოტას ჭამენ, ბევრს ვარჯიშობენ, მაგრამ წონა არ მიდის. ეს ცხიმის თემა არაა, ეს წყლის თემაა. ესაა კონფლიქტი თირკმელების შემგროვებელი მილებისთვის. სინამდვილეში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კონფლიქი ადამიანებში, ესაა ეგრეთწოდებული ლტოლვილის კონფლიქტი, მიტოვებულის კონფლიქტი, მარტოსულობის კონფლიქტი, ორიენტირის დაკარგვის კონფლიქტი. ანუ, როცა ადამიანი ერთ-ერთ ამ კონტექსტში გრძნობს თავს. ანუ კონფლიქტი ერთია, მაგრამ მას ბევრი ზემოთ ჩამოთვლილი გამოვლინება აქვს. რას ნიშნავს ლტოლვილის კონფლიქტი? მე ამოვარდნილი ვარ არსებობის ჩვეული გარემოდან. ველურ ბუნებაში ეს თვალსაჩინოა. ანუ თუ იმ ადგილიდან წახვედი, სადაც ადრე ცხოვრობდი, მაშინ არ იცი, სადაა წყლის წყარო, არ იცი, როდის მიაღწევ იქამდე. ეს ნიშნავს, რომ სხეულში წყალი მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნო იმისთვის, რომ გადავრჩე. ამას ჰქვია - „მარტო არ უდაბნოში“. გასაგებია, რომ უდაბნოში არ ვცხოვრობთ, მაგრამ ეს შეგრძნება, რომ ვთქვათ, გარშემო ბევრი ადამიანია, მაგრამ მე არავინ მიყურებს, ან უბრალოდ პარტნიორი არ მყავს... და თუ მე ეს მძაბავს, სწორედ იგივე კონფლიქტი ირთვება. 
 
ორიენტირის დაკარგვის კონფლიქტი ავიღოთ. თანამედროვე სოციუმში ძალიან ბევრმა არ იცის, საით წავიდეს. იქ წავლენ, სადაც ეტყვიან, მაგრამ რა მინდა და სად მინდა, თავის თავში არ იციან. სხეულს კი ესმის ეს, და იწყებს წყლის სხეულში შენარჩუნებას. მიზეზი მარტივია, მაგრამ როგორც წესი, ადამიანებისთვის ეს ერთ-ერთი რთულად გადასაწყვეტი კონფლიქტია. რადგამ, როგორ არ ვინერვიულო, მე ხომ მარტო ვარ, ბიჭი არ მყავს. ნებისმიერი სიტუაცია ნეიტრალურია. შენ ბოიფრენდი არ გყავს, ან ცოლი არ გყავს, ან სამსახური არ გაქვს. ეს გარკვეული სიტუაციის ნეიტრალური აღწერაა.
 
- და ჩვენი დამოკიდებულებით ვაფერადებთ მას. 
 
- დიახ, მე ხშირად ვიყენებ ამ ფრაზას: საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა გემართებათ. მნიშვნელოვანია - როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამის მიმართ. ჩემგან ბიჭი წავიდა? მადლობა მას. მე არ შემეძლო წასვლა და ის წავიდა. მაგარია! ამით რაღაც მოქმედებისგან გამათავისუფლა. ახლა კი წინ მივდივარ, ვიცი სად წავიდე, ვისთან წავიდე, ზუსტად ვიცი, ვისთან მინდა ცხოვრება, და მხიარულად მივდივარ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რთული იყოს ამ გზაზე სიარული: პაემანზე დღეში ორჯერ სიარული, რაღაც კაბების ყიდვა და ჩაცმა, ცუდად რომ არ გამოვიყურებოდე და ა.შ. ეს რთულია, ეს ენერგო-დანახარჯია, მაგრამ მე მიზანი მაქვს და ამ მიზნისკენ მხიარულად მივდივარ. ამ შემთხვევაში არ მექნება კონფლიქტი. ხოლო თუ ერთ ადგილზე ვზივარ და ვიტანჯები, არაფერს ვაკეთებ, არ ვწყვეტ ამ კონფლიქტს და მეშინია, რომ მთელი ცხოვრება მარტო დავრჩი, და ეს ერთადერთი ბიჭი იყო მთელ სამყაროში, და მან მე მიმატოვა - ეს რა თქმა უნდა კონფლიქტია, ორგანო კი უბრალოდ რეაგირებს. 
 
- რა არის ვირუსი?
 
- ვირუსი, ესაა გარკვეული მიკროორგანიზმი, რომელსაც საშინელი თვისებები მიაწერეს. ვირუსოლოგია - ეს სრული ერესია. არცერთ ვირუსოლოგს ჯერ არცერთი ვირუსი არ გამოუყვია. არც კოლის ვირუსი, არც ჰერპესის ვირუსი, არც ჰეპატიტის ვირუსი, არც მითუმეტეს კორონავირუსების სხვადასხვა სახეები და ა.შ. ისინი ცნობილია, მათზე სახელმძღვანელოებს წერენ და ა.შ., მაგრამ როცა იწყებთ იმ ნაშრომების გაცნობას, რომლებსაც აქვეყნებენ, აღმოჩნდება, რომ დიახ, მიკროსკოპში რაღაცას ხედავენ, მაგრამ იმ აგენტის გამოყოფა, რომლითაც ვინმეს დასნებოვნება შეიძლება, არ მომხდარა. კოხის ტრიადა ხომ არავის გაუბათილებია. თქვენ უნდა გამოყოთ პათოგენური მიკროორგანიზმი ავადმყოფისგან, როგორღაც მისი კვლავწარმოება მოახდინოთ, გაამრავლოთ, მოათავსოთ ეს მიკროორგანიზმი ჯანმრთელ ორგანიზმში და თუ მას იგივე სიმპტომები გაუჩნდება, მაშინ დაამტკიცებთ, რომ ეს მიკროორგანიზმი (მნიშვნელობა არ აქვს, ბაქტერია იქნება, ვირუსი თუ სხვა რამე) წარმოადგენს პათოგენურს ამა და ამ სიმპტომის გამოწვევის გამო. ვერცერთ ვირუსზე დღემდე ეს ვერ მოახერხეს.
 
უფრო მეტიც. თითქოს პათოგენური ბაქტერიები... თქვენ იცით, რომ ნებისმიერ ადამიანს ფილტვებში კოხის ჩხირი აქვს. ტუბერკულოზით ყველა არ ავადმყოფობს. და მეოთხე ბიოლოგიური კანონი, რომელიც დოქტორმა ჰამერმა აღმოაჩინა ამბობს, რომ ჩვენს სხეულში პათოგენური მიკროორგანიზმები არ არის. ისინი იქ უამრავია. სხეულის წონაზე თუ დავთვლით, მათი წონა 8-10 კგ-ია, რაოდენობრივად კი ჩვენი სხეულის საერთო რაოდენობას აჭარბებს. შესაბამისად, ისინი ჩვენში ცხოვრობენ. ეს ევოლუციური სქემაა, სიმბიოზია, და ისინი ჩვენს სხეულში მკაცრად განსაზღვრულ, საჭირო ფუნქციას ასრულებენ, და გადარჩენაში გვეხმარებიან. რა თქმა უნდა ისინი არსებობენ, ისინი გარკვეული ცილოვანი სტრუქტურები არიან, უბრალოდ მათ მიაწერეს საშიში ფუნქციები, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. და ჰამერმა მკაფიოდ აჩვენა, რომ ნებისმიერი მიკროორგანიზმი ჩვენს სხეულში ეხმარება ჩვენს სხეულს, და კონკრეტულ ორგანოს აღდგენაში. სურდო - ეს უბრალოდ მედიცინის იარლიყია, რომელიც სიმპტომს არ აღწერს. 
 
- რა არის აპათია, შფოთვა და შიში. როგორ განვთავისუფლდეთ მათგან? 
 
- შფოთვა - ეს უბრალოდ პატარა შიშია. აპათია, კიდევ უფრო ნაკლები შიშია, რომელიც უბრალოდ საშუალებას არ გვაძლევს, რომ რაღაც გავაკეთოთ. ანუ ნებისმიერი დისკომფორტული შეგრძნება, რომლებსაც შეგვიძლიათ უამრავი სახელი დავარქვათ, მხოლოდ ერთ სიტყვამდე - შიშამდე - დაიყვანება. უბრალოდ მას ბევრი გრადაცია აქვს. რა არის შიში? შიში ესაა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ „მე რაღაცის გაკეთება არ ვიცი“. თქვენ მაშინ გეშინიათ, როცა რაღაც არ იცით. ისწვალით და შიში გაივლის.
 
- რა არის ალერგია?
 
- ალერგია, ესაა ფიწლებზე ცეკვა. აგმ-ს კონტექსტში ჰამერმა ესეც ძალიან მკაფიოდ აღწერა. ალერგიას უწოდებენ განმეორებად სიმპტომებს, და როგორც წესი მას რაღაცას მიაბავენ ხოლმე: ალერგია გლუტენზე, რძეზე, კატებზე, მზეზე და ა.შ. მნიშვნელობა არ აქვს რაზე. ალერგიის გაჩენისა და მიმდინარეობის მექანიზმი საოცრად მარტივია. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ სახლში ვზივარ და რძეს ვსვამ. მე კარგად ვარ, ბედნიერი ბავშვი ვარ. და აი, მამამ დღიური ნახა, სადაც ორიანი მეწერა. სამზარეულოში შემოვიდა და კეფაში წამომითაქა. ეს ხომ შოკია, მოულოდნელი იყო ჩემთვის, ჩემს ოცნებებში დავფრინავდი. ეს შოკური მოვლენაა. და კვლავაც, ჩვენი სხეული ბიოლოგიურად ძალზე სწორადაა მოწყობილი. თუ რომელიმე შოკურ მდგომარეობაში, თუ შენ ძლიერი შიში ან სტრესი გაქვს, და დამატებითი გარეგანი სტიმული გაქვს: მაგალითად რძის გემო, ან კატას ვეფერებოდი, როცა წამომითაქეს, ან მაკარონს მივირთმევდი, ან მზე ანათებდა, ანუ ხუთი გრძნობა. ჩვენ ხომ ხუთი ძირითადი გრძნობა გვაქვს. და თუ ძლიერი სტრესის, ძლიერი შოკის მომენტში დამატებით ჩემმა ორგანიზმმა, ჩემმა ქვეცნობიერმა, სხეულმა რაღაც დამატებითი სენსორული სტიმული შეიგრძნო, იგი ამ სენსორულ სტიმულს ამ შოკურ მდგომარეობას მიაბავს, ეს უკანასკნელი კი გარკვეულ სიმპტომს გაუშვებს. და შემდეგ ეს სენსორული სტიმული დამოუკიდებლად გაუშვებს იგივე პროგრამას. შესაბამისად მიჩნდება ალერგია რძეზე, კატებზე, გლუტენზე, მზეზე, დედაზე, მამაზე, ჯინსებზე, გვერდზე ჩამავალ წითელ მანქანაზე, რაიმე მუსიკაზე და ა.შ. ყველაფერი მარტივია. აგმ-ში ამას ტრეკები ეწოდება. ტრეკი - ესაა თავისთავად სრულიად უსაფრთხო რაღაც, რასაც თავისთავად არანაირი პროცესის გაშვება არ შეუძლია. ის უბრალოდ ახლოს იყო შოკური მდგომარეობის მომენტში, და შემდეგ სიმპტომს დამოუკიდებლად უშვებს. ალერგიის ბუნების გაგება 90% შემთხვევებში საშუალებას გვაძლევს, რომ ალერგია მყისიერად მოვაშოროთ. ბავშვებში ეს უფრო მარტივია, და ზრდასრულების უმეტესობაშიც. უბრალოდ გაცნობიერება უნდა მოვიდეს: „ახლა კი რძე უსაფრთხოა“. „ახლა კი კატის მოფერება უსაფრთხოა“. უბრალოდ ბრძანებას აძლევთ სხეულს, რომ წინა რეაქცია გააუქმოს. მან ხომ მიაბა კატას, რძეს ან მზეს, თქვენ კი უბრალოდ აუქმებთ. მნიშვნელობა არ აქვს როგორ გააკეთებთ ამას: ჰიპნოზით, გაცნობიერებით, მაგრამ ამის მერე ეს სრულიად უსაფრთხო იქნება. ნებისმიერი ქრონიკული დაავადება - ესაა ალერგია. თუნდაც ქრონიკული ლეიკოზი, თუნდაც ენაბლუობა, თუმცა ენაბლუობა მეტწილად ალერგია არაა, ესაა უფრო არცოდნაა, უნარ-ჩვევის არქონა. მაგრამ ტრადიციული ქრონიკული ავადმყოფობების უმეტესობა - ეს მხოლოდ და მხოლოდ რაღაცაზე ალერგიაა. 
 
- სინუსიტები და ჰაიმორიტები ბავშვებში. როგორც იტყვიან მუდმივი ცინგლები. რა გააკეთოს დედამ. ასეთ შემთხვევაში და როგორ აუხსნას ბავშვს? 
 
- სამი წლის ბავშვს ვერაფერს აუხსნი: ვერც ფსიქოსომატიკის თეორიას, ვერც ფსიქოლოგიას, ვერც საგვარეულო ტრავმებს, ეს ყველაფერი არ ჭირდება. აქ დედის მდგომარეობა ახდენს გავლენას. თუ გსურთ გაიგოთ სიმპტომის არსი, დააკვირდით ორგანოს ფუნქციას. რისთვის გვჭირდება ცხვირი? რა ფუნქციას ასრულებს? სუნთქვა სინამდვილეში პირით უფრო ადვილია. ცხვირი რისთვის გვჭირდება?
 
- სუნი.
 
- დიახ, სუნი, მაგრამ ჩვენ არც მგლები ვართ და არც ძაღლები, მსხვერპლის ყნოსვით პოვნა არ გვჭირდება. ცხვირის ფუნქცია მეტწილად თითქოს უკვე დაკარგული გვაქვს. ცხოველთა სამყაროში ეს ფუნქცია უფრო განვითარებულია. და ტყეში ყნოსვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. თუ მტაცებელი დაინახე, უკვე გვიანია, ვეღარ გაექცევი. ის შორიდან უნდა იგრძნო სუნით. ამინდის ცვლილებაც წინასწარ უნდა იგრძნო, თოროემ შენს სოროს წყალი დაფარავს. ანუ ყნოსვის ფუნქცია წინასწარმეტყველური (წინასწარი პროგნოზირების) ფუნქციაა. ტყეში ის ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო ყველა ეს ბიოლოგიური პროგრამა ტყისთვის იქნა შემუშავებული და არა სოციუმისთვის. მიუხედავად ამისა ყნოსვა გვაქვს, სუნებს ვგრძნობთ ასე თუ ისე, მაგრამ ქვეცნობიერი ბიოლოგიური რეაქცია ცხვირის ლორწოვანისთვის იმავე კონტექსტში ირთვება: „მე ვერ ვიყნოსე, რომ მას ცოლად არ უნდა გავყოლოდი“, „ვერ ვიყნოსე, რომ ავარიაში მოვყვებოდი“, „შპალერი მოვხატე და დედას ვახარე, და ვერ გავთვალე, რომ მომხვდებოდა“. სურდო, რომელიც სინამდვილეში უკვე აღდგენითი ფაზაა ცხვირის ლორწოვანისთვის, ირთვება ნებისმიერ სიტუაციაში, რომელშიც გრძნობ, რომ „საფრთხე ვერ ვიყნოსე“. ბავშვებს ეს აქვთ ხოლმე მკაცრი მშობლების შემთხვევაში, იმ მშობლების შემთხვევაში, რომლებიც ვერ უგებენ. ბავშური ცხოვრებით ცხოვრობ და არ იცი სად „მიქარავ“. შპალერი მოხატე, ხელები დაისვარე, შარვალი დახიე. თუ დედას ესმის, რომ ბავშვი ასე ვითარდება. თეთრი ფურცელი ვერ დავუდე. ჯინსი არ ჩავაცვი, რომელიც უფრო გამძლეა და ა.შ. და ეს მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ბავშვს აქვს ამის უფლება. ანუ თუ ასეთ სიტუაციებში მე არ ვაძლევ ბავშვს შეგრძნებას, რომ სასჯელი მაშინ მოდის, თუ რაღაც სიტუაციებს ვერ იყნოსავს, ბავშვს ექნება სურდო, ჰაიმორიტი და ა.შ. დიდებშიც ასეა, შედარებით იშვიათად, რადგან ისეთი საფრთხეები, რომლებიც ვერ ვიყნოსე, უფრო ნაკლებია. 
 
თუ კონკრეტულ სიმპტომებს ჩამოვთვლით, ჰაიმორიტს, ჭარბწონიანობას და ა.შ. აღწერით ნებისმიერს ავღწერ. ავიღებ ორგანოს ფუნქციას, ვნახავ, რა ფუნქცია აქვს ამ ორგანოს ტყეში, და როგორ რეაგირებს გარკვეულ კონტექსტზე სოციუმში. ჰამერის ერთ-ერთი პირველ წიგნს ეწოდება „ახალი გერმანული მედიცინის სამეცნიერო რუკა“. მე ეს ორიგინალური გერმანული ნიმუში მაქვს, თუმ ცა თარგმანებიც არსებობს სხვადასხვა ენებზე. არსებობს 2012 წლის რუსული თარგმანიც, ოლეგ მატვეევის. რუსულ თარგმანში შეცდომებია, პრინციპში არსებითი არა, მაგრამ 90% იმ ორგანოების პროგრამებისა, რომლებიც ჩვენს სხეულშია, აღწერილია ამ სამეცნიერო რუკაში. ანუ კითხვაზე პირველადი პასუხისთვის, მაგალითად რას ნიშნავს, სურდო, რას ნიშნავს, როცა კუდუსუნი აგტკივდა და ა.შ. ანუ ესაა ცნობარი, სადაც იპოვით პასუხებს: რა ხდება აქტიურ ფაზაში და რა ხდება პასიურ ფაზაში. სხვადასხვა ორგანოებს შორის კავშირებს. მიმდინარეობის ნიუანსებს სხვადასხვა ინტენსივობის კონფლიქტისას. ამისთვის ღრმად უნდა შეისწავლოთ აგმ. ამ ცნობარის მიხედვით მე გავაკეთე გზამკვლევი წიგნია „შესავალი ფსიქოსომატიკაში“. აქ დეტალურადაა აღწერილი ბუნების ბიოლოგიური კანონები, ანალიზების გაშიფვრა, მაგალიტად რას ნიშნავს ესა თუ ის ანალიზი გარკვეული ორგანოებისთვის. რადგანაც ექიმები ხომ ადამიანს არ მკურნალობენ, ისინი ანალიზებს მკურნალობენ. ცდილობენ რომ ანალიზები ნორმაში დააბრუნონ. ხშირად სხვადასხვა მონაცემთა ცვლილებები, მაგალიტად, სისხლის, პირიქით, აჩვენებს რომ ყველაფერი რიგზეა და აღდგენისკენ მიდის. შეეშვით სხეულს და მიეცით საშუალება რომ თავისით აღდგეს. ესეც უნდა ვიცოდეთ. ნიუანსი ბევრია, მაგრამ მხოლოდ ზედაპირით ვერ დავკმაყოფილდებით, თორემ ლუიზა ჰეის მსგავსად ვიტყვით, რომ „ყველა დაავადება ნერვებისგანაა“. ანუ სასურველია შევისწავლოთ, როგორაა მოწყობილი ჩვენი სხეული. 
 
- კიდევ რამდენიმე კითხვა ჩვენი მსმენელების თხოვნით: საიდან მოდის მხედველობის პრობლემები? 
 
- თვალი პრინციპში ჩვენი სხეულის ყველაზე რთული ორგანოა. მასში ყველაზე მეტი ცალკეული ქსოვილია. შესაბამისად ბევრია ის სხვადასხვა კონფლიქტი, რომლებიც თვალის სხვადასხვა ნაწილზე ზემოქმედებენ. მაგრამ საერთო ჯამში ესაა ვიზუალური ბიოლოგიური კონფლიქტი, რომელიც მხედველობას უკავშირდება. რა ხდება როცა ახლომხედველობა მაქვს? თუ თვალის კონკრეტული ქსოვილი არ ვიცი, რომელსაც მივყავართ კონკრეტულ სიტუაციაში ახლომხედველობამდე, მაშინ ზუსტად ვერ ვიტყვით რა გავაკეთოთ, რადგან ქსოვილები სხვადასხვაა და კონფლიქტებიც სხვადასხვაა. თვალთან ასეა. სხვა ორგანოებთან კი საქმე გაცილებით მარტივადაა. 
 
- რა ხდება უშვილობის შემთხვევაში?
 
- აქაც იგივეა: ჩასახვაზე სხვადასხვა ორგანოები და ქსოვილები აგებენ პასუხს. როგორც ფუნქციური უჯრედები, ვთქვათ, ცოცხალი სპერმატოზოიდები. თუკი, დავუშვათ, მამაკაცში სპერმატოზოიდები უკიდურესად პასიურია, რა იდეალურადაც არ უნდა მუშაობდეს ქალის ორგანიზმი, არაფერი არ მოხდება. და პირიქით, მამაკაცს შეიძლება ყველაფერი რიგზე ჰქონდეს, ქალს კი ჰორმონული ფონი ჰქონდეს დარღვეული, ან საკვერცხეების პრობლემები, ან საშვილოსონოსი, და ა.შ. ჩვენ უარს არ ვამბობთ დიაგნოსტიკაზე. ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა საჭიროა. მედიცინას საუცხოო ინსტრუმენტები აქვს, და ისინი უნდა გამოვიყენოთ. უბრალოდ მედიცინაში ინტერპრეტაციებია ამოყირავებული. ანუ ჩვენ იქიდან მონაცემებს ვიღებთ, და მათ ინტერპრეტაციას სიმპტომის არსის ბიოლოგიური გაგებით ვახდენთ. უშვილობასაც რამდენიმე ბიოლოგიური მიზეზი აქვს, და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გავერკვეთ. 
 
- ეგრეთწოდებელი განუკურნებელი დაავადებები: კიბო და შიდსი. საიდან მოდიან და რა მოვუხერხოთ?
 
- მოდი, შიდსით დავიწყოთ. შიდსი - ანუ შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომი. თუ C ვიტამინს არ მიიღებთ, გექნებათ ცინგა (სურავანდი), რომელსაც შეგვიძლია ასევე დავარქვათ შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომი. ამიტომ, იარლიყი - შიდსი - არაფერს გვეუბნება. ტრადიციულ მედიცინაში ნებისმიერი სინდრომის დასახელება სრული ბოდვაა. დავუშვათ, ადამიანს სურდო აქვს, ეუბნებიან: „თქვენ სურდო გაქვთ“, მეორეს დიარეა აქვს, მას ეუბნებიან: „თქვენ დიარე გაქვთ“. მესამეს: „თქვენ დერმატიკი გაქვთ“. მაგრამ თუ მეოთხე ადამიანს დიარეა აქვს სურდოსთან და დერმატიტთან ერთად, ვიღაც ექიმს მოუვიდა იდეა, რომ ამ სინდრომისთვის საკუთარი სახელი დაერქმია. ნებისმიერი სინდრომი უნდა დავყოთ ამ ინგრედიენტებად, და გავერკვეთ თითოეულ ცალკეულ სინდრომში. დოქტორ ჰამერს ამისთვის წიგნიც აქვს, რომელიც რუსულ ენაზე ვთარგმნე, და ასე ეწოდება: „შიდსი - ავადმყოფობა, რომელიც არ არსებობს“. ვუპასუხე ამ კითხვას? კვლავაც: არსებობს თეორია, რომ აივ ინფექცია იწვევს შიდსს, ეს ვირუსი კი ჯერ არავის არ გამოუყვია. არის კიდევ ერთი წიგნი - „ვირუსომანია“ (ავტორი: Claus Köhnlein) რომელიც ასევე ვთარგმნე რუსულად, და სადაც მოყვანილია შიდსის-სიგიჟის მთელი ეს ისტორია, რომელიც არაფრით განსხვავდება ამ ღორის გრიფისგან, ქათმის გრიპისგან, კორონა-გრიპისგან და ა.შ. ეს ყველაფერი სამედიცინო და უფრო მაღალი წრეების აფიორაა. 
 
რაც შეეხება კიბოს. ესეც იარლიყია, რომელიც არაფერს არ აღწერს. თუ სიტყვა კიბოს პროცესის კონკრეტული აღწერით შეცვლით, - „უჯრედების დაყოფა“, როცა სამზარეულოში დანით თითი გაიჭერით და ჭრილობა ხორცდება - თქვენ იქ კიბო გაქვთ, ანუ უჯრედები იყოფიან. უჯრედები მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში იყოფა. ემბრიონი დედის საშვილოსნოში 9 თვე რას აკეთებს? იქ უჯრედები ძალიან სწრაფად იყოფა, ეს „აგრესიული კიბოა“. არცერთი კიბო ისე დიდი არ იზრდება, როგორც ემბრიონი მუცელში. შესაბამისად: აგმ-ში ჩვენ გამუდმებით გავდივართ ამ სტანდარტული სამედიცინო იარლიყებიდან. ჩვენ უშუალოდ სიმპტომებს ავღწერთ. რა ხდება? უჯრედების დაყოფა, კარგი... რომელ ქსოვილში? ძვლების ან კუნთების მაგალითზე, როცა ძვალში სიმსივნე იზრდება, ან იგივე კუნთში ხდება, ესაა ქსოვილის აღდგენა, რადგან კონფლიქტის აქტიურ ფაზაში ნეკროზს ჰქონდა ადგილი, და მოცემულ შემთხვევაში კიბო - ეს შესანიშნავია, რადგან ის იმ ხვრელებს ავსებს, რომლებიც კონფლიქტის აქტიურ ფაზაში გაჩნდა. ჩვენი სხეულის ქსოვილების უმეტესობა სწორედ ასე იქცევა. ანუ როცა კონფლიქტში ვარ, ამ ორგანოს ქსოვილები, მაგალითად, ნეკროზს განიცდიან, მაგრამ როგორც კი კონფლიქტი მოვაგვარე, იწყება უჯრედების დაყოფა. ქსოვილების ნახევარი, „ძველი“ ქსოვილები, სრულიად საპირისპიროდ იქცევიან. როცა კონფლიქტში ვარ, როცა მეშინია ან მშიერ მამონტს გავურბივარ, კონკრეტული ორგანო, რომელმაც რეაგირება მოახდინა ამ კონფლიქტზე, თავისი ფუნქციის გაძლიერებას იწყებს. ბუნებას არ შეუქმნია ორგანოს ფუნქციის გაძლიერების სხვა საშუალება, გარდა მისი მოცულობის გაზრდისა. როგორ გააკეთოს ეს? მხოლოდ უჯრედების დაყოფით. ანუ აქტიურ კონფლიქტში კიბო ამ ორგანოში გადარჩენაში მეხმარება. მაგრამ როგორც კი მამონტს გავექეცი, ან მოველაპარაკე მას, ანუ ნებისმიერი საშუალებით მოვაგვარე კონფლიქტი, ამ ქსოვილის საჭიროება უკვე აღარაა. მყისიერად იწყება კიბოს ზრდა და იწყება მისი დაშლის პროცესი. 
 
ტუბერკულოზიც მშვენიერია. ტუბერკულოზი ნიშნავს, რომ ამ ორგანოში ადრე გაჩენილი სიმსივნე იშლება, და ამ პროცესს სწორედ ის ტუბერკულოზის ბაქტერიები აკეთებენ, რომლის გარეშეც ეს სიმსივნე ვერსად ვერ წავიდოდა. ის კაფსულას გაიკეთებდა, მაგრამ ორგანოში დარჩებოდა. ნებისმიერი პროცესი ჩვენს სხეულში ბიოლოგიურია. უჯრედების ზრდაც და უჯრედების დაშლაც. უნდა ვიცოდეთ: როდისაა ეს სწორი, და როდის უნდა შევაჩეროთ. 
 
- აქვს თუ არა ფსიქოსომატიკას კავშირი სიღარიბესთან, და როგორ გადავჭრათ ფულთან დაკავშირებული პრობლემები?
 
- ეს არაა აგმ-ს თემა, ეს არაა ფსიქოსომატიკის, როგორც პირდაპირ სხეულთან კავშირის თემა, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი ურთიერთკავშირშია. და აქაც უნარ-ჩვევის არარსებობასთან გვაქვს საქმე. ჩემს აზრს გეტყვით ამასთან დაკავშირებით, და ვეცდები ეს ძალიან მოკლედ გავაკეთო. შეხედეთ: თუ ამ ცხოვრებაში იმას აკეთებთ, რაც თქვენი დანიშნულებაა, ეს საქმე ყველა შემთხვევაში კარგად გამოგივათ. თქვენ ეს გიყვართ, გაინტერესებთ, ბევრს მუშაობთ ამაზე, და შედეგად „ვაუ“ შედეგს იღებთ. სხვებს უნდებათ, რომ ეს თქვენგან იყიდონ. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხართ. კარგი მეეზოვე ისე მაგრად ასრულებს თავის სამუშაოს, რომ „ფულს მოგცემ, ოღონდ ჩემი ეზო დაალაგე“, ისეთი მაგარი ხარ. ანუ იმას უნდა აკეთებდეთ, რაც მართლა თქვენია. ამ შემთხვევაში არასოდეს იქნებით ღარიბი. მნიშვნელობა არ აქვს: ფულით, პროდუქტებით, ურთიერთობებით. მაგრამ თუ არ აკეთებთ იმას, რისთვისაც ამ სამყაროში მოხვედით, მაშინ საეჭვოა, რომ მდიდარი გახდეთ. ხოლო როცა იმას აკეთებთ, რაც არ გიყვართ, აი, ეს უკვე ფსიქოსომატიკაა. 
 
- შიშთან ბრძოლა სწორია, თუ არაა საჭირო? 
 
- დიახ, მაგრამ ბრძოლა კი არა გაგებაა საჭირო. ხშირად ვამბობ ჩემს ლექციებში და ვიდეოებში, რომ შიში 99%-ით - ესაა ინფორმაციის არარსებობა. კვლავაც ინფორმირება გამოდის პირველ პლანზე. პაციენტს, რომელიც ექიმთან მიდის, არ უნდა ინფორმირებული რომ იყოს, მას უნდა, რომ განიკურნოს, და სურს, რომ ეს მის ნაცვლად სხვამ გააკეთოს. როგორც კი ადამიანს ესმის, რომ მე მივდივარ ექიმთან, მაგრამ ჩვენ თანასწორნი ვარ. შესაძლოა რაღაც სფეროში ჩემზე მეტი იცის, მაგრამ მე კრიტიკული აზროვნება უნდა მქონდეს. საკუთარი თავის შეგრძნება უნდა მქონდეს. ყველაფერს მოვისმენ, მაგრამ თუ კითხვები გამიჩნდება დავუსვამ, და თუ პასიხებს ვერ მივიღებ, სხვა სპეციალისტთან მივალ. აგმ ძალიან ლოგიკურია. იქ კითხვები სქემებთან დაკავშირებიტ არც კი ჩნდება, რადგან ეს სიმართლეა. როცა ადამიანს უხსნი სიმპტომის ჩარჩოს, მას არ შეუძლია, რომ ლოგიკურად არ დააკავშიროს იგი თავისი ცხოვრების კონტექსტს. მე კლიენტის ნაცვლად არაფერს ვიგონებ. ვეუბნები: შენ ეს სიმპტომი გაქვს, კონფლიქტი ესაა, არის უამრავი საშუალება რაღაც ახლის სწავლისთვის. მას შეუძლია აირჩიოს.
 
- და ბოლოს, რას უსურვებდით ჩვენს მაყურებელს?
 
- იყავით საკუთარი თავი, იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და დღეში ერთხელ მაინც დაუსვით საკუთარ თავს ძალიან მარტივი კითხვა: „რა მინდა?“ და გააკეთეთ ეს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

თვითშეთანხმებული და ერთიანი ბუნება


ავტორი: იოანე შენგელია არსებობს ერთადერთი და განუმეორებელი ფუნდა...

როგორ "შევაკეთოთ" სწრაფად სეროტონინი


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: ნანა აბესაძე დღეს ვისაუბრებთ ი...

ტვინის დოპინგი: აქვს თუ არა აზრი ნოოტროპების მიღებას?


მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო ვეცადოთ გავერკვიოთ მოდურ, წინააღ...

თქვენს კუჭ-ნაწლავს ახსოვს, სად მიირთვით გემრიელად


 მთარმნელი: დავით ტურაშვილი  წყარო  ჩვენი ტვინი ...

ფსიქოდელიურ ნარკოტიკებს ტვინის სტრუქტურის შეცვლა შეუძლიათ


წყარო ავტორი: Yasemin Saplakoglu მთარგმნელი: დავით ტურაშვილი უ...

ანალოგია


ავტორი: იოანე შენგელია სტატიაში ინდუქცია და დედუქცია განხილულია სი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff