ჯორდან პიტერსონი - ურთიერთობის ტიპები

Admin
ფსიქოლოგია სხვადასხვა
0
0

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ემპირიული კვლევები, თუ რა პროგნოზირებს ურთიერთობის ხანგრძლივობას. თუ ურთიერთობის თანაფარდობა ხუთი პოზიტიურ და ერთი ნეგატიურ ინტერაქციამდე დაქვეითდება, ეს ურთიერთობის გაუარესების ნიშანია და ზოგადად, ასეთ დროს იგი დასრულებისთვის განწირულია. სასარგებლოა კარგად იცნობდეთ საკუთარ პიროვნებას რადგან ეს გაძლევთ უკეთეს შანსს იპოვოთ ისეთი ადამიანი, ვისთანაც რეალურად შეგიძლიათ იცხოვრო გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არ არის მხოლოდ არჩევანის საკითხი. სინამდვილეში ეს სხვადასხვა ტიპის პიროვნების საკითხია. 

  კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი

  კეთილსინდისიერ ადამიანთან ყოფნის უპირატესობა ის არის, რომ ისინი გიჟივით აპირებენ მუშაობას. ამ შემთხვევაში მინუსიც ის არის, რომ ისინი გიჟივით იმუშავებენ. თუ თქვენ ეძებთ ისეთ პარტნიორს, რომელთანაც დასვენება ან გართობა გსურთ, მაშინ კეთილსინდისიერი ადამიანი ალბათ კარგი არჩევანი არ არის. მეორეს მხრივ, თუ თავად ხართ კეთილსინდისიერი ადამიანი და არაკეთილსინდისიერთან ცხოვრობთ, ეს არც ისე კარგია. იგი შესაძლოა მოდუნებაში დაგეხმაროთ, მაგრამ თქვენ მასთან კმაყოფილი არ იქნებით, რადგან ისინი არ მუშაობენ ისე შეუპოვრად, როგორც თქვენ. 

  ინტროვერტი და ექსტროვერტი

  თუ თქვენ ნამდვილად ექსტრავერტი ხართ და ამავდროულად ნამდვილად ინტროვერტი პარტნიორი გყავთ, თქვენ მუდმივ კონფლიქტში იქნებით იმის შესახებ, თუ რა დონის სოციალური აქტივობით უნდა დაკავდეთ. ინტროვერტების თვისებაა, რომ მათ უბრალოდ არ სიამოვნებთ ფართომასშტაბიანი სოციალური ურთიერთობები. ერთი-ერთზე ისინი თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ ჯგუფური თავყრილობები არ მოსწინთ და იღლებიან.  ხოლო თუ ექსტრავერტების იზოლირებას მოახდენთ, ისინი მცენარესავით დაჭკნებიან, რადგან სოციალური ურთიერთქმედება მათ მოტივაციას ანიჭებს. კარგი გაგებით, ისინი გადახლართულნი არიან სოციუმთან. 

  თანხმობა და უთანხმოება

  თუ თქვენ კეთილგანწყობილი ადამიანი ბრძანდებით და არაკეთილგანწყობილი პარტნიორი გყავთ, პრობლემებს წააწყდებით, რადგან დამთანხმებელი ადამიანი ნებისმიერი დროს იმას იტყვის, რაც გინდათ. პარტნიორი კი იტყვის: „მინდა ვიცოდე ცვლილებისთვის რა ჯანდაბა გჭირდება“; იგი სიტუაციებში ბევრად უფრო მკაცრი და მომთხოვნი იქნება. კეთილგანწყობილ ადამიანს მიაჩნია, რომ არაკეთილგანწყობილი ადამიანი უხეში და უსიამოვნოა, ხოლო არაკეთილგანწყობილი ადამიანი კეთილგაბწყობილ ადამიანში სუსტ პიროვნებას იპოვის, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა.

მსგავსი სტატიები

ურთიერთობის 6 ტოქსიკური ჩვევა, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა ნორმად აღიქვამს


ავტორი: მარკ მენსონი (ავტორი. მოაზროვნე. ცხოვრების ენთუზიასტი) ი...

ტვინი და მისი პროგრამები (ცნობიერების კონტურები)


რობერტ ანტონ უილსონის წიგნიდან - "ცნობიერების ევოლუცია" მთარგმნე...

ცნობიერების რაობა და სტრუქტურა


რა არის ცნობიერება? ცნობიერების განსაზღვრება რთულია, რადგან ეს შ...

ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზი: წინაპირობები და საბაზო იდეები 5 წუთში.


მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო ადამიანის ფსიქიკას დიდი ხანია სწ...

არსებობს თუ არა მხოლოდ 16 ფსიქოტიპი?


არსებობს თუ არა ადამიანების მხოლოდ 16 კატეგორია? რა თქმა უნდა, არ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff