ვილჰელმ რაიხი - ფროიდის აღმოჩენის რეალური გამგრძელებელი

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ანიშა დილანის წიგნიდან: ტანტრა - გზა ნეტარებისკენ მთარგმნელი: მამუკა გურული დასავლურ საზოგადო...

raich

ანიშა დილანის წიგნიდან: ტანტრა - გზა ნეტარებისკენ

მთარგმნელი: მამუკა გურული

დასავლურ საზოგადოებასთან მიმართებაში ფროიდი თავისი დროის გენიოსი-რევოლუციონერი იყო, რომელმაც სექსის ტაბუირებულ თემას კარი გაუხსნა. მან აღმოაჩინა და საჯაროდ განაცხადა, რომ სასიცოცხლო იმპულსი თავისი ბუნებით სექსუალურია და რომ სწორედ ამ ბუნებრივი იმპულსის დარღვევა ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში უდევს საფუძვლად ადამიანის ტანჯვას და ნევროზებს.

ასეთი ნოვატორული გარღვევის შემდეგ შეგვეძლო მოლოდინი გვქონოდა, რომ ფროიდის შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა - კაცობრიობის გამოყვანა ტანჯვიდან უფრო ბედნიერ, უკეთეს სამყაროში, რომელშიც სხეულებრივი ტკბობა და სექსუალური რეალიზაცია თავის კანონიერ ადგილს დაიკავებდნენ.

მაგრამ ფროიდმა სრულიად საპირისპირო გააკეთა: მან ტანჯვის მდგომარეობა გარდაუვალად გამოაცხადა. იგი თვლიდან, რომ ცივილიზებული საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელია, რომ ადამიანური სექსუალობა დამორჩილებული და დათრგუნული იყოს. ნებისმიერი საზოგადოება, სადაც დაშვებულია თავისუფალი, თავშეუკავებელი ტკბობა სექსით, მისი აზრით განწირულია დაშლისთვის და ქაოსისთვის.

სწორედ ამ მიზეზით ფროიდის პიროვნება საფიქრალს მიჩენს. ჩემთვის იგი ჰგავს თავის საქმის ერთგულ არქეოლოგს, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკისა და არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნოებში მეფე სოლომონის სამარხებს და იქ დამარხულ ლეგენდარულ სიმდიდრეს ეძებდა. მაგრამ როცა როგორც იქნა აღმოაჩინა ეს სამარხები, სასწრაფოდ მიწით ჩამარხა შესასვლელი და განაცხადა, რომ იქ არავინ არ უნდა შევიდეს ზღაპრული საგანძურით ბედნიერების მისაღებად, რადგანაც ეს ძალიან სახიფათოა.

ჩემს მიერ გამოყენებული გამოთქვა „ზღაპრული საგანძური“ განეკუთვნება არა უბრალოდ სექსუალურ აქტს, არამედ თავად სექსუალურ ენერგიას და მის პოტენციალს - ხელი შეუწყოს ადამიანის განვითარებას მრავალ განზომილებაში, მათ შორის სულიერში.

ამ წიგნის შემდეგ ნაწილში ჩვენ დავინახავთ, რომ სექსუალური ენერგია უსაზღვრო შესაძლებლობებს ფლობს. თუმცაღა ფროიდი, გადადგა რა მხოლოდ პირველი ნაბიჯი, გაჩერდა და განაცხადა, რომ ერთადერთი შესაძლო ვარიანტია - დავეხმაროთ ადამიანებს, ადაპტირდნენ სექსუალური დათრგუნვის „ნორმალურ“ მდგომარეობასთან საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით. და ფსიქოანალიზის მისი ახალი მეცნიერების ფუნქცია სწორედ ამაში მდგომარეობდა.

რაიხმა უარყო თავისი მასწავლებლის ეს მდგომარეობა. იმ დროს, როცა ფროიდი სექსუალურ დათრგუნვას ცივილიზაციის არსებობის უცილობელ პირობად თვლიდა, რაიხი ამტკიცებდა, რომ სექსუალური ენერგიის სწორედ ეს დათრგუნვა უშლის ხელს ნამდვილი ცივილიზებული საზოგადოების ჩამოყალიბებასს, რომელშიც ადამიანები შეძლებენ ნევროზისგან განთავისუფლებას და ბუნებრივი ბედნიერებით ტკბობას.

მისი იდეების დამადასტურებელი ფაქტების ძიებისას, რაიხმა აღმოაჩინა გერმანელი ანთროპოლოგის - ბრონისლავ მალინოვსკის ნაშრომი, რომელიც 1920-იან წლებში რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა მატრიარქალურ ტომებს წყნარი ოკეანის ტრობრიანის კუნძულებზე. ამ სამუშაოს საფუძველზე, რომელმაც მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რაიხმა დაწერა საკუთარი წიგნი - «იძულებითი სექსუალური მორალის შემოჭრა», სადაც ტრობრიანულ და ევროპულ კულტურებს ერთმანეთს ადარებდა.

benbohane 1370

იგი აღნიშნავდა, რომ ტრობრიანელ ბავშვებს არ ზღუდავენ სექსთან მიმართებაში თავიანთი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში. მათ შეუძლიათ გამოიკვლიონ ერთმანეთის გენიტალიები და რამდენიც გაეხარდებათ დატკბნენ სექსუალური თამაშებით. მშობლები და სხვა ზრდასრულები ამ ადრეულ სექსუალურ თავგადასავლებს ბუნებრივად თვლიან, არ ერევიან მათში და ბავშვების მიმართ თანადგომისა და გაგების საერთო პოზიციას იკავებენ.

მოზარდებს უფრო ხანგრძლივი სექსუალური ურთიერთობები უყალიბდებათ, რომლებიც არ მყარდება და არ იმართება მშობლების ჩარევით. ყოველ სოფელშია „თავისუფალთა“ სახლები, რომლებშიც ახალგაზრდა წყვილებს იმდენ ხანს შეუძლიათ ერთად ცხოვრება, რამდენ ხანსაც მათი რომანი გრძელდება. ეს კავშირები აუცილებლად მონოგამიური არაა და პირადი თავისუფლებისა და ექსპერიმენტების საერთო ატმოსფეროში არსებობს. ზოგჯერ მოზარდთა ჯგუფები მეზობელ სოფლებში მიდიან „საღამოებზე“, სადაც სექსუალური კონტაქტები მყარდება.

რაიხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო არა ის, რომ ტრობიანულ საზოგადოებაში ახალგაზრდებს შეუძლიათ თავიანთი სექსუალობის კვლევა - ეს, მისი სიტყვებით, დასავლურ კულტურაშიც ხდება, განსაკუთრებით ღარიბთა კლასებში. გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც პირად ბედნიერებაზე ახდენს გავლენას, ესაა დამოკიდებულება ასეთი კვლევისადმი.

ტრობრიანის კუნძულების მაცხოვრებლებს არ გააჩნიათ მორალი, რომელიც სექსს გაკიცხავდა, არ გააჩნიათ დანაშაულის გრძნობა, არ გააჩნიათ წარმოდგენა, რომ სექსუალობის კვლევა - ეს რაღაც ბინძური და დასამალია. არ გააჩნიათ დამასახიჩრებელი და დამამცირებელი დამოკიდებულება ინტიმური ცხოვრებისადმი. შედეგად, სასქესო ორგანოების გარშემო არ იქმნება ჯავშანი და არ ირღვევა სექსუალური ენერგიის ბუნებრივი ნაკადი. ეს საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, რომ დატკბნენ სრულიად დამაკმაყოფილებელი სექსუალური ჩახუტებებით, იმ დროს, როცა დასავლურ საზოგადოებაში პარტნიორები სასქესო ორგანოების ზონაში ქრონიკული დაძაბულობის გამო შემდგარი სექსუალური აქტის დროსაც კი ვერ იღებენ დაკმაყოფილებას.

ეყრდნობოდა რა თავის კლინიკურ კვლევებს, რაიხი მივიდა დასკვნამდე, რომ თითქმის ყველა ქალს და ნახევარზე მეტ მამაკაცს დასავლურ საზოგადოებაში აღენიშნება სექსუალური დარღვევა და ნამდვილი სექსუალური ტკბობის მიღების უუნარობა. ეს ხდება დათრგუნვისა და გენიტალების მიდამოში ჯავშნის არსებობის გამო.

რაც შეეხება ფროიდის განცხადებას იმის შესახებ, რომ სექსუალური ყველაფრის-დაშვებულობა ნგრევამდე მიიყვანს საზოგადოებას, რაიხი აღნიშნავდა, რომ თუმცა ტრობიანული ცივილიზაცია მეწარმეობის მხრივ ისე განვითარებული არაა, როგორც ევროპა ან ამერიკა, იგი სტაბილურია, რთულად-ორგანიზებულია და გაცილებით უფრო წარმატებულია იმაში, რაც შეეხება მყარ კულტურულ ფასეულობებს. კერძოდ, მასში არ არის ნევროზები, ტანჯვები, ვუაერიზმი, გაუპატიურება, პორნოგრაფია. არ არის ფეტიშიზმი, ექსჰიბიციონიზმი და მასტრუბაციაც კი. არ არის თვითმკვლელობის შემთხვევები მოზარდებში, არ არის პროსტიტუცია და საროსკიპოები.

ტრობიანული კულტურის სტაბილურობას რაიხი იმისს მტკიცებულებად თვლიდა, რომ საზოგადოება არ მიდის ქაოსისკენ, თუ მასში ნებადართულია და ხელშეწყობილია სექსუალური ინსტინქტების გამოვლინება, და რომ მორალური კონტროლი და სექსის გაკიცხვა არ წარმოადგენს აუცილებლობას ცივილიზაციის არსებობისთვის. სხვა მკვლევარები, ალბათ საკმარისად ჩათვლიდნენ ამას და გაჩერდებოდნენ ამაზე, მაგრამ რაიხი უფრო შორს წავიდა: თუ სექსის უარყოფა არ წარმოადგენს აუცილებლობას ცივილიზებული ქცევისთვის, მაშინ რატომ უჭერს მხარს თანამედროვე საზოგადოება ასე მიზანმიმართულად სექსუალურ აკრძალვებსა და დათრგუნვას?

ამის პასუხი მან იგივე ტრობიანულ კულტურაში აღმოაჩინა, ქცევის იმ შესამჩნევ ცვლილებებში, რომლებიც ქორწინების შემდეგ ხდებოდა. მაშინ მოულოდნელად ჩნდება სხვა მორალი, რომელიც დაკავშირებულია არა იმდენად სექსუალურ ერთგულებასთან, რამდენადაც გარეგნულ წეს-ჩვეულებებთან. საზოგადოების მხრიდან ცოლ-ქმარზე, და განსაკუთრებუთ ცოლზე, ხდება ძლიერი ზეწოლა, რომელიც აიძულებს მას, რომ მიჰყვეს ქცევის ნორმებს და უკრძალავს წყვილს ერთმანეთისადმი სიყვარულის ნებისმიერ საჯარო გამოვლინებას. მსგავსი ცვლილების მიზეზი, როგორც რაიხმა აღმოაჩინა, მამაკაცის ეკონომიკურ ინტერესებში დევს, რომელსაც ცოლის ოჯახი მთელ ცხოვრებაზე გათვლილ საქორწინო ძღვენს ჩუქნის, რაც მდგომარეობს ყოველდღიურ მომარაგებას ხილით და ბოსტნეულით, რადგანაც ტრობიანელები ძირითადად სოფლის მეეურნეობით არიან დაკავებულნი.

ამგვარად, რაიხმა აჩვენა, რომ იძულება, რომელიც განპირობებულია ქორწინებითა და მორალით, ხელსაყრელია სოციალური სტრუქტურებისთვის, რომელშიც მამაკაცები დომინირებენ. იგი განაპირობებს მატრიარქატულიდან პატრიარქატულ მოდელზე გადასვლას, რომელიც უკვე რამდენიმე ათასი წელია ბატონობს დასავლურ კულტურაში.

სხვა სიტყვებით, სექსუალური მორალი ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება.

ქალი წესისამებრ უნდა მოიქცეს, რადგანაც იგი - ორ ოჯახს შორის რთული სავაჭრო შეთანხმების ნაწილია, რომელიც საზოგადოების მდიდარ და ძლევამოსილ წევრებს აწყობთ, ჩვეულებრივ - ბელადისა და ტომის სხვა ავტორიტეტული მამრების კლანს. რაიხი ერთადერთი არაა, ვინც ასე ფიქრობს. ანთროპოლოგები და ისტორიკოსები მთლიანობაში თანხმდებიან, რომ მორალი და მონოგამია კერძო საკუთრების გამოჩენასთან ერთად გაჩნდა.

raich2

რაიხი ასევე ამტკიცებდა, რომ საზოგადოების ახალი, ავტორიტარული მოდელის განვითარებასთან და დომინირებასთან ერთად სექსუალური შეზღუდვები ბავშვობასა და ყმაწვილობაში აუცილებელი ხდებოდა ქორწინების ინსტიტუტის შენარჩუნებისთვის, რადგანაც როგორც მამაკაცები, ასევე ქალები, რომლებიც მანამდე თავისუფლად ტკბებოდნენ სექსით, გაცილებით ნაკლებ მიდრეკილებას ამჟღავნებდნენ ქორწინებაში ერთგულების შენარჩუნებისადმი.

ამგვარად, სექსუალური დათრგუნვა წებო გახდა, რომელიც გარკვეული ტიპის საზოგადოებას ადუღაბებდა. იგი ემსახურება მმართველი კლანის მესაკუთრეობრივ ინტერესებს, ანუ იმ კლასის, რომელიც ცდილობს აკონტროლოს საკუთრების განაწილება და სოციალური იერარქიის მწვერვალზე დარჩეს.

სექსუალობის გაკიცხვით მოიგო რელიგიამაც, რადგანაც ტანჯული და ნევროზული ადამიანების მომავალი ხსნით დამშვიდება უფრო ადვილია.

ასე გაჩნდა დაუწერელი შეთანხმება რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს შორის, რომელმაც შექმნეს ხალხის ურთიერთ-სასარგებლო მართვისა და მანიპულაციის სისტემა.

ამ ყველაფრის შედეგს ჩვენი დღევანდელი წეს-ჩვეულებების ტერმინებში წარმადგენს ის, რომ ორი ადამიანი, რომელთა გენიტალიებიც ჯავშნითაა შემოფარგლული, მთელი ცხოვრებით დებენ მონოგამიური ქორწინების კონტრაქტს სექსუალური რეალიზაციის ან პიროვნული ბედნიერების რაიმე იმედის გარეშე.

რაიხის მიერ წარმოებულ აქტიურ კომპანიებს ადამიანების სექსუალური დათრგუნვისგან განთავისუფლების მიზნით, ყველგან წინააღმდეგობა ხვდებოდა. ის ხომ ექსპლუატაციის თავად საფუძვლებს უტევდა. ამასთან ერთად, რაიხი არ იყო პოლიტიკური რევოლუციონერი და არ ცდილობდა მმართველი ელიტის ჩამოგდებას. მას უბრალოდ სურდა, რომ ადამიანები ბედნიერები ყოფილიყვნენ, თავისუფლები ნევროზისგან, სექსუალურად ჯანმრთელები და ბუნებრივად ორგასტულები.

ჯერ ვენაში, შემდეგ კი ბერლინში, რაიხმა გახსნა მუშათა კლასის ადამიანებისთვის კლინიკები, რომლებშიც მათ შეეძლოთ განთავისუფლებულიყვნენ სექსუალური პრობლემებისგან. იგი ატარებდა კონსულტაციებს შობადობაზე კონტროლის საკითხებთან, ქორწინებისა და ფეხმძიმობის პრობლემებთან დაკავშირებით, გამოსცემდა ბროშურებს სექსუალური თავისსუფლების დასაცავად, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის. იგი ამტკიცებდა, რომ ჩვილობის ასაკიდან მომწიფების ასაკამდე ბავშვებს უნდა მიეცეთ მასტრუბაციის უფლება, სექსუალური მომწიფების შემდეგ კი უნდა მიეცეთ საიმედო და გასაგები ინსტრუქციები შობადობის რეგულირებისთვის, რატა მოზარდებს შიშის გარეშე შეეძლოთ სექსუალური ურთიერთობა.

raich1

ამ კამპანიის შედეგად რაიხი თითქმის რულ მარტოობაში აღმოჩნდა. ფროიდთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ მას თითქმის მთელი ფსიქოანალიტიკური საზოგადოება გაერიყა.

რადგანაც რაიხი მარქსისტი იყო, მას ბევრი მეგობარი ჰყავდა ევროპის კომუნისტურ პარტიებში, რომლებიც თავიდან ხელს უწყობდნენ სექსუალური თანაბრობის და თავისუფლების პრინციპეების ქადაგებაში. მაგრამ თანდათანობით მათაც მიატოვეს რაიხი და საჯაროდაც გააკრიტიკეს.

მნიშვნელოვანია ამის გაგება, რადგანაც ამგვარად ჩნდება ძირითადი კონფლიქტი პოლიტიკასა და სექსს შორის.

1933 წელს რაიხმა დაწერა შემდგომში კლასიკად ქცეული წიგნი - «ფაშიზმის მასობრივი ფსიქოლოგია». მასში მან აჩვენა, როგორ იყენებენ ავტორიტარული რეჟიმები საზოგადოებას და როგორ მანიპულირებენ ახალგაზრდობის იდეალიზმით. წიგნი მიმართული იყო ჰიტლერისა და ნაცისტური მოძრაობის წინააღმდეგ. მაგრამ კომუნისტები, რომლებთანაც რაიხი გაერთიანდა, ასევე ისწრაფოდნენ მოსახლეობის მანიპულაციისკენ. ისინი უტოპიის თავის საკუთარ ფორმას სთავაზობდნენ, რომელიც მას შემდეგ უნდა დამდგარიყო, რაც მშრომელთა კლასი ძალაუფლებას მოიპოვებდა. ამიტომ კომუნისტებსაც შეეშინდათ. რადგან თუ რაიხი მოახერხებდა, რომ ასწავლიდა უბრალო ადამიანებს თავიანთი ცხოვრების დამოუკიდებლად მართვას, სექსუალური რეალიზაციით ტკბობას და პიროვნულ ბედნიერებას, მაშინ საზოგადოებრივი უკმაყოფილება გაქრებოდა, და მოტივაცია ძალადობრივი რევოლუციისადმი გაქრებოდა.

რაიხის საპატიოდ უნდა ითქვას, რომ იგი არ გახდა პოლიტიკოსი და ჭეშმარიტ მეცნიერად და ჰუმანისტად დარჩა, და მიუხედავად კრიტიკისა, გაკიცხვისა და საზოგადოებიდან განდევნისა, განაგრძობდა იმ ერთადერთ პრობლემაზე მუშაობას, რომელსაც ძირითად პრობლემად თვლიდა: როგორ გაენთავისუფლებინა კაცობრიობა ტანჯვისგან და ნევროზებისგან, და როგორ დახმარებოდა ადამიანებს ცხოვრებით ტკბობის სწავლაში.

სრული წიგნი ქართულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს?


ტრანსკრიბცია მუჯის ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი წინაა...

დეპრესია


 Sadhguru-ს ვიდეოს ტრანსკრიბცია მთარგმნელი: ირინე ჩუნთიშვილი ...

იდი, ეგო, სუპერ-ეგო


იდი (ID) – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს, მას ეწოდა ”იგი”-რად...

ცნობიერების რაობა და სტრუქტურა


რა არის ცნობიერება? ცნობიერების განსაზღვრება რთულია, რადგან ეს შ...

ცნობიერების ომი


მთარგმნელი: ნუცა აივაზაშვილი წყარო მოწყენილობის ექვსმილიონიანი წლ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff