ტაბუ სექსუალობაზე

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ავტორი: ნინო დიდებაშვილი მაშინ , როდესაც ფროიდმა დაიწყო მოღვაწეობა, პირველ ლექციაზე როდესაც მა...

tabu

ავტორი: ნინო დიდებაშვილი

მაშინ , როდესაც ფროიდმა დაიწყო მოღვაწეობა, პირველ ლექციაზე როდესაც მანდ გადაწყვიტა თავისი ფსიქოლოგია გაეცნო სხვებისთვის, პირველი კითხვა რომელიც აუდიტორიას დაუსვა იყო ასეთი 'თუ გქონიათ დედასთან სექსუალური კონტაქტი სიზმრებში?' - პროტესტის ნიშნად ყველამ დატოვა აუდიტორია და ფროიდი აღმოჩნდა გარიყული ფსიქოლოგების ე.წ. 'ელიტური' წრეებიდან (აქ ჩავამატებ რომ ფროიდს ნამდვილად არ ვეთანხმები ძალიან ბევრ რამეში და ერთერთი პირველი ვარ ვისაც აღიზიანებს ის, რომ ადამიანები არ კითხულობენ ნეოფროიდიანელებს , ლიბიდოს თეორია სხვებმა მერე უფრო სიღრმისეულად დაამუშავეს და განავრცეს. უბრალოდ ფროიდი იმიტომ რომ ეს თემა მან გახსნა და მან მოახდინა უდიდესი სასიცოცხლო ენერგიის 'გახსნა' საზოგადოების ცნობიერებაში).

მე ვისაუბრებ, ამ კუთხით ჩვენი გარემოს მდგომარეობაზე.

ჩვენთან ეს კითხვა ფროიდმა ალბათ სულ რამოდენიმე წლის წინ დასვა , სწორედ ამიტომ არის ერთგვარი 'ბუმი' ფროიდის მიმდევრების, მისი ფრაზები გვხვდება ყველგან, მეც ხშირად მითქვამს რომ ქართული ფსიქოლოგიის მოყვარეულები 'ფროიდს ვერ გავცდნენ' - თუმცა ეს ძალიან ბუნებრივია, რადგანაც მისი 'გავლის' გარეშე საერთოდ რა ფსიქილოგიაზეა საუბარი.

აღარ მახსოვს სად , მაგრამ რომელიღაც წიგნში ოშო ამბობს, რომ კაცობრიობამ, 'რელიგიურმა' მმართველობამ (ვგულისხმობ რელიგიურ პირებს, ვინც ქრისტიანობა დაამახინჯა) - საზოგადოება დაიმონა - ყველაზე მარტივი გზით - მას აუკრძალა ის , რის გარეშეც ადამიანი ვერ გაძლებს , რის გარეშეც ადამიანი მოკვდება. და ეს რაღაც არის - სექსი . ეს თემა 'ქრისტიანული მორალით '(სასულიეეო პირების დამახინჯებული აღქმები, თორემ ქრისტიანობა ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა და არ ვთვლი რომ თვითონ ამ რელიგიის საფუძველშია - ლიბიდოს - სასიცოცხლო ენერგიის ჩაკეტვა - იდეოლოგიად ქცეული) იმდენად დამახინჯდა , რომ ადამიანის ცხოვრებაში სექსი იქცა რაღაც ამაზრზენ, ტაბუდადებულ, გარყვილ - ქმედებად.

რეალობაში კი რა ხდება? სულ პატარა ადამიანიც კი, პატარა ბავშვი - უკვე ლიბიდოს ენერგიით არის სავსე, აქედან არის გამოწვეული ბავშვის დაინტერესება საკუთარი , თუ სხვა ბავშვების გენეტალიებით. მაგრამ საზოგადოება რას შვება? მშობელი რას აკეთებს? მშობელი იმას აკეთებს , რაც ასწავლეს, როგორც თვითონ ჩატრამვეს და ბავშვს უკრძალავს - ხელი არ მოიკიდო, კატა მოგაჭამს და ა.შ. ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზები ბავშვს აყენებს სერიოზულ ფსიქოლოგიურ და შესაძლოა ფსიქიკურ ტრამვასაც. (გირჩევთ ღრმად გაეცნოთ ამ მხრივ, ვისაც პრობლემა აქვს ფსიქოლოგიურ ლიტერატურად).

რეალურად ლიბიდოს ენერგია (სექსუალური ენერგია) არის სასიცოცხლო ენერგია, რადგანაც ადამიანი ამ ქვეყანას სწორედ სექსის წყალობით მოევლინება. და მისი ჩაკეტვა წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს? ნიშნავს - სიკვდილს. სიკვდილის ენერგიის გაზრდას ადამიანში. სწორედ ეს საკითხი კარგად აქვს გამოყენებული მთავრობას, როცა ამ თემას აქვს გარყვნილების , აკრძალულობის იარლიყი. სექსი - 'აკრძალული ხილი' კი არ არის, ის სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვებია, რომელიც ადამიანს ისევე ესაჭიროება როგორც - წყალი და ჰაერი.

ბავშვობაში ის გავლენა რომ ეს თემები ტაბუდადებულია ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს. ბავშვის ლიბიდო - უკონტროლოა - უკონტროლობაში ვგულისხმობ იმას - რომ მას არ აქვს სქესის განცდა, მისთვის გოგო - ბიჭი არ არსებობს , ამიტომაც ბავშვებს შორის ძალიან ხშირია 'სექსუალური თამაშები' - ისინი იკვლევენ საკუთარი თავის და სხვის სექსუალობას. რაც შეეხება გადახრებს - ყველანაირი გადახრა ყალიბდება იმიტომ რომ ადამიანს - უკრძალავენ - რასაც უფრო უკრძალავენ ის უფრო მიმზიდველი ხდება მისთვის. თანაც ორიენტაციის ჩამოყალიბება ძალიან რთული საკითხია. მას არ იწვევს მხოლოდ იდენტიფიკაცია შენს სქესთან რომ ვერ მოახდინე და შესაბამისად საპირისპირო სქესთან იდენტიფიკაციის გამო შენი სქესისადმი გაგიჩნდა ლტოლვა. მას ასევე იწვევს ის - რომელი მშობელია უფრო მოსიყვარულე - თუ ბიჭის მამა ბევრად თბილია და დედა მკაცრი ჰყავს, რა თქმა უნდა, ბავშვობაში ქვეცნობიერი პროგრამირდება უკვე იმით - რომ მამაკაცისგან მეტი სიყვარულის, სიამოვნების მიღებაა შესაძლებელი. 

გარდა ამისა - სექსუალურ თამაშობებზე მშობლების რეაქცია ბავშვი იწვევს მუდმივ შიშებს - იმ ასაკში როცა ადამიანი იწყებს თვითდაკმაყოფილებას - ვინმემ არ შემოუსწროს ,მუდმივად შეშინებულია და ამ დროს ლიბიდოს ენერგია, სასიცოცხლო ენერგია იხშობა ადამიანში - ის ხდება უუნარო , სიკვდილისკენ მიდრეკილი , თუ ბავშვობაში მოხდა ინცესტური ტაბუს დარღვევა , რადგანაც როგორც ბიჭი - გოგოს ვერ აცნობიერებს ადამიანი - ისე ვერ ხვდება ნათესაურკავშირებს - თუ მსგავსი გამოცდილება აქვს მიღებული ადამიანს, რაც უფრო იზრდება და ნელ- ნელა ხვდება , რომ თვითონ გოგოა და გოგოსთან არაფერი არ უნდა ყოფილიყო, ან საკუთარ ნათესავთან, ოჯახის წევრთან - მით მეტად და მეტად იძულებს საკუთარ თავს და იმდენად სძულს თავის თავი რომ ადამიანი ხდება თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი, უსიცოცხლო,ჩაკეტილი, გარიყული. ამიტომაცაა საჭირო ბავშვისთვის ამ ყველაფერზე დროზე ადრე საუბარი, რომ პირველ რიგში მან არ მიიღოს ისეთი გამოცდილება - რაც შემდეგ მისი ფსიქიკისთვის მიუღებელი გახდება და მეორე რიგში ამ გამოცდილებების გამო თვითსიძულვილი არ დაემართოს. (ძალიან ხშირად , როცა ადამიანი თავის თავში რაიმეს უარყოფს, რაიმე გამოცდილებას ვერ იღებს - მისი ფსიქიკა ამას იმდენად რიყავს რომ განდევნის ცნობიერებიდან, ამიტომაც ადამიანს შესაძლოა საერთოდ არ ახსოვდეს ბავშვობის ტრამვები ამ კუთხით, ხოლო როცა ფსიქიკა რაიმეს განდევნის - ეს იწვევს სერიოზულ ფსიქიკურ აშლილობას).

საზოგადოებაში სადაც მშობლები არ ეხუტებიან, არ კოცნიან ერთმანეთს - კომბოსტოში გიპოვნეს - ბავშვისთვის სექსუალობა იღებს უფრო და უფრო დიდი ინტერესის საგანს. მაგრამ დამახინჯებული სახით , რადგანაც მას ჰგონია რომ ეს 'ცუდია' , ჰგონია რომ რაღაცას აფუჭებს და მერე ზუსტად ამ 'გაფუჭებაზე' ხდება მიჯაჭვული. ამიტომაც აუცილებელია ბავშვმა იცოდეს - რომ ის ამ სამყაროს ორი ადამიანის სიყვარულის ,შერწყმის შედეგად მოევლინა - რომ სიცოცხლე, სიყვარული და სექსუალობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. შესაბამისად ამ მორალური წნეხით კარგად სარგებლობენ ის ვისაც ადამიანის მართვა უნდათ, ამიტომაა პორნოინდუსტრია ასეთი პოპულარული - ადამიანს სექსზე აქვს წარმოდგენა რომ ის ცუდია, ამიტომაც - ხასიათდება ამ 'ჩუმი, გარყვნილი, ბინძური' დამოკიდებულებით სექსთან..ეს ხელს უშლის სიყვარულის ჩამოყალიბებას - ხშირია მსგავს საზოგადოებაში სექსის შემდეგ პარტნიორის შეძულების მომენტი, რადგანაც ადამიანის ფსიქიკაში უკვე სექსი 'ცუდია' შესაბამისად სიყვარულთან არაფერი აკავშირებს.

ამან გამოიწვია ყალბი 'მეცადინეობები' სექსუალურ განათლებაში, კლიშეები გარკვეული და სტერეოტიპები, თითქოს ჩვენს საუკუნეში სექსი - შესწავლადია - ექიმი გამოგიწერს როგორ და რამდენჯერ არის საჭირო. ადამიანები 'ტექნიკურად სწავლობენ ' სექსს - რაც ძალიან არაჯანსაღია და დიდი სისულელეა.

რეალურად - ადამიანში არსებული სიცოცხლის ენერგიის გამხსნელი - ემოციური კონტაქტია- სიყვარულის ენერგიაა , რადგანაც მხოლოდ ასე შეიძლება მოევლინოს ადამიანი ქვეყანას ჯანსაღად. როცა ორი ადამიანი ემოციურ , სულიერ დონეზე ერთიანდება - მათ შორის არსებული ლიბიდოს ენერგია გამოვლინდება ძალიან სწორად და ორივეს სიყვარულით და სისავსით ავსებს - სიცოცხლით. არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი არაა ცხოველი რომელსაც მხოლოდ ინსტიქტი ამოძრავებს, ჩვენი საუკუნე კი ამ კუთხით ისეთ მდგომარეობაშია რომ - ადამიანი ხდება ცარიელი ინსტიქტი მექანიკური არსება . სასიცოცხლო ენერგიის ჯანსაღი გამოვლინება რომ მოხდეს - ადამიანები უნდა გაერთიანდნენ ფსიქიკურად, ემოციურად, გონებრივად - და არა მხოლოდ ფიზიკურად. სხვა შემთხვევაში - ადამიანი საერთოდ ვერ გახსნის ამ ენერგიას და ეს იქნება უბრალოდ მექანიკური პროცესი, რომლითაც სიცოცხლით სიყვარულით კიარ ივსება ვინმე, პირიქით - ენერგიას კარგავს.

ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ეს სტერეოტიპი გადავარდეს ,ლიბიდოს ენერგია აღარ იყოს ' აკრძალული ხილი' - არც მექანიკური აუცილებლობა. ამაზე მუშაობა საჭიროა ბავშვებთან პატარა ასაკიდანაც, რომ ისინი გაიზარდნონ ისე , რომ თავიანთი სასიცოცხლო ენერგია გამოავლინონ და თვითონაც აივსნონ ამ ენერგიით.

ადამიანი , რომლის ლიბიდოც ჩაკეტილია, - ხდება უსიცოცხლო, სიკვდილისკენ მიდრეკილი. რადგანაც ლიბიდოს - სიცოცხლის ენერგიის საპირისპიროა - სიკვდილის ენერგია. ადამიანი ხდება ნეკროფილიური ფსიქოტიპი და ქვეცნობიერ დონეზე მიისწრაფვის სიკვდილისკენ.

ამ თემასთან დაკავშირებით გირჩევთ გაეცნოთ - ოშოს წიგნს სექსულურ ენერგიებზე, ადლერის სქესთა შორის ურთიერთობები, კარენ ჰორნის - ქალის ფსიქოლოგია და ერიხ ფრომის - ადამიანის კეთილი და ბოროტი სული.

ასევე გირჩევთ გაეცნოთ ანიშა დილანის წიგნს - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

მსგავსი სტატიები

როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია


ავტორი: ნანა აბესაძე ერთერთ სტატიაში, ზეიგარნიკის მეთოდი ვახსენე...

შიშს რომ ნახევარწრე შემოუარო


 ავტორი: ანა თოფურიძე  სამყაროს შეუცნობელი ძალა მართავ...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (შესავალი)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნიკა ვასაძე წინასიტყვაობა...

ტაბუ სექსუალობაზე


ავტორი: ნინო დიდებაშვილი მაშინ , როდესაც ფროიდმა დაიწყო მოღვაწეო...

დეპრესია


 Sadhguru-ს ვიდეოს ტრანსკრიბცია მთარგმნელი: ირინე ჩუნთიშვილი ...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი II)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წეს...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff