ეგო - პრობლემათა პირველმიზეზი

Admin
ფსიქოლოგია აზრები
0
0

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

წყარო 

ეგო (იგივე ამპარტავნება) - მცდარი თვითშემეცნების ენერგიაა, რომელიც სამყაროსგან გამოგვყოფს, და ჩვენს ცხოვრებაში პრობლემები და ტკივილი მოაქვს.
 
ხშირად გვესმის - „ის ეგოისტია“. ქრისტიანობაშიც კი ძირეულ ცოდვად ამპარტავნება(ეგოიზმი) მიიჩნევა.
 
მოდით, ვცადოთ გავერკვიოთ, რას წარმოადგენს ეგო, სწორედ ეს ენერგია რატომ იწვევს პრობლემებს. ამ პოსტულატს თითქმის ჩვიდმეტი წელი ვამოწმებდი, და, დედამიწა რომ სხვა ვიბრაციებზე არ გადასულიყო (ამ თემაზე სხვა დროს მოგიყვებით), ახლაც შემოწმებით ვიქნებოდი დაკავებული, ამასთან ვერაფრის შეცვლას ვერ შევძლებდი.
 
ყოველ ჩვენგანს დაბადებისას ენერგეტიკული ძღვენი ეძლევა, რომელიც „თვითშემეცნების ენერგიად“იწოდება. ივარაუდება, რომ ჩვენ ამ რესურსს საკუთარი თავის, როგორც სამყაროს კონსტრუქციულ-პოზიტიური ნაწილის, შესაცნობად გამოვიყენებთ, მაგრამ...
 
წარმოიდგინეთ, მამას ჰყავს ვაჟი (ჩვენ თქვენთან ერთად), რომელიც მთელი სიცოცხლე ომობს (ომი - ჩვენი გონების პოზიციაა, რომელიც მხოლოდ ჩვენს „ტყავზე“ ზრუნავს). მამა საკმარის ფინანსურ საშუალებებს ფლობს და შვილს დიდი რაოდენობის ფულს ჩუქნის შემდეგი სიტყვებით: „რამე კარგი გააკეთე“.
 
და რას აკეთებს ვაჟი?
 
უეჭველად, ის უფრო დახვეწილ იარაღს იძენს. და ნგრევა ახლა წარმოუდგენელ მასშტაბებს იძენს.
 
ჩვენც ასე ვართ - მიღებულ თვითშემეცნების ენერგიას გონების პოზიციიდან ჩვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ვიყენებთ, რაც იმ სივრცის, რომელშიც ვცხოვრობთ, შედეგად კი თავად ჩვენს განადგურებას იწვევს.
 
ყველაფერი შეიძლება უცებ არ იყოს გასაგები, მაგრამ ამ თემას ძალზე დაწვრილებით განვიხილავთ, ამიტომ ყველას ექნება შესაძლებლობა, დაინახოს და გაიგოს ეს საკუთარ მაგალითზე.
 
როგორ გავთავისუფლდეთ ამპარტავნებისგან?
 
გაცნობიერებული არჩევანი მის სასარგებლოდ არ გავაკეთოთ
 
პუნქტი 1 - საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულობა
 
თვითშემეცნება ჩვილობაში იწყება და მთელი სიცოცხლე გრძელდება, ჩვენი ჭეშმარიტი „მე“-ს - თავისებურებების, მოთხოვნილებების, თვისობრივი მახასიათებლების, დანიშნულების და ა.შ. განსაზღვრაში გვეხმარება.
 
ჩვენ ვთქვით, რომ თვითშემეცნების ენერგიადაბადებისას გვებოძება, მაგრამ ყოველთვის სწორად არ გამოიყენება, რაც ჩვენს ცხოვრებაში წყენების, გაუგებრობების, ღალატის და სისასტიკის სახით აისახება. და ახსნა ამისა არის - ეგო(ამპარტავნება).

შევეცადოთ განვსაზღვროთ, მაინც როგორ ახერხებს ეგო, პრობლემების უსიერ ტყეში ჩვენს შეტყუებას.
 
აი, ეგოს აღწერის პირველი პუნქტი:
 
ეგო საკუთარ სიმართლეში და უცოდველობაში დარწმუნებულობით ვლინდება
 
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, როგორ და რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ სხვებზე უკეთ ვხედავთ სიტუაციას და მშვენივრად ვერკვევით ნებისმიერ საკითხში. ჩვენი აზრი ყველაზე სწორი, უდავო და ერთადერთია.
 
ყველაზე საინტერესო იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ასე ფიქრი, ჩვენ კი 7.55 მილიარდი ვართ. შესაბამისად, 7.55 მილიარდი ყველაზე სწორი აზრი არსებობს. ჰოდა, ჩვენც ვამტკიცებთ, ვარწმუნებთ, ვბრაზობთ, სხვისი უჭკუობა გვაოცებს, გამუდმებით წყენას, იმედგაცრუებას, ჩხუბებს და ერთმანეთით უკმაყოფილებას მოვიზიდავთ.
 
მაგრამ ვინმეს რამეში დარწმუნება შეუძლებელია, რადგან ჩვენ ყველანი საკუთარ ინდივიდუალურ გზასგავდივართ. და ჩვენ ნებისმიერის გამოცდილების პატივისცემა უნდა ვისწავლოთ. თქვენ შემეწინააღმდეგებით, იტყვით „საბოლოო ჯამში ხშირად მეთანხმებიან“. მაგრამ, ჯერ ერთი, შესაძლოა, მხოლოდ თავს გაჩვენებენ, რომ გეთანხმებიან (კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით, თუ უფრო მაღალი სტატუსი გაქვთ). მეორე, შეიძლება თავისებურად გაიგეს, რაც ასევე არ გაწყობთ. მესამე, რა გიჯდებათ ეს ყოველივე?
 
თქვენი გზები მართლაც შეიძლება დაემთხვეს ერთმანეთს. მაგრამ ამ შემთხვევაში დასარწმუნებლად არავითარი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ.
 
მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ სხვისი გზის პატივისცემის სწავლა მოგვიწევს, თუ საკუთარ ცხოვრებაში მტკივნეული ანარეკლის მიღება არ გვსურს.
 
მოდით, ვიდრე წინ წავიწევდეთ, პოსტულატად მივიღოთ: ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ, და ყოველ ჩვენგანს საკუთარი სიმართლის უფლება აქვს, რომლის მიღების ვალდებულებაც არ გაგვაჩნია, მაგრამ პატივისცემის - დიახ!
 
პუნქტი 2 - საკუთარი თავის სიბრალული
 
ეგო შეიძლება მოულოდნელი სახითაც - საკუთარი თავის სიბრალულით გამოვლინდეს. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად აღქმადი გამოვლინებაა. ჩვენ ხომ გვახასიათებს, საკუთარ თავზე ვიფიქროთ, რომ კარგები ვართ, ვცდილობთ, სწორად ვიქცევით, თხოვნაზე უარით არ ვპასუხობთ, საკუთარ ინტერესებზე უარს ვამბობთ... და მთელი სამყარო კი გვიყენებს. შემდეგ კი ვამჩნევთ, როგორ გაუმართლა ყველას, ჩვენს გარდა, და „ოჰ, რა საბრალო ვარ“, „რატომ ვარ მუდამ ასე?“
 
სიბრალული კრაზანას ან ფუტკრის კბენას წააგავს, ვისაც გამოუცდია, ახსოვს, რას გრძნობდა სხეული. მაშ ასე, საკუთარი თავის სიბრალული - ესაა იგივე კრაზანას ქმედებაა, მხოლოდ ნატიფი სხეულების დონეზე, და ამას არა ვინმე სხვა, არამედ თავად ჩვენ ვაკეთებთ.
 
არც მეტი და არც ნაკლები, მავნებლობა გამოდის! საკუთარი თავის სიბრალული - ესაა საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღების და მისი შეცვლისთვის მოქმედების დაწყების სურვილის არქონა.
 
დაწყება კი შენდობის თხოვნით (საკუთარი თავისთვისაც) უნდა დავიწყოთ. რისთვის? იმისთვის, რომ უნიკალური შესაძლებლობა გვებოძა, ლამაზი და ელვარე ცხოვრება შევიქმნათ, ჩვენ კი თავს ვისულელებთ, რაკი ამის დანახვა არ გვსურს.
 
ღმერთმა მიზეზ-შედეგობრივი სამყარო შექმნა: ჩვენ ვქმნით მიზეზს და ჩვენვე ვიღებთ მიზეზის შედეგს.
 
მოდით, გავიაზროთ ეს და საკუთარ თავს შევეკითხოთ: „გვაქვს თუ არა პრეტენზია სამყაროსთან?“
 
პუნქტი 3 - სხვების მიმართ შემწყნარებელი დამოკიდებულება
 
რა ნაცნობი ფრაზაა ბავშვობიდან: „შენ ხომ ჭკვიანი ბავშვი ხარ, დაუთმე!“
 
ადრე ვფიქრობდი, რომ ეს მშობლების სწორი მოწოდებაა მშვიდობიანი ურთიერთობის შესაძლებლობისთვის იმ ბავშვებთან, რომლებიც ტკბილეულს ან სათამაშოებს გვართმევს. და მხოლოდ ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ამ მოწოდებას „მეორე ფსკერი“ აქვს - „შენ ხომ უფრო ჭკვიანი ხარ!“. მე ვუთმობდი, დარწმუნებული საკუთარ უპირატესობაში. და მიკვირდა, რატომ ვარ უკეთესი, ამის გამო ხომ ცუდად ვარ - ჩემი საყვარელი ნივთები სხვას აქვს, თითქოს ასეც უნდა იყოს, მადლიერების მაგივრად კი უკმაყოფილებას, პრეტენზიებს და მოთხოვნებს ვიღებ.
 
ზრდასრულ ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანია, სიყვარულიდან და პატივისცემიდან გამომდინარე შემწყნარებლობას, სხვათა მიმართ სიმკაცრის არარსებობას, გულუხვობასა და აღმატებულობის, უგულებელყოფის, ქედმაღლობის გამოხატულებას შორის ზღვარს ვხედავდეთ.
 
საკმაოდ ხშირად საკუთარ თავს სხვებზე უფრო ჭკვიანად, კეთილად, სულიერების მქონედ მივიჩნევთ. თავზე „გვირგვინს“ ვირგებთ, შემდეგ კი გვიკვირს, ასე უსამართლოდ რატომ გვექცევიან. რატომ ვერ ხედავენ, რომ ჩვენ მათ დონემდე დავეშვით, და - კარგი, ასე იყოს - შევუსრულეთ, რაც გვთხოვეს. ჩვენ ხომ მათ „მოვემსახურეთ“, ისინი კი უმადურები არიან.
 
თუმცა, სულაც არ არის ეს მომსახურება, რადგან ამის გამო კიდევ უფრო გაგვირთულდა სიტუაცია ჩვენც, და მათაც, ვისაც „მოვემსახურეთ“.
 
ცხოვრების კიდევ ერთი კანონი არსებობს, რომლის გააზრების შემთხვევაში მრავალ დაკეტილ კარს გავაღებთ: ყოველი ადამიანისთვის დიდი პატივია, ჰქონდეს მსახურების შესაძლებლობა.
 
პუნქტი 4 - მფარველობა
 
ხშირად ვფიქრობთ, რომ, როდესაც ვინმეს ვიცავთ, ანუ ვმფარველობთ - კარგია.მაგრამ ასევე ხშირად გვიკვირს, მადლიერების მაგივრად „სამეურვეოსგან“ ბრალდებებს და უკმაყოფილებას რატომ ვიღებთ.
 
საქმე იმაშია, რომ როდესაც ვიცავთ და ვმფარველობთ, რაღაც გვსურს სამაგიეროდ.
 
„სულაც არა, არაფერი მსურს სამაგიეროდ“, - ხშრად მესმის ეს უარყოფა.

„მაგრამ თქვენ ხომ გსურთ, რომ ადამიანს, ვისაც მფარველობთ, ცხოვრება უკეთესისკენ შეეცვალოს?“, - ვაზუსტებ მე.

„რა თქმა უნდა, მე ხომ მისთვის ვცდილობ.“
 
აი, აქ ძალზე მნიშვნელოვანია განვმარტოთ: თუ სხვა ადამიანისთვის რაიმეს გაკეთება გვსურს, პატიოსნად უნდა ვაღიაროთ, რომ ამას საკუთარი თავისთვის რაიმეს ფარული თუ ცხადი სურვილით ვაკეთებთ. მაგალითად:
 
·     საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება, სხვისი პრობლემების გადაწყვეტით;
·     საკუთარი მოვალეობების შესრულება ან სურვილი, იყოთ კარგი;
·     მადლიერების ენერგიის მიღება;
·     საჭიროობის შეგრძნება;
·     დანაშაულის გრძნობის დამალვა.
 
კიდევ ბევრი საკუთარი გამორჩენის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ მტკივნეული ეფექტების თავიდან ასაცილებლად, უბრალო პოსტულატი უნდა დავიმახსოვროთ: ჩვენ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ.
 
და რაც უფრო მალე ვისწავლით, საკუთარ თავთან პატიოსანი ვიყოთ, მით ნაკლები პრობლემა გვექნება ცხოვრებაში.
 
პუნქტი 5 - საკუთარი თავის და სხვების დამცირება
 
ხშირად მნიშვნელობას არ ვანიჭებთ იმას, რომ გაბრაზებისას ან აღშფოთებისას თანამოსაუბრეს დამამცირებლად მივმართავთ ან მის პრობლემურ მხარეს დავცინით. როდესაც გვეწყინება, ვინმეს მომართვის იგნორირება შეგვიძლია, ხოლო თუ გავბრაზდით - ხმასაც ავუწიოთ... ესაა სხვა ადამიანის დამცირების მეთოდები.
 
საკუთარი სიმართლის სასარგებლოდ მოსაზრებებით და არგუმენტებით ოპონენტის „კედელთან მიყენება“ - ესეც მისი დამცირებაა! ყოველ ადამიანს უფლება აქვს ღირსეულად გამოვიდეს ნებისმიერი კამათიდან.
 
და რამდენად ხშირად ვამცირებთ საკუთარ თავს! საკუთარ თავს ვეჩხუბებით იმისთვის, რომ არ გავითვალისწინეთ, არ გამოვთვალეთ, ვერ განვჭვრიტეთ. უღირსებად მიგვაჩნია საკუთარი თავი. პრეტენზიებს ვუყენებთ და გააზრებულად თუ გაუაზრებლად საკუთარ თავს ვსჯით! ამ ყველაფრით დღეს, თვეს და მთელ ცხოვრებას ვიმახინჯებთ.
 
პუნქტი 6 - ჩემს გარეშე სამყარო არ იარსებებს
 
ჩვენ არაერთი ცხოვრება გვიცხოვრია (თუნდაც ვინმეს ჯერ ამის არ სჯერავს), და ყველა ცხოვრებაში ტკივილი ერთი მიზეზით იყო - ყველაფერი ეგოს ენერგიას ეფუძნებოდა.
 
ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვამბობდი, რომ რამდენიც არ უნდა ვიცხოვროთ დედამიწაზე, იმდენი ბრძოლა მოგვიწევს ეგოსთან. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა: ღრმა, ჭეშმარიტ გაცნობიერებას და აუცილებელ ენერგეტიკულ პრაქტიკებს ჩვენს ენერგოსისტემაში ფესვგადგმული ეგოს პროგრამების მოცილება, და, საბოლოოდ, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობის მოცემა ძალუძს.
 
ეგოს შემდეგი პუნქტი, რომელსაც ყურადღებას დავუთმობთ, - არის „სამყარო ჩემს გარეშე არ იარსებებს“. საკმაოდ მგზნებარედ ჟღერს, ამიტომ ავტომატურად იწვევს რეაქციას „ეს ჩემზე არაა“. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება: ჩვენ თავად ვცდილობთ ისე გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ახლობელი, ნაცნობი, კოლეგა მივიბათ, დამოკიდებულებების მაქსიმუმს ვქმნით. ვცდილობთ ყველაფერი ვაკონტროლოთ, და იმის წარმოდგენაც გვეშინია, რომ ჩვენი ახლობლები ჩვენს გარეშეც იოლას გავლენ.
 
დამიჯერეთ, ეს მხოლოდ ჩვენი შიშია. მე ხშირად ვიმეორებ ერთი და იგივე ფრაზას: „ღმერთი როგორც ყველაზე საუკეთესო თვისებების შენადნობი, ყოველთვის მოძებნის ვისი მეშვეობით გამოვლინდეს“. ამიტომ, არ უნდა ჩათვალოთ, რომ ყველაფრის ცენტრი ხართ, რომ თქვენი მონაწილეობის გარეშე სხვა ადამიანთა ცხოვრება გაიყინება, ან მათ ცუდი ამბავი, უბედურება და ჩავარდნები შეემთხვევათ.
 
რაც უფრო ადრე გავიაზრებთ ამას და შიშს მოვიცილებთ, მით უფრო მალე დავიწყებთ მშვიდად და ბედნიერად სუნთქვას.
 
პუნქტი 7 - საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობა ან საკუთარ თავთან სერიოზული დამოკიდებულება
 
დაბადების დღე არ მოგილოცეს? არც კი მოგესალმნენ? დარეკვას დაგპირდნენ და არ დაგირეკეს? პერსონალურად არ მიგიწვიეს ღონისძიებაზე? მიღებაზე ყურადღება არ მოგაქციეს? შეხვედრაზე უყურადღებოდ გისმენდნენ? საზეიმო ვახშამზე სიტყვა არ მოგცეს? გადაწყვეტილების მიღებისას რჩევა არ გკითხეს? მთავარ მოქმედ პირად არ დაგასახელეს? აქ ყველამ არ იცის, ვინ ხართ? შედეგად თქვენ გულნატკენი ხართ: აღშფოთებული ან ნაწყენი, შეურაცხყოფილი ან გაბრაზებული.
 
ასეთი რეაქცია პირდაპირ ამტკიცებს, რომ ჩვენი ეგო მკვეთრად ვლინდება საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობისმეშვეობით. თქვენ არც კი უშვებთ აზრს იმის შესახებ, რომ აბსოლუტურად ისეთივე ადამიანი ხართ, როგორც სხვები, რომ სხვები აგღიქვამენ თანასწორად, რომ თანასწორებს, როგორც თქვენ, შეიძლება დაავიწყდეთ, ვერ შეამჩნიონ და უბრალოდ შეეშალოთ, ან საერთოდ თქვენგან სრულიად დამოუკიდებელი, თქვენი მონაწილეობის გარეშე თავისი ცხოვრებით იცხოვრონ.
 
მაგრამ ფარული გამოვლინებებიც არსებობს.
 
ჩვენ ხშირად ვთვლით, რომ ყველაფერში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ყველა ჭეშმარიტ გზაზე დავაყენოთ, აუცილებლად დავეხმაროთ სხვებს, და ჩვენი დამსახურება გარკვეული სახით უნდა აღინიშნოს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ძალზე ხშირად ეს ქმედებები მხოლოდ ერთით - საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობითაა მოტივირებული.
 
აქ მსმენელებს ჩვეულებრივ ცხარე რეაქცია აქვთ - „როგორ, გულგრილი დავრჩეთ და არაფერში მივიღოთ მონაწილეობა?“ ამაზე სულაც არაა საუბარი.
 
ჩვენ დახმარების სურვილისგანდახმარების ჭეშმარიტი განზრახვისგანსხვავებაზე ვსაუბრობთ. თუ ჩვენ დახმარება გვსურს- ამ ქმედების საფუძველში ყოველთვის ეგოს ენერგია იქნება ჩადებული. შევეცდები, მაგალითი მოვიყვანო.
 
ჩვენ სუნთქვა გვსურს? ბუნებრივ პირობებში ამ საკითხზე არასდროს დავფიქრდებით. სუნთქვა - ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ასეთივე მოთხოვნილებას წარმოადგენს, მაგალითად, სხვების დახმარება. როდესაც მის საჭიროებას ხედავთ - უბრალოდ მიდიხართ და ეხმარებით, შემდეგ წამს კი გაკეთებულს ივიწყებთ. ან არ ეხმარებით, თუ არ შეგიძლიათ. სუნთქვისას არ ფიქრობთ „უკვე ჩავისუნთქე, ახლა ამოვისუნთქავ და ისევ ჩავისუნთქავ“. ასეთივე ბუნებრივი უნდა იყოს სხვათა ცხოვრებაში მონაწილეობა, თუ ეს მათთვის აუცილებელია.
 
უცებ ამის გაგება ძალზე რთულია, მაგრამ მის გარეშე ცხოვრების ჰარმონია დარღვეულია. გზას კი მხოლოდ ის დაძლევს, ვინც მიდის.
 
პუნქტი 8 - კონცენტრირება იმაზე, თუ რას ფიქრობენ და ლაპარაკობენ ჩვენზე სხვები. შეფასებისკენ და განსჯისკენ სწრაფვა
 
„რას იტყვის ხალხი!?“ ამ ფრაზას ბავშვობიდან ვიცნობთ. „კარგად უნდა გამოვიყურებოდეთ, ჩვენ ხომ სტუმრად მივდივართ“, თითქოს სხვა დროს სულაც არაა საჭირო, კარგად გამოიყურებოდე. „თავაზიანი უნდა ვიყო, მე ხომ მიყურებენ“, თითქოს თავაზიანობა ღილაკზე დაჭერით ირთვებოდეს. „პალტო მომაწოდე, ნაცნობები გვიყურებენ“, და თუ ნაცნობები არ გხედავენ, მიწოდება საჭირო არაა? „ღონისძიებაზე სიტყვით არ გამოვალ, იფიქრებენ რომ მეტიჩარა ვარ“; „ძალიან მომწონს ეს ვარცხნილობა, მაგრამ ვერ გავიკეთებ - მეგობრები იფიქრებენ, რომ გავგიჟდი“; „ცუდად ვხდები, როგორც კი წარმოვიდგენ, ჩემზე რა იფიქრეს!“; „უნდა დავალაგო, თორემ იფიქრებენ, რომ ბინძური ვარ“... და კიდევ მრავალი ინტერპრეტაცია. აბსურდია.
 
ჩვენ გვეშინია ნაკლებად წარმატებულები, ნაკლებად შეძლებული, ნაკლებად კეთილგონიერი, არაიდეალური გამოვჩნდეთ. ჩვენ საკუთარ ბუნებრივ, ხშირად მშვენიერ, გამოვლინებებზე ვამბობთ უარს, თუ ვვარაუდობთ, რომ მათ საზოგადოება დადებითად არ შეაფასებს. ასევე დაძაბულები ვცდილობთ სხვად მოვაჩვენოთ თავი, ვეყრდნობით რა სხვების სტანდარტებს. სოციალური ქსელებიც აქვეა - ფოტო იახტაზე, ფოტო ცნობად პიროვნებასთან, ფოტო ძვირფას მანქანასთან ან დიდებულ მოდელთან. საკუთარი ცხოვრება? გვერცხვინება? რა გვიშლის ხელს, ნამდვილად განვიცხოვროთ ის?
საინტერესოა, რომ ეგოს ამ გამოვლინების მეორე მხარე - სხვა ადამიანების გამუდმებული შეფასებისკენ სწრაფვაა (სწორედ იმ კრიტერიუმებით, რომლის შესაბამისობასაც თავად ცდილობთ).
 
ყოველ ჩვენგანს საკუთარი ცხოვრება აქვს. უნიკალური, განუმეორებელი, სრულყოფილი. ის იმიტომ მოგვეცა, რომ სწორად ცხოვრება შევძლოთ - სიხარულში და ჰარმონიაში.
 
ბიბლიური კანონია - „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ“. როდესაც ვინმეს შეფასებას ვცდილობთ და საკუთარ თავს ვადარებთ, ცხოვრებას ვკარგავთ, რადგან შურით ან უპირატესობის გრძნობით ვწამლავთ. როდესაც სხვებისგან დადებითი შეფასების მიღება გვსურს - ისევ ცხოვრებას ვკარგავთ, რადგან საკუთარ „მე“-ზე უარს ვამბობთ, ან თავს ვიმართლებთ, რომ სხვებზე უარესი არ ვართ. და გამუდმებულ შიშში ვართ, რადგან ის, რასაც ვაკეთებთ, შესაძლოა ნეგატიურად შეფასდეს.
 
მოდით, საკუთარი თავის მოსმენა, ერთგულება, საკუთარი თავისა და სხვების პატივისცემა, როგორც ჩვენი, ასევე სხვების თვითგამოხატვის უფლება ვისწავლოთ. მაშინ ჩვენ საკუთარ სამოთხეში ვიცხოვრებთ.
 
პუნქტი 9 - საკუთარი მიღწევებით სიამაყე. ტრაბახი.
 
ჩვენ სწრაფად ავდივართ კარიერულ კიბეზე, როდესაც უფროსობისგან მოცემულ დავალებებს მონდომებით ვასრულებთ. წარმოუდგენელ წინააღმდეგობებს ვძლევთ და დასახულ მიზნებს ვაღწევთ. კედლებს, წინაღობებს ვანგრევთ და დასახულ შედეგს ვიღებთ. და როდესაც რაღაც გამოგვდის - სიამაყით ვყვებით ამის შესახებ. საინტერესოა, რომ არა თავად მიღწევა, არა მისკენ მიმავალი გზა გვახარებს. ჩვენ დიდ კმაყოფილებას ჩვენი „გმირობის“ გახმოვანება გვანიჭებს, რითიც შთაბეჭდილებას ვახდენთ გარშემომყოფებზე.
 
თუმცა, სხვისი მიღწევებითაც შეგვიძლია ტრაბახი. მაგალითად:
 
·     ჩემი შვილი საუკეთესო მწვრთნელთან ვარჯიშობს (ეს ნიშნავს, რომ კარგი მამა ვარ, შვილისთვის ფული არ მენანება);
·     ჩემი შვილები კარგად სრიალებენ თხილამურებით (ბრწყინვალე მშობლები ვართ, დიდ დროს ვუთმობთ შვილების განვითარებას);
·     ჩემი ქმარი - წარმატებული ბიზნესმენია (არც მე ვარ სულელი - ვიცოდი, ვის გავყოლოდი ცოლად);
·     მე და ჩემი ცოლი კარიბის ზღვის კუნძულებზე ვისვენებდით (კარგი შემოსავალი მაქვს, დააფასეთ ჩემთან მეგობრობა);
·     სუპერ-სემინარს დავესწარი (ჭკვიანი ვარ, თვითგანვითარებით ვარ დაკავებული).
 
თავად შეგიძლიათ ჩამონათვალის გაგრძელება, თუ გაიხსენებთ, მსმენელთა თვალში საკუთარი „რეიტინგის“აწევისკენ როგორ მიისწრაფოდით. როგორც წესი, მიღწევათა დეკლარაციის საფუძველში - არმიღების, შეუფასებლობის, უსიყვარულობის ჩვეულებრივი შიშიდევს.
 
მაგრამ შიში ჩვენთვის - ყველაზე ცუდი მრჩეველია. როდესაც საკუთარი თავის მიღებას ვისწავლით, ტრაბახი აღარ დაგვჭირდება. ერთ გოგონას ჰკითხეს, სად მუშაობს მისი მამა, და მან სიამაყით უპასუხა, რომ მამამისი - მეთევზეა. მას არ დაუზუსტებია, რომ ის თევზის სამი ქარხნის მფლობელია. სწორედ ესაა საკუთარი თავის მიღების, თვითკმარობის ელემენტი.
 
ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, - მხოლოდ ჩვენი დამსახურება არაა, არამედ ჩვენი ანგელოზებისაც. გახსოვთ? წარმატებაში ჩვენი წილი - მხოლოდ 30%-ია. და რაც უფრო მალე მივხვდებით ამას და ანგელოზებისთვის დახმარების თხოვნას ვისწავლით - მით უფრო ადვილად და ჰარმონიულად ვიმოქმედებთ.
 
პუნქტი 10 - დახმარებაზე უარის თქმა
 
ცხოვრებაში ძალზე ბევრჯერ გვიპასუხია „არა“, როდესაც დახმარებას გვთავაზობდნენ. მართალია თავაზიანად, არა პირდაპირ, მაგრამ მაინც „არა“.
 
ნებისმიერს გაახსენდება, როგორ იყო რთულ სიტუაციაში - ხანდახან სრულიად პრიმიტიულში, მაღაზიაში, ხანდახან კი უფრო რთულში. და აი, ვიღაც გეკითხებათ - „შემიძლია რაიმეში დაგეხმაროთ?“ პასუხად - ჩვეული უარი (თავაზიანი „გმადლობთ“, ან გაღიზიანებული „თავად“). ხდება ხოლმე, წამიერად ჩავფიქრდებით, შეუძლია თუ არა სხვა ადამიანს რითიმე დაგვეხმაროს.
 
და როგორი რეაქცია გვაქვს, როდესაც სამსახურში ვინმეს ჩვენი „ჩავარდნის“ გაზიარება სურს? და უცნობ ადამიანზე რას ვიტყვით, რომელიც მძიმე ჩანთის წაღებაში დახმარებას გვთავაზობს? ახლო მეგობრები - მათ ხომ ასჯერ გვითხრეს „მოდი, მოგეხმარები“, მაგრამ პასუხად გაისმის „არა, არ არის საჭირო, თავად გავაკეთებ“.
 
დახმარების თხოვნის და მიღების უუნარობა - ეგოს ერთ-ერთი ნათელი გამოვლინებაა. ჩვენ ბევრს ვიღებთ საკუთარ თავზე და ვთვლით, რომ ყველაფერს თავად გავწვდებით. ამას გარდა, ხშირად ამ სახით სხვებზე ჩვენს უპირატესობას ვამჟღავნებთ - „შენ რითი დამეხმარები?“, „მე უკეთ ვიცი“, „მე ყოვლისშემძლე ვარ“.
 
და ხშირად გადაჭარბებით ვაფასებთ ჩვენს ძალებს. სხვების წამხედურობით, გვგონია, რომ რომელიმე საქმეს ადვილად მოვერევით. მაგრამ ჩვენ ხომ სხვები არ ვართ! სხვისთვის უბრალო საქმე ჩვენთვის შეიძლება დაუძლეველი აღმოჩნდეს! ძალზე ხშირად ამას უსიამოვნო შედეგები მოსდევს, და შეცდომის გაცნობიერება გვიან ხდება.
 
სინამდვილეში კი დახმარებაზე უარის თქმის უკან შიში დგას!
 
ჩვენ გვეშინია, რომ დიდება სხვას შეხვდება; ჩვენ გვეშინია, რომ სუსტები გამოვჩნდებით; ჩვენ გვეშინია, რომ არაკომპეტენტურობის დემონსტრირებას მოვახდენთ; ჩვენ გვეშინია ვენდოთ, რადგან ღალატს ველოდებით; ჩვენ გვეშინია, რომ დავალებული დავრჩებით; ჩვენ გვეშინია ვიყოთ მადლიერნი; ჩვენ გვეშინია, რომ საპასუხოდ დახმარება მოგვიწევს; ჩვენ გვეშინია თანასწორობის, დაახლოების. და გამუდმებით გვეშინია, გვეშინია, გვეშინია...
 
იქნებ, საკმარისია? იქნებ, დახმარებას შევხედოთ, როგორცღმერთის გამოვლინებას სხვა ადამიანში? მაშინ სამყარო გაგვიღიმებს, ერთმანეთის დახმარების საოცრებებით გაგვეხსნება.
 
პუნქტი 11 - პატივისცემისა და დაფასების მოთხოვნილება
 
ბავშვობიდანვე ჩაგვინერგეს აზრი, რომ „ადამიანებმა პატივი უნდა გვცენ“. ამისთვის სათანადოდ ვიქცევით (ყოველთვის ბუნებრივად არა), ვსწავლობთ უინტერესო, მაგრამ „ავტორიტეტულ“ პროფესიებს, „ავტორიტეტული“ თანამდებობების დაკავებისკენ ვისწრაფით. შემდეგ კი საკუთარ შვილებსაც ასე ვაპროგრამებთ.
 
პატივისცემა - ნამდვილად მშვენიერია. მაგრამ მსურს, ამ ცნების არსს უფრო ჩავუღრმავდე.
 
პატივისცემაროგორც ტერმინი - ესაა „მოწიწებით მოპყრობა, ვისიმე ღირსებების აღიარების საფუძველზე“. დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით - ღირსებები ყველა ადამიანს გააჩნია,ერთი შეხედვით ყოველთვის ეს შესამჩნევი არაა და მით უმეტეს ყოველთვის არ შეესაბამება იერარქიულ საფეხურს და დაკავებულ თანამდებობას.
 
ჭეშმარიტი პატივისცემა- ესაა, როდესაც შეგიძლიათ პატიოსნად მიიღოთ სხვა ადამიანის გზა (ცხოვრების წესი, არჩევანი, მსოფლმხედველობა), თუნდაც, თქვენი აზრით, როდესაც ეს გზა მცდარია. პატივისცემას თაყვანისცემასთან და განდიდებასთან არაფერი აკავშირებს. თვითკმარი, ჰარმონიული ადამიანი ვინმესგან შეფასებას, განდიდებას ან თაყვანისცემას არ საჭიროებს. ის საკუთარ პერსონას მტკივნეულად არ აღიქვამს და „სათანადო პატივს“ არ მოელის. ის კი, ვინც დაჩაგრულად, არასრულფასოვნად გრძნობს თავს - რეგალიების, მისი ღვაწლის გამუდმებული აღნიშვნის, თაყვანისცემის და განსაკუთრებული დამოკიდებულების უბრალოდ სასიცოცხლო მოთხოვნილება გააჩნია, და მძიმედ განიცდის, როდესაც მას „არასაკმარისად სცემენ პატივს“.
 
მატერია ყოველთვის პატიოსნად ასახავს თქვენს შინაგან სამყაროს. ამიტომ, საკუთარი საქმით დაკავებულ, თვითკმარ ადამიანებს ყოველთვის ჭეშმარიტი პატივისცემა და დაფასება აკრავს გარს. შინაგანი დაჩაგრულობა კი საპირისპიროს ასახავს, საკუთარი უსარგებლობისა და  არაღიარების გამო ტკივილით ეპასუხება. ამიტომ, პატივისა და დიდების მიღების მაგივრად, მოდით, ვცადოთ ვისწავლოთ: არ მოვატყუოთ საკუთარი თავი; არ ვუღალატოთ ჩვენს გზას; საკუთარი საქმის ერთგული ვიყოთ; პატივი ვცეთ სხვის გზას.მაშინ პატივისცემა ყველაგან თავად გიპოვით.
 
პუნქტი 12 - აზრები იმის შესახებ, რომ რაღაცას სხვებზე უკეთ ვაკეთებთ
 
ჩვენ ხომ ჩვენს საქმეს სხვებზე გაცილებით უკეთ ვაკეთებთ! ჩვენ ხომ მას გულიანად ვაკეთებთ! ეგოს სწორედ ეს პუნქტი ჩემთვის ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო.
 
უკვე კარგა ხნის მასწავლებელი ვიყავი, რომ უეცრად აზრად მომივიდა, იოგის მოზრდილი ცენტრის ღია მასტერ-კლასს დავსწრებოდი, რათა სხვა მასწავლებლები გამეცნო, პროფესიულ გარემოში გამეტარებინა დრო, იქნებ, რაღაც ახალიც მესწავლა. პირველივე მასტერ-კლასმა, რომელსაც ვიღაც ქალი ატარებდა ჩაკრების სისტემის საფუძვლების მიხედვით, ჩემში აღშფოთების ქარცეცხლი დაატრიალა. მაგრამ იმ დროს, როდესაც ჩემი შინაგანი ხმა ყვიროდა „რას ბოდავს ეს ქალი!!!“, ყველა დანარჩენი გატაცებით უსმენდა მას.
 
არ ვიცი, რა შედეგებს გამოიწვევდა ჩემს მიერ დანთებული დამანგრეველი ენერგია, ანგელოზები რომ არ დამხმარებოდნენ, უცებ გამოვფხიზლებულიყავი და შინაგანი ხმა ღმერთისა და ლექტორის წინაშე მონანიებადგადამეკეთებინა. წამებში გონება გამინათდა: თუ მსმენელები ამ მასწავლებლის ვიბრაციამ მოიზიდა, ე.ი. ისინი სწორედ ამ ცოდნისთვის არიან მზად. და მეც მივიზიდე, სავარაუდოდ იმისთვის, რომ ორი რამ გამეცნობიერებინა. პირველი, რაზეც წავბორძიკდი, - ყოველ ადამიანს სურს სჯეროდეს, რომ თავის საქმეს ის ყველაზე უკეთ აკეთებს, მეც მათ შორის. მეორე კი მონანიების მორიგი პორციის შემდეგ მეწვია - გვერდით ღია კარი იყო...
 
...შემდგომი ორი წელი ჩემთვის გასაოცარი გამოდგა - ერთ-ერთ განუმეორებელ ჩინელ ბერთან ლი ჰონგ ტაისთან ვსწავლობდი. ის საბრძოლო პრაქტიკებს გვასწავლიდა, მაგრამ ეს მისი ცოდნის მხოლოდ გარეგანი გარსი იყო. მე რომ იმ დღეს ზემოთნახსენებ მასტერ-კლასზე არ მოვხვედრილიყავი, არც ღია კართან აღმოვჩნდებოდი, და არც საბრძოლო პრაქტიკების როგორც სამყაროს კანონების ჩემეული გაგების გაღრმავების გზად განხილვას შევუდგებოდი.
 
ყოველი ჩვენგანი უნიკალურია,და ეს ანიჭებს სამყაროს იმ მრავალფეროვნებას და სილამაზეს, რომლითაც დატკბობის შესაძლებლობა არსებობს. არ დავიღლები გამეორებით, რომ „უკეთესი/უარესი“ - გონების პოზიციაა, და არა სულის. გონება ეყრდნობა შეფასებას, ანალიზს, ნაცნობი მახასიათებლების შედარებას ასევე რომელიმე ნაცნობ ეტალონთან. მაგრამ ძალზე ხშირად მახასიათებლებიდან ყველა არ არის ჩვენთვის გასაგები, ეტალონად კი საკუთარ თავს მივიჩნევთ, და კვლავ ვიღებთ ეგოსგან გამოწვეულ ტკივილს.
 
მთავარია, რომ ის, რასაც ვაკეთებთ, ჩვენს საკუთარ სულს სილამაზით და შთაგონებით ავსებდეს. არავინაა უკეთესი ან უარესი, ყველას საკუთარი ეძლევა.
 
პუნქტი 13 - მეტოქეობა, კონკურენცია
 
ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია კონკურენცია - ყველანი ვეჯიბრებოდით ერთმანეთს სკოლაში უკეთესი ნიშნებისთვის, ტურნირზე პირველი ადგილისთვის, მშობლების სიყვარულისთვის, უკეთესი დიპლომისთვის, თანამდებობისა და ხელფასისთვის, სასურველი ადამიანის ყურადღებისთვის... ბევრს შეუძლია დაამატოს მეტოქეობა კლიენტებისთვის, ბაზრის წილისთვის, რეპუტაციისთვის... და ასე შემდეგ დაუსრულებლად.
 
კონკურენციის საფუძველს საკუთარი თავის სხვებთან შედარება წარმოადგენს. უკვე ეს ატარებს დესტრუქციულ ხასიათს, რადგან სხვაზე ყურადღებით დაკვირვებისას, საკუთარი თავი უყურადღებოდ გვრჩება, შემდეგ კი საერთოდ ვკარგავთ. შედარებას გონება აკეთებს, და არა სული. გონებას მკვეთრი კრიტერიუმები, სტანდარტები, შეზღუდვები აქვს. სული კი მაღალი და დაბალი ვიბრაციების მიმართაა მგრძნობიარე. ყოველი ვიბრაცია საკუთარ კლიენტებს/პარტნიორებს/მეგობრებს/კომპანიებს მოიზიდავს. შედარება და ვიღაცაზე მეტობა კი არაა საჭირო, რაც უფრო ხშირად შეუძლებელია, არამედ საკუთარი თავის ბოლომდე გახსნა - სიყვარულით, შესაძლებლობების ფარგლებში, პატიოსნად. მაშინ სივრცე ყველაფერს, რაც საჭიროა, უხვად მოგცემთ.
 
თქვენ სპორტსმენების შესახებ იკითხავთ, რომლებიც თავიდანვე შეჯიბრების პირობებში არიან ჩაყენებული. თითქოს, ერთი შეხედვით, სპორტის აზრიც ესაა. მაგრამ მე არ ვეთანხმები ამას. საკითხის ჩემეული ხედვის მკაფიო ილუსტრაციას გამოჩენილ ტანმოვარჯიშეზე გადაღებული ფილმი „მშვიდობიანი მებრძოლი“ წარმოადგენს. საუკეთესო შედეგი მაშინ მიიღწევა, როდესაც შედეგისკენ გზასიხარულსა და სიამოვნებას გვანიჭებს. და ყველაზე სწორი მიზანი სპორტში არის - შენი შესაძლებლობის მიხედვით ყველაფერი გულითადად და სიყვარულით გააკეთო.
 
აი, ერთ-ერთი ცხოვრებისეული ისტორია კონკურენციის შესახებ.
 
ჩემი ნაცნობი, რომელიც პოლონეთიდან შემოტანილი ინტერიერის ნივთების მაღაზიის გახსნას გეგმავდა, შესაბამის ფართს არჩევდა. ძიებამ ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მიიყვანა, სადაც უკვე იყო მსგავსი მაღაზია, ოღონდ ჰოლანდიური საქონელით. მაღაზიის მეპატრონე ადგილზე აღმოჩნდა და ჩემმა ნაცნობმა გადაწყვიტა, მთელი „ინფორმაცია“ მისგან შეეტყო. რადგან მამაკაცი ძალზე გულღიად იქცეოდა, მან გულწრფელად აღიარა, რომ მსგავსი მაღაზიის გახსნას აპირებს და ადგილს ეძებს. მაღაზიის მფლობელს გაუხარდა და უთხრა, რომ სულ ახლოს საკმაოდ მისაღებ ფასად ფართი ქირავდება. ჩემი ნაცნობი გაოგნდა: „მაგრამ მე ხომ თქვენი კონკურენტი ვარ! რატომ მიმხელთ ამ ინფორმაციას?“ პასუხად კაცმა გაიცინა: „რა კონკურენცია! რაც მეტი ადამიანი შემოიტანს ქალაქში ლამაზ ნივთებს, მით უფრო უკეთესად იგრძნობს ხალხი თავს!“ ვფიქრობ, ბრძნული სიტყვებია. ადამიანური თვალთახედვითაც და ბიზნესის კუთხითაც.
 
მოდით, უფრო ფართოდ ფიქრი ვისწავლოთ, მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ მოგებაზე არ ჩავიციკლოთ. ჩვენს გარდა არის ქალაქი, ქვეყანა, მსოფლიო, სამყარო...
 
პუნქტი 14 - კამათის და საკუთარი თვალთახედვის გატანის სურვილი
 
„კამათში იბადება ჭეშმარიტება“- ჩვენთვის ბავშვობიდან ცნობილ ამ ფრთიან ფრაზას სოკრატეს მიაწერენ. მაგრამ იშვიათად თუ მოაყოლებენ განმარტებას, რომ სოკრატემ ჭეშმარიტების გაგების სხვა გზები იპოვა, როდესაც დარწმუნდა, რომ სხვაზე ჭკვიანად თავის მიჩნევა, კამათის დაწყება და საკუთარი სიმართლის აგრესიულად მტკიცება არაა საჭირო.
 
ნებისმიერი კამათი დესტრუქციულია, მასში ჭეშმარიტებას დაბადება არ შეუძლია. მივმართოთ ლექსიკონებს - ნახეთ, „კამათის“ სინონიმებია შუღლი, დავა, ცილობა, ჩხუბი, პაექრობა, შეჯიბრება, უთანხმოება, კინკლაობა, სამსჯავროც კი. არსებობს ასევე აზრი, რომ თავად სიტყვა „კამათი“ წარმოდგება სიტყვიდან „სპორა“ - რაც უმარტივესი (სოკოვანი) მიკროორგანიზმების გამრავლების გზას ნიშნავს (რუსულ ენაზე „спор“ – „споры“).
 
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ახლა სწორედ კამათზე ვსაუბრობთ. ჩვენს კონტექსტში უნდა შეგვეძლოს კამათის გამორჩევა დიალოგისგან, პოლემიკისგან, დისპუტისგან - საკუთარი აზრის გამოხატვის ხარისხობრივად განსხვავებული მეთოდებისგან, რაც პროფესიულ სივრცეშია მიღებული.
 
როდესაც ვკამათობთ, პირველ რიგში ჩვენ: 1. ვიცავთ (და თავს ვახვევთ) ჩვენს სიმართლეს; 2. ხაზს ვუსვამთ საკუთარ მნიშვნელოვნებას; 3. ვითხოვთ პატივისცემას; 4. აშკარად ვამცირებთ თანამოსაუბრის ავტორიტეტს.
 
როგორც ყოველთვის, ეს მხოლოდ სიის დასაწყისია, თუმცა მისი გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება. სამწუხაროდ, კამათს საფუძვლად ყოველთვის უდევსშინაგანიარასრულყოფილება. და რაც უფრო მძაფრია კამათი, რაც უფრო უხეშია არგუმენტები, რაც უფრო შეუწყნარებელია პოზიცია - მით უფრო ხმამაღლა ყვირის არაღიარების, უმნიშვნელობის, უსიყვარულობის ჩვენი შეგრძნებები, ანუ, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, „ჩვენი კომპლექსები“.
 
უკვე ხომ არაერთხელ ვთქვით - ყველას თავისი სიმართლე აქვს. არ არსებობს საზომი, ვისი სიმართლე უფრო მართალია. სხვა ადამიანს საკუთარი აზრი მოახვიო, გაანადგურო ურთიერთობა, გაუფუჭო განწყობა, დააბინძურო ენერგეტიკული სივრცე - გამარჯვებას არ ნიშნავს. მით უფრო, რომ ხშირად თანამოსაუბრე გეთანხმებათ, რათა აგრესია შეაჩეროს, მაგრამ საკუთარ აზრზე რჩება, ისე იქცევა, როგორც თავად მიაჩნია სწორად.
 
ეგო ამ შემთხვევაში - საზიზღარი მრჩეველია. როდესაცთავად იღებ საკუთარ სიმართლეს,მისი სხვისთვის დამტკიცება აღარ გჭირდება.
 
პუნქტი 15 - ჩვენ არ გვსურს სხვა ადამიანის მოსმენა და გაგება
 
ვფიქრობ, ბევრ თქვენგანს შეუმჩნევია, რომ ხშირად უკვე ვინმესთან საუბრის დასაწყისიდანვე ვიცით, რისი თქმა სურს მას. და თუმცა კითხვებსაც ვუსვამთ (ზრდილობის გამო? იმიტომ, რომ ასეა მიღებული? თანამოსაუბრეს „კბილი რომ გავკრათ“?), პასუხის მოსმენას ყოველთვის სულაც არ ვაპირებთ. ის ჩვენთვის უკვე ცნობილია ან არ გვაინტერესებს. აბეზარას სახუმარო განსაზღვრებაც კი არსებობს - ადამიანი, რომელიც კითხვაზე „როგორ ხარ?“, რაც მხოლოდ მისალმების შემცვლელია, თავისი ცხოვრების შესახებ მოყოლას მართლა იწყებს.
 
ხალხის სხვა კატეგორიაც არსებობს, რომლებიც მოსაუბრის მოუთმენლად მოსმენის შემდეგ, დაუყოვნებლივ საკუთარ თავზე ლაპარაკს იწყებენ, თითქოს თანამოსაუბრეს არაფერი ეთქვას. სხვებზე რაღა უნდა ვთქვათ, ვინც აწყვეტინებს, აჩქარებს, ან საერთოდ საუბარს გაურბის ახლობელ ადამიანებთანაც კი? ისეთი ნაცნობები თუ გახსოვთ, რომლებიც თავისი პრობლემებით „გამძიმებენ“ და საერთოდ არ აინტერესებთ, გსურთ თუ არა მოსმენა? გქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც თქვენი სათქმელის დასრულებას ვერ ახერხებთ, რადგან მეგობარს გამუდმებით გადააქვს ყურადღება ბავშვზე, ძაღლზე ან მობილურზე? სერიოზული საუბრისას თქვენი თანამოსაუბრე საჭმელს ხომ არ დაჰყურებდა ან ამთქნარებდა და მალულად საათს ამოწმებდა? ან იქნებ თქვენ იქცევით ასე? საინტერესოა, რომ გარდა იმისა, რომ ესაა ეგოს ძალზე მკაფიო გამოვლინება, ასევე ასეთი მოქმედება უზრდელობის და უმეცრების ნიშანია.
 
ყოველ ჩვენგანს სურს, რომ მას გაუგონ,მაგრამ ცოტანი აპირებენ და შეუძლიათ მოსმენა. მოდით, ამ სისტემის შეცვლა ჩვენი თავიდან დავიწყოთ, სივრცე კი კომფორტული თანამოსაუბრეებით უზრუნველგვყოფს.
 
მაშ ასე, ყველაფერი ძალზე მარტივია. მხოლოდ განზრახვა უნდა გაგვაჩნდეს და რამდენიმე წესი დავიცვათ: 1. თუ გეჩქარებათ, საუბარს ნუ წამოიწყებთ. ზრდილობიანი მისალმება და საუბრის სამომავლოდ გადადება საკმარისია. 2. თუ ურთიერთობისთვის განწყობილი არ ხართ, საუბარს ნუ წამოიწყებთ (გაღიზიანებული ან განაწყენებული ხართ, თავს ცუდად გრძნობთ, განმარტოება გჭირდებათ, სადილობთ ან ვახშმობთ და ა.შ.). ისწავლეთ საუბრის უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადება. 3. თუ საუბარს გადაწყვეტთ, ყურადღება საკუთარ გულში გადაიტანეთ, სთხოვეთ ანგელოზებს, თქვენი პირით მხოლოდ ის გათქმევინოთ, რაც ამ ადამიანს სჭირდება. 4. საუბრისას მთელი თქვენი ყურადღება მხოლოდ თანამოსაუბრეს უნდა ეკუთვნოდეს (იმ 30%-ის გამოკლებით, რომელიც ყოველთვის ღმერთისკენაა მიმართული). შეეცადეთ გაიგონოთ, რას გეუბნებიან. 5. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საუბარი - თანამოსაუბრის მიმართ პატივისცემის აქტია, ასევე ინფორმაციის და ენერგიის გაცვლაა.
 
შეეცადეთ ეს უბრალო წესები გამოიყენოთ, მაშინ თქვენი სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ცოტათი მაინც გალამაზდება.
 
პუნქტი 16 - ჩვენ არ გვსურს საკუთარი ცოდნის და იდეების გაზიარება
 
აქამდე ჩვენ სწავლების სურვილზე ვსაუბრობდით - გახსოვთ? სხვების მიმართ მფარველი დამოკიდებულება, საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილი... ფაქტობრივად გამოდის, რომ ამ შემთხვევებში ჩვენ ოპონენტისთვის საკუთარი თვალთახედვის მოხვევას, მის დარწმუნებას, ანუ მისთვის ჩვენი „ცოდნის“ გაზიარებას თითქმის ძალდატანებით ვცდილობთ.
 
ამ გამოვლინებების შებრუნებული, მაგრამ არანაკლებ დესტრუქციული მხარეა - სიტუაციები, როდესაც ჩვენ, ნებისმიერი მიზეზით, სხვა ადამიანებისთვის ჩვენი ცოდნის და იდეების გაზიარება გვენანება.
 
ხანდახან ამას უსამართლობით ვხსნით - ჩვენ ხომ ცოდნა გულმოდგინე შრომით შევიძინეთ, ამდენი ძალისხმევა და დრო დავხარჯეთ, ვიღაც კი ადგა და მზამზარეულზე მოვიდა. ხანდახან უპირატესობის შენარჩუნება, პირველობა გვსურს, ამიტომ გაზიარება ვიღაცასთან გატოლებას, მნიშვნელოვნების დაკარგვას ნიშნავს ჩვენთვის. მაშინაც კი, როდესაც რჩევას გვთხოვენ, მნიშვნელოვნების დაკარგვის შიშით ინფორმაციის ნაწილს ჩვენთვის ვიტოვებთ, ყველაფერს არ ვყვებით.
 
ჩემი ცხოვრებიდან ერთი შემთხვევა მსურს მოგიყვეთ.
 
ერთხელ მასწავლებელმა ერთ-ერთი ენერგეტიკული ტექნიკა აგვიხსნა. ის სერიოზულად იყო განწყობილი და წვრილმანებზე ამახვილებდა ყურადღებას: „ხელის თითები ამ მუდრაში უნდა იყოს, ენა - კბილებს უკან ამ წერტილში... ყურადღებით იყავით, ხუთი წელი დამჭირდა, რათა გამეგო, როგორ მუშაობს ეს ტექნიკა! მე კი მსურს, რომ თქვენ უცებ გამოგივიდეთ!“
 
და ჩვენ მართლაც უცებ გამოგვდიოდა!
 
ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგა-მსმენელმა გაკვირვება გამოხატა: „ოსტატო, ნუთუ არ გენანებათ ხუთ წუთში გვასწავლოთ ის, რაზეც თქვენ ხუთი წელი დახარჯეთ?“ რაზეც მასწავლებელმა ღიმილით უპასუხა: „ღმერთს ყველასთვის საკმარისი ცოდნა აქვს“.
 
და ეს მართლაც ასეა. მასწავლებლის მრავალწლიან გამოცდილებას ნახევარი წელი ვხვეწდი, ხოლო მათ, ვისაც მე ვასწავლი, ხანდახან 60 წუთიც კი ჰყოფნით. და ეს მხოლოდ ენერგეტიკულ პრაქტიკებს არ ეხება. შეხედეთ, როგორაა მოწყობილი სამყარო - შემდეგი თაობები გამოცდილებას თითქოს შეკუმშული სახით იღებენ, როგორც იტყვიან, ყოველ ჯერზე ველოსიპედის გამოგონება საჭირო არაა.
 
ჩვენ მხოლოდ ღმერთის მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ მან „ჩვენი ღვთის შემეცნება არ შეზღუდა - არსად, არაფერში, და არასდროს“. ამიტომ, რაც მეტად გავცემთ სამყაროში, მით მეტის გადმოცემა შეუძლიათ უმაღლეს ძალებს ჩვენი მეშვეობით.ცოდნა უკიდეგანოა ისევე, როგორც იდეები, და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ვისაც ის ესაჭიროება.
 
პუნქტი 17 - წყენიაობა, ჩვენ არ გვსურს მიტევება და მადლობის გადახდა
 
წყენის ენერგია ერთმნიშვნელოვნად დესტრუქციული და საკმაოდ აგრესიულია - ის ჩვენი „სიყვარულის გენერატორს“, ანუ გულს ბლოკავს. პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ: არავის და არასდროს ჩვენი წყენინება არ ძალუძს. ჩვენ თავად გვწყინს! ნეგატიურ ენერგიას ჩვენი ენერგოსისტემის დანგრევის საშუალებას ჩვენი აზრები აძლევს.
 
თქვენ იცით სიტუაციები, როდესაც ერთხელ, ხანდახან ადრეულ ბავშვობაშიც კი, წარმოქმნილ წყენას, მთელი ცხოვრების მოწამვლა შეუძლია, რაც ნაწყენ ადამიანს განვითარების, გაზრდის, სიყვარულის, ბედნიერად ყოფნის საშუალებას არ აძლევს. თუ არ ვაპატიებთ მას, ვინც გვაწყენინა, საკუთარი თავის არასრულფასოვნად, უხარისხოდ, უმაქნისად და პატივისცემისა და სიყვარულის უღირსად მიჩნევით მრავალი წელი დავიტანჯებით.
 
მართლმადიდებლობაში ძალიან კარგი ტრადიცია არსებობს - თუ გაწყენინეს, ეკლესიაში უნდა წახვიდე და მისი ჯანმრთელობისთვის, ვინც გაწყენინა,სანთელი აანთო. ეს ენერგიის მიმოცვლის კანონია, რისი დაცვაც ნაწყენს სიმშვიდეს მოჰგვრის.

ერთ უნიკალურ იგავს მოგიყვებით.
 
ახალგაზრდა სულებმა დედამიწაზე ჩამოსვლა გადაწყვიტეს, რათა მიტევება ესწავლათ და ამ გზით გაზრდილიყვნენ. მაგრამ ღმერთმა თქვა, რომ ეს შეუძლებელია, რამდენადაც არავის მიტევება არ მოუწევთ, რადგან ყველანი სრულყოფილები არიან. და მაშინ ყველაზე ლამაზმა სულმა თქვა: „იმდენად მიყვარხართ, რომ მზად ვარ, ავაზაკის როლი ვითამაშო დედამიწაზე, რათა თქვენ მიტევება ისწავლოთ“. და, მცირეხნიანი დუმილის შემდეგ, ნაღვლიანად დაამატა: „მაგრამ როდესაც დავეშვებით, თქვენ შეიძლება დაგავიწყდეთ, რომ მე ასე საძაგლად მხოლოდ იმიტომ ვიქცევი, რომ ძალიან მიყვარხართ. გთხოვთ, როდესაც წყენას ან გაბრაზებას გადაწყვეტთ - გაიხსენეთ ჩვენი შეთანხმება!“.
 
მოდით, ჩვენც გვახსოვდეს, რომ მიტევება და მადლიერება ჩვენს სულებს ზრდის, ხოლო გონებას - სიბრძნის მიღების საშუალებას აძლევს!
 
პუნქტი 18 - უპატიოსნობა საკუთარი თავისა და სხვების მიმართ
 
ტყუილი(უპატიოსნობა) ეგოსიმ გამოვლინებას წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია საკუთარი ზეცნობიერებისშესაძლებლობების გამოყენების ადამიანის უნიკალური უნარი დაბლოკოს.
 
მოდით, დაწვრილებით განვიხილოთ.
 
ზეცნობიერებადმოვიაზრებთ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობის განსაკუთრებულ უნარს, რომელიც გამონათებას, უმაღლესი გონის ერთიან სისტემაში არსებული ჰიპოთეზების, იდეების, ჩანაფიქრების წვდომას უზრუნველჰყოფს. შედეგად - ყოველთვის შეგვიძლია აწმყოსა და მომავლისთვის ჰარმონიულ ქმედებათა ცოდნა გაგვაჩნდეს. ეს ცხოვრებაში შეხვედრილ ყველა კითხვაზე წინასწარ ცნობილ პასუხებს წააგავს. დიდებულია, ასე არაა?
 
მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“.
 
თუ ვიტყუებით (ვცრუობთ, თავს ვარიდებთ, მივკიბ-მოვკიბავთ, ფაქტებს ვამახინჯებთ) - ეს ფუნქცია გვეთიშება.
 
პატიოსნება- ზეცნობიერებასთან წვდომის მიღების ძირითადი პირობაა. მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ხსნაში ტყუილი არ არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტყუილი არ იყოფა დიდ, პატარა, სერიოზულ, უმნიშვნელო და რაიმე სხვა ტყუილად. კოსმიური კანონების თვალსაზრისით ის სრულიად ერთნაირადაა სტრუქტურირებული ხასიათისდა მიუხედავად. ნებისმიერ ტყუილს საფუძვლად უდევს ჩვენი საყვარელი შიში - ვიყოთ ცუდები, არასაჭირო, არასაყვარელი.
 
საკუთარი თავის მიმართ უპატიოსნობა არაფრითაა უკეთესი.სიმართლისთვის თვალის გასწორება- სრულყოფის და განვითარების ერთადერთი გზაა. სიმართლის უარყოფით, მისი არმიღებით, ჩვენ არ ძალგვიძს სიტუაციის უკეთესისკენ შემობრუნება.
 
რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში?
 
აკონტროლეთთქვენი საუბარი და თქვენი აზრები
 
შეაჩერეთთქვენი მცდელობები გააზრებულად დაამახინჯოთ ფაქტები.
 
ითხოვეთ პატიებადაშვებული შეცდომებისთვის.
 
აპრაქტიკეთ განწმენდა.
 
უმაღლეს სფეროებს სთხოვეთ,მოგანიჭოთ პატიოსნების და სიწმინდის გაგება.
 
სთხოვეთ უმაღლეს სფეროებს, მოგმადლოთ სიმამაცე,იყოთ პატიოსანი.
 
მოუსმინეთ მშვიდ ხმას, რომელიც თქვენი გულიდან მოდის.
 
პუნქტი 19 - სარკაზმი
 
ძალზე ხშირად ვამჩნევ, რომ სარკაზმი პრაქტიკულად ყველა ადამიანის ურთიერთობაში არსებობს.
 
ჩვენ ვაფასებთ მახვილ გონებას და სწრაფ რეაქციებს,მოგვწონს სიცილი და მსუბუქი ურთიერთობა. მაგრამ სარკაზმს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს! ყველა პოზიტიური, კეთილი ხუმრობა, მათ შორის საკუთარ თავზეც, - ირონიაა, რომლის გარეშე ცოცხალი მეგობრული საუბარი ძნელი წარმოსადგენია.
 
სარკაზმი- ღვარძლიანი დაცინვაა, ბოროტი ირონია, მწარე შენიშვნაა.სარკაზმი - იარაღია, რითიც ოპონენტის განგმირვა გვსურს. სარკაზმი - „ხორცის გლეჯას“ ნიშნავს ბერძნულიდან თარგმანში. სარკაზმი - სხვათა დამცირების მეთოდია, მათი ყველა ნაკლის გამომზეურება, და ამგვარად საკუთარი გონების კაშკაშა უნარების დემონსტრირებაა... სარკაზმს სიმწრის და ბრაზის გემო დაჰკრავს, ის ულმობელია და ბრაზს და სიძულვილსაც კი წარმოაჩენს...
 
რატომ ვაკეთებთ ამას?
 
როგორც ყოველთვის, ყველაფერი მარტივადაა - ჩვენ ძალიან გვინდა უკეთესები, უფრო ძლიერები, ჭკვიანები, ლამაზებიგამოვჩნდეთ. მხოლოდ საუკეთესოები უყვართ - ასეთია ჩვენი მცდარი წარმოდგენა. და თუ ჩვენ არ ვართ სრულყოფილები საკუთარ თვალში, არ ვართ სიყვარულის ღირსი, მაშინ ზუსტად ვიცით, როგორ დავიმკვიდროთ ადგილი, ავმაღლდეთ სხვის ხარჯზე ღვარძლიანი შენიშვნის გზით. რაც უფრო ნაკლიანად აღიქვამს თავს ადამიანი, მით უფრო მეტად დასცინის ის სხვებს. რაც უფრო ძლიერი და მტკივნეულია მისი ეგო - მით უფრო დახვეწილი და ულმობელი ხდება მისი ნესტარი.
 
მაგრამ სარკაზმი მხოლოდ მტკივნეულ ეფექტს იწვევს. წამიც არ გავა, და ჩვენ სარკაზმზე სარკულ პასუხს ვიღებთ. ხანდახან ეს ასეთივე ძლიერი სარკასტული შენიშვნაა ჩვენი მისამართით - და ჩვენ თავად ვხდებით დამცირებულები და შეურაცხყოფილები. ხანდახან ეს გაუნელებელი სიმწარის და დაუკმაყოფილებლობის გრძნობაა, რომლებიც მოსვენებას არ გვაძლევს, ხანდახან კი დანაშაულის დამანგრეველი გრძნობაა. ხანდახან კი იმდენად ვეჩვევით ერთმანეთის ჩხვლეტას, რომ ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობთ.
 
ჩვენ ძალგვიძს, უფრო კეთილები ვიყოთ.ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს ისე მოვექცეთ, როგორც გვსურს, რომ ჩვენ მოგვექცნენ. ჩვენ შეგვიძლია სხვებისთვის ჭრილობების მიყენებისგან თავი შევიკავოთ. და შედეგად - უკეთ ვგრძნობთ თავს.
 
პუნქტები 20-21 - ამპარტავნების ყველაზე ნატიფი და ყველაზე უხეში ფორმები
 
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ეგოს ენერგია- ერთადერთი ენერგიაა დედამიწაზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მტკივნეული ეფექტით ხასიათდება. ცხოვრებაში ნებისმიერ სიძნელესთან, სირთულესთან, უსიამოვნებასთან, იმედგაცრუებასა და დრამასთან შეხვედრისას, ეჭვი არ შეგეპაროთ - საკუთარ ეგოს წამოკარით ფეხი.

ეგოს 21-ე პუნქტს ეწოდება „მოუთმენლობა“.
 
მოუთმენლობას ენერგიის ჰარმონიული მოძრაობის დარღვევაუდევს საფუძვლად. ისეა სამყარო მოწყობილი, რომ ენერგიას მხოლოდ აწმყოსმომენტის გავლით შეუძლია მოძრაობა. როდესაც რამე უზომოდ გვინდა, ვიცდით, რაღაცას ვგეგმავთ და ველით - ყოველთვის მომავალში გავრბივართ, და ენერგიას ვფანტავთ, ვკარგავთ. რადგან ენერგია აწმყოს მომენტის გავლით მიედინება, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ ამ მომენტში შეიძლება. ჩვენი ამოცანა იგივე რჩება - საუკეთესოდ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მოცემული გაელვების წერტილში, ისე რომ შედეგზე არ ჩავიციკლოთ. მაშინ იმედგაცრუება ყოველთვის გვერდს აგვიქცევს. და, რა თქმა უნდა, რაღაცის მოუთმენელ მოლოდინში, ყველაფერი კარგი, რითიც ცხოვრებაა სავსე ამ მოვლენამდე, მიღმა გვრჩება. ჩვენ თითქოს კი არ ვცხოვრობთ, არამედ განვიცდით. ეს ნამდვილად კალაპოტიდან გვაგდებს. ცხოვრებას არა შედეგები ავსებს, არამედ ამ შედეგებისკენ მიმავალი გზები.
 
და აი, ეგოს გამოვლინებების სიის ბოლო, გადამწყვეტი პუნქტი დაგვრჩა. ახლა კი - ყურადღება!
 
თუ საკუთარ თავში ეგოს 21 პუნქტიდან ერთიც ვერ აღმოაჩინეთ, ე.ი. თქვენ მისი შესაძლო ფორმებიდან ყველაზე უხეში - ეგოს მიუღებლობა გაქვთ. ეს ჩიხია. მაგრამ, მჯერავს, რომ ამ მასალის მკითხველთაგან ასეთი არავინაა.
 
ნებისმიერ ჩვენგანს პერიოდულად ეგოს ამა თუ იმ პუნქტის სხვადასხვა ხარისხის გამოვლინება გამოუსხლტება. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ რომელიმე პუნქტი საერთოდ არ გახასიათებთ - ყურადღებით იყავით მომავალ კვირას. აუცილებლად შეხვდებით ამ პუნქტის მთელი სიგრძე-სიგანით გამოვლინებას!
 
და გახსოვდეთ - ეგოსთან ერთხელ და სამუდამოდ „გამკლავება“ შეუძლებელია. მხოლოდ მისი გამოვლინებების დაფიქსირების და მათზე დროული რეაგირების ათვისება, და ამგვარად ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...
 

მსგავსი სტატიები

საკუთარ თავზე შეყვარებული დემონები: მართალია, რომ ნარცისიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ?


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო უთუოდ გექნებათ გაგონილი, თითქოს...

არსებობს თუ არა მხოლოდ 16 ფსიქოტიპი?


არსებობს თუ არა ადამიანების მხოლოდ 16 კატეგორია? რა თქმა უნდა, არ...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი VI)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წესი ...

რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი?


მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff