მთარგმნელი: ირაკლი მიქავა
ყველას უნდა თავს კარგად გრძნობდეს. ჰქონდეს უზრუნველი, ბედნიერი და იოლი ცხოვრება, უყვარდეს და ჰქონდეს საოცარი სექსი და ურთიერთობები, იდეალურად გამოიყურებოდეს და გამოიმუშავებდეს ბევრ ფულს და იყოს პოპულარული და უაღრესად პატივცემული და ისეთი წარმატებული, რომ ოთახში შესვლისას მის წინ ხალხი შუაზე იყოფოდეს წითელი ზღვის მსგავსად (იგულისხმება მოსეს წინაშე ორად გაყოფილი წითელი ზღვა).
ვინ არ ინატრებდა ამას?!
მე რომ გკითხოთ, „რას ისურვებდი ცხოვრებისგან?“ და თქვენ, რომ მიპასუხოთ რაიმე ამის მსგავსი, „მინდა ვიყო ბედნიერი და მქონდეს დიდი ოჯახი და სამსახური რომელიც მომწონს,“ ესეთი პასუხი იმდენად გავრცელებულია, რომ საერთოდ არ გააჩნია არანაირი მნიშვნელობა.
უფრო საინტერესოა შეკითხვა, რომელზეც ალბათ არასდროს დაფიქრებულხართ: როგორი ტკივილი გინდათ, რომ გქონდეთ ცხოვრებაში? რისთვის ხართ მზად, რომ იბრძოლოთ? რადგან, როგორც ჩანს ეს დიდად განსაზღვრავს იმას თუ როგორ განვითარდება ჩვენი ცხოვრება.
ყველას უნდა, რომ ჰქონდეს შესანიშნავი სამსახური და იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი - მაგრამ ყველა როდია თანახმა იმუშაოს კვირაში 60 საათი, სამსახურამდე იმგზავროს დიდხანს, გულმოდგინედ შეასრულოს საკანცელარიო საქმე, კარგად გაერკვიოს კორპორატიული იეარარქიის თავისებურებებში და საოფისე ჯოჯოხეთის უსასრულო შეზღუდვებში. ადამიანებს უნდათ სიმდიდრე მიიღონ რისკის გაწევის გარეშე, მსხვერპლის გაღების გარეშე, და ასევე მათ უნდათ, რომ სიმდიდრის ზრდისგან მიღებული სიამოვნება უწყვეტი იყოს.
ყველას უნდა, რომ ჰქონდეს დიდებული სექსი და შესანიშნავი ურთიერთობა - მაგრამ ყველას არ უნდა, რომ ჰქონდეს მძიმე საუბრები - უხერხული დუმილით, მტკივნეული გრძნობებით და ემოციური ფსიქოდრამით. ისინი ნებდებიან, და შემდეგ ფიქრობენ: „რა იქნება თუ?“, სანამ ეს კითხვა არ გარდაიქმნება - „რა იყო ეს?“ კითხვაში. და როდესაც ადვოკატები ბრუნდებიან სახლებში, და იმეილზე ხვდებათ ალიმენტის ქვითარი, ისინი ისევ კითხულობენ: “რისთვის იყო ეს ყველაფერი?“, თუ არა მათი დაწეული სტანდარტებისთვის და 20 წლიანი ლოდინისთვის, მაშინ რისთვის?
რადგან ბედნიერებისთვის ბრძოლაა საჭირო. პოზიტივი ნეგატივთან ბრძოლის შედეგად წარმოქნილი გვერდითი მოვლენაა. ნეგატიური გამოცდილების თავიდან აცილება შეიძლება მხოლოდ მანამდე, სანამ ის მთელი ძალით არ შემოიჭრება თქვენს ცხოვრებაში.
ადამიანთა ქცევის განმაპირობებელი არის, მეტნაკლებად ერთმანეთის მსგავსი ჩვენი საჭიროებები. პოზიტიური გამოცდილების მიღება ადვილია. ნეგატიური გამოცდილებაა რასაც ყველანი თავს ვარიდებთ. ამიტომ, რასაც ცხოვრებისგან ვღებულობთ, იმას არ განსაზღვრავს ჩვენთვის სასურველი დადებითი გრძნობები, არამედ ის ნეგატიური განცდები, რომლის დასაძლევადაც ვართ მზად დადებითების მისაღწევად.
ადამიანებს უნდათ, რომ იყვნენ კარგ ფიზიკურ ფორმაში. მაგრამ ამას ვერ მიაღწევ სანამ არ არ იქნები თანახმა გაუძლო ტკივილს და ფიზიკურ სტრესს, რომელიც თან ახლავს სპორტდარბაზში გატარებულ საათებს, სანამ არ ისწავლი შენი ცხოვრების დაგეგმვას იმ მცირე საკვებ პორციებს შორის, რომლის სარგებლიანობასაც თავად დაადგენ.
ბევრს უნდა, თავისი ბიზნესი დაწყება და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება. მაგრამ შენ ვერ გახდები წარმატებული მეწარმე, სანამ არ იპოვი საშუალებას გაუმკლავდე რისკს, გაურკვევლობას, განმეორებით მარცხებს, და ასევე თუ არ მიუძღვნი უსაშველოდ ბევრ საათს საქმეს, რომელიც არ კი იცი წარმატებული იქნება თუ არა.
ბევრს უნდა,რომ ჰყავდეს მეორე ნახევარი, მეუღლე. მაგრამ ვერ შეძლებ ღირსეული ადამიანის პოვნას იმ ფაქტის გააზრების გარეშე, რომ ეს შეუძლებელია ემოციური მღელვარების გარეშე, რომელიც თან ახლავს ყოველ უარყოფას, დათრგუნულ სექსუალურ ლტოლვას, ზარის მოლოდინში ტელეფონის გამუდმებით შემოწმებას. ეს ყველაფერი სასიყვარულო თამაშის განუყოფელია ნაწილია. ვერ გაიმარჯვებ თუ არ ითამაშებ.
შენს წარმატებას არ განსაზღვრავს ის, თუ რისგან გინდა სიამოვნების მიღება. არამედ ის, თუ რამხელა ტკივილისთვის ხარ მზად. შენი ცხოვრების ხარისხს არ განსაზღვრავს შენი პოზიტიური გამოცდილების ხარისხი, არამედ ნეგატიური გამოცდილება. და ნეგატიურ გამოცდილებასთან გამკლავება საუკეთესო საშუალებაა წარმატებული ცხოვრებისათვის.
ირგვლივ ძალიან ბევრი ყალბი რჩევა გვესმის, როგორ მაგალითად: „უბრალოდ ეს საკმარისად უნდა გინდოდეს.“
ყველას რაღაც უნდა. და ყველას ეს რაღაც საკმარისად უნდა. პრობლემა იმაშია, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ თუ რას ნიშნავს გინდოდეს რაღაც, ან გინდოდეს რაღაც „საკმარისად.“
რადგან თუ რამისგან ცხოვრებაში სარგებლის მიღება გინდა, მზად უნდა იყო გადაიხადო საფასური. თუ გინდა რომ გქონდეს კარგი ფიზიკური ფორმა, მაშინ უნდა გინდოდეს ოფლი, ტკივილი, დილით ადრე გაღვიძება და შიმშილის გრძნობა. თუ გინდა რომ გქონდეს იახტა, უნდა გინდოდეს გვიან ღამემდე მუშაობა, სარისკო კომერციული სვლების გაკეთება და მზად უნდა იყო უამრავი ადამიანის განაწყენებისთვის.
თუ უკვე თვეობით და წლობით გინდა რაღაც, და არაფერი არ ხდება და ვერაფრით მიუხლოვდი მიზანს, მაშინ შეიძლება შენი ეს სურვილი მხოლოდ ფანტაზიაა, იდეალიზაცია, საკუთარი თავისადმი ყალბი დაპირება. იქნებ ის რაც გინდა სულაც არ არის ის რაც გინდა, და უბრალოდ მოგწონს როდესაც ეს გინდა. იქნებ საერთოდაც არ გინდა ეს?
ზოგჯერ ვეკითხები ადამიანებს; „ტანჯვის რომელ სახეობა ირჩევთ?“ საპასუხოდ გაოცებულ მზერას მომაპყრობენ. მე ამ შეკითხვას იმ მიზნით ვსვამ, რომ მისი საშუალებით უფრო მეტი გავიგო მათ სურვილებზე და ფანტაზიებზე. რადგან არჩევანის გაკეთება აუცილებელია. შენ ვერ გექნება ტკივილისგან თავისუფალი ცხოვრება. შენს გარს მარტო ვარდები და ჯადოსნური ქმნილებები არ გახვევია. და საბოლოოდ, მხოლოდ ასეთ რთულ შეკითხვას აქვს აზრი. შეკითხვა სიამოვნებაზე მარტივი საპასუხოა. და ბევრ ჩვენგანს აქვს მსგავი პასუხები. უფრო საინტერესოა შეკითხვა ტკივილზე. როგორი ტკვივილის ასატანად ხართ მზად?
ეს ის შეკითხვაა რომელსაც თქვენი ახალ დონეზე აყვანა შეუძლია. ამ შეკითხვას შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა. ეს სწოორედ ისაა, რისი საშუალებითაც მე ვხდები მე, შენ კი შენ. ესაა ჩვენი განმსაზღვრელი, ჩვენი გამყოფი და გამაერთიანებელი.
ჩემი სიყმაწვილის და ადრეული ახალგაზრობის უმეტეს პერიოდში, ვოცნებობდი გავმხდარიყავი მუსიკოსი - კერძოდ როკ ვარსკვლავი. ყველა დიდებულ გიტარზე შესრულებულ სიმღერის მოსმენისას, თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი თუ როგორ ვასრულებდი მას სცენაზე ჩემი ვირტუოზობით მოხიბლული ხალხის შეძახილების ფონზე. ეს ფანტაზიები გრძელდებოდა მრავალი საათის განმავლობაში, როდესაც კოლეჯში ვსწავლობდი, და მაშინაც კი არ შემიწყვეტია, როდესაც კოლეჯს და მეცადინეობებს თავი დავანებე. მაშინაც კი ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს ოდესმე რეალობად იქცეოდა, და მხოლოდ დროის საკითხი იყო. ველოდებოდი იმ მომენტს, როდესაც შემეძლებოდა საკმარისი დრო და ენერგია დამეხარჯა ამ მიზნის მისაღწევად. მაგრამ ჯერ სკოლა უნდა დამემთავრებინა. შემდეგ ფული უნდა მეშოვა არსებობისთვის. შემდეგ დრო უნდა გამომეძებნა. შემდეგ კი.. შემდეგ კი არაფერი.
მიუხედავად იმისა რომ, ამ წარმოსახვებს ნახევარი ცხოვრება მივუძღვენი, ის რეალობად არასდროს იქცა. დიდი დრო და ბევრი ნეაგატიური გამოცდილების მიღება დამჭირდა იმის გასააზრებლად თუ რატომ არ იქცა ეს რეალობად; სინამდვილეში მე არ მსურდა ეს.
მე მომწონდა საბოლოო შედეგი მხოლოდ, - ხატება იმისა, თუ როგორ ვიდექი სცენაზე და როგორ ვდებდი სულს მუსიკის შექმნაში ბრბოს აღფრთოვანებული შეძახილების ფონზე. მაგრამ მე არ მიყვარდა აქამდე მისასვლელი პროცესი. და ამიტომაც არაფერი არ გამომივიდა. საკმარისად არც კი მიცდია არასოდეს.
ყოველდღიური მეცადინეობების სიმძიმე, სირთულეები ჯგუფის ძებნისას და რეპეტიციის ჩატარებისას, გამოსვლების დამქანცველი ორგანიზება და მსმენელების მოზიდვა, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებ. გამწყდარი სიმები, გაფუჭებული ხმის გამაძლიერებლები, 40 ფუნტიანი აღჭურვილობის თან ტარება რეპეტიციაზე. ოცნება იმ მთას გავდა, რომლის მწერვალი არც კი ჩანდა ქვემოდან. და დიდი დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ამ მთაზე ასვლა საერთოდ არ მომწონდა. მხოლოდ ჩემი თავის მწვერვალზე წარმოსახვა მიზიდავდა.
ჩვენი კულტურის სიტყვებით, თუ მე რამე არ გამომივიდა, ეს იმიტომ, რომ მე ლუზერი ან უქნარა ვარ. თვითდახმარების სერიის წიგნების ავტორები კი იტყოდნენ, რომ მე არ ვარ საკმარისად გაბედული ან საკმარისი რწმენა არ მაქვს ჩემი თავის. წარმატებული მეწარმეები ან სტარტაპერები კი მეტყოდნენ, რომ უბრალოდ შემეშინდა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვერპლი გავხდი. ალბათ იმასაც მირჩევდნენ, რომ მიმემართა აფირმაციებისთვის, შევსულიყავი რაიმე ტრენინგზე ან კიდევ რამე მსგავსს.
მაგრამ ნამდვილი მიზეზი ნაკლებად მიმზიდველია; მე ვფიქრობდი, რომ რაღაც მინდოდა, მაგრამ გაირკვა რომ ეს სულაც არ მდომებია. ამბავის დასასრული.
მინდოდა ჯილდო, მაგრამ არა ბრძოლა. მინდოდა შედეგი, ოღონდ პროცესის გარეშე. მე მინდოდა გამარჯვება ბრძოლის გარეშე. ცხოვრებაში კი ასე არ ხდება.
იმას, თუ ვინ ხარ შენ, განსაზღვრავს ის ღირებულებები რისთვის საბრძოლველადაც ხარ მზად. ადამიანები ვინც სიამოვნებას ღებულობენ სპორტდარბაზში ვარჯიშისას, საბოლოოდ ყოველთვის საუკეთესო ფორმაში არიან. ადამიანები ვისაც სიამოვნებს ხანგრძლივის სამუშაო დღეები და კორპორაციების იერარქიული პოლიტიკა, ყოველთვის უპრობლემოდ ადიან მასზე. ისინი ვინც სიხარულით ხვდებიან ხელოვნის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ სტრესსა და გაურკვევლობას, საბოლოო ჯამში ხდებიან სწორედ ნამდვილი ხელოვნები.
აქ საუბარი არ არის ნებისყოფაზე ან გამბედაობაზე. ეს არ არის მორიგი რჩევა იმაზე, რომ ტკივილის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ.
ეს არის ცხოვრების ყველაზე მარტივი და საბაზისო კომპონენტი: ჩვენი ბრძოლა განაპირობებს ჩვენს წარმატებას. ასე რომ, ბრძნულად შეარჩიე ბრძოლის ველი, მეგობარო.
თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...