ავტორი: ანა თოფურიძე
ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან. ყველაფერი კავშირშია უხილავი ენერგეტიკული ძაფებით, თითეული ადამიანი დაკავშირებულია მთელ სამყაროსთან და არის მისი ნაწილი და გამოვლინება. ყველაფერი კავშირშია, მომავალი, მეგობარი, ნათესავი, წარსული, აწმყო, ათი წლის წინ ნათქვამი სიტყვა და არ ნათქვამი და გამოთქმული ემოცია. ყველაფერი მოქმედებს ერთმანეთზე და თითეული ადამიანის ორგანიზმი არის ამის ცენტრი. ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისირია, რამხელა ძალას ვფლობთ ადამიანები ჩვენი ფიქრით, გადადგმული ნაბიჯით, შეჭმული ხილით თუ დალელული ალკოჰოლური სასმელით, როცა მარტივ მოქმედებას ვაკეთებთ ყოველდღიურობაში, სინამდვილეში ვერც ვაცნობიერებთ ამით ჩვენს გარდა რამდენ რამეზე ვმოქმედებთ. და არც ის ვიცით რა შეგვეძლება და რამდენად მეტად შეგვეძლება შევცვალოთ ჩვენი და საყვარელი ადამიანების ცხოვრებები, როდესაც გავაცნობიერებთ ჩვენს შესაძლებლობებს და გავაკეთებთ ჰარმონიულ არჩევანს.
არ გჯერა რომ სამყაროს ცვლილება შეიძლება შენგან დაიწყოს? ტყუილად, რადგან ამის ძალა ღმერთმა დაბადებიდან მოგცა, შენ უბრალოდ არ იცი ამ ძალის შესახებ.
ფსიქოსომატიკა შეისწავლის ფსიქიკურ ტრავმებს, რომლებიც გადადიან ფიზიკურ დაავადებებში, არსებობს ცხრილები და არსებობს დაავადებათა განმარტებებიც, რომელთა გაცნობაც საკუთარ თავს უკეთ გაგაცნობს. ჩემმა საყვარელმა მეგობარმა მომაწოდა ეს წიგნი და ვერ ვშორდები, იმდენად საინტერესოა თითეული თითქოს ჩვეულბრივი ტკივილი მეტაფიზიკურ დონეზე. როგორ წარმომქნება ადამიანის ემოციურ სხეულში და შემდეგ ფიზიკურ სხეულში რაღაც კონკრეტული დაავადება. მაკროკოსმოსი მიკროკოსმოსია და მიკროკოსმოსი მაკროკოსმოსი.
ერთ აფრიკულ ტომში არასოდეს არავინ ავადდებოდა და რაიმე ავადმყოფობით არ კვდებოდა. მათ ასეთი წესი ქონდათ, თუ ერთი თანასოფელი დააცემინებდა მაინც, მაშინვე ყველა შეგროვდებოდა, თავს მოიყრიდნენ ერთად და ეკითხებოდნენ "რა დაგრჩა უთქმელი?". ჩემი ყველაზე საყვარელი წესია წესთა შორის, აქ არის ცხოვრების და ურთიერთობის სიბრძნე ნაჩვენები, თანადგომა, გაგება, მიღება და იმის გაცნობიერება რომ რაღაც მოტყუება საზიანოა ადამიანისთვის. ეს არის ფსქოსომატიკის საოცარი მაგალითი.
ადამიანის სხეული ოთხ ნაწილად იყოფა, წინ,უკან, მარჯვნივ, მარცხნივ. წინ ეს მომავალია, უკან ეს წარსულია, მარჯვნივ ეს მამარობითი სქესია, მარცხნივ ეს მდედრობითი სქესია. თუ თქვენ გტკივათ რაიმე უკან მარცხნივ, მაშინ გაიხსენეთ, თქვენ ეჩხუბეთ დედას ან აგრესია, წყენა რაღაც უთქმელი დაიტოვეთ. ცოლს ან შეყვარებულს, თუ რაღაც არის რაც არ გამოთვით წარსულში ის გარდაქმნა ორგანიზმის ტკივილად რადგან სხვა წასავლელი არ ქონდა. რადგან თქვენი სიტყვები თქვენში ცხოვრობენ, თქვენი ფიქრები და ემოციები თქვენი სხეულია, ისინი მათი სახლია და თქვენს გარეთ არ წავლენ. თუ მხედველობის პრობლემა გაქვთ, მაშინ რეალობის დანახვაზე უარი თქვით და დამახინჯებულად აღიქვამთ მოვლენებს. თუ თქვენ ხერხემლის პრობლემა გაქვთ, ხერხემალი საყრდენია და თქვენ ცხოვრებაში სიმყარესთან გაქვთ ფსიქიკური სტრესი და შინაგანი შფოთი, რაც გარდაიქმნა ფიზიკურ ავადყოფობად. სიყვარულის გაუცემლობა გულის დაავადებად და იქცევა და ა.შ.. ყველაფერს თქვენ ქმნით. მხოლოდ საკმარისია ჩაუღრმავდეთ თქვენს მეს გულწფელად და იქ აღმოაჩენთ რეალობას. ადამიანები ამ ეპოქაში მუდამ იტანჯებიან და ეს ტანჯვა სულისგან განცალკევების შედეგია, რობოტებივით, პლანეტებისგან და მრავალი სხვა ძალებისგან მართულები ცხოვრობთ გაუცნობიერებლად და თუ ბავშობაში არავის უსწავლებია რომ ყველაფერი შენშია, სხვას ვაბრლებთ, ვბრაზდებით, ვიბუტებით და თვითგანკურნებას არ ვიწყებთ, არადა ყველაფერი თავად ადამიანის ხელშია. არის ასეთი საოცარი ქალი ლუიზა ჰეი, რომელმაც თავად შეძლო კიბოსგან განკურნება, არის ანა მოორჯანი, ქალი რომელიც სასიკვდილო ოპერაციის შემდეგ გაცოცხლა და თავი სრულიად ყოველგვარი ქიირუგიული ჩარევის გარეშე განიკურნა. მათ აქვთ დაწერილი წიგნები და ყვებიან თავის გამოცდილებაზე. ისინი ამბობენ რომ ყველა ფიზიკურ დაავადება საკუთარი უსიყვარულობიდან იწყება. მათ გარდა კიდევ ბევრია და შეგიძლიათ მოძებნოთ,, მე აქ ინტერვიუებს გაგიზიარებთ:
ფსიქოსომატიკური დაავადების შექმნის პროცესი
რომ გავიგოთ, როგორ იქმნება ფსიქოსომატური დავაადებები, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს ორგანოებს, ფილტვებს, ღვიძლს, კუჭს და ა.შ.. არ აქვთ ინდვიდუალური კრიტიკული აზროვნება და ისინი ნერვიული სისტემიდან მიღებულ ინფორმაციას ვერ შეეკამათებიან, კითხვებს ვერ უსვამენ, ისინი მხოლოდ რეაგირებენ მასზე. შენი წარმოდგენა სამყაროზე, სხვა ადამიანზე ან საკუთარ თავზე, მოქმედებს იმაზე თუ ნერვული სისტემა როგორ ურთიერთობს სხეულთან. უარყოფითი ინფორმაცია აშინებს და სტრესს აყენებს ორგანოებს, და ეს ვლინდება, როგორც ავადმყოფობა. თქვენი ყველა ორგანო გპასუხობთ თავისი მდგომარეობით ყველა გაუგებრობაზე. ამიტომ ამბობენ, რომ არაფერი იკარგება და ყველაფერი გარდაიქმნება. როდესაც ექიმთან მიდიხართ, ის მხოლოდ ბიოლოგიურ დაავადებას იკვლევს, ის იკვლევს მხოლოდ ორგანოს, რაც რეალურად სიმპტომია ფსიქოლოგიური ძირეული პრობლემის. ფიზიკური დაავადება დიდი მნიშვნელობით შექმნილია თქვენი აღქმიდან და ფიქრებიდან. ფსიქოსომატიკური დაავადება ასევე თქვენი არაცნობიერის თქვენს ცნობიერ გონებასთან კონტაქტის ფორმაა, თქვენი სხეულის მეშვეობით.
ფსიქოსომატიკური დაავადება შეიძლება დაემართოს ადამიანს, როდესაც მას უნდა რაღაც სიტუაციიდან თავის დაღწევა. მაგალითად როდესაც პატარას სკოლაში წასვლა არ უნდა, ის შეიძლება ავად გახდეს და სიცხე მისცეს. ამ დროს მშობლები მას სახლში დატოვებენ. არაცნობიერად ეს ბავშვმა იცის, და ამიტომ როდესაც ენდომება სახლში დარჩენა, მისი სხეული შეიქმნის იმ მდგომარეობას, რომელიც მას მიზნის მიღწევაში დაეხმარება. მე ვხდები ავად – მე ვრჩები სახლში. იგივე ხდება უფროსი ასაკის ადამიანებშიც, როდესაც ადამიანს არ სურს სადღაც წასვლა, როდესაც თვლის რომ რაღაცას ვერ გაუმკლავდება და არ სურს იმ გარემოში მოხვედრა, არაცნობიერი მექნიზმებით ის გამოიწვევს ფსიქოსომატურ დაავადებას და მისცემს პიროვნებას საშუალებას დარჩეს სახლში.
ყურადღების და სიყვარულის მიღებაც ხდება ზოგჯერ რომელიმე ასეთი გამოწვეული დაავადების მიზეზი. ეს ხდება რათქმაუნდა არაცნობიერად, როდესაც ვხდებით ავად, ან რაღაც გვემართება, გარშემო ყველას ყურადღება ჩვენზე გადმოდის, ჩვენ მათ მზრუნველობას და სიყვარულს ვიღებთ თანაგრძნობას და ისეთ მოქცევას, რასაც ამ დაავადების გარეშე ვერ მივიღებდით, თუმცა თუ გარშემომყოფები შეეგუებიან ამ მდგომარეობას, მაშინ ავადმყოფობა შეიძლება მეტად გაძლიერდეს და უფრო მძაფრ ფორმაში გადავიდეს, დოზა გაზარდოს მეტი სიყვარულის მისაღებად.
როდესაც ადამიანს პარტნიორული ურთიერთობების ეშინია და საკმარისი თავდაჯერება არ აქვს, მაშინ ის სავსეა ფიქრებით და შიშებით, რომ შეიძლება რაღაც არასწორად გააკეთოს, შეიძლება რაღაც ცუდად თქვას, შეიძლება ვერ გაუგონ, შეიძლება მიატოვონ, მოკლედ მას აქვს შიშის მოლოდინი რომ მის ნებისმიერ ნაბიჯს ცუდად მიიღებენ. ეს არის გაურკვეველი მომავლის შიში. ასეთი ფიქრები როდესაც არაცნობიერში გადადის, რათქმაუნდა ფიზიკურ სხეულზეც მოქმედებს. ის გზავნის ამ ინფორმაციას ფილტვების და ყელის არეში. გზავნის ინფორმაციას რომ შეიძლება რაღაც საშიში და საზიანო მოხდეს და ამიტომ სხეული ბუნებრივია თავდაცვის მექანიზმს გამოიმუშავებს. რეალური შეხვედრისას ადამიანს სუნთქვა ეკვრის ან სათქმელს ვერ ამბობს, თავისდაუნებურად ჩუმდება, ესეც ფსიქოსომატური თვითდაბლოკვის შედეგია ფიზიკურ სხეულში გადასული. ესეთი გამოვლინება ნიშნავს რომ თქვენ მსგავსი ფიქრებიდა შიშები დიდი ხანი გქონდა და არაცნობიერში გადასული ახლა გიცავთ და არ გავლენინებთ თქვენს რეალურ გრძნობებს გაურკვეველი შიშის გამო, თუმცა უნდა გააცნობიეროთ რომ ეგ შიშიც მხოლოდ თქვენი შექმნილია.
მემკვიდრეობითი დაავადებები ფსიქოსომატიკაში
ყველას გაგვიგია გამოთქმა, "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო", ეს ჩვენი წინაპრების მრავალწლიანი ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან დაგროვილი ცოდნაა და ნაწილ შემთხვევებში რეალობა, მაგრამ ეს არაა რაღაც გარდაუვალი და აუცილებელი რასაც ვერ შეცვლი.
როდესაც ბაბუასაც, მასაც, შვილსაც ერთიდაიგივე ასაკში რაღაც ემართება, ეს არ ნიშნავს იმას რომ გარდაუვალი იყო და გენეტიკა ყველაფერი. ეს მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ შვილიც და შვილიშვილიც სულიერად სუსტები აღმოჩდნენ, ვერ შეიცნეს საკუთარი თავი იმ დონემდე რომ სრულყოფილად გამოვლინათ ხასიათშიდა ცხოვრებაში. რაც ბავშობიდან გამოყვათ იმით იცხოვრეს და ძალისხმევა არ ჩადეს თავის ფსიქიკურ და ფიზიკურ გაჯანსაღებაში. მათი დაავადების მიზეზი მხოლოდ საკუთარი სიზარმაცეა და გენეტიკა აქ არაფერ შუაშია.
ყველა დაავადებას თავად იქმნის ადამიანი, ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში თავად აკეთებს არჩევანს როგორ მოიქცეს და თავადაა შემოქმედი თავის ცხოვრების. ხდება, რომ შვილები რომლებიც მკაცრი დიქტატურის ქვეშ გაიზარდნენ, ვერ ახერხებენ განთავისუფლებას იმ ყველაფრისგან რაც ბავშობაში მათ არაცნობიერ მეში დაპროგრამდა. მაგრამ ხდება ისეც, რომ ადამიანი ამ ყველაფერს აცნობიერებს, ირჩევს იყო თავის თავი და არა მშობლის მსგავსი და თავის ცხოვრებასაც განსხვავებულად აწყობს. ზოგჯერ ეს პროცესი იმდენად ღრმაა ადამიანში, რთული ხასიათის მშობლების შვილებისთვის რომ ისინი თვითგანვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურებსაც აღწევენ, არათუ ლოთი აგრესიული მამისნაირი ლოთი და აგრესიულები არიან, არამედ, ჯანსაღი, რბილი ხასიათის, ძალიან კეთილი და ნათელი პიროვნებები ყალიბდებიან. შესაბამისად, ისინი მამის ავადმყოფობის მსგავსს არ შეიქმნიან თავის თავში.
სინამდვილეში მემკვიდრეობითი დაავადებები იმიტომ მეორდება შემდეგ თაობებში, რომ შვილები იმეორებენ მშობლების თვისებებს, შიშებს, ქცევებს და საკუთარ სხეულს ისეთივე დაავადებას უქმნიან როგორც მათმა წინაპრებმა შექმნეს. რეალურად არ არსებობს მემკვიდრეობითი დაავადება, არსებობს მემკვიდრეობითი შიში და მემკვიდრეობითი ჩვევები, რისი შეცვლაც ადამიანებს შეუძლიათ. არავის არაფერი არ უნდა დაემართოს და შეშინება იმის რომ იგივე დაგემართება რაც მამაშენს, მხოლოდ ხელს უწყობს დაავადების შექმნას. ასეთი შიში კიდევ უფრო დაემატება უკვე არსებულ სხვა შიშებს და მეტ დაავადებას შექმნის. შიშის დაშვება ცნობიერებაში მოქმედებს ნერვიულს სისხტემაზე და სხეულზე. საკმარისია იყო შენი ინდვიდუალური მე. გააცნობიერო ყველა გადაწყვეტილება ქცევა და ნეგატიურ პროგრამებს არ აყვე და არ გააძლიერო შენში.
ფსიქოსომატიკურ დაავადებათა განმარტებები
თვალები – თვალები ეს არის ხედვის ორგანო, თუ არის პრობლემა თვალებთან ,მაშინ ჩვენ არ გვინდა ან გვეშინია რაღაცის დანახვა. წარსულში ან აწმყოში ან მომავალში, ეს შეიძლება იყოს ცხოვრების რაღაც ასპექტი ან მთლიანად ცხოვრება. ფიქრებით ადამიანი უარყოფს სიტუაციას და ამბობს: "მე არ მინდა ამას ვხედავდე". თუ თქვენ ასტიგმატიზმი გაქვთ, მაშინ ცდილობთ ცხოვრებას შეხედოთ ორი ხერხით და ვერ ირჩევთ რომელით. თვალები როგორც სხეულის ნაწილები გვიჯერებენ და აკეთებენ იმას რაც გვინდა. თუ პატარა ბავშვი იკეთებს სათვალეს, ეს ნიშნავს რომ ოჯახში ხდება რაღაც რისი დანახვაც მას არ სურს.
მხრები – მხრები ცხოვრებისეული ტვირთის ტარებაა. სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე აღება და მათი მოგვარება. ოჯახის მთელი პრობლემები განცდა და საკუთარ თავზე დაკისრება. ეს არაა სწორი მიდგომა, ცხოვრებისეული გამოცდილებები არის ის რაც უნდა გავიაროთ ცხოვრებასი და არა ის რაც უნდა ვატაროთ და რითაც უნდა დავმძიმდეთ.
ხერხემალი–ხერხემალი ეს ცხოვრების მხარდაჭერაა. ხერხემალი იჭერს სხეულს, საყრდენია. თუ ცხოვრებაში გრძნობთ რომ რაღაც საყრდენი არ გაქვთ, ის რაც თქვენ მიგაჩნიათ საყრდენად, სამსახური, სახლი, ადამიანი და ა.შ.. მაშინ ამ თქვენ პროტესტს ხერხემალი თავის თავზე იღებ როგორც დაავადებას. ზედა მხარე ემოციური მხარდაჭერაა. ეს არის "ჩემი ცოლი მხარს არ მიჭერს", "ჩემი ქმარი, შვილი მხარში არ მიდგას". ხერხემლის შუა ნაწილი არის დანაშაულის შეგრძნება, ხერხემლის ქვედა ნაწილი არის ფინანსებთან დაკავშირებული. ეს არის შიში ფულთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა ას ლარზე ნერვიულობთ თუ ასი ათასზე, მთავარია რომ ნერვიულობთ და სხეულზე გადადის ეს თქვენი შიში და მოლოდინი.
ცისტიტი - თქვენ გაწუხებთ ის რომ რასაც თქვენ ხედავთ ამას სხვები რომ ვერ ხედავენ. ანუ ქრონიკულად გაწუხებთ და ამაზე დარდი ლაიტმოტივად სდევს თქვენს ცხოვრებას. არა ისე როგორ პოლიტიკა ან ომი ავღანეთში, არამედ თქვენში გაქვთ მუდმივი უკმაყოფილება და პროტესტი ამის გამო. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მეტ რეალობას ხედავთ თუ უბრალოდ განსხვავებულად, პრობლემა თქვენი ამის მტკივნეულად განცდაა, რომ სხვები ასე არ ხედავენ. ასევე ბევრი მოლოდინები გაქვთ გარშემომყეფის მიმართ და ისინიც ბუნებრივია იმედს გიცრუებენ.
თქვენი სხეული გეუბნებათ რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენს თავზე, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავი გახადოთ ბედნიერი, სხვებთან ნუ ელოდებით ამას. თუ ელოდები რომ სხვა მოვა და გაგხდის ბედნიერს, მთელი ცხოვრება მოგიწევს ლოდინი..
როცა სხვა ადამიანებს ადანაშაულებ, მაშინ განიცდი იმ ემოციებს, რომელიც ავადმყოფობებს გიქმნიან.
ისწავლე გიყვარდეს უპირობოდ.
გულის პრობლემები
გულის აჩქარება, ეს მისი რეაქციაა თქვენს ფსიქიკურ და ემოციურ მდგაომრეობაზე. გულის აჩქარება ეს დარღვევაა მისი ბუნებრივი ფუნქციონირების, როდესაც რაღაც დიდ სიხარულს ან დიდ შიშს განვიცდით. გახსოვდეთ რომ თქვენი ფიქრებით, მოლოდინებით ქმნით ემოციურ რეაქციას, ემოციები კი მოქმედებენ თქვენს ორგანოებზე. თქვენ სრულიად პასუხისმგებელი ხართ ყველაფერზე რაც თქვენს ორგანიზმში ხდება.
ნებისმიერი გულის პრობლემა დაკავშირებული გულის გადატანილ განცდებთან რომელიც იყო არაჰარმონიული. ცნობილია ფრაზა: "გულთან ახლოს ნუ მიიტან", ეს კარგი რჩევაა და ემოციური ადამიანებისთვის ნამდვილად გასაფრთხილებელი. როდესაც რაღაცას ზედმეტად განვიცდით, ამით გულს ზედმეტად ვტვირთავთ და ვამუშავებთ. მის ბუნებრივ ჰარმონიულ ფუნქციონირებას ვარღვევთ და თავად ვიმეტებთ ჩვენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მთავარ ორგანოს ავადმყოფობისთვის. მეტაფიზიკურ დონეზე, გული სიყვარულისადმი დამოკიდებულებაა და როდესაც არაჯანსაღაც ვიქცევით სიყვარულში, ეს გულზე აისახება. შეცდომას უშვებენ ადამიანები ვისაც ჰგონიათ რომ სიყვარულის ცენტრი სხვები არიან და სხვებისგან უნდა მოვიდეს შეყვარება. სიყვარულის ცენტრი თავად ადამიანია და უნდა ისწავლოს თავისი თავის შეყვარება. დაფასება თავის ორგანიზმის და ყველა ორგანოსი. წარმოიდგინეთ, რა ცუდი მდგომარეობაშია იმ ადამიანის გული, რომელიც მუდამ სხვებს შეჰყურებს და სხვებს ელოდება და თავად არ ახდენს საკუთარი მეს ცენტრიდან სიყვარულის გაცემას. შეიყვარეთ თქვენი თავი და თქვენი გული ჰარმონიულად იმუშავებს და როდესაც გიყვართ და აფასებთ თქვენს თავს, მაშინ ასევე დააფასებთ სხვებსაც. არასწორია შენ არ იღებდე, არ აფასებდე, არ გიყვარდეს ვინც ხარ და სხვებს ელოდებოდე. ეს აზიანებს გულსაც და ჯანმრთელობასაც.
წყარო: ლიზ ბურბო