თვითშემეცნება და თვითგანვითარება

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ადამიანები ხშირად მეკითხებიან: "როგორ განვავითარო (ეს) კოგნიტური ფუნქცია?" ან "როგორ გავითვითცნობ...

transformation01ადამიანები ხშირად მეკითხებიან: "როგორ განვავითარო (ეს) კოგნიტური ფუნქცია?" ან "როგორ გავითვითცნობიერო ოთხივე ფუნქცია?". სხვათაშორის, საკმაოდ რთული კითხვებია, მიუხედავად იმისა, რომ მარტივად ჟღერან. როდესაც ვსაუბრობთ ფსიქოტიპის განვითარებაზე, ჩვენ არ ვგულისხმობთ რომელიმე უნარის განვითარებას; საქმე ეხება ჩვენს ფენომენოლოგიურ საწყისებს. რომელიმე კოგნიტური ფუნქციის განვითარების შემდეგ, შენ უნდა ტრანსფორმირდე სხვა ადამიანად, მაგრამ ბევრი თქვენგანი ყოყმანობს, უნდა თუ არა შეცვლა, ან გამოუვა თუ არა, ყოველი შემთხვევისთვის საკმაოდ რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს ადამიანებისგან, რომლებიც ამ მისიას შეეჭიდებიან.

თუ ხარ FiNe, რომელსაც საკუთარი Te-ს განვითარება უნდა, ჯერ Te-ზე უნდა შეიცვალო წარმოდგენა, გააცნობიერო მისი ღირებულებები და შენი ღირებულებათა სისტემა იმგვარად შეცვალო, რომ Te-ს სისტემა მასში კარგად ჩაჯდეს. თუ შენი მცდელობა გაამართლებს, აღარ იქნები ის ადამიანი, ადრე რომ იყავი. იგივენაირად ყალიბდებიან ქვეტიპები ვულტოლოგიაში - ექსტერნალური ფაქტორები ძალიან დიდ როლს თამაშობს მათ ეგოს ფორმირებაში.

თუ ამის წაკითხვის მერე კვლავ მოტივირებული ხარ განვითარდე, უფრო სრულ პიროვნებად ჩამოყალიბდე ან უბრალოდ ისეთი ნაკლოვანებები აღმოფხვრა, რომლებიც ყველაზე მეტად გიშლიან ხელს, მე გირჩევ:

ჯერ გააცნობიერე საკუთარი წამყვანი ფუნქციების არსი და მნიშვნელობა

საპირისპირო კოგნიტური ფუნქციებისთვის დამახასიათებელია ერთმანეთის დევალვაცია. ვფიქრობ, პირველად შენი წამყვანი ფუნქციების ღირსებები უნდა გააცნობიერო და დარწმუნდე იმ სიმართლეში, რასაც ისინი ამბობენ საკუთარ თავზე.

Ne vs Si
Ne თვლის, რომ Si წარსულში ჩარჩენილი, ძველი, ვადაგასული ფუნქციაა, რომელიც არაფერს ამბობს ახალს და ყველაფერს, რასაც აკეთებს, სტაგნაციისკენ მივყავართ; მისი აზრით, Si გაფერკმრთალებული ყოველდღიურობა და ჩარჩოებია, რომელიც მას ფრთებს აჭრის და არ უშვებს ოცნებებისკენ. Si-ს განვითარების პროცესი, შესაძლოა, არსებულთან შეგუებად და "დანებებად" იგრძნობოდეს შენთვის, რაც, რა თქმა  უნდა, ძალზედ მტკივნეულია. თუმცა, Ne-მ უნდა მიიღოს ის ცხოვრება, რომელშიც დაიბადა და გააცნობიეროს, რომ არსებულიც კი შეიძლება იყოს უსაზღვროდ მშვენიერი რამ. ყველას, ვინც Si-ს განვითარებით იტანჯება, ვურჩევდი ფონ ფრანცის წიგნს - Problem of the Puer Aeternus.

Fi vs Te
Fi-სთვის Te მბრძანებლური, უგრძნობი და ცივია. Te-მ მიერ კაცობრიობის არსებობისთვის მიუკერძოებელი პროცედურების ჩატარება Fi-ს თვალში ადამიანების ციფრებად/რობოტებად აღქმაა. თუმცა, ზოგჯერ ეს აუცილებელია - Fi-ს ცხოვრებისეული მორალის და პრინციპების დაცვით, Te-ს ხელი უნდა შევუწყოთ მისი ლოგიკური სტანდარტიზაციით ადამიანებს პრობლემები გადაუჭრას და ცხოვრება გაუმარტივოს. Fi ადამიანი Te-ს მიღების პროცესში იძულებული გახდება პრობლემების გადაჭრის არამგრძნობიარე მეთოდებიც მიიღოს და როდესაც დაინახავს, რომ სისტემატიზაცია მოქმედებს ცხოვრების სასარგებლოდ,  შრომისმოყვარეობას და მექანიკურად აზროვნებას უფრო დააფასებს.

Ti vs Fe
Ti-სთვის Fe ძალიან "ცხელია", არაგულწრფელია, ემოციურად მანიპულაციურია, რიტორიკაში - ექსპლუატატორული. Ti იფიქრებს, რომ Fe-სთვის სოციალური ბალანსი და ჰარმონია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმართლის ძიება. თუმცა, Ti-მ უნდა გააცნობიეროს, რომ ჭეშმარიტებას სჭირდება "მოციქული" ადამიანთა შორის, სიმართლე ჰომ უნდა მიიტანოს ადამიანების ყურამდე ვინმემ? ფაქტებით გაჯერებული, ცივი და უსიცოცხლო არგუმენტი, თუმცა ჭეშმარიტი, როგორ უნდა მივიდეს ადამიანების გულებამდე და როგორ უნდა შეცვალოს საზოგადოება?! აი ეს უნდა გაიაზროს Ti-მ. თუ მას სურს, რომ საზოგადოებაში არსებული ცრურწმენები გაანადგუროს, მან უნდა ილაპარაკოს დამაჯერებლად, კეთილშობილი მიზნებით, ადამიანების გულებამდე მივიდეს და ემოციური ინტელექტი განივითაროს.

Ni vs Se
Ni თვლის, რომ Se ზედაპირული, ზედმეტად ხმაურიანი და უდარდელია. იგი მიიჩნევს, რომ Se-ს არ ესმის ტრანსფორმაციის მნიშვნელობა, არ იაზრებს მარადიულობის ცნებას და მედროვეა. სამყაროში არსებობს ისეთი რამეები, რაც მარადიულია და ჭეშმარიტია, ხოლო ის, რაც წარმავალია - Ni-სთვის უბრალოდ უმნიშვნელოა, მალე შეიცვლება და გაქრება. სიმბოლოები კი რჩება. თუმცა, Ni-მ უნდა გაიაზროს, რომ ისიც წარმავალი სამყაროს ნაწილია - ადამიანია, და არა სიმბოლო - სხვებივით ცდის ამ წარმავალი სამყაროს გარკვეულ მონაკვეთს დროში. Ni-მ უნდა დააფასოს სასრული აწმყო (და უპირატესობაც კი უნდა მიანიჭოს მას) და იქამდე უნდა გააგრძელოს აწმყოს გააზრება, სანამ მაქსიმალურად მიიღებს სიამოვნებას ცხოვრებისგან. ბოლოს და ბოლოს, ამ დიდ სამყაროში, ერთადერთი რამ რაც გაგვაჩნია, ეს აწმყოა, ასე არაა?

დააფიქსირე მომენტები, როცა განსავითარებელ ფუნქციას იყენებ და მეთოდები, როგორც იყენებ საკუთარ წამყვანს.

შეისწავლე კოგნიტური ფუნქციები და გაიაზრე, რომელ მათგან ანსხეულებ. დიდი შანსია, იმ ფუნქციების ერთი-ორი თვისება მაინც გაქვს, რომლებიც დაბალ დონეზე გყავს კოგნიტურ სისტემაში. შემდეგში, როცა ამ ფუნქციებს გამოიყენებ, ჩამოწერე რა-როგორ მოხდა და საკუტარი ემოციების მიაწერე, რა იგრძენი მაგ მომენტში. მიეცი საშუალება კოგნიტური პროცესისგან წამოსულმა ემოციამ ძვლები აგითრთოლოს და გაიაზრე, გაითვითცნობიერე ის პერსპექტივა, რომელიც ამ პროცესისგან გამოვიდა. წამიერად თავად იქეცი პერსპექტივად და ცოტა უფრო გაიხანგძლივე ეს პროცესი.

აიღე შენი ოგნიტური ფუნქციებიდან თითოეული და ცალცალკე დაიწყე მათი აღმოჩენა. მაგალიტად, თუ გინდა Si-ს გავითარება, მიდი ბებიასთან და სთხოვე წინაპრებზე მოგიყვეს. დაუკავშირდი შენს  ფესვებს და გამოიკვლიე საკუთარი გენეალოგია. თუ გინდა Ti-ს განვითარება, დაჯექი მაგიდასთან, აიღე ფურცელი და კალამი და დაწერე ერთი რამ, რაც ზუსტად იცი შინაგანად რომ ჭეშმარიტია. ეცადე, ამ ჭეშმარიტების რეალიზატორი გახდე. თუ მართლა რეალიზდები, სხვა ჭეშმარიტება დაწერე და ა.შ. იქამდე წერე, სანამ ლოგიკა გაგიქაჩავს.

ისწავლე მათგან, რომლებსაც შენი განსავითარებელი კოგნიტური ფუნქცია დომინანტად აქვთ

მაგალითად, წაიკითხე მათი რომელიმე წიგნი/უყურე ფილმს. მე პირადად კონკრეტული ფუნქციების განსავითარებლად გირჩევდით შემდეგ წიგნებს:

Ni-სთვის: კარლ გუსტავ იუნგის "ფსიქოლოგია და რელიგია" ან "პასუხი იობს".
Fi-სთვის: დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია"
Fe-სთვის: დეილ კარნეგის "როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე"
Ti-სთვის: ემანუელ კანტის "წმინდა გონების კრიტიკა"
Se-სთვის: ლაო ძის "დაო დე ძინი"
Si-სთვის: უმბერტო ეკოს "პრაღის სასაფლაო"
Te-სთვის: "მარგარეტ ტეტჩერი" (ბიოგრაფია)
Ne-სთვის: ჯეკ კერუაკის "გზაზე"

მოძებნე მენტორი

mentor02ბოლო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელივანი საფეხურია, იპოვო მასწავლებელი. ის შეიძლება იყოს შენი მეგობარი ან კოლეგა - თუ შენი განსავითარებელი ფუნქცია მას განვითარებული აქვს, არ გაუშვა შანსი ხელიდან შეეკითხო საკუთარ გამოცდილებებზე და სთხოვო გასწავლოს როგორ განავითარა მან ეს ფუნქცია. სასურველია თავად გააზრებულად განვითარებული ჰქონდეს ეს კოგნიტური ფუნქცია. არაა აუცილებელი ოფიციალური მასწავლებელი-მოსწავლის ურთიერთობა გქონდეთ, უბრალოდ დააკვირდი რას როგორ აკეთებს და მისი სტრატეგიები გადაიღე. მიზნად დაისახე, მასზე უკეთესად განავითარო ეს ფუნქცია ან მის დონეზე.

შენი დაბალგანვითარებული ფუნქციის გამოყენება შეიძლება საკუთარი თავის ღალატად იგრძნობოდეს. თუ ასე არ იგრძნობა, ანუ საკმარისად არ ცდილობ და მეტად უნდა ჩაუღრმავდე ამ ფუნქციებს. თუმცა, მაშინ იცი, რომ ეს კოგნიტური ფუნქცია უკვე ცნობიერის დონეზე ამოვიდა, როცა სრულიად ენთუზიაზმით ეკიდები მასთან დაკავშირებულ აქტივობებს, უბრალოდ კეთების გულისთვის აკეთებ და ინიციატივასაც იჩენ ამ სფეროში. როცა ფუნქცია ცნობიერში გადმოდის, ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ თითქოს ძალიან ბევრი ივარჯიშე. საბოლოოდ კი ხვდები, რომ არა საკუთარი თავის ღალატი იყო ეს, არამედ საკუთარი მთლიანობის აღმოჩენისკენ გადადგმული პირველი, საკმაოდ მტკივნეული, მაგრამ წარმატებული ნაბიჯები.

მთარგმნელი: კესო გაგოშიძე 

წყარო: cognitivetype.com

მსგავსი სტატიები

ოშო - ფსიქოანალიზის და ფსიქოსინთეზის შესახებ


ოშოს წიგნიდან - "სუფიების ჭეშმარიტება" მთარგმნელი: მამუკა ...

თვითშემეცნება და თვითგანვითარება


ადამიანები ხშირად მეკითხებიან: "როგორ განვავითარო (ეს) კოგნიტური ფუ...

ნეიროქიმიური აღმოჩენები და კოგნიტური ფუნქციები


მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო რამდენად რეალურია კოგნიტური ფუნქც...

რა არის ფობია?


ინტერვიუ ფსიქიატრ - ვაჟა კენჭაძესთან (ტრანსკრიბცია) მთარგმნელი: ...

ცნობიერების რაობა და სტრუქტურა


რა არის ცნობიერება? ცნობიერების განსაზღვრება რთულია, რადგან ეს შ...

ცხოვრების ოთხი ეტაპი


ავტორი: მარკ მენსონი მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი წყარო ცხოვრება...

ტაბუ სექსუალობაზე


ავტორი: ნინო დიდებაშვილი მაშინ , როდესაც ფროიდმა დაიწყო მოღვაწეო...

ადამიანთა სისტემის ევოლუციური არქეტიპები


ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, მოცემული ტექსტი წარმო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff