ტრანსკრიბცია ჯორდან პიტერსონის ვიდეოდან
(ვიდეო იხ. ტექსტის ბოლოს).
მთარგმნელი: დეა მუსხელიშვილი
ჩვენ ყოველთვის ვარსებობდით დაზიანებულ სტრუქტურაში და ეს სტრუქტურა არის ნაწილობრივ ბიოლოგიური და ნაწილობრივ სოციო-კულტურული; ეს ნაწილობრივ სწორედ ისაა, რაც წინაპრებისგან გადმოგვეცა, როგორც პრაქტიკულად, ინფრასტრუქტურული გაგებით, ასევე, ფსიქოლოგიურად აქტიური, ჩვენი ფსიქიკის მიერ ნასწავლი კონტექსტის სახით. ამას მოიცავს, მაგალითად, ენის გამოყენების უნარი და იმ სიტყვების და ფრაზებისა, რომლებსაც ასევე ვიყენებთ. ასევე, ის ორმხრივი ურთიერთგაგება, რასაც ორმხრივი ინტერაქციის შედეგად ვავითარებთ. არქიტეპული კუთხიდან თუ ვიმსჯელებთ, ეს სტრუქტურა ყოველთვის მკვდარი და დამახინჯებულია, და იმის მიზეზი, თუ რატომაა მკვდარი, ისაა, რომ ის იმ ადამიანებმა შექმნეს, რომლებიც მკვდრები არიან, და მიზეზი, თუ რატომ არის ის დამახინჯებული ისაა, რომ მოვლენები ყოველთვის ჰარმონიულად არ ვითარდება. ხოლო ფაქტი, რომ, მოდით ასე ვთქვათ, ადამიანებს სათანადო მიზნები არ გააჩნიათ, შედეგად, ამ პროცესის რედეგენერაციის, ხელახალი გადაგვარების აჩქარებას უწყობს ხელს.
ამდენად, რას ნიშნავს ეს? ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირს ამის გაგება... ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს ყოველთვის აქვთ მიზეზი, იყვნენ განაწყენებულები და ცინიკურები მიმდინარე მოვლენების მიმართ და ეს ასეა მუდამ! ამიტომ, იმ მოსაზრებების ან კონცეპტების გაანალიზება... ეს არქეტიპული ჭეშმარიტებაა, რომ სოციალური სტრუქტურები არის დამახინჯებული და არასრულყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წუთს გიწევს ჭიდილი, რაც სიცოცხლის საზრისია, რაც გულისხმობს მუდმივი არსებობის ფაქტს! და იყო განაწყენებული იმის გამო, რომ ის სტრუქტურები, სოციალური სტრუქტურები, ანაც ბიოლოგიურ სტრუქტურები, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დაუსრულებელი და არასრულყოფილია, და, მეტიც, ამის მიღება პირადად, რაც ყველაზე საშინელი რამ არის, ადამიანის არსებობის არასწორი გაგებაა, რადგანაც საქმე ყოველთვის იმაშია, რომ, რაც შენ მოგეცა და რაშიც შენ გიწევს ცხოვრება, არსებობა, გადაგვარებული და დამახინჯებული სახით გადმოგეცა, და მას ნამდვილად სჭირდება შენი დახმარება - შეკეთება, გამოსწორება. და ამის მიღება უფრო ადვილია, რადგან პოზოტიური ელემენტიცაა ამ ფაქტში -- შენ მოგენიჭა რაღაც, იმის ნაცვლად, რომ არაფერი მოგცემოდა და ხელცარიელი დარჩენილიყავი. და სულაც, ისეც შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ სუფთა ჯოჯოხეთიც კი მოგნიჭებოდა! განსაკუთრებით კი იმგვარ კულტურაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ... და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისეთ დამახინჯებულ გარემოში ვცხოვრობთ, რომლის რეალურად წარმოდგენაც კი რთულია, მაინც სამუდამოდ მადლიერნი უნდა ვიყოთ ამის.
ამდენად, ჩვენ დაზიანებულ სტრუქტურაში ვცხოვრობთ, და ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა ამ დაზიანებული სტრუქტურის გამო იმიტომ, რომ მუდმივად არ ვცდილობთ მის „შეკეთებას“, მდგომარეობის გამოსწორებას. და შეიძლება ეს იყოს ფუნდამენტური მნიშვნელობის... ხომ იცით, ადამიანები ხშირად სვამენ ხოლმე კითხვას: „რა არის ცხოვრების მიზანი?“ სინამდვილეში, ისინი ცხოვრების პოზიტიურ მნიშვნელობას გულისხმობენ ამ შეკითხვით, რადგანაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ცხოვრების ნეგატიურ მნიშვნელობაზე... ცხოვრების პოზიტიური არსი იმაში მდგომარეობს, რომ შეამჩნიო ხარვეზები იმ ქალაქში, სადაც შენ ცხოვრობ, და ასევე ამ ხარვეზების გამოსწორების სურვილის დეფიციტი, ხოლო შემდეგ კი უნდა განავრცო ეს ძალა...
ვთქვათ, დაიწყე კედლების გამაგრება, ხიდების შეკეთება, იმისათვის, რომ ის სტრუქტურა, სადაც შენ ბინადრობ, მაქსიმალურად უსაფრთხო და პროდუქტიული გახადო, და არ არსებობს შესაძლებლობების არავითარი ზღვარი, რათა ამას მივაღწიოთ! შენ შეგიძლია ამის გაკეთება! შენ შეგიძლია ეს გააკეთო ჯერ შენს გონებაში, შენს ოთახში, შენს ჭერქვეშ, შენს ლოკალურ საზოგადოებაში, და თუკი შენ ამ ხარვეზების ამოვსებას ლოკალურ დონეზე შეძლებ... მერე იმასაც შეძლებ, რომ დაინახო ხარვეზები საზღვრებს მიღმა. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ნაკლოვანი და დამახინჯებული სტრუქტურების გამოწვევაც, რაც თავისთავად ძალიან საინტერესოა, რადგან ამგვარი გარემოება პირდაპირ მოგიწოდებს ქმედებისაკენ, შენგან პოტენციურ რეაგირებას მოითხოვს, გმირულ საქციელს, და გმირული თავგადასავალი სწორედ ისაა, რომ გაარღვიო ბარიკადები და ააშენო უკეთესი ქალაქი, გამოასწორო მდგომარეობა, და შენ ყოველთვის შეგიძლია ამის გაკეთება შენი პირადი გარემოებების მიუხედავად. ყოველთვის არის არასწორი რამ ჩვენს გარემოში, მაგრამ შენ შეგიძლია უბრალოდ ადგე და გამოასწორო ის, თუ გსურს.
ერთ-ერთი რამ რაზეც ამ ღამით მინდა გესაუბროთ ისაა, რომ თუ იმგვარ მიდგომას განავითარებ, რომ ის როლი, რომელიც შენ უნდა ითამაშო, მდგომარეობის გაუმჯობესებაში მდგომარეობს, სადაც არ უნდა იყო, რამდენადაც შენ ეს შეგიძლია, ხოლო რაც ამას შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ ისაა, რომ საქმეები უკეთ წავა იქ, სადაც შენ ხარ, ყველა მხრივ, და ჩვენ, როგორც გარკვეული ჯიში, სახეობა, ან/და, თუ გნებავთ, როგორც ცალკეული ინდივიდები, ჩვენ ამას (მდგომარეობის გამოსწორებას - მთარგმნ. შენიშვნა) იშვიათად მივმართავთ, რადგანაც ეს არ არის ის, რაც პირდაპირაა ხშირად მოცემული შემოთავაზების სახით! და ჩემთვის ძალიან გასაოცარია რომ ...
იცით, მე მქონია საინტერესო შემთხვევა: მეორე დღეს „ქეიგში“ წავედი. ამ ადგილს ხშირად ვსტუმრობ ხოლმე, რადგან ალეგიური ვარ გარკვეული საკვების მიმართ და აქ მომუშავე პერსონალი დიდ ყურადღებას უთმობს ამ საკითხს. და როდესაც მიმტანმა მაგიდამდე მიმაცილა, მითხრა, რომ ჩემს ლექციებს ხშირად უყურებდა. ასეთი შემთხვევები ხშირად მქონია... და ის ბედნიერი იყო, რადგანაც, როგორც მან თქვა, გასული ოთხი თვის განმავლობაში ის ორჯერ დააწინაურეს „ქეიგში“, რადგანაც ის ჩემს ლექციებს უყურებდა. და მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად სასარგებლო გამოცდილებაა! თუმცა, შენ შეიძლება თქვა, აი, ეს ბიჭი მიმტანად მუშაობს და ამ საქმიანობაში არაფერია ისეთი განსაკუთრებული, გმირული და პროდუქტიული. მე კი არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას! მე არ მანაღვლებს, თუ სად ხარ შენ ლოკალიზებული, ვგულისხმობ, თუ რა სახის სამუშაოს ასრულებ, შენ შეიგიძლია ნებისმიერი სამუშაო აიღო და ის აბსოლუტურ საცოდაობად აქციო, ან/და პირიქით, სადაც არ უნდა იყო, შეგიძლია შეამჩნიო უდიდესი სიმდიდრე, პოტენციალი, რაც ამოუწურავია და რაც შენს ხელთაა. მერე კი შეგიძლია, ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულად მიიღო და იფიქრო, აი, მე მიმტანად ვმუშაობ კეიგში და შეიძლება ეს ის არ არის, რაზეც ვოცნებობდი... და ის საკმაოდ ახალგაზრდა კაცი იყო! ან იფიქრო, ეს არაა ის ადგილი, სადაც მთელი ცხოვრება მინდა რომ დავრჩე, მაგრამ აქ არის მდიდარი გარემო და მე კიდევ უფრო მეტად შემიძლია მისი გაუმჯობესება, თუკი მოვინდომებ: კარგი ურთიერთობები დავამყარო ჩემს თანამშრომლებთან, არ ვიჭორაო მათ ზურგს უკან, ჩემს კლიენტებს სათანადოდ მოვეპყრო, და თუკი გამიმართლებს კიდეც, მე შემიძლია ეს შანსი გამოვიყენო და გამოჩნდება, თუ რა მოხდება საბოლოოდ.
ამდენად, მან თქვა, რომ ის სწორედ ასე მოიქცა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. მან იმაზე უკეთესი სამუშაო იშოვა, ვიდრე 4 თვის წინ ჰქონდა და 4 თვე მართლაც არაფერია! ეს არის ძალიან კარგი ტრაექტორია, ის, რომელიც ზევით მიემართება და სწორედ ეს გჭირდება შენ! ამგვარი პროგრესირებადი ტრაექტორია, რომელიც ქვევიდან ზევით მიემართება, უკეთესია, ვიდრე უბრალოდ კარგ, მაღალ ადგილას ყოფნა, რადგან ერთ-ერთი რამ, რაც შენს ცხოვრებას საზრისს მატებს, ეს არის იმის გარკვევა, რომ უკეთესი გარემოსკენ მიემართები, ვიდრე ახლა ხარ, და იმის გაანალიზება, რომ ეს “ციცაბო ტრაექტორია“ პირდაპირ შენი საგნებთან, მოვლენებთან, ადამიანებთან სათანადო მიმართების შედეგია, სწორედ ამის გაანალიზება, საბოლოოდ, კიდევ უკეთესი რამაა!
და მე მართლაც ძალიან ბევრ წერილს ვიღებ ხოლმე ადამიანებისგან, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მამაკაცებისგან, და არა მხოლოდ მათგან! რომლებიც მწერენ, რომ „მე ვუსმენდი ამ ლექციებს და გადავწყვიტე, ავიღო პასუხისმგებლობა ჩემს ცხოვრებაზე. მე დავიწყე იმ სისულელეების კეთების შეწყვეტა, რასაც ვაკეთებდი, რაც ვიცი რომ სისულელეა და რასაც ვიცი, რომ არ უნდა ვაკეთებდე. და მე დავიწყე იმ რამეების კეთება, რაც არ არის სისულელე და ვიცი, რომ უკეთესია მათი კეთება.“ ძალიან ცხადი და აშკარაა ეს ყველაფერი, თუკი დაუფიქრდებით!
წყარო: