ემოციური მიჯაჭვულობა გვაქვს ყველას მიმართ, მშობლის, მეგობრის, შეყვარებულის და მტრის. ყველასი ვისი არსებობაც ჩვენთვის ჰაერივით მნიშვნელოვანია, მტრის არსებობაც მათ შორის შეიძლება ჰაერივით მნიშვნელოვანი იყოს, არის ამის გარკვეული ახსნა. როდესაც საკუთარ თავს სრულიად ვერ ვხედავთ და გვაქვს შიში, პროექციას ვიყენებთ და სხვაში ვხედავთ ჩვენს "ცუდს" და სხვას ვებრძვით, ანუ გვჭირდება მტერი, რომ საკუთარ თავთან მარტო არ დავრჩეთ. მშობელზე და შეყვარებულზე კი გასაგებია, თითქოს ერთი შეხედვით ბუნებრივია და სიყვარულის ნაწილია ზრუნავდე და გიყვარდეს, გრძნობდე, კარგს ელოდებოდე, სწუხდე, ოცნებებს ამყარებდე, შენს მომავალს უზიარებდე ვინმეს, მაგრამ ეს ზედაპირზეა მხოლოდ ლამაზი. რეალურ ენერგეტიკულ დონეზე ეს ყველაფერი არის მიჯაჭვულობა და დამაზიანებელი. მრავალ რელიგიაში და სულიერ სწავლებებში, ამიტომ რეკომენდირებულია ყველა ადამიანის გაშვება, ქრისტიანობიდან დაწყებული ინდუიზმით დამთავრებული, ბუდიზმში ასევე და იმ სწავლებებშიც სადაც ბიოენერგეტიკას შეისწავლიან. ყველა ადამიანის მიმართ, ვისთანაც ვურთიერთობთ არის ალბათობა გვქონდეს ეს, ემოციური მიჯაჭვულობა, ფიქრებისგან და რწმენებისგან შექმნილი, ემოციურ სხეულში გადადის და გიბინძურებს პირად ენერგეტიკულ ველს, რის შემდეგაც უკვე ფიზიკურ სხეულში ავადმყოფობებადაც შეიძლება გამოვლინდეს. სხვაზე ნერვიულობა, დარდი და ა,შ.. რომ ნორმაა და სიყვარული გონიათ ადამიანებს, ეს ძალიან დიდი შეცდომაა, ახლა ბევრი ცოდნა მცდარია და ზედაპირულია ყველაფერზე, თუმცა აქ კონკრეტულად ემოციურ მიჯაჭვულობაზე ვისაუბრებ.
ნებისმიერი სახის ურთიერთობა იქმნება ორმხრივი სურვილით და თანხმობით, ნებისმერი მიჯაჭვულობა ასეა. არ არსებობს ცალმხრივი ენერგეტიკული ურთიერთობა, უბრალოდ ან ზედაპირულად აღიქვამს ადამიანი ან ვერ აცნობიერებს. ყველაფერს ვქმნით ჩვენვე ჩვენი სურვილით და ჩვენი თანხმობით ვართ ყველანაირ, ფიზიკურ, მენტალურ, ემოციურ თუ სხვა სახის კავშირებში. გაცნობიერების და შეგრძნების შემდეგ კი, თუ დავინახავთ ვისთან რა გვაქვს, შეგვიძლია თავი გავითავისუფლოთ ყველაფრისგან.
ემოციური მიჯაჭვულობა ვის მიმართაც გაქვს, მასთან გახსნილია ენერგეტიკული არხი და ამ არხიდან შენი ცნობიერის შეუმჩნევლად გადმოდის იმ ადამიანის ნეგატივი და ცუდი განწყობები შენს ენერგეტიკულ სხეულში, ისე რომ ვერც ამჩნევ, ეს ხდება ღრმა შრეებზე და ამის შეგრძნება ან დანახვა ძალიან რთულია თუ არ გრძნობ ენერგიებს. ამიტომ არის ყველა რელიგიაში და სულიერ სწავლებაში ადამიანის "გაშვება" რეკომენდირებული, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაიდეალება ან ზოგადად მნიშვნელობის მინიჭება, მისით კვება ცუდია, რადგან ვისაც ანიჭებ მნიშვნელობას, მას რაღაც დონეზე ეჯაჭვები და ვისაც ემოციურად ეჯაჭვები მისგან ზიანდება კიდეც შენი ჯანრთელობა, იზღუდება სულიერი განვითარება და ყველანაირი წარმატება.. ის თუ წუხს, შენც წუხხარ, ის თუ რაღაცაზე ნერვიულობს, შენც ნერვიულობ. მას თუ პრობლემა აქვს, თვლი რომ მისი პრობლემა შენი პრობლემაა და ეს განა თაგრძნობაა, ესაა მისგან გადმოსული მისი ავადმყოფობების შეგრძნება და შენც ზიანდები.
ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობა, მეგობრობა ან სიყვარული. ჯანსაღია, როდესაც შენ ხარ თავად ჯანმრთელი, შეიძლება სხვისი მდგომარეობა იგრძნო, მაგრამ შენ თავზე არ გადაიტანო და ისე დაეხმარო მასაც განკურნებაში.
ერთხელ მასწავლებელს ვკითხე როცა მეგობრის ცუდად ყოფნას ვგრძნობ, მეც ძალიან განვიცდი და ეს სიყვარულია თუ რამე სხვათქო? მან მიპასუხა, „ნებისმიერ მწუხარება ეს ღმერთის არასწორედ გაგებაა და მეგობრის სიყვარული ის იქნება, როცა ხედავ მის წუხილს, მას შეიცნობ, სიღმეში ჩახვალ და სინათლეს ამოიტან და მას მისცემ“. ეს არის ნამდვილი ურთიერთობა და სიყვარული, სინათლის გადაცემა, ხოლო თავად მწუხარებაში ჩავარდნა, ეს არათუ მისი დახმრება, არამედ საკუთარი თავის დაზიანებაცაა.
ემოციური მიჯაჭვულობიდან იქმნება არხები. ასეთ არხს ვქმნით ჩვენ, ჩვენი წარმოდგენით უმეტეს შემთხვევაში გაუცნობიერებლად იმ ილუზიით ვიწყებთ, რომ ის ადამიანი ჩვენთვის აუცილებელია არსებობდეს. ვიღაცის გარეშე არსებობის წარმოუდგენლობა ეს ღმერთის უარყოფაა ჩვენში. მეორე მცნების დარღვევა.
ჩვენ არ ვართ მხოლოდ ფიზიკური მოსიარულე ხორცები და ძვლები, ჩვენ ვართ ფაქიზი, ბევრი თვალისთვის უხილავი სტრუქტურები, ჩვენივე ენერგოველით შემორტყმული, დაკავშირებული უხილავი არხებით ერთმანეთთან და კიდევ მრავალ რამესთან. არის სუფთა კავშირები და არის არააუცილებელი, ხელოვნურად შექმნილი ენერგეტიკული არხები, რაში ჩართულობაც სრულიად არაა აუცილებელი ჩვენთვის, პირიქით ხელს გვიშლის მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ.
მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება
მაშ, მიჯაჭვულობა არი,ს როდესაც გაქვს ილუზია, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. სულ ფიქრობ მიჯაჭვულობის საგანზე და გსურს ფლობდე. მიჯაჭვულობა ემართებათ მეგობრებს ერთმანეთზე, შეყვარებულებს, ოჯახის წევრებს და ეს სიყვარული გონიათ ხოლმე, ცალხმრივად ან ორმხრივადაც. თუმცა ამას სიყვარულთან არაფერი აქვს საერთო.სიყვარული თავისუფლება და ბედნიერებაა, მუდმივი ენერგიის მომცემი. ხოლო მიჯაჭვულობის გამო, განიცდი, გეშინია, იტანჯები და ენერგიას კარგავ. ამ პოსტს ჩემი გამოცდილებიდან ვწერ, ბევრჯერ გავთავისუფლდი მიჯაჭვულობებისგან და მინდა ვთქვა, რომ ეს მშვენიერი გამოცდილებაა. ამის გარეშე მე ახლა და აქ ბედნიერი ვერ ვიქნებოდი. სამყარო ზრუნავს თითეულ ადამიანზე და როდესაც ერთი ადამიანის მხრიდან მეორის მიმართ მიჯაჭვულობის დიდი საფრთხეა, თუ ამის გამო იკარგება ინდვიდუალური პიროვნება და თავის თავის განვითარებაზე მეტად სხვაზე ფიქრობს ეს უკვე ჯანმრთელობასაც აზიანებს. ამიტომ სამყარო აშორებს ასეთ ადამიანებს ერთმანეთს, მანამ სანამ არ გააცნობიერებენ რამხელა საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და სხვებსაც გარშემო მსგავსი აკვიატებით. სანამ სრულიად არ კონცენტრირდებიან საკუთარ მეში და სამყაროს ცენტრში და ჯანსაღ თავისუფალ ურთიერთობებს არ ისწავლიან.
განთავსუფლება ხდება ასე: ჯერ გიჭირს გაშვება რადგან შენი ცხოვრების ნაწილი გგონია, მერე სამყარო მინიშნებებს გაძლევს და გასწავლის რომ უკვე გაშვების დროა, მერე მაინც ებღაუჭები და იგონებ ათასს მიზეზს, ამას ტვინი აკეთებს, რადგან ტვინს დაჯერებული ქონდა იმ ადამიანის მნიშვნელოვნობა, მერე უშვებ და მერე შეიძლება ბევრი იტირო ან გეგონოს რომ რაღაც დაკარგე, თუმცა ეს ერთი ან ორი დღის მერე გაგიქრება, "გლოვის მდგომარეობა" და თავისუფლებას და უფრო მეტ ბედნიერებას იგრძნობ რადგან ილუზიაზე მიმართული ენერგია გინთავისუფლდება და მთლიანდები შენს თავში. და ყველაზე კარგი ისაა, თუ ის ადამიანი ვისზეც მიჯაჭვულობა გქონდათ ნამდვილად თქვენი ახლობელია ის არ დაიკარგება.
ავტორი: ანა თოფურიძე