უპირობო სიყვარული: PROS, CONS და ფსიქოტიპები

Admin
ფსიქოლოგია
0
0

სიყვარული ფასეულობათა განსჯის სისტემაა. ის ფაქტი, რომ გიყვარს მარწყვის ნაყინი იმაზე მიგვანიშნებ...

სიყვარული ფასეულობათა განსჯის სისტემაა. ის ფაქტი, რომ გიყვარს მარწყვის ნაყინი იმაზე მიგვანიშნებს, რომ შენ გამოარჩევ სხვა ნაყინებისგან და უპირატესობას ანიჭებ მას. ზუსტად ასევე, რაიმის ზიზღი და არმოწონება ნიშნავს ნეგატიურ დამოკიდებულებას და განზიდვას რაიმისგან.

ფასეულობათა განსჯის სისტემები დაფუძნებულია გარკვეულ პირობებზე და სტანდარტებზე. თუმცა, შეიძლება ადამიანები არ ვიყოთ დაინტერესებული ამ პირობებით. ძალიან ხშირად, ჩვენ განვსჯით და ვიღებთ გადაწყვეტილებებს სტანდარტების გაცნობიერების გარეშე. შეიძლება ერთი გასინჯვით “შეგვიყვარდეს” მარწყვის ნაყინი, თუმცა ზუსტად არ ვიცით რატომ და როგორ მივედით ამ გრძნობამდე.

თუ სიყვარული ფასეულობათა განსჯის სისტემაა და ფასეულობათა განსჯის სისტემები დაფუძნებულია კონკრეტულ პირობებზე, მაშინ ცნება “უპირობო სიყვარული” თითქმის ოქსიმორონულია, აბსურდულია და წარმოუდგენელი. სხვანაირად რომ ვთქვათ, შეიძლება სიყვარულს პირობის გარეშე ვუწოდოთ სიყვარული? მგონი, “უპირობო სიყვარული” სულ სხვა რამეა და ძალიან შორსაა უბრალოდ ლოგიკის და დედუქციის ჩარჩოებისგან.

როგორც ჩანს, “უპირობო სიყვარული” უფრო პრინციპია ვიდრე ღირებულების ხორცშესხმა. როგორც სიყვარულის სხვა სახეობები, ესეც ადამიანის გა-ცნობიერ-ებული გადაწყვეტილებაა მოეპყრას მეორე ადამიანს გარკვეული დამოკიდებულებით და განწყობილებით. ეს აქრობს ყველა ნეგატიურ წარმოდგენას უპირობო სიყვარულის ობიექტზე და დამოკიდებულებას სრულიად პოზიტიურს ხდის – ადამიანს სურს სიყვარულის ობიექტს თბილად და ნაზად მოექცეს. მიუხედავად იმისა, რომ უპირობო სიყვარული ცნობიერ გადაწყვეტილებადაა მიჩნეული, მაინც მოელიან რომ ის ყველა დაბრკოლებას და სიტუაციას გაუძლებს.

უპირობო სიყვარულის პოტენციური სარგებლიანობის შესახებ

უპირობო სიყვარულის ერთ-ერთი უპირველესი დადებითი მხარეა სიმყარე. თუ გვინდა სიყვარულის გაცემა და მიღება, რატომ არ უნდა გავხადოთ ის მარადიული? უპირობო სიყვარულზე მინდობა უადვილებს წყვილს ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი ერთად იყვნენ, მათ შორის იმ დროსაც კი თუ ვნება კარგახნის ჩამქრალია. რადგან უპირობო სიყვარული დროის ყველა გამოცდას უძლებს, ის სიყვარულის უფრო მომწიფებულ და ჩამოყალიბებულ ფორმადაა მიჩნეული.

უპირობო სიყვარული სასურველი იქნება ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც გრძნობებისა და ემოციების მაგივრად პრინციპებით ხელმძღვანელობენ. ასეთი ადამიანები (ხშირად სწორედ T ტიპები) ლიმიტირებულად წვდებიან საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს და ხშირად იყენებენ კოგნიტურ სტრატეგიებს საკუთარი დამოკიდებულებებისა და ქცევების გასაკონტროლებლად.

პერცეპტული (P) ფსიქოტიპებიც ბუნებრივად უფრო უპირობო სიყვარულისკენ არიან მიდრეკილი, J ფსიქოტიპებისგან განსხვავებით. იმის მაგივრად, რომ შეეცადონ J-ებივით გარემოებების (ან პარტნიორის) შეცვლას, ისინი უფრო თვით-ადაპტაციას მიმართავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი კრიტიკული სიტუაციების ისეთად გარდაქმნას ცდილობენ, რომ თავად ჰარმონიულად და უპრობლემოდ შეესაბამონ მათ. ამის გამო, უპირობო სიყვარულის ერთ-ერთ გამოხატულებად შეგვიძლია მივიჩნიოთ სწორედ თვით-ადაპტაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა რთული სიტუაცია ჰქონდეთ ურთიერთობაში, ინდივიდი ინარჩუნებს სასიყვარულო დამოკიდებულებას პარტნიორის მიმართ. T/P ფსიქოტიპები მიდრეკილი არიან ჯერ საკუთარ თავში ჩაიხედონ და ადაპტირდნენ, სანამ ვინმეს ან რამეს შეცვლიან.

უპირობო სიყვარულის პოტენციური ჩავარდნების შესახებ

თავიდან ვიკამათეთ უპირობო სიყვარულის ფასეულობათა განსჯის სისტემურობაზე – ანუ უპირობო სიყვარული უფრო განსჯის თავისდან აცილებაა (განსაკუთრებით უარყოფითი კუთხით) – რაც შინაგან წინააღმდეგობის ტოლფასია. F ადამიანები სულ სხვანაირად შეხედავდნენ სიყვარულის საკითხს.

F (განსაკუთრებით Fx დომინანტი IxFP, ExFJ) ფსიქოტიპებისთვის გრძნობები განსჯის უმნიშვნელოვანესი და უპირველესი, საკმაოდ საფუძვლიანი ფორმაა. ამიტომ, ეს ფსიქოტიპები უპირობო სიყვარულს ეჭვის ქვეშ დააყენებენ, იფიქრებენ, საერთოდ თუ არის ეს სიყვარულიო. ვერც იმას მიხვდებიან, როგორ უნდა უტოლდებოდეს პრინციპული სიყვარული ვნებიან სიყვარულს. როგორ შეიძლება ვნება და რომანტიკა არსებობდეს, თუ ურთიერთობა სიღრმისეულ გრძნობებზე არაა დაფუძნებული?

ფილერებს სანერვიულო მიეცემათ, რადგან, უპირობო სიყვარული მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციულია. თუ სიყვარული კონდიციების და წაყენებული პირობების გარეშე არსებობს, მაშ, რა მხდის განსაკუთრებულად ჩემი პარტნიორის თვალში? ჰომ შეიძლება მან ჩემნაირად სხვაც შეიყვაროს უპირობო სიყვარულით? ამის გამო, უპირობო სიყვარული არასანდო და უგულვებელყოფილია Fx დომინანტი ადამიანების მიერ.

P ფსიქოტიპებისგან განსხვავებით, J ფსიქოტიპები პრობლემის წარმოშპბისას ჯერ გარემოს ცვლიან, და შემდეგ საკუთარ თავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მათ რამე აწუხებთ, შენ ეს გეცოდინება. პრობლემების გადაჭრისკენ მოგიწოდებენ, ისინი უპირობო სიყვარულს ჩათვლიან უსარგებლოდ, რადგან ეს იგივე ურთიერთობის პრობლემების მიმართ გულგრილობად გადაითარგმნება მათთვის.

ზოგი ასევე იტყვის, რომ უპირობო სიყვარული ხელს უშლის ურთიერთობის ზრდასა და გაღრმავებას. როცა ორივე პარტნიორი თვით-ადაპტაციას აწვება (მაგ: ცდილობს უფრო შემწყნარებლები იყვნენ ერთმანეთის მიმართ), როგორ გაღრმავდება ურთიერთობა? უპირობო სიყვარულის მომხრე იკამათებს, რადგან უპირობო სიყვარული ზრდის შემწყნარებლობას ერთმანეთის მიმართ, ეს უფრო ზრდის სიყვარულის დონეს და პატივისცემას. შეიძლება ისინი უფრო ბედნიერები იყვნენ ურთიერთობაში, ვიდრე ვნებიანი და ქარიშხლიანი, გრძნობებითა და ემოციებით დახუნძლული ადამიანები.

მოკლედ, გამოიკვეთა პრობლემა – სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს ვნებასთან დაკავშირებით T-ებსა და F-ებში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ T-ებს არ შეუძლიათ სიყვარული და არც ვნება გააჩნიათ. არა. ზოგჯერ უფრო გატაცებულებიც არიან სიყვარულის ობიექტით, ვიდრე ფილერები. უბრალოდ, მათ უფრო უჭირთ ვნების გახანგძლივება ურთიერთობაში, მალევე უქრებათ, უჭირთ მონოგამურ ურთიერთობაში დარჩენა. ეს მათ უტოვებს სამ გზას 1) თავი აარიდონ ურთიერთობის გასერიოზულებას. 2) უარყონ ვნების აუცილებლობა ურთიერთობაში. 3) ეძიონ ვნების დამუშავების გზები. მესამე ყველაზე რთულია და მხოლოდ სერიოზული T თუ მივა დასკვნამდე, რომ ხანგძლივი ურთიერთობისთვის ვნება საჭიროა. პირველი გზა ძალიან ბევრი ფორმით გამოიხატება. საბოლოოდ კი, მეორე გზას ვინც ირჩევს, ის უფრო პრინციპული გამოჩნდება და “იფილოსოფოსებს” (მაგ: “სიყვარული გადაწყვეტილებაა” და ა.შ).

დასკვნა:

უპირობო სიყვარული, როგორც დავინახეთ, ნაკლებადაა ოაზისი ურთიერთობაში, განსაკუთრებით ზოგი ფსიქოტიპისთვის. რაღაც აქვს ამ უპირობო სიყვარულს, რაც ცივია და უკარება, ეს კი მიუღებელია F ფსიქოტიპებისთვის. თან ჰომ არსებობენ T-ები, რომლებიც უფრო ცოცხალ, მძაფრ ემოციებს ეძებენ ურთიერთობაში და მათთვისაც კი რთული შესაგუებელი იქნება უპირობო სიყვარული.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხოვრება ნაკლებადაა სავსე რადიკალიზმით, როგორც იუნგი იტყოდა, უნდა შეგვეძლოს “ოქროს შუალედის” გამოძებნა, რომელიც მოიცავს ცეკვას უპირობო და პირობით სიყვარულს შორის. ბოლოს და ბოლოს, სწორედ იქ იწყება სიყვარული, სადაც გრძნობა ერწყმის ლოგიკას და განსჯა პერცეფციას, ასე არაა?!

 ავტორი: კესო გაგოშიძე 

მსგავსი სტატიები

ცხოვრების 12 წესი


1. დადექი სწორად, მხრებით უკან. 2. მოეპყარი საკუთარ თავს ისე, რო...

მოფიქრალი და მამტკიცებელი


რობერტ ანტონ უილსონის წიგნიდან - "ცნობიერების ევოლუცია" მთარგმნე...

დეპრესია: გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა


მთარგმნელი: ირინე ჩუნთიშვილი წყარო დეპრესია, ანუ დიდი დეპრესიულ...

„შემკრები წერტილი“ თანამედროვე ფსიქოლოგიის ჭრილში


ავტორი: კონსტანტინ იაცკევიჩი წიგნის - „ჩანაწერები ქრისტიანული ფს...

იუნგის არქეტიპები და მეფე ლომი


ავტორი: ჯორდან პიტერსონი ტრანსკრიბცია ლექციიდან (მოკლე ვერსია) ორ...

როგორ იცვლება ქალის ტვინი მას შემდეგ, რაც დედა ხდება


მთარგმნელი: სოფია შანიძე წყარო სახლის მოწყობა, ახალშობილის დაბა...

დოფამინი და კორტიზოლი, როგორც მოტივატორები


ავტორი: ნანა აბესაძე (სტატია დაწერილია სხვადასხვა წყაროებზე დაყრ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff