ქალბატონი, რომელიც მთვარეზე ცხოვრობდა (ტრავმა და შიზოფრენია)

Admin
ფსიქოლოგია კარლ გუსტავ იუნგი
0
0

მთარგმნელი: თამარ მელიქიძე

წყარო

იუნგის არაცნობიერი ფანტაზიის რელიგიური განზომილების აღმოჩენა და მისი ტრავმასთან კავშირი ფსიქოანალიტიკური ისტორიის საინტერესო ნაწილია. იუნგი განსაკუთრებით დაინტერესდა ფანტაზიით, რომელსაც ერთი ტრავმირებული ქალი პაციენტი აცხადებდა მთელ დრამაზე, სადაც ის მთვარეზე ცხოვრობდა და ცდილობდა ბავშვების გადარჩენას ფრთიანი ვამპირისგან, რომელიც მიწას თავზარს სცემდა. იუნგმა სრულად განკურნა ეს პაციენტი ფსიქოზისგან და ეს განკურნება მისგან არქეტიპულ გარდაქმნას მოითხოვდა - მისი ეშმაკური დემონ-საყვარლის გამოსახულება, რომელიც მისი ზღაპრის მსგავსი ფანტაზიის მთავარი ფიგურა იყო. ამ ფიგურის პროექციისას იუნგმა ფსიქიკაში დაინახა გამომსყიდველი "განზრახვა", რომელიც არ ჯდებოდა ამგვარი მასალის ფროიდისეულ სექსუალურ სურვილებამდე ან სიზმრებამდე დაყვანაზე. 
      
ახალგაზრდა ქალი 17 წლის იყო, და კატატონიური იყო, როდესაც იუნგმა იგი პირველად ნახა. მას  მხოლოდ საბაზისო განათლება ჰქონდა, გაიზარდა ახლომდებარე პატარა ქალაქში და არც მითოლოგიური ცოდნის კვალი გააჩნდა. ორი წლით ადრე იგი მისმა უფროსმა ძმამ შეაცდინა, ექიმმა, და შემდგომში მასზე თანაკლასელმა იძალადა. ამ ტრავმულმა მოვლენებმა მისი ფსიქიკა ფრაგმენტული გახადა და იგი სრულ იზოლაციაში გაიყვანა - მას ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ დარაჯ ძაღლთან, რომელიც მეზობელ ოჯახს ეკუთვნოდა.

ძმამ, სასოწარკვეთილმა მიიყვანა იგი იუნგთან და მისცა მას კარტ-ბლანში, რომ ყველაფერი გაეკეთებინა, რაც ჰუმანურობის ფარგლებში იყო შესაძლებელი, რათა დახმარებოდა მას - თვითმკვლელობის აშკარა რისკის მიუხედავად. როცა  იუნგმა ნახა, ის სრულებით მუნჯი იყო, უარს ამბობდა საჭმელზე და ხმები ესმოდა. იუნგი აღწერს მის პირველ გამოჩენას:

ხელები ცივი და მოლურჯო ჰქონდა, მას სახეზე ჰქონდა ძლიერი ნადები და გაფართოებული მყიფე, მგძნობიარე თვალის გუგები. მე ის ახლოს მდებარე სანატორიუმში მოვათავსე და იქიდან ყოველდღე მოჰყავდათ ერთ საათიანი კონსულტაციისთვის. კვირეების ძალისხმევის შედეგად, მუდმივად განმეორებითი დინჯი შეკითხვებით, მე მივაღწიე იმას, რომ ყოველი სეანსის ბოლოს იგი რამოდენიმე სიტყვას ჩურჩულებდა. საუბრის დაწყებისთანავე მისი თვალის გუგები შეიკუმშა,  მწვავე ლაქები გაქრა, მალე ხელები გაუთბა და ნორმალური ფერი მიიღეს. დაბოლოს, მან დაიწყო - თავდაპირველად გაუთავებელი დაბლოკვით - საუბარი და მისი ფსიქოზის შინაარსის მოყოლა. მან ახლა გამანდო გრძელი და დაწვრილებითი მითი, მისი ცხოვრების აღწერა მთვარეზე, სადაც მან ქალი მხსნელის როლი შეასრულა მთვარის ხალხისთვის. მთვარის კლასიკური კავშირი "გიჟობასთან" (LUNACY) მისთვის ისეთივე უცნობი იყო, როგორც უამრავი სხვა მითოლოგიური მოტივი მის მოთხრობაში.

აი, ის ფანტაზიაც, რომელიც მან როგორც იქნა იუნგს გაანდო: 

„იგი მთვარეზე ცხოვრობდა. მთვარე, როგორც ჩანს, დასახლებული იყო, მაგრამ თავდაპირველად მას მხოლოდ კაცები დაუნახავს. მათ ერთხელ იგი თავისთან ერთად წაიყვანეს და შეიყვანეს ქვემთვარეულ საცხოვრებელ სახლში, სადაც მათი შვილები და ცოლები იმყოფებოდნენ.  მთვარის მაღალ მთებზე ვამპირი ცხოვრობდა, რომელიც იტაცებდა და კლავდა ქალებსა და ბავშვებს, ასე რომ, მთვარის ხალხს გადაშენება ემუქრებოდა. ეს იყო მოსახლეობის ქალური ნახევრის სუბ-მთვარის არსებობის მიზეზი.

ჩემმა პაციენტმა გადაწყვიტა მთვარის ხალხისთვის რამე გაეკეთებინა და ვამპირის განადგურება დაგეგმა. ხანგრძლივი მომზადების შემდეგ,ის  ვამპირს კოშკის ბაქანზე დაელოდა, რომელიც ამ მიზნით იყო აღმართული. რამდენიმე ღამის შემდეგ მან ბოლოს დაინახა, რომ ურჩხული შორიდან უახლოვდებოდა და დიდი შავი ჩიტივით მიემართებოდა მისკენ. მან აიღო გრძელი სამსხვერპლო დანა, კაბაში დამალა და ვამპირის მოსვლას დაელოდა. მოულოდნელად იგი მის წინ დადგა. მას რამდენიმე წყვილი ფრთა ჰქონდა, რასაც მისი სახე და მთელი სხეული ისე დაეფარა,რომ მან მისი ბუმბულის გარდა ვერაფერი დაინახა. გაოცებული ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო გაერკვია,  თუ როგორ გამოიყურებოდა ის სინამდვილეში. იგი მიუახლოვდა, დანას ხელი დაადო. მოულოდნელად ფრთები გაიხსნა და მის წინ არამიწიერი სილამაზის მამაკაცი იდგა.  

მან იგი ფრთიანი მკლავებით რკინის მოჭერით შემოიხვია, ისე რომ მან ვეღარ შეძლო დანის დაჭერა. ნებისმიერ შემთხვევაში, იგი იმდენად მოიხიბლა ვამპირის გარეგნობით, რომ დანის დარტყმას ვერ შეძლებდა. მან იგი ბაქანიდან წამოწია და მასთან ერთად გაფრინდა.

მას შემდეგ რაც იუნგს თავისი ისტორია უამბო, პაციენტმა შეძლო კვლავ ლაპარაკი ყოველგვარი დათრგუნვის გარეშე, მაგრამ ვინაიდან თავის საიდუმლოს უღალატა , მან უცებ გააცნობიერა, რომ მთვარეზე ვეღარ დაბრუნდებოდა, რის შედეგად იგი კვლავ ძალაუნებურად გაგიჟდა და ისევ საავადმყოფოში მოსათავსებელი გახდა. 

ორთვიანი ინტერვალის შემდეგ, შესაძლებელი გახდა მისი სანატორიუმში დაბრუნება და სეანსების განახლება.ნელ-ნელა, იუნგის თქმით, მან დაინახა, რომ დედამიწაზე ცხოვრება გარდაუვალი იყო. ”სასოწარკვეთილი, იგი იბრძოდა ამ დასკვნისა და მისი შედეგების წინააღმდეგ”, კიდევ ერთხელ დანებდა თავის დემონს და უკან სანატორიუმში გააგზავნეს. „რატომ უნდა დავბრუნდე დედამიწაზე, - უკვირდა მას - ეს სამყარო არ არის ლამაზი, მაგრამ მთვარე ლამაზია და იქ ცხოვრება თავისი არსით მდიდარია...“

მას შემდეგ რაც პაციენტი თავის ბედს დანებდა ამ სამყაროში საბოლოოდ დაბრუნებულიყო,  ასე ვთქვათ,  გახდა ექთანი სანატორიუმში და აღმოჩნდა, რომ ფარულად რევოლვერს დაატარებდა. 

ახალგაზრდა ექიმმა მასზე ზეწოლა სცადა და მან ესროლა. იუნგთან ბოლო ინტერვიუს დროს, დატენილი იარაღი გაუწოდა, და მისდა გასაოცრად უთხრა: „ გესროდი ჩემთვის რომ გეღალატა!“

მას შემდეგ, რაც სროლის შესახებ მღელვარება შემცირდა (ექიმი გადარჩა), ის დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, დაქორწინდა, რამდენიმე შვილი გააჩინა და ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იუნგს წერილობით ამცნობდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც კვლავაც შესანიშნავი იყო. 

    მთვარე-ქალბატონის გამომსყიდველ ფანტაზიაში იუნგი ფიქრობდა, რომ მან უფრო ღრმად გაიაზრა, თუ როგორ ცდილობს ფსიქიკა თავის განკურნებას აუტანელი ტრავმის შემდეგ. ნუთუ შესაძლებელია, ფიქრობდა იუნგი, რომ ეს მართლაც მითიური ისტორია შესაძლოა უბრალოდ შენიღბული სექსუალური ფანტაზია ყოფილიყო როგორც ფროიდი ფიქრობდა?  მაგალითად, შესაძლოა რომ ფრთიანი დემონის ბუმბულიანი სხეული მისი ძმის ანალოგი ყოფილიყო, რომლის შიშველი სხეული თავპირველად გამოეცხადა პაციენტს მისი დარღვევის გამო? თუ ეს ფიგურა თავისი "რიცხვითი" სიმძლავრით უფრო მეტს ემსახურებოდა? იქნებ ეს წარმოადგენდა პაციენტის თვითდახმარების სისტემის ნაწილს, რომელიც აქ სამაშველო ხასიათისა იყო - რომელმაც იგი მოაჯადოვა "სიგიჟის" სამყაროში ჩააფარა, რომ თავიდან დაეცვა განმეორებით დაზიანებისგან, ანუ იმისათვის, რომ იგი აღარასოდეს აღარავის ენდობოდეს?

ეს იყო იმგვარი სახის თელეოლოგიური ინტუიციები, რაც იუნგს ჰქონდა ამგვარი მასალის შესახებ. როგორც ჩანს, ფსიქიკა იყენებდა არაცნობიერის "ისტორიულ ფენებს", რათა ფორმა მიეცა ან "გამოეჩინა" სხვაგვარად აუტანელი ტანჯვა - ტანჯვა, რომელსაც გამოხატვა არ ჰქონდა მითოპეტური ფორმის გარდა.

იუნგის ინტუიციის სიბრძნე შეიძლება ოდნავ განსხვავებული კუთხით გავიგოთ, თუ გავითვალისწინებთ ხშირ ურთიერთობას რელიგიასა და ტრავმას შორის. წიგნში, სახელწოდებით „ღმერთი ტრავმაა“, გრეგ მოგენსონი აღნიშნავს საინტერესო მოსაზრებას, რომ ჩვენ ვცდილობთ განვიცადოთ და ავაწყოთ ტრავმული მოვლენები ისე, თითქოს ისინი ღვთიური იყოს და რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, ვინიკოტის ენის გამოსაყენებლად, რადგან ტრავმა არის მოვლენა, რომლის უზარმაზარი ტკივილი არ შეიძლება განცდილი იყოს ყოვლისშემძლეობის სფეროში. მორგენსონი ამბობს:

რის ოკუპაციასაც ვერ ვახერხებთ ფსიქოლოგიურად, ჩვენ რელიგიური პასუხებით ვპასუხობთ. მხოლოდ ღმერთი არ არის ამოუცნობი და წარმოუდგენელი: ეს არის ის, რომ ღმერთთან ყველაზე გულმოდგინედ მიღწევას ვცდილობთ მაშინ, როდესაც ფანტაზია გვღალატობს  ... დგომა იმ მოვლენის წინაშე, რომლის მიმართ მეტაფორები არ გაგვაჩნია, უფლის კარავში დგომაა. მიუხედავად ამისა, ამბობს მორგენსონი, სიმბოლური მეტაფორების ნელი განვითარება, როგორც ჩანს, მწვავე ტრავმის განკურნების ერთადერთი გზაა.

მძიმე მოვლენები, მოვლენები, რომელთა მონელებაც შეუძლებელია ჩვენს მიერ წარმოდგენილ ცხოვრებაში, იწვევს სულის თავის თავთან უკან მოქცევას, საკუთარ თავში "ინცესტის" ჩადენას და პირველადი პრინციპის ერეტიკურ რეჟიმებს დაბრუნებას. ისევე როგორც ჩაქრობის პროცესი, რომელიც ვერცხლს ხსნის ჭრილობას, ტრავმირებული ფანტაზია მუშაობს და ხელახლა მუშაობს მის მეტაფორებზე მანამ, სანამ მოვლენები, რომლებიც "გახვრეტილია", უფრო კეთილშობილად გამოიყურება. ტრავმირებული სული თეოლოგიზირების სულია.

 

მსგავსი სტატიები

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი II)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წეს...

საკუთარ თავზე შეყვარებული დემონები: მართალია, რომ ნარცისიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ?


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო უთუოდ გექნებათ გაგონილი, თითქოს...

ვიქტორ გულენკო - ექსტრავერსია, ინტროვერსია და ამბივერსია (ინტერვიუ)


ვიქტორ გულენკო - კლინიკური ფსიქოლოგი და სოციოლოგი, რომელმაც საფუძვე...

ცნობიერების რაობა და სტრუქტურა


რა არის ცნობიერება? ცნობიერების განსაზღვრება რთულია, რადგან ეს შ...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი III)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე შესავა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff