ავტორი: ნანა აბესაძე
როგორ აისახება მანიპულაცია ფიზიკურ ჯანმრთელობაზე?
არის ემოციები, რომლებიც არქაული წარმოშობისაა. ერთერთი მათგანი შიშია, რომელიც გადარჩენის ინსტინქტზეა დაფუძნებული. მინდა ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ და ხაზი გავუსვა შიშს და მასთან დაკავშირებულ ემოციურ და ფიზიოლოგიურ პროცესებს.
პირველყოფილ ადამიანს, როცა თავს ესხმოდა მტაცებელი ცხოველი, ამ დროს მის ორგანიზმში გამოიყოფოდა ჰორმონები - ადრენალინი და კორტიზოლი. ადრენალინი არის ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ რეაქციას სტრესზე და მოქმედებს (პირობითად) 10 წუთის მანძილზე. თუ ჩვენ ვერ დავწყნარდით და სტრესმა არ გაიარა, შემდეგ უკვე კორტიზოლი იწყებს "მუშაობას". ადრენალინი ძალაა, სიცოცხლეა და ეს რომ არა, კაცობრიობა დღემდე ვერ მოაღწევდა. თუმცა ზედმეტი ადრენალინი უკვე მთელ რიგ პრობლემებს ქმნის.
ახლა, ამ პანდემიისას ქრონიკულ სტრესში ვიმყოფებით ყველა. ამ დროს კი კორტიზოლი, ორგანიზმს "აიძულებს" გამოიყენოს ჩვენი ორგანიზმის მთლიანი რესურსი და ირთვება რიგი არასასურველი მექანიზმები და პროცესები, რაც ვლინდება სხვადასხვა (შეიძლება ითქვას ნებისმიერი) სიმპტომის სახით.
ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს გულის პათოლოგია, მაგრამ მიუხედავად ამისა, აწუხებს ტაქიკარდია (გულის რიტმის აჩქარება). გულის მუშაობისთვის აუცილებელია ადრენალინი, რომელსაც მშვიდ გარემოში, ორგანიზმი გამოყოფს ნორმირებულად და ადექვატურად, მაგრამ როცა ადამიანი იმყოფება გამუდმებული სტრესის ქვეშ, მისი ორგანიზმი ადრენალინს საჭიროზე მეტს გამოყოფს. ეს საჭიროზე მეტი ადრენალინი კი იწვევს ჩვენთვის ასე შემაწუხებელ ტაქიკარდიას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადრენალინთან ერთად ჩვენი ორგანიზმში ცირკულირებს კორტიზოლი და კიდევ, სხვა ჰორმონები, რომლებიც ზოგადად სტრესისას გამოიყოფიან, მაშინ ეს ტაქიკარდიაც და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები, შეგვიძლია "დავაბრალოთ" ამ ჰორმონებს.
ქვეცნობიერისთვისაც და ცნობიერისთვისაც, დღევანდელი და არამარტო დღევანდელი სტრესული გარემო იგივეა, რაც მტაცებელი ცხოველის თავდასხმა, რადგან ჩვენი ტვინი დიდად არ ასხვავებს, ვეფხვის ღრიალს და მაგალითად, ვინმესგან მოსმენილი ნეგატივით გამოწვეულ ემოციას. მისთვის სულერთია, ყველა შემთხვევაში ირთვება დაცვის მექანიზმი და ეს ჰორმონები იწყებენ მუშაობას. გამუდმებული სტრესის ქვეშ ცხოვრება, იგივეა, რომ მუდმივად მტაცებელს გაურბოდეს ადამიანი.
ჩვენ თუ საკუთარ თავს არ დავიცავთ ზედმეტი ნეგატივისგან, ამას სხვა ჩვენს მაგივრად ვერ იზამს და გამოდის რომ, ის რაც გვაწუხებს, სულ შეგვაწუხებს და უფრო მეტადაც. ამიტომ უნდა ვეცადოთ თავი დავიცვათ, ზედმეტი და სრულიად უსარგებლო ინფორმაციისგან, რომელსაც ავრცელებს მასმედია, სოცქსელი. ეს ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს აღქმაზე და იწვევს რიგ პათოლოგიურ ცვლილებებს, ფიზიკური ჯანმრთელობის კუთხით, ის ასევე ემსახურება ჩვენს ცნობიერზე ზემოქმედებას. იგივე მანიპულაციას. მანიპუცალიაზე ერთ-ერთ სტატიაში მოგახსენეთ და აქაც ვიტყვი, რომ ეს არის ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელიც გვაყენებს ფაქტების წინაშე, იმ ფაქტების, რომელთანაგაც, უნდა ავირჩიოთ, ცუდიდან ნაკლებად ცუდი და თან უნდა გვეგონოს რომ ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა. ჩნდება კითხვა, როგორ ხდება ეს? მანიპულატორებს აინტერესებთ ადამიანის ინტელექტუალური რესურსი, იმისათვის, რომ ის მიმართონ საკუთარი ინტერესების გასატარებლად. როგორ უნდა გვეგონოს სხვისი გადაწყვეტილება ჩვენი, საკუთარი? როცა არჩევანი არის ორ ცუდს შორის, ვირჩევთ ნაკლებად ცუდს. სწორედ ეს ნაკლებად ცუდი, არის მანიპულატორისთვის სასურველი. ის თუ როგორ ვირჩევთ იმას, რაც უნდა სხვას, ამის ერთერთი მიზანი ისაა, რომ სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობდეს. ამისათვის თანდათან ვიწროვდება არჩევანის დიაპაზონი. ამ დიაპაზონის შემცირებას, საკმაო დრო უნდა და ხდება მეთოდურად, მიზანმიმართულად. მაგალითისთვის, თვალი რომ გადავავლოთ გასულ ერთ წელს, მარტივად მივხვდებით ამას. შარშან, ადამიანისთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო ის, რაც დღეს ყოველდღიურობად იქცა. ზემოთ ავღნიშნე, თუ რა ემართება ადამიანს ფიზიკურ (ფიზიოლოგიურ) დონეზე. ამას დავუმატოთ გაცნობიერებული აზრები, რომლებიც ისე მოგვახვიეს თავს, რომ ჩვენი, საკუთარი გვგონია, შედეგი ერთ წელიწადში მიღებულია. თუმცა ეს შედეგი, არის პატარა ნაწილი იმ დიდი შედეგისა, რისთვისაც მანიპულატორი ირჯება.
ადამიანი, რომელიც ფიზიკურად არის ცუდად და ეს ეხება მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტს, ადამიანი რომელიც ცენრტირებულია სუბიექტურ, შემაწუხებელ შეგრძნებებზე და ერთ სული აქვს, როდის გაივლის ეს, მასზე ზემოქმედება ძალიან მარტივია. როცა ანახებ „წამალს“ და ეტყვი, რომ ამ ყველაფერს ეს უშველის, ის მაშინვე დათანხმდება ამ წამლის მიღებაზე. ვიღაც დაინტერესდება, რატომ? რა აზრი აქვს ამას? აზრი იმაშია, რომ ფიზიკურ გადარჩენაზე ორიენტირებული ადამიანი, სულ მცირეზეც თანახმაა. მცირეზე თანახმა ადამიანი, რომელსაც წაერთვა არჩევანისა და აზროვნების უფლება, იაფი მუშახელია დამქირავებლისთვის. იხდის ნაკლებს და მას რჩება მეტი. იმის გათვალისწინებით, რომ ქართველებს გვაქვს კერპების, ბელადების მოთხოვნილება, ჩვენით მანიპულირება, დიდი სირთულე არ არის პროფესიონალი მანიპულატორისთვის, ან მანიპულატორთა ჯგუფისთვის. ეკონომიური სარგებლის გარდა, უამრავი რამ სურთ მიიღონ ადამიანთა მასისგან. მაგალითად, მედიცინა და არამარტო, ვითარდებოდა ასეთი ადამიანებისგან შემდგარი მასის რესურსის გამოყენებით. რატომ ვახსენე მანიპულაციის ფიქიკურ ჯანმრთელობაზე ზემოქმედება? დღეს, უამრავი, ადამიანისთვის უსარგებლო ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული კვლევა ტარდება. ამით ვიღაც მდიდრდება, ვიღაც პრაქტიკულ გამოცდილებას ღებულობს, და ა. შ. მასას იგივე ბრბოს მართავს ინსტინქტი. ძირითადი ინსტინქტებს შორის მნიშვნელოვანია სიცოცხლის ინსტინქტი. ისეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რა მდგომარეობაშიც დღეს არის უმეტესობა, აღარ სვამს ბევრ შეკითხვას, რადგან მას ორი ცუდიდან ერთის არჩევა უწევს. მითუმეტეს, რომ კერპები, ლიდერები ამისაკენ ღიად კი არ მოუწოდებენ, არამედ „არჩევანის“ უფლებას უტოვებენ. ადამიანები კი „ირჩევენ“, რადგან სიცოცხლის, გადარჩენის ინსტინქტი ერთერთი ის ინსტინქტია, რამაც კაცობრიობა დღემდე მოიყვანა.