ცნობიერების რაობა და სტრუქტურა

Admin
ფსიქოლოგია
0
0

რა არის ცნობიერება? ცნობიერების განსაზღვრება რთულია, რადგან ეს შინაგანი თვისებაა. შეუძლებელია ...

cnobiereba

რა არის ცნობიერება?

ცნობიერების განსაზღვრება რთულია, რადგან ეს შინაგანი თვისებაა. შეუძლებელია ასევე მისი არსებობის განსაზღვრა სხვა ადამიანში. ცნობიერების თანმყოფობის აღმოჩენა მხოლოდ საკუთარ თავში შეიძლება. ამასთან, ცნობიერება - სულაც არაა მუდმივი თანმყოფობა. იგი ციმციმებს: ჩნდება, ქრება, ჩნდება, ქრება...

როგორც წესი, ადამიანები გაუცნობიერებელ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათი ყურადღება გაფანტულია, და ბოლომდე აიგივებენ თავს რაღაც პროცესთან, ემოციასთან ან ფიქრთან. როდესაც ცნობიერებას უბრუნდება, მხოლოდ მაშინ აღმოაჩენს ხოლმე ადამიანი მის არარსებობას. ასე, ავტომატზე ატარებს ბევრი მთელ თავის ცხოვრებას: უბრალოდ მექანიკურად ასრულებს თავის სამუშაოს და გაფუჭებული რადიომიმღებივით თავში ყოველ შემთხვევით შემოფრენილ აზრს ატრიალებს.

ცნობიერება საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ რაღაცეებთან თვით-გაიგივება მოიხსნას. გაცნობიერებულ მდგომარეობაში მას შეუძლია, რომ თითქოს გვერდიდან დააკვირდეს ყველაფერს, იმას, რაც მის შიგნით და მის გარეთ - გარესამყაროში ხდება. სხვა სიტყვებით, ცნობიერება - ესაა შინაგანი დამკვირვებელი, რომელსაც ახსოვს თავისი თანმყოფობა.

იყო გაცნობიერებული - ნიშნავს შეიგრძნო დამკვირვებლის თანმყოფობა, გახსოვდეს საკუთარი არსებობა. მას, ვინც გაცნობიერებულ მდგომარეობაშია, შეუძლია დამკვირვებლის თვალით დააფიქსიროს თავისი აზრების, ემოციების და შეგრძნებების მდინარება და არ ჩაერთოს ეგოს ემოციურ-ლოგიკურ თამაშებში.

სულიერი ტრადიციები გვასწავლიან, თუ როგორ უნდა ვმართოთ ჩვენი ცნობიერება: შევინარჩუნოთ მასზე ჩვენი ყურადღება, ვცვალოთ მისი მდგომარეობა, ვიმოქმედოთ მისი მეშვეობით გარესამყაროზე. ნებისმიერ მაგიურ პრაქტიკაში ცნობიერება - ეს ოპერატორის მთავარი ინსტრუმენტია. კონცენტრაციიის, ნებისა და განზრახვის მეშვეობით მაგი მართავს სტიქიებს, და ააქტიურებს მისთვის საჭირო პროგრამებს.

ცნობიერების არსი და სტრუქტურა

როდესაც საუბრობენ ცნობიერების ცნებაზე ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, როგორც წესი გულისხმობენ ინდივიდის მიერ საკუთარი ქცევის კონტროლის უნარს. ანუ ცნობიერად შეიძლება ჩაითვალოს ქმედება, რომელიც ინსტინქტებისა და რეფლექსების ფარგლებს მიღმა გადის. მაგალითად, სანამ ადამიანი ქმედებას გააკეთებს, იგი ამ ქმედების ანალიზს ახდენს და საკუთარი რწმენების, რაციონალურობისა და მიზან-შეწონილობის ფილტრში ატარებს.

ცნობიერების არსი მდგომარეობს უნარში - მივიღოთ ინფორმაცია გარესამყაროდან, გავაცნობიეროთ იგი და ავსახოთ ჩვენს შიგნით ხატ-სახეებად. ცნობიერების სტრუქტურა მრავალგანზომილებიანია, ამიტომ ხატ-სახეები, რომლებიც მასში ფორმირდება, ასევე მრავალგანზომილებიანია. ანუ, როდესაც გარესამყაროს ობიექტებს აკვირდება, ცნობიერება არა მხოლოდ ობიექტის ფორმას აღიქვამს, არამედ ემოციებსაც (სასიამოვნოს ან უსიამოვნოს) განიცდის მის მიმართ, მიდის გონებრივ წიაღ-სვლებამდე და მოვლენის საერთო პრინციპებს აცნობიერებს.

ცნობიერების მეშვეობით ჩვენ ასევე ვაფორმირებთ მსოფლმხედველობას, რომელიც სამყაროსადმი ჩვენს დამოკიდებულებას და მასთან ურთიერთობის ხასიათს განსაზღვრავს.

ცნობიერების მნიშვნელოვანი თვისებაა მეხსიერება - ადრე მიღებული ინფორმაციის შენახვისა და რეპროდუქციის უნარი. მეხსიერების გარეშე ცნობიერება ვერ შექმნიდა იდეებს და ხატ-სახეებს, და ვერ აღწერდა ობიექტურ რეალობას.

ცნობიერების სტრუქტურა

ცნობიერების მუშაობა მიმართულია გარესამყაროს შეცნობაზე და შემოსული ინფორმაციის დამუშავებაზე. ეს ორი პროცესი საშუალებას აძლევს ცნობიერებას, რომ სამყაროს საკუთარი სურათი და მის ამა თუ იმ ასპექტთან საკუთარი დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს. იმისთვის, რომ შეძლოს რაიმეზე მთლიანი და სრული გაგების ჩამოყალიბება, ცნობიერება უნდა ფლობდეს მრავალგანზომილებიან სტრუქტურას, რომელიც შეიცავს აღქმისა და ანლიზის ინსტრუმენტებს, ზემოქმედებისა და თვითგამოხატვის ბერკეტებს.

ცნობიერების სტრუქტურაში პირობითად ხუთ სფეროს გამოყოფენ:

- ინტელექტი, რომლის ბირთვსაც ცოდნა წარმოადგენს;

- მოტივაცია, რომლის საფუძველიც შინაგანი იდეალისკენ - მიზნისკენ - სწრაფვაა;

- ნება - ფსიქიკური ძალისხმევის უნარი მიზსნის მისაღწევად;

- ემოციები ან განცდები - სუბიექტური დამოკიდებულებები ობიექტური სამყაროს მიმართ;

- თვითცნობიერება ანუ თვითგაიგივება;

ცნობიერების მუშაობა. პროცესი და პრინციპი

ადამიანის ცნობიერების სტრუქტურა ვლინდება გარესამყაროს (გარემოს) შეცნობის პროცესში. როდესაც გარემოდან ცნობიერებაში აღწევს, ინფორმაცია ჩვენში ემოციებს და განცდებს იწვევს, და ჩვენ ვახდენთ ჩვენი პირადი, ემოციურად ავსებული დამოკიდებულებების ფორმირებას რეალობის კონკრეტული ასპექტის მიმართ. ემოციები ნიადაგი ხდებიან იმისთვის, რომ სასიამოვნო განცდების ხელმეორედ გამეორება მოგვინდეს, ან პირიქით - არ განმეორდეს ის, რაც ჩვენთვის უსიამოვნო იყო.

ემოციებისა და სურვილების უმეტესობის ბუნება - ესაა ინსტინქტები, რომლებიც ქვეცნობიერში დევს და საშუალებას აძლევს მთელ ბუნებას, რომ კონკრეტულ გარემოში გადარჩეს.

მაგალითად, თითქმის ყველა ერთხელ პირველად სინჯავს შოკოლადს. შოკოლადის გემო, როგორც წესი, მოსწონს ადამიანს, და მას უჩნდება სურვილი, რომ ეს სასიამოვნო შეგრძნება კვლავ განმეორდეს. თუ რამე მწარეს გავსინჯავთ, სავარაუდოდ გაგვიჩნდება სურვილი, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს.

ამასთან, სურვილი შეიძლება მხოლოდ სურვილად დარჩეს, თუკი მასში რეალიზაციისთვის საჭირო საკმარისი მოტივაცია არაა. ასეთ მოტივაციად შეიძლება მწვავე საჭიროება იქცეს.

მაგალითად, აბორიგენს, რომელიც ტროპიკულ კლიმატში ცხოვრობს და მიჩვეულია, რომ მხოლოდ წელზე შემოსახვევი ატაროს, შესაძლოა გაუჩნდეს ტანსაცმლის ტარების სურვილი, თუკი მას აჩვენებენ და მის პრაქტიკულ სარგებლობას აუხსნიან. მაგრამ მისი მოტივაცია, რომ მიიღოს ეს ტანსაცმელი, რბილ კლიმატურ პირობებში გაცილებით უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ცივ კლიმატში მცხოვრები ადამიანის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის მოტივაცია საკმარისია, მისი სურვილი შეიძლება მიზნად იქცეს, და ნებელობითი ძალისხმევების მეშვეობით ეს მიზანი შესაძლლოა მიღწეულ იქნეს.

ცნობიერების სტრუქტურის განუყოფელ ელემენტს, რომელიც საშუალებას იძლევა გავაანალიზოთ შემოსული ინფორმაცია და მოვარგოთ ჩვენში უკვე არსებულ სამყაროს სურათთან, ინტელექტი წარმოადგენს. ინტელექტის მეშვეობით ჩვენ მოვიპოვებთ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მომავალში გამოგვადგება დასახული მიზნების მისაღწევად.

თვითცნობიერება - ესაა ცნობიერების სტრუქტურის ის ელემენტი, რომელიც ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს. თვითცნობიერება შემეცნების ვექტორს საკუტარი თავის შიგნით მიმართავს. იღებს რა ინფორმაციას გარედან, ადამიანი აკეთებს დასკვნებს გარესამყაროში საკუთარი ადგილის, თავისი თვისებებისა და უნარების შესახებ. ჩნდება ცნობიერების თვითგაიგივება საკუთარი «მე»-ს რომელიმე ელემენტთან. ნებისმიერი დახასიათება, რომელსაც საკუტარ თავს მისცემთ - ეს თვითგაიგივებაა. მაგალითად: „მშობელი“, „ეკონომისტი“ ან „ბედნიერი ადამიანი“.

გაცნობიერება

ადამიანის ცნობიერების განსაკუთრებულ თავისებურებას სხვა ცნობილ ბიოლოგიურ სახეობებთან შედარებით წარმოადგენს მისი შესაძლებლობა - გააცნობიეროს საკუთარი თავის გაცნობიერების უნარი. მაგრამ ვერც ყველა ადამიანი და ვერც ყოველთვის ვერ აცნობიერებს. გაცნობიერების მომენტი - ესაა მომენტი, როცა «მე» იხსენებს, თუ ვინაა იგი.

ეზოთერიკოსები ამ მდგომარეობას «მე ვარ»-ს უწოდებენ. ამ მდგომარეობაში ადამიანის ცნობიერება არ აიგივებს თავს არცერთ თავის ნაწილთან, არამედ მხოლოდ აკვირდება თავისივე თანმყოფობას.

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო 

უფრო დეტალურად ცნობიერების თემაზე იხ. სტატიაში: ცნობიერების ტიპები

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

როგორია CT-ს მეთოდოლოგია?


  მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო: cognitivetype.com ...

ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზი: წინაპირობები და საბაზო იდეები 5 წუთში.


მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო ადამიანის ფსიქიკას დიდი ხანია სწ...

რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი?


მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო რამდენად თანდაყოლილია ფსიქოტიპი...

რა არის ტიპოლოგია?


  ავტორი: კესო გაგოშიძე ყველა ჩვენგანის აზროვნებას/კოგნიცი...

ნეიროქიმიური აღმოჩენები და კოგნიტური ფუნქციები


მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო რამდენად რეალურია კოგნიტური ფუნქც...

ემოციური მიჯაჭვულობა


ემოციური მიჯაჭვულობა გვაქვს ყველას მიმართ, მშობლის, მეგობრის, შეყვა...

რაიხის “კუნთოვანი ჯავშანი” და “ორგონული ენერგია”


 ავტორი: მამუკა გურული   „ნებისმიერი სერიოზული კონფლი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff