თავიდან დაბადება (სუნთქვის ტექნიკა)

Admin
პრაქტიკები და მედიტაციები ფსიქოლოგია
0
0

სელ რეიჩელის წიგნიდან
 
მთარგმნელი: მამუკა გურული
 
თავიდან დაბადება, ანუ რებეფინგი (Rebirthing) - ესაა თვითგანვითარების მარტივი, მაგრამ მძლავრი მეთოდი, როელსაც იოგები ათასობით წლები აპრაქტიკებდნენ. 1974 წელს ლეონარდ ორრმა შეიმუშავა სუნთქვის გადაბმული რიტმი, რომელიც ხშირად რთავდა მოგონებებს დაბადებაზე ან ადრეულ ბავშვობაზე. აქედანაა მისი სახელწოდება - რებეფინგი. რამდენიმე წლის შემდეგ ჯიმ ლეონარდმა გააუმჯობესა ტექნიკა და დაარქვა მას „დასრულებული სუნთქვა“, უფრო მოგვიანებით კი „გამოცოცხლება“.
 
რებეფინგით დაკავებულია ასობით ათასი ადამიანი, როგორც წესი პირად სეანსზე, გამოცდილ ინსტრუქტორთან ერთად, ჯგუფებში ან მარტო, საკუთარი რისკებით და პასუხისმგებლობით. სარგებელი, რომელიც ამ ტექნიკას მოაქვს, გულისხმობს „ენერგიების მოძრაობას“ (ანუ ენერგეტიკულ პატერნებს სხეულში), შეგრძნებების უპირობო მიღებას, იმუნური სისტემის გაძლიერებას, სხეულისა და გონების გაწმენდას ჟანგბადის უკეთესი ცირკულაციის მეშვეობით, და სხეულის, გონებისა და სულის გამთლიანებას. 
 
რა არის ინტეგრაცია და რა იწვევს მას? 
 
ადამიანების უმეტესობისთვის, დაბადება ძალზე ტრავმული მოვლენაა. უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილები ძალზე მგრძნობიარენი არიან მშობლების, ნათესავების, ექიმების, ექთნების და იმ სხვა ადამიანების აზრებისა და გრძნობების მიმართ, რომლებიც მშობიარობას ესწრებიან. გარდა ამისა, ჩვეულებრივ, სამშობიარო სახლებში კაშკაშა ნათურისგან, დედისგან მოწყვეტისგან და ჭიპლარის გადაჭრისგან მიღებული შოკის გამო პირველ რამდენიმე ჩასუნთქვას სიკვდილთან ახლოს მყოფ გამოცდილებას ჰგავს. შედეგად, ამ ტრავმული მოვლენების ჩახშობის შემდეგ ბევრი ადამიანი „იკეტება“. დაბადების გამოცდილებამ შეიძლება გამოიწვიოს არაჯანსაღი რწმენა-წარმოდგენები ცხოვრებაში ზოგადად. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ მშობლებს ბიჭი უნდოდათ, და გოგო დაიბადა, ან დედას ძალიან ტკიოდა მშობიარობის დროს, ან მშობლებს შორის ურთიერთობა ძალზე დაძაბული იყო, ან ისინი თვლიდნენ, რომ ახალი ბავშვი ფინანსურ ტვირთად დააწვებოდათ და ა.შ. თქვენ გაგიჩნდებოდათ რწმენა, რომ „სამყარო ის ადგილია, სადაც სიყვარული არაა“, „მე არავის არ ვუნდოდი“, „ცხოვრება - ბრძოლაა“, „მე ვერასოდეს მივიღებ საკმარისად (სიყვარულს, ფულს და ა.შ.)“. ეს ყველაფერი ბევრ შიშს და დათრგუნვას წარმოშობს. შიში სუნთქვას თრგუნავს. შემდეგ ჯერზე, როცა შიშს იგრძნობთ, დააკვირდით იმას, რომ სუნთქვა ზედაპირული და არასტაბილური ხდება. სრული და თავისუფალი სუნთქვა შიშს გამოათავისუფლებს, რომელიც კვლევების თანახმად მართლაც გროვდება სხეულის უჯრედებსა და ქსოვილებში მრავალი წილის განმავლობაში. 
 
ცნობიერი სუნთქვა მტკივნეული არ უნდა იყოს. ტკივილი სასიცოცხლო ენერგიის ნაკადისადმი წინააღმდეგობით იქმნება. თუკი ტკივილის შეგრძნებაზე განსჯის გარეშე ვფოკუსირდებით და აღარ ვეწინააღმდეგებით, იგი აღიქმება უბრალოდ, როგორც ძალიან ინტენსიური ენერგია. მენტალური შემადგენელის გადანაცვლებით, ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ იგი, როგორც სასიამოვნო და გამაძლიერებელი. 
 
5 ელემენტი
 
ჩემი მიდგომა რებეფინგისადმი - ესაა ლეონარდ ორრის მიერ შემოთავაზებული საბაზისო მეთოდის შეთანხმება ინტეგრაციის პროცესთან, რომელიც ჯიმ ლეონარდმა შეიმუშავა. აი, ის ხუთი ელემენტი, რომელიც ჯიმის რებეფინგს შეადგენს. 
 
1. „გადაბმული სუნთქვა“ - ესაა სრული, თავისუფალი, მოდუნებული და ცოტათი აჩქარებული სუნთქვა ჩასუნთქვებსა და ამოსუნთქვებს შორის შუალედების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის პაუზა არ უნდა იყოს - ჩასუნთქვა ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა ამოსუნთქვა და ა.შ. შიშზე ბაზირებული სუნთქვა როგორც წესი ზედაპირული და არასტაბილურია, და გრძელი პაუზა ახლავს ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის. მე რბილად მივმართავ სუნთქვას გადაბმულ რიტმზე და ვახსენებ, რომ ეს რიტმი მთელი სეანსის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს. 
 
2. ღრმა მოდუნება. სეანსის დროს ადამიანი ხშირად გრძნობს სხეულში ჩხვლეტას და ელექტრო-დენის მაგვარ შეგრძნებას. სეანსის გაგრძელებასთან ერთად სხეულში მეტი სასიცოცხლო ენერგია (პრანა) შედის. ჩხვლეტა - ესაა სხეულის წინაამდეგობა ენერგიის მომატებული ნაკადისადმი. თუკი ადამიანი დუნდება, წინააღმდეგობა მცირდება და სხეული უფრო მარტივად ადაპტირდება. 
 
3. დეტალების გაცნობიერება. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვთრგუნავდით და განვსჯიდით უსიამოვნო შეგრძნებებს. რებეფინგში ჩვენ ხელს ვუწყობთ გაჩენილი შეგრძნებების შესწავლას, როგორც მეცნიერი იკვლევს რაღაც მოვლენას. მაგრამ გონების ანალიტიკური უნარის გამოყენების ნაცვლად, ჩვენ სუნთქვას ვაძლევთ მუშაობის საშუალებას. მე ხშირად ვთხოვ კლიენტებს, რომ სხეულის იმ ნაწილში ისუნთქონ, რომელიც დისკომფორტს ან ტკივილს განიცდის. სწორედ ესაა სხეულიდან ჩაპრესილი სტრესების მოშორების მეთოდი. ჩაპრესილი შეგრძნებები თითქოს გალიაში „იკეტებიან“, რებეფინგის პროცესი კი გალიებს „ათავისუფლებს.“
 
4. ექსტაზთან გაერთიანება. ჯიმ ლეონარდი ამ ელემენტს განსაზღვრავდა, როგორც მიმდინარე მოვლენების პოზიტიურ კონტექსტში გადატანის უნარს. იგი შეიძლება ექსტატიურ ნეტარებად იქცეს. ერთადერთი, რაც გაერთიანების მისაღწევადაა საჭირო, - ესაა ყოველი გამოცდილების მოლოდინების გარეშე მიღება. ძალზე მნიშვნელოვანია არ განსაჯოთ თქვენი გამოცდილება. ზოგიერთი კლიენტი მეუბნებოდა, რომ მთელი საათი სუნთქავდნენ და „არაფერი“ არ მოხდა. სეანსის შემდეგ ხშირად ვთხოვ კლიენტებს, რომ სარკეში ჩაიხედონ. მაშინაც კი, თუ „არაფერი“ არ მოხდა, ვიღაც 10 წლით უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდა და ბრწყინავდა. 
 
5. აკეთეთ ყველაფერი, რაც გსურთ. ეს ელემენტი მათთვის იქნა მოგონილი, ვინც მეტისმეტად სერიოზულია და ღელავს იმაზე, რომ ყველაფერი სწორად გააკეთოს. მნიშვნელოვანია, მსუბუქად იგრძნოთ თავი, შეასრულოთ ხუთი ელემენტი და მიენდოთ პროცესს. თუკი ყურადღება გეფანტებათ და გადაბმულად სუნთქვა გავიწყდებათ, ყველაფერი რიგზეა. მე რბილად დაგაბრუნებთ პროცესში.
 
როგორ მიმდინარეობს ინდივიდუალური სეანსი?
 
სუნთქვის სეანსზე ადამიანი გადის ციკლს, რომლის შედეგადაც შიში და დათრგუნული ემოციები ინტეგრირდება, ადამიანი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს და იღებს სხეულს, ემოციებს და სიცოცხლეს მთლიანობაში. ეს შეიძლება მოხდეს უეცრად და დრამატულად, უფრო თანმიმდევრული პროცესი კი რამდენიმე სეანსზე იწელება. ზოგი მეუბნება, რომ დაბადება და ადრეული ბავშვობა გაიხსენა. სხვები აღწევენ მდგომარეობას, როცა სუნთქვა მსუბუქი და ბუნებრივი ხდება, მიდის დაძაბულობა და სხეულებრივი შეგრძნებები. სწორედ ესაა ინტეგრაციის მომენტი. 
 
ჩვეულებრივ, „ინტეგრაციის ციკლის“ დასრულებისთვის ერთი საათია საჭირო. როცა ციკლი დასრულებულია, სხეული დუნდება, სუნთქვა მსუბუქი და ძალდაუტანებელი ხდება. პირველი რამდენიმე სეანსი მშრალ მიწაზე, ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში ხორციელდება. მოგვიანებით სეანსი შეიძლება თბილ წყალშიც ჩატარდეს. რებეფინგი თბილ წყალში ბევრად უფრო ინტენსიურია, ვიდრე მშრალ მიწაზე. 
 
რებეფინგის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ გაეცნოთ ჯიმ ლეონარდისა და ფილ ლოტის წიგნს - „რებეფინგი - მეცნიერება ცხოვრებაში ყველაფრით ტკბობის შესახებ“(Rebirthing: The Science of Enjoying All of Your Life). 
 
 

მსგავსი სტატიები

პირველი მანდალა - სხეულში გამოღვიძება (ახალი ჯგუფი)


მეგობრებო, ჩვენი აუდიტორიის თხოვნით კვლავ გთავაზობთ მაგმას ...

დამიწება


 (ალექსანდრ ლოუენის ბიოენერგეტიკული სავარჯიშო) ეს პრაქტიკა ძა...

რბილი მზერა


ავტორი: მამუკა გურული "რბილი მზერა", ანუ იგივე "რბილი ...

ოქროსფერი სინათლის მედიტაცია


ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი" ოქროსფერი სინათლის მე...

შავი ხვრელის მედიტაცია


ავტორი: მამუკა გურული მედიტაცია კეთდება დღეში ორჯერ: დილით 30-40 წ...

მაგმას 2020 წლის პირველი ონლაინ პრაქტიკუმი - „1 გრადუსი“ (განახლებული)


მაგმას 2020 წლის პირველი ონლაინ პრაქტიკუმი - „1 გრადუსი“ (განახლებუ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff