ავტორი: შორენა შონე
ინტერვიუ ქალბატონ შორენასთან იხილეთ ამ ლინკზე.
* სავარძელში მოხერხებულად მოთავსდი.
* ტერფები (ფეხსაცმლის გარეშე) იატაკზე სწორად გედგას.
* მარცხენა ხელი მუცელზე, ჭიპის ქვემოთ დაიდე და პირიდან სამჯერ ღრმად
ამოისუნთქე (ჩაისუნთქე ცხვირით).
* სამჯერ მარცხენა ხელისგულში ჩაისუნთქე: ჰაერი შეისუნთქე ცხვირით და ჭიპის
ქვემოთ მოთავსებულ ხელისგულით შეიგრძენი ჩასუნთქული ნაკადი.
* წარმოიდგინე: მუცლის ღრუში ხის ფესვები როგორ გეზრდება (მოუხმე ფანტაზიას ან
წარმოიდგინე ნანახი ფესვები).
* საშუალება მიეცი ფესვებს შენს მუცელში გაიზარდნონ, გაფართოვდნენ, უფრო მეტი
ადგილი დაიკავონ, ორგანოებს შეეზარდონ.
* ფესვები აგრძელებენ ზრდას შენს თეძოებში, სექსუალურ ორგანოებში, საჯდომში,
ბარძაყებში, მუხლების გავლით წვივებში, კოჭების გავლით ტერფებს გაავსებენ.
* წარმოდგენით გახსენი ფეხის გულები და მიეცი საშუალება ფესვებს ზრდა მიწაში
განაგრძონ.
* შენი ფესვები გაივლიან შავი მიწის შრეს, თანდათან უფრო იშლებიან,
ფართოვდებიან, იტოტებიან, გაივლიან თიხის წითელ შრეს, კიდევ მეტად იზდებიან არა
მხოლოდ ვერტიკალურად, არამედ ჰორიზონტალურადაც; გაივლიან ქვიშას, კლდეებს
და ჩაეშვებიან წყალში.
* ამოისუნთქე პირიდან და თქვი (გულში ან ხმამაღლა): „ყველაფერს, რაც აღარ
მჭირდება, ვემშვიდობები. ვემშვიდობები ჩემს დაღლილობას, ვემშვიდობები ჩემს
საფიქრალს, ვემშვიდობები ჩემს საწუხარს, ვემშვიდობები ჩემს სადარდებელს,
ვემშვიდობები ჩემს შიშს, ვემშვიდობები ჩემს ცუდ აზრებს, ვემშვიდობები ჩემს...(რაც
აღარ გსურს).“
* თითოეული დამშვიდობებისას გაისუნთქე პირიდან და შენი წარმოგენის საშულებით,
რასაც ემშვიდობები, ფესვების გავლით გაუშვი წყალში, ზღვაში, ოკეანეში.
* შენი ფესვები აგრძელბენ ზრდას, გაივლიან წყლის ფსკერს და ჩადიან დედამიწის
გულში.
* დედამიწის გული შეიძლება იყოს ყველა ფერის, გარდა შავის. თუ დედამიწის გულს
დაინახავ შავ ფერად, შეწყვიტე მედიტაცია, გაახილე თვალები, ჩაისუნთქ-ამოისუნთქე
რამდენჯერმე, დაამთქნარე, კარგად გიზმორე, გაიარ-გამოიარე, წყალი დალიე და
მედიტაცია თავიდან დაიწყე.
* თუ დედამიწის გული არ არის შავი ფერის, მიეცი შენს ფესვებს საშუალება მიწის
გულში ჩაიზარდონ, მიწის გულს შეუერთდნენ, შეეზარდონ.
* ასე რჩებიან ფესვები მთელი დღის მანძილზე მიწის გულში ჩაზრდილები. ამას ჰქვია
დამიწება.
* შემდეგ იწყებ დაცვის გაკეთებას: გაეხვიე ნათლის ბადეში (როგორც აბრეშუმის ჭიის
ჭუპრი); ჩაჯექი ნათლის კვერცხში; ეს ნათლის კვერცხი შემდეგ გარედან მთლიანად
შესარკე, სარკის პირით გარეთ, რათა ყველაფერი, რაც შენთვის ცუდია, სარკემ აირეკლოს.
* ასევე გაახვიე შენი გულის ჩაკრა (იგი გულის ფიცრის ზუსტად შუაშია, ძუძუებს
შორის) ნათლის ბადეში, ჩასვი ნათლის კვერცხში და ნათლის კვერცხი გარედან
მთლიანად შესარკე, სარკის პირით გარეთ.
* შემდეგ გახსენი შენი ორგანო გული და გაანათე იგი მზესავით ყველა მიმართულებით:
წინ - მკერდიდან, უკან - ზურგიდან, გვერდებიდან.
* შემდეგ იწყებ საკუთარი თავის დალოცვას: "მე ვლოცავ ჩემს გულს, მე ვლოცავ ჩემს
სხეულს, მე ვლოცავ ჩემს სიცოცხლეს, მე ვლოცავ ჩემს გამოცდილებებს, მე ვლოცავ
ჩემს...(რაც გსურს იმას)".
* შემდეგ მოუხმე უფალს, მფარველ ანგელოზს ან წმინდანებს და ძალებს, რომელთაც
შენი ლოცვებიდან იცნობ და სთხოვე დაცვა და მფარველობა.
ეს მედიტაცია კეთდება დღეში მინიმუმ 2-ჯერ, დილით – სახლიდან გასვლამდე და
საღამოს - ძილის წინ.