მაგმას 2020 წლის პირველი ონლაინ პრაქტიკუმი - „1 გრადუსი“ (განახლებული)

Admin
პრაქტიკები და მედიტაციები
0
0

მაგმას 2020 წლის პირველი ონლაინ პრაქტიკუმი - „1 გრადუსი“ (განახლებული) წამყვანი: მამუკა გურული ...

1111111112

მაგმას 2020 წლის პირველი ონლაინ პრაქტიკუმი - „1 გრადუსი“ (განახლებული)

წამყვანი: მამუკა გურული

ხანგრძლივობა: 21 დღე

დასაწყისი: 9 თებერვალი

პროგრამაში შედის: 4 თეორიული ლექცია, ყოველდღიული ერთობლივი მართული მედიტაციები - დილით და ღამით (შეგეძლებათ აირჩიოთ, რომელს დაესწროთ). ასევე სხვა ყოველდღიური ან ერთჯერადი დავალებები... ამ პრაქტიკუმში ძველი პრაქტიკუმები (0 და 1 გრადუსები) გაერთიანებულია.

რას მოგიტანთ ეს პრაქტიკუმი?

ესაა ბაზა, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი სისტემის პრაქტიკების დასაწყებად. შეუძლებელია დააპრაქტიკო „რეალობის ტრანსერფინგი“, ჯო დისპენზა, იოგას სხვადასხვა მაღალი საფეხურები, თუკი არ გაქვს საბაზისო თეორიული და პრაქტიკული „სქილები“:

ელემენტარული „განზრახვის ძალა“;

„თავისუფალი ენერგია“;

კონცენტრაციის უნარი;

„აქ-და-ახლა“ ყოფნის უნარი;

სხეულისგან, ემოციებისგან და გონებისგან დისტანცირების უნარები (მინიმალური მაინც)...

ამიტომ ეს პრაქტიკუმი იქნება პირველი გრადუსი, პირველი საფეხური, პირველი დონე რომელსაც ძალიან საფუძვლიანად გაიმყარებ (თუკი პროგრამის 70%-ს მაინც შეასრულებ)...

განსხვავებით წინა პრაქტიკუმებისგან, აქ უკვე დავამატე ყოველდღიური ჯგუფური მედიტაციები, მედიტაციების დასრულებისას თავის კითხვა-პასუხის რეჟიმით (ონლაინ). ანუ 10 დღე დილაობით და 10 დღე საღამოობით (მონაცვლეობით) ჩავერთვები ონლაინ და გავაკეთებთ მართულ მედიტაციას (რამდენიმე ვარიანტს).

პრაქტიკუმისთვის შეიქმნება ცალკე ფეისბუქ-ჯგუფი, რომელშიც ყოველდღიურად განვიხილავთ გარკვეულ თემას და შეგეძლებათ გაგვიზიაროთ საკუთარი გამოცდილებები, ასევე დასვათ კითხვები...

მეტი მოტივაციისთვის, მას, ვინც ყველაზე მეტ დილის მედიტაციას დაესწრება (ონლაინ), ვაჩუქებ ოშოს ძენ-ტაროს (ორიგინალ, ინგლისურ ვერსიას (გახსნილია, მაგრამ სრულიად ახალი)). თუ გამარჯვებული ერთზე მეტი იქნება, მაშინ ამ ტაროსვე მეშვეობით გავათამაშებ და თვითონ აირჩევს კარტი. 

OshoZen 1024x732

ამ პრაქტიკუმში ერთად მოვუყრით თავს იმ საბაზისო თეორიულ ცოდნას, რომელიც ისედაც დევს ჩვენს ვებ-გვერდზე, მაგრამ როგორც წესი ერთიანობაში ამ ინფორმაციის გაგება უჭირთ ხოლმე.

ამ პრაქტიკუმის გავლის შემდეგ უფრო გაგიადვილდებათ მაგმას იმ მასალების გაგება, რომლებიც ყოველდღიურად ემატება.

მოკლედ, საიდან დავიწყოო, რომ კითხულობთ ხოლმე, ზუსტად აქედან უნდა დაიწყოთ! 

რაც მთავარია, შემოსული თანხის ნახევარი მოხმარდება ვებ-გვერდის განვითარებას, წიგნების თარგმნას და ა.შ. პრაქტიკუმის გავლით დაეხმარებით როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებსაც. 

ფასები:

სტანდარტული ფასი: 250 ლარი

უმუშევრებისთვის და სტუდენტებისთვის: 200 ლარი

მაგმას აქტიური მხარდამჭერებისთვის (ვინც მინიმუმ 5 სტატია გვითარგმნა ან მინიმუმ 100 ლარი ჩაგვირიცხა) – 150 ლარი

მათთვის, ვინც რომელიმე წინა პრაქტიკუმი გაიარა - 150 ლარი

ამ პრაქტიკუმის გავლის შემდეგ ჩემს სხვა პრაქტიკუმებზე ისარგებლებთ ფასდაკლებით.

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ. 

დეტალური ინფორმაციისთვის მომწერეთ პმ ჩემს პირად გვერდზე: Mamuka Guruli

შთაბეჭდილებებს წინა პრაქტიკუმებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ამ პოსტის კომენტარებში...

 

მსგავსი სტატიები

იშა-კრია


იშა კრია - სადჰგურუს მედიტაცია წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული ი...

„ხუთი ტიბეტელი“ - გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშების კომპლექსი


 ავტორი: ლი ლა  ხუთი ტიბეტელის ვარჯიშების კვლევას მივყავ...

დამიწების მედიტაცია


ინტერვიუ ქალბატონ შორენასთან

გადახედვა (სტალკინგის პრაქტიკა)


 ავტორი: მამუკა გურული გადახედვის პრაქტიკა ინდიელების მაგიურ ...

რბილი მზერა


ავტორი: მამუკა გურული "რბილი მზერა", ანუ იგივე "რბილი ...

8 რამ, რაც დილის 8-მდე უნდა გააკეთოთ


მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე წყარო დილით, ბევრ ჩვენგანს, ისიც კი ა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff