MAGMA-მ დაიწყო ონლაინ პრაქტიკუმების სერია.
ფორმატი ასეთია: შედგება ფეისბუქ-ჯგუფი, რომელშიც მოცემული იქნება პროგრამა თავისი ყოველდღიური დავალებებით.
იქნება საშუალოდ 4 ლაივ-ჩართვა (კვირაში ერთხელ), რომლებშიც გავარჩევთ სხვადასხვა საკითხებს, და ვუპასუხებთ კითხვებზე. ჩანაწერები შეინახება და შეგეძლებათ მოგვიანებითაც ნახოთ. პრაქტიკუმში მონაწილეობა შეგიძლიათ ნებისმიერი ქვეყნიდან.
პრაქტიკუმი გაგრძელდება საშუალოდ 21 დღე (გააჩნია გრადუსს).
პრაქტიკუმები დაყოფილია სირთულის და თემატიკის მიხედვით. ყველაზე საბაზისო და საწყისი პრაქტიკუმი - ესაა 0 °C. შემდეგ 1°C და ა.შ.
გრადუსები პირობითად აღნიშნავენ ადამიანში გაცნობიერებულობის დონეს.
ყოველი ახალი გრადუსი მოიცავს ახალ თემებს, რომელთაგანაც ზოგიერთი შესაძლოა საერთოდ არ იყოს წინა გრადუსის გაგრძელება.
გრადუსების მოკლე აღწერა:
0°C-ის მთავარი ამოცანაა ადამიანის მიერ საკუთარი მექანიკურობის რეალური (პრაქტიკების შედეგად დანახული) გაცნობიერება.
1°C-ზე მექანიკურობის ყინული გადნობას იწყებს. მთავარი აფირმაცია - "მე ვარ". მთავარი არკანი - "მაგი". ძირითადი მიმართულება - "იანური" (მამრობითი ენერგია) (ნებისმიერი გრადუსი განკუთვნილია ორივე სქესისთვის). ძირითადი ძალა - მზე.
2°C-ზე ხდება მეტი მუშაობა შეგრძნებებზე და მიმღებლობაზე. მთავარი აფირმაცია - "მე ვგრძნობ". მთავარი არკანი - "ქურუმი ქალი". ძირითადი მიმართულება - "ინური" (მდედრობითი საწყისი). ძირითადი ძალა - მთვარე.
სხვა გრადუსების აღწერა ჯერ-ჯერობით საიდუმლოა...
ვის შეუძლია პრაქტიკუმში მონაწილეობის მიღება?
ყველას, ვინც თვლის, რომ უნდა შეცვალოს საკუთარი თავი და საკუთარი ცხოვრება.
ყველას, ვისაც სურს საკუთარი თავის და სამყაროს შემეცნება.
ყველას, ვისაც სურს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვა.
ყველას, ვისაც სურს საკუთარი პიროვნული ღერძის ჩამოყალიბება.
ყველას, ვისაც სურს გაიგოს რაღაც ახალი, არსობრივი და საინტერესო...
პრაქტიკუმების სერიაში ვიყენებთ შემდეგ სისტემებს (რომლებსაც შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზეც გაეცნოთ):
ფსიქოლოგია (სხვადასხვა მიმართულებებით)
და საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ სხვა სისტემებსაც...
MAGMA-ს პრაქტიკუმებში განვითარება ხდება ეტაპობრივად, სასურველია (თუმცა ყოველთვის აუცილებელი არაა) ყოველი წინა გრადუსის გავლა შემდეგ გრადუსზე გადასასვლელად.
თუ რეალურად აცნობიერებთ თქვენს მექანიკურობას, შეგიძლიათ დაიწყოთ 1 გრადუსიდანაც. 0 გრადუსის ძალიან მოკლედ და სწრაფად გასავლელად საკმარისია წაიკითხოთ და დააპრაქტიკოთ საწყისი თავები პიოტრ უსპენსკის წიგნიდა - "მეოთხე გზა".
ნებისმიერი გრადუსის პროდუქტიულად გავლის შედეგად, თქვენში:
1. გაიზრდება გაცნობიერებულობის დონე;
2. გაიზრდება ენერგია (ენერგიის გამტარობა);
3. გაიზრდება შემეცნების დონე გარკვეულ არსობრივ საკითხებში (MAGMA-ს დევიზი არსობრივი შემეცნებაა).
4. უფრო მეტად ჩამოყალიბდება თქვენი პიროვნული ღერძი;
5. თანდათან გაცნობიერდება სტრესები, და დაიწყება მათგან განთავისუფლება;
6. გაიზრდება თქვენში მიზნების დასახვას და მიღწევის უნარი;
7. გაიზრდება თქვენი ცოდნა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში;
8. დაეუფლებით მედიტაციის ხელოვნებას;
9. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს;
10. წვლილს შეიტანთ MAGMA-ს განვითარებაში (შემოსული თანხიდან გარკვეული წილი სწორედ ვებ-გვერდის განვითარებას ხმარდება);
და რა თქმა უნდა, გელით სხვა მრავალი სიურპრიზი, რომლებსაც წინასწარ ვერასოდეს განსაზღვრავთ...
ფასი:
ახლებისთვის - 90 ლარი (სტუდენტებისთვის 70 ლარი);
მათთვის, ვინც წინა რომელიმე გრადუსი გაიარა - 60 ლარი.
(მაღალ გრადუსებზე ფასი შესაძლოა გაიზარდოს, ფორმატიდან და მასალის მოცულობიდან გამომდინარე).
მომდევნო პრაქტიკუმები დაიწყება სექტემბრიდან
ჯგუფების წევრების რაოდენობა შეზღუდულია.
პრაქტიკუმის წამყვანი - მამუკა გურული
ჩაწერისთვის და უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომწერეთ პმ.
მათი შეფასებები, ვინც 0 გრადუსი გაიარა, იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში.