„ხუთი ტიბეტელი“ - გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშების კომპლექსი

Admin
პრაქტიკები და მედიტაციები
0
0

 ავტორი: ლი ლა  ხუთი ტიბეტელის ვარჯიშების კვლევას მივყავართ ინგლისელი კოლონიალისტის, პ...

tibetan feature

 ავტორი: ლი ლა

 ხუთი ტიბეტელის ვარჯიშების კვლევას მივყავართ ინგლისელი კოლონიალისტის, პიტერ კელდერის, ისტორიებამდე, რომელიც ტიბეტში მოხვდა და ბერებთან ერთად საკმაოდ დიდხანს მოუწია ცხოვრება. იგი გააოცა ამ ადამიანების ახალგაზრდულმა მჩქეფარე ენერგიამ და ჯანმრთელობამ, რომლითაც მათი სხეულები ვიბრირებდა და გადაწყვიტა გაეგო რა ცოდნა იდგა ამ ყველაფრის მიღმა.

 შედეგად პიტერმა 1939 წელს გამოსცა წიგნი ,,საიდუმლოების თვალი’’, რომლითაც მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა ხუთი ტიბეტელის სპეციალური ტექნიკები და უძველესი ცოდნა, რომლებსაც ავტორის გადმოცემით ბერები იყენებდნენ ენერგიის დასაბალანსებლად და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.

 ვარჯიშების ამ სისტემას უკავშირებენ ტიბეტურ იოგას, რომელიც ძირითად აქცენტს აკეთებს მოძრაობაზე, განსხვავებით ინდური იოგასგან, რომელიც უფრო მეტად სტატიკურია.

 ხუთი ტიბეტელის ვარჯები აგებულია იმ შეხედულებაზე, რომ ადამიანის სხეულში არსებობს 7 ენერგეტიკული ბორბალი, რომელთა მუშაობაზეც დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობა. ასაკის მატებასთან ერთად ბორბლების მუშაობა ფერხდება და სხეულიც ვერ ფუნქციონირებს გამართულად, ეს იწვევს სიბერეს და სხვადასხვა ავადმყოფობას. ხუთი ტიბეტელის ვარჯიშის შესრულების შემდეგ ენერგეტიკული ცენტრების ნორმალური ფუნქციები აღდგება და სხეულიც დაბალანსდება. საბოლოოდ თქვენ იგრძნობთ, როგორ ახალგაზრდავდებით და როგორ იბრუნებთ ჯანმრთელობას.

 ხუთი ტიბეტელის სავარჯიშოები შედგება 21 მოძრაობისგან, რომელიც გაერთიანებულია 5 სრულ და მარტივად შესასრულებელ სავარჯიშოში. 21 მოძრაობის მთლიანად შესრულებას დაახლოებით 2 საათი დასჭირდებოდა დღეში, ბერებს რომ ისინი რამდენიმე ვარჯიშში არ გაეერთიანებინათ და ერთი სისტემა არ შეექმნათ. 5 ტიბეტელის ვარჯიშების სისტემის ჩამოყალიბებამ შესაძლებელი გახადა საჭირო მოძრაობების შესრულების დრო 20 წუთამდე შემცირებულიყო. ეს არამხოლოდ ტიბეტელი ბერებისთვის იყო მეტად მოსახერხებელი 2500 წლის წინათ, არამედ იდეალურია თანამედროვე ადამიანისთვისაც, რომელსაც საკმაოდ გადატვირთული დღის რეჟიმის გამო შეიძლება უჭირდეს დიდი დროის გამოყოფა სხვადასხვა სისტემით ვარჯიშისათვის.

 რეკომენდაციები:

 თუ შეძლებთ, რომ ამ ვარჯიშების შესრულებისთვის ყოველ დღე ერთი და იგივე დროითი მონაკვეთი აიღოთ იდეალური იქნება. უმჯიბესია სავრჯიშოები შესრულდეს დილით, გაღვიძებისთანავე. კარგია სრული ციკლის შესრულება დღეში სამჯერ, მაგრამ თუ ამის საშუალება არ გაქვთ, გააკეთეთ მინიმუმ ერთი ციკლი ყოველ დღე.

საბოლოოდ, რეკომენდირებულია დღეში 21-ჯერ გაიმეოროთ თითოეული სავარჯიშო, მაგრამ ამ მიზანთან თანდათანობით უნდა მიხვიდეთ:

პირველ კვირას თითოეული სავარჯიშო სრულდება 3-ჯერ გამეორებით. 

მეორე კვირას - 5 ჯერ გამეორებით.

მესამე კვირას თითოეულ ვარჯიშს ვიმეორეთ 7-ჯერ.

მეოთხე კვირას 9-ჯერ და ა.შ

მეათე კვირას უკვე 21 ჯერ ვიმეორებთ თითოეულ სავარჯიშოს და შემდეგ ყოველ დღე ვაკეთებთ იგივეს.

 21 გამეორებაზე მეტი თითოეულ სავარჯიშოზე არ არის რეკომენდირებული.

 როგორ სრულდება 5 ტიბეტელის ვარჯიშები:

 პირველი ვარჯიში:

1

დადექით ისე, რომ ხერხემალი სწორად გქონდეთ, მიადგით ფეხები. ხელები გაშალეთ ჰორიზონტალურად იატაკის მიმართ, ხელის გულებით ქვევით და დაიწყეთ ტრიალი საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით. სავარჯიშოს დაწყებამდე თვალებით დააფიქსირეთ ერთი წერტილი და ეცადეთ მას უყუროთ ყოველი მობრუნების შემდეგ - ეს მობრუნებების თვლას გაგიადვილებთ. შემდეგ ხელები მკერდის წინ შეაერთეთ ხელისგულებით და კონცენტრირდით ცერა თითებზე. ეცადეთ, რომ ტრიალი იყოს რაც შეიძლება სწრაფი.

სუნთქვა: ისუნთქეთ ღრმად მთელი პროცესის განმავლობაში

მეორე ვარჯიში:

2

დაწექით ზურგზე, ხელები დადეთ სხეულის პარალელურად. ფეხის წვერები მიმართეთ შიგნით. შესუნთქვასთან ერთად აწიეთ ფეხები და თავი ერთდროულად. ეცადეთ ფეხები რაც შეიძლბა ვერტიკალურად გამართოთ. ამოსუნთქვაზე დადეთ თავი და ფეხები ერთდორულად. დასრულებისას მოადუნეთ სხეული და ღრმად ისუნთქეთ.

მესამე ვარჯიში:

3

დადექით მუხლებზე, ხელები დაიდეთ უკან, ბარძაყის კუნთებზე. ბოლომდე ამოისუნთქეთ და ამასთან ერთად თავი გადახარეთ წინ გულ-მკერდის არისკენ. ჩასუნთქვასთან ერთად ნელ-ნელა გადახარეთ თავი უკან და გადაიხარეთ წელის არეშიც, ბარძაყები მთელი პროცესის განმავლობაში იატაკის მიმართ ვერტიკალურად უნდა დარჩეს.

მეოთხე ვარჯიში:

4

დაჯექით იატაკზე, გაასწორეთ ხერხემალი, ფეხები გაშალეთ და დაალაგეთ მხრების სიგანეზე. ნელა დახარეთ თავი გულ-მკერდის არისკენ. ჩასუნთქვასთან ერთად მოხარეთ ფეხები და ტანით აიწიეთ ზემოთ იატაკის პარალელურად, თავი უკან გადახარეთ. ცოტა ხნით შეიკავეთ სუნთქვა, შემდეგ კი ამოსუნთქვასთან ერთად დაუბრუნდით საწყის პოზიციას. (ისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად)

 მეხუთე ვარჯიში:

5

დაწექით იატაკზე მუცლით, ხელის მტევნები დაიდეთ მხრებთან ახლოს, ფეხები გაშალეთ მხრების სიგანაზე. ჩასუნთქვასთან ერთად აიწიეთ ხელებზე და რაც შეიძლება ჩაზნიქეთ ხერხემალი, თავი უკან გადაწიეთ. ამოსუნთქვაზე გაასწორეთ ტორსი ისე, რომ იგი ჰორიზონტალურად გაუსწორდეს ხელებს, არ მოხაროთ ფეხები, სხეულმა უნდა მიიღოს ამობრუნებული ლათინური ,,V’’ ასოს ფორმა.

შედეგები:

მას შემდეგ რაც ხუთი ტიბეტელის სავარჯიშოები მთელს მსოფლიოში გავრცელდა, იგი უამრავმა ადამიანმა გამოსცადა. ზოგიერთი ამბობს, რომ ამ სავარჯიშოებმა არამხოლოდ ჯანმრთელობა და ენერგიულობა აგრძნობინეს მათ, არამედ გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან, კანი დაუმშვიდდათ, ფრჩხილები გაუმაგრდათ, თმები კი უფრო მოცულობითი გაუხდათ. არიან ისეთებიც ვინც ამბობს, რომ ასე კარგად წლებია არ უგრძვნიათ თავი. ზოგიერთს მოუწესრიგდა ძილი, მოუგვარდა ხერხემლის პრობლემები და შეუმსუბუქდა კუნთების ტკივილები. ეს მცირე ჩამონათვალია იმ ბენეფიტებისა, რომლებსაც ადამიანები 5 ტიბეტელის ვარჯიშების პრაქტიკის შემდეგ იღებენ, ამიტომ თუ ენერგეტიკული ცენტრების დაბალანსება გჭირდებათ, უენერგიობას განიცდით, ან უბრალოდ ახალგაზრდული შეგრძნებების დაბრუნება გსურთ, ეს ის სისტემაა, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ და გახადოთ თქვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი.

ვიდეო თვალსაჩინოებისთვის:

მსგავსი სტატიები

სავარჯიშოების კომპლექსი თვალების სეგმენტის კუნთოვანი ჯავშნის მოსახსნელად


ავტორი: მამუკა გურული იმისთვის, რომ გაერკვეთ, თუ რას ნიშნავს კუნთო...

დამიწების მედიტაცია


ინტერვიუ ქალბატონ შორენასთან

მაგმას ონლაინ პრაქტიკუმების სერია


MAGMA-მ დაიწყო ონლაინ პრაქტიკუმების სერია. ფორმატი ასეთია: შედგება...

8 რამ, რაც დილის 8-მდე უნდა გააკეთოთ


მთარგმნელი: გვანცა მოდებაძე წყარო დილით, ბევრ ჩვენგანს, ისიც კი ა...

იშა-კრია


იშა კრია - სადჰგურუს მედიტაცია წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული ი...

მაგმას 2020 წლის პირველი ონლაინ პრაქტიკუმი - „1 გრადუსი“ (განახლებული)


მაგმას 2020 წლის პირველი ონლაინ პრაქტიკუმი - „1 გრადუსი“ (განახლებუ...

შავი ხვრელის მედიტაცია


ავტორი: მამუკა გურული მედიტაცია კეთდება დღეში ორჯერ: დილით 30-40 წ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff