ოშოს - კუნდალინი მედიტაცია

Admin
პრაქტიკები და მედიტაციები ოშო
0
0

ამ მედიტაციის გაკეთება უკეთესია მზის ჩასვლისას, ან დღის მეორე ნახევარში. დაფერთხვასა და ცეკვაში სრული ჩაძირვა დაგეხმარებათ, რომ გაალღოთ თქვენი ქვისმაგვარი ფორმა, რომელშიც ენერგიის ნაკადი დაითრგუნა ან დაიბლოკა. მაშინ ეს ენერგია დინებას, ცეკვას და ტრანსფორმირებას დაიწყებს ნეტარებად და სიხარულად. ბოლო ორი სტადია ეხმარება მთელს ამ ენერგიას, რომ ვერტიკალურად იდინოს, ზემოთ, დუმილისკენ იმოძრაოს. 

ესაა ძალიან ეფექტური საშუალება მოდუნებისთვის და დღის ბოლოს ყველაფრის გაშვებისთვის. 

ინსტრუქცია:

მედიტაცია 1 საათი გრძელდება და ოთხი სტადიისგან შედგება. მედიტაცია სრულდება, როცა სამჯერ გაიგებთ გონგის ხმას. 

პირველი სტადია (15 წუთი): მოდუნდით და მთელს სხეულს მიეცით საშუალება, რომ დაიფერთხოს, იკანკალოს. შეიგრძენით, როგორ აღიმართება ენერგია თქვენი ტერფებიდან ზემოთ. გაუშვით საკუთარი თავი და ბოლომდე გახდით კანკალი. თვალები შეგიძლიათ დახუჭული ან გახელილი გქონდეთ.

მეორე სტადია (15 წუთი): იცეკვეთ ისე, როგორც გრძნობთ, და მიეცით საშალება მთელს სხეულს - ისე იმოძრაოს, როგორც სურს. თვალები შეგიძლიათ გახელილი ან დახუჭული გქონდეთ. 

მესამე სტადია (15 წუთი): დახუჭეთ თვალები და იყავით სიმშვიდეში. ფეხზე მდგომი ან დამჯდარი - იყავით დამკვირვებელი იმ ყველაფრის, რაც თქვენს შიგნით და თქვენს გარეთ ხდება. 

მეოთხე სტადია (15 წუთი): ისე, რომ არ გაახილოთ თვალები, დაწექით და იყავით სიმშვიდეში. მოადუნეთ მთელი სხეული და დააკვირდით.

ვიდეო ინსტრუქცია

ფონური მუსიკა კუნდალინი მედიტაციისთვის

მსგავსი სტატიები

პირველი მანდალა - სხეულში გამოღვიძება (ახალი ჯგუფი)


მეგობრებო, ჩვენი აუდიტორიის თხოვნით კვლავ გთავაზობთ მაგმას ...

გადახედვა (სტალკინგის პრაქტიკა)


 ავტორი: მამუკა გურული გადახედვის პრაქტიკა ინდიელების მაგიურ ...

დამიწების მედიტაცია


ინტერვიუ ქალბატონ შორენასთან

მაგმას 2020 წლის პირველი ონლაინ პრაქტიკუმი - „1 გრადუსი“ (განახლებული)


მაგმას 2020 წლის პირველი ონლაინ პრაქტიკუმი - „1 გრადუსი“ (განახლებუ...

ოქროსფერი სინათლის მედიტაცია


ოშოს წიგნიდან - "ნარინჯისფერი წიგნი" ოქროსფერი სინათლის მე...

„ხუთი ტიბეტელი“ - გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშების კომპლექსი


 ავტორი: ლი ლა  ხუთი ტიბეტელის ვარჯიშების კვლევას მივყავ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff