ინდუქცია

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ავტორი: ნანა აბესაძე ერთერთ სტატიაში, მანიპულაციაზე ვისაუბრე. ცოტა, ინდუცირებაზეც მინდა ვთქვა....

induction

ავტორი: ნანა აბესაძე

ერთერთ სტატიაში, მანიპულაციაზე ვისაუბრე. ცოტა, ინდუცირებაზეც მინდა ვთქვა.

რა არის ინდუცირება? [(ლათ. inductio აგზნება, გამოწვევა, ) - სხვადასხვა გარეშე და შინაგანი ფაქტორების ხელოვნური ზემოქმედებით განპირობებული ცვლილებები)]

ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ მასის ნაწილს და, ან უნებურად, ან გააზრებულად თავს გვახვევენ თავიანთი მოსაზრებს, ინდუქტორებად გვევლინებიან. [ინდუქტორი
L. inductor - "ამგზნები", "აღმძვრელი"]

ესენი არიან ის ინდივიდები, რომლებსაც აქვთ უამრავი კომპლექსი, რომლებმაც მათში გამოიწვიეს პასიური აგრესია (იხ. სტატია აგრესიაზე) და ცდილობენ თავიანთი არარეალიზებული სურვილების პროექციას. (ეს, ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია).

პროექცია

პროექცია (projection ლათ. – გარეთ გადატანა) – არის ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც მიეკუთვნება თავდაცვით მექანიზმებს. იგი გულისხმობს საკუთარი აზრების, ემოციების, მოთხოვნილებების, მდგომარეობის გადატანას, ანუ მიკუთვნებულობას სხვა ადამიანზე ან საგანზე.]

ახლა წარმოვიდგინოთ ბევრი „ინდუქტორი“ ბრბოში. რასაკვირველია, გამომდინარე იქიდან, რომ მას (ბრბოს) ინსტინქტი მართავს (ინდივიდისგან განსხვავებით) მისი ინდუცირება მარტივია.

როდესაც საქმე გვაქვს, ადამიანიებით, მასებით მანიპულირებასთან, აქ ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ინდუცირებაა. ვინაიდან ბრბოს არ გააჩნია ცნობიერი და მართულია ინსტინქტებით, მისი ინდუცირება სირთულეს არ წარმოადგენს. მარტივ მაგალითს მოვიყვან. გამუდმებით რომ გვეძახონ, შარავანდედი გადგასო, აუცილებდად დავეჭვდებით და სარკეში ჩავიხედავთ. მითუმეტეს, როდესაც ყველას, ჩვენს გარშემო რაღაცის ჯერა, უფრო მეტიც დარწმუნებულია იმ რაღაცაში, ჩვენც ეჭვი გაგვიჩნდება, იქნებ მართლა ასეა? ეს ბუნებრივიცაა.

და როდესაც ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, მოქცეულია მანიპულატორის გავლენის ქვეშ, ის თავისთავად, ახდენს სხვის ინდუცირებას. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, თავის ემოციურ მდგომარეობას გადასცემს სხვა ინდივიდს. ის სხვა, სხვას და ასე ვღებულობთ მასას, რომელსაც არ გააჩნია ცნობიერი (იხ. სტატია ბრბოზე) , მოქმედებს ინსტინქტებით. რა არის ადამიანის პირველადი და უმთავრესი ინსტინქტი? გადარჩენა. ვინ გადაარჩენს ბრბოს? ბელადი. გამომდინარე იქიდან რომ ადამიანთა მასას, ბრბოს ესაჭიროება მართვა, ამისთვის არსებობს ლიდერი, ბელადი. (ბელადების კომპლექსზე იხ,სტატია აგრესიის გამოვლინებაზე).

არ არის აუცილებელი, რომ ლიდერი იყოს აგრესორი. მას შეიძლება ამოძრავებდეს კეთილი ზრახვები. ლიდერმა ბრბო შეიძლება როგორც დააწყნაროს და დაშალოს, ასევე პირიქით, გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად. აქ უკვე ლიდერის პიროვნული მახასიათებლებია მნიშვნელოვანი და არამარტო.

ისტორიას უამრავი მაგალითი ახსოვს იმისა, თუ როგორ ატარებდნენ თავიანთ ინტერესებს ბელადები. ომები, რევოლუციები, ინკვიზიცია და კიდევ მრავალი.

ახლა კი, 21- ე საუკუნეში, სულაც არ არის აუცილებელი ზარბაზნის სროლა. არსებობს მასმედია, სოცქსელი, ადამიანი-ინდუქტორი (აქ, ფსიქო-ემოციური სფეროს გარდა, მისი მოტივაციაც არის გასათვალისწინებელი) და შედეგებიც უსისხლოდ მიიღწევა. თან, ამ მექანიზმის უპირატესობა ისაა, რომ პიროვნება თვითონ „ირჩევს“იმას, რაც უნდა. რა უნდა? გადარჩენა, სიცოცხლე. თუკი ძველ დროში არ იყო მარტივი პიროვნების ინდუცირება, რადგან არ არსებობდნენ არც მასმედია საინფორმაციო საშუალებები და არც სხვა მექანიზმები, ახლა, ჩვენს ეპოქაში ეს უმარტივესია.

თუ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ბრბოს ნაწილი, რომელსაც იყენებენ,მაშინ მოგვიწევს გავაანალიზოთ, რა? რატომ? როგორ? საიდან? რანაირად?

ეს არამარტო ბრბოს ეხება,ეს ეხება თვითოეულ ჩვენთაგანს. როდესაც ვხედავთ რომ, ადამიანი გამუდმებით თავს გვახვევს თავის მოსაზრებებს,უნდა გავერიდოთ მას, ან მყარად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ეს ჩვენი არჩევანია. ამას ვერავინ გვაიძულებს.

არ არსებობს მზა რეცეპტი. ჩვენს გასავლელ გზას, მხოლოდ ჩვენ გავდივართ და შესაბამისად გადაწყვეტილებებსაც ჩვენვე ვღებულობთ.

მინდა კეთილი სურვილებით დაგემშვიდობოთ და ჯანმრთელობა და სულის სიმხნევე გისურვოთ! 

მსგავსი სტატიები

ოშო - ფსიქოანალიზის და ფსიქოსინთეზის შესახებ


ოშოს წიგნიდან - "სუფიების ჭეშმარიტება" მთარგმნელი: მამუკა ...

ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები


მთარგმნელი: ანა მორჩილაძე წყარო ადამიანი, განსაკუთრებით კი მისი პ...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი II)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წეს...

რა არის ფობია?


ინტერვიუ ფსიქიატრ - ვაჟა კენჭაძესთან (ტრანსკრიბცია) მთარგმნელი: ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 420 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა - "ოკულტური ფილოსოფია" (10 ლარი)

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff