ჩემი მეზობელი ტოტორო

Admin
ხელოვნება
0
0

ავტორი: მეკო გელაშვილი

ჰაიაო მიაძაკის ნამუშევრებზე ხშირად ვწერ ხოლმე, თუმცა, აქამდე არასდროს დამიწერია ჩემთვის ერთ-ერთ გამორჩეულად საყვარელ ანიმეზე სახელად „ჩემი მეზობელი ტოტორო". ერთი შეხედვით, ის უბრალო საბავშვო ზღაპარია, მაგრამ, როგორც ყველა ზღაპარში იკითხება უდიდესი სიბრძნე, ისიც გვიჩვენებს უდიდეს ფილოსოფიურ და მითოლოგიურ შრეებს. ანიმე მოგვითხრობს ორი დის, სატსუკისა და მეის შესახებ. ისინი, მამასთან ერთად, საცხოვრებლად გადადიან ერთ-ერთ სოფელში, რათა საავადმყოფოში მყოფ დედასთან იყვნენ ახლოს. ამ ახალ სახლში გოგონები აღმოაჩენენ ტოტოროს, ტყის უძველეს სულს და მასთან ერთად იწყებენ მოგზაურობას. აქედან იშლება ბუნებასთან კავშირის, წარმოსახვის ძალისა და ბავშვობის უმანკოების აუცილებლობის საკითხი, რასაც ხელს უწყობს მიაძაკის ვიზუალური პოეტიკა.

„ჩემი მეზობელი ტოტორო" ღრმად არის გაჟღენთილი იაპონური შინტოიზმის პრინციპებით, რომელიც ბუნების ყველა ელემენტში სულიერი არსების (კამის) დანახვას მოიაზრებს. ტოტორო თავად გახლავთ მოგვი-მფარველი, რომელიც აერთიანებს ძველი იაპონიის სულიერ სამყაროს თანამედროვე რეალობასთან. ის გვაგონებს კიცუნეს (მელიას) და ტანუკის (ენოტის) მითოლოგიურ ფიგურებს იაპონურ ფოლკლორში, არსებებს, რომლებიც არსებობენ ადამიანისა და ბუნების გზასაყარზე. ტოტორო უზარმაზარი ხის ფესვებში ცხოვრობს და ის წარმოადგენს არამხოლოდ შინტოისტურ წმინდა ხეს (შინბოკუ), არამედ, უნივერსალურ სიცოცხლის ხის სიმბოლოს, რომელიც გვხვდება მსოფლიოს მრავალ მითოლოგიაში - ნორვეგიული იგდრასილი, კაბალისტური სეფიროტი, ინდური აშვატა. ეს ხე არის არამხოლოდ თავშესაფარი, არამედ, კოსმიური ღერძი, რომელიც აკავშირებს მიწას ზეცასთან, ხილულს უხილავთან. ტოტოროსთან შეხვედრის ეპიზოდში, როცა გოგონები ხის ღრუში შედიან, ისინი ახორციელებენ უძველეს ინიციაციის რიტუალს. ეს შეგვიძლია შევადაროთ კემპბელის გმირის მოგზაურობის "განსაკუთრებულ სამყაროში შესვლის" ეტაპს, ისინი კვეთენ ზღურბლს, რათა მიიღონ უჩვეულო ცოდნა და გამოცდილება. მეი ტოტოროს ხეში ვარდება, რაც, მეტაფორული აღქმით, რაღაცაში ჩაღრმავებას მოიაზრებს. ეს ხდება გილგამეშის ეპოსშიც, ბერძნულ მითოლოგიაში ორფეოსის ქვესკნელში მოგზურობისასაც, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ჯოჯოხეთის წრეების გავლისასაც და, ასევე, კარლ იუნგის ფსიქოლოგიაში ქვეცნობიერში ჩაღრმავებისას. აქ ერთი განსხვავებაა, მეი იქ არ ჩადის რაღაცის მოსაპოვებლად ან ვინმეს გადასარჩენად, მისი „ვარდნა“ სპონტანურია, როგორც შიშთან პირველადი შეხება.

აღსანიშნავია ტოტოროს ერთ-ერთი იერსახე, კატა-ავტობუსი, რომელიც უამრავ სიმბოლოს აერთიანებს. ისაა ერთგვარი სული, რომელიც მოგზაურებს სხვადასხვა სამყაროს შორის ატარებს. დაახლოებით, ბერძნული მითოლოგიის ქარონი და ეგვიპტური მითოლოგიის ანუბისი, როგორც სულთა გზამკვლევი. ასევე, კელტური არსებები, რომლებიც ადამიანებს იტაცებენ და მიჰყავთ სხვა სამყაროში, სადაც დრო სხვაგვარად მიედინება.

დედის ავადმყოფობა წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს ოჯახისთვის. ერთგვარ მემენტო მორის, შეხსენებას სიკვდილის რეალურობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი საბავშვოა, იგი არ ერიდება მძიმე საკითხებს. ეს თემა აძლიერებს ფილმის მთავარ იდეას - ბუნებასთან კავშირი და სულიერი კომფორტი, რომელსაც ტოტორო გვთავაზობს, არის არა გაქცევა, არამედ, პირიქით, რეალობის უფრო ღრმად შეგრძნება.

ტოტოროს იდეას მიაძაკი არ ხსნის ფენტეზის სტილში, ის გვანიშნებს, რომ ასეთი არსებები უბრალოდ ცხოვრობენ პარალელურ განზომილებაში, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ბავშვებისთვის და მათთვის, ვინც შეინარჩუნა ბავშვობის უმანკოება. მხოლოდ სუფთა გონებამ (ამ შემთხვევაში, ბავშვის წარმოსახვამ) შეიძლება შეაღწიოს ამ იდეალურ განზომილებაში. ტოტოროს სამყარო შეიძლება იყოს დაკარგული ედემის მეტაფორა, სამოთხე, რომელიც გვეკარგება მაშინ, როცა ვიზრდებით.

ერთი სცენაა, სადაც ტოტორომ და გოგონებმა სიმინდის მარცვლები დათესეს. ნაყოფის მიღება სიმბოლური გამოხატულებაა იმისა, თუ როგორ იმარჯვებს სიცოცხლე სიკვდილზე, ამ შემთხვევაში, ბავშვური რწმენა იმისა, რომ დედა კარგად იქნება. ფსიქოლოგიურ ჭრილში, ტოტოროს პერსონაჟი შეიძლება განვიხილოთ როგორც იუნგისეული არქეტიპი, ბრძენი მოხუცი ან მფარველი სული. ის წარმოადგენს კოლექტიურ არაცნობიერს, რომელიც ეხმარება გოგონებს მოგზაურობაში. ტოტორო ასევე წარმოადგენს მამის არქეტიპს, უსაფრთხოებისა და სიძლიერის სიმბოლოს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოგონებისთვის იმ პერიოდში, როცა მათი მამა დაკავებულია თავისი სამეცნიერო საქმიანობით და დედის მოვლით. ტოტორო ავსებს ამ ემოციურ სიცარიელეს, უზრუნველყოფს დაცვას და მეგზურობას.

გოგონების მამა წარმოადგენს საინტერესო შუამავალს ტრადიციულ და თანამედროვე სამყაროებს შორის. როგორც მეცნიერი, ის წარმოადგენს რაციონალურ აზროვნებას, მაგრამ, ამავე დროს, ღიაა სასწაულების მიმართ. ის არ უარყოფს შვილების ფანტაზიებს ტოტოროზე, პირიქით, პატივს სცემს მათ. მოხუცი ქალი, რომელიც გოგონებს ეხმარება არის ბებერი ბრძენი ქალის კლასიკური არქეტიპი, ის ფლობს ტრადიციულ ცოდნას, იცის ბუნებისა და სულიერი სამყაროს წესები.

„ჩემი მეზობელი ტოტორო" არის არამხოლოდ დაუვიწყარი საბავშვო ფილმი, არამედ, ღრმა ფილოსოფიური გააზრება ბუნებასთან ჩვენი მჭიდრო კავშირის, ასევე, ოჯახური ურთიერთობების მნიშვნელობისა და სულიერი განახლების აუცილებლობის შესახებ. ფილმი გვახსენებს, რომ ბუნება, მისი ციკლური რიტმით, სიკვდილითა და ხელახალი დაბადებით, არის მუდმივი წყარო სულიერი განახლებისა და შთაგონებისა. მიაძაკი გვაჩვენებს, რომ ბავშვობა არის არამხოლოდ მოწყვლადობის პერიოდი, არამედ, განსაკუთრებული დრო, როცა ჩვენ ყველაზე მეტად ვართ ღია სასწაულებისადმი.

ეს ანიმე არაა მხოლოდ ბავშვისთვის, ის ჩვენი შინაგანი ბავშვისთვისაცაა, იმ ნაწილისთვის, რომელსაც კვლავ სჯერა სასწაულების. 

მსგავსი სტატიები

ვენერა ვერტიკორდია


ჩვ.წ. 114 წელს რომაელებმა სიკვდილით დასაჯეს ვესტას სამი ქურუმი ქალი...

წამი


ავტორი: ქრისტინე ბებია იყო ერთი ზარმაცი. ეჯავრებოდა შრომა. ღმერ...

ეგოისტი


ზაფხულის მიწურული იდგა, გრძელმკლავიანი სვიტრი რომ ჩავიცვი და ერთ კვ...

„შტორმის შემდეგ“: ის, რაც შტორმის დროს მოხდა


    „შტორმის შემდეგ“ (After The Storm) - იაპონელი რეჟის...

პაბლო პიკასო


    პაბლო რუის ი პიკასო (ესპ. Pablo Ruiz y Pi...

ჰანს რუდოლფ გიგერი


ჰანს რუდოლფ „რუდი“ გიგერი (H. R. Giger; დ. 5 თებერვალი, 1940 — გ....

ლიმბო - პარალელური რეალობა თბილისში


ავტორი: ანა თოფურიძე ფოტოები: თამუნა ჩქარეულის და ან...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 420 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა - "ოკულტური ფილოსოფია" (10 ლარი)

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff