პარაცელსის ვარდი

Admin
ხელოვნება
0
0

red 3158981_960_720

ავტორი: ხორხე ლუის ბორხესი

მთარგმნელი: თამარ მელიქიძე

თავის ლაბორატორიაში, რომელიც მარანის ორ ოთახს მოიცავდა, პარაცელსი შეევედრა თავის ღმერთს, მის განუსაზღვრელ ღმერთს - ღმერთს, რომ მოწაფე გამოეგზავნა.

ღამე ახლოვდებოდა. აგიზგიზებულმა ღუმელმა არათანაბარი ჩრდილები მიმოისროლა ოთახში. ადგომა რკინის ნათურის ასანთებად ძალიან შემაწუხებელი იყო. მთელი დღის განმავლობაში გადაღლილი პარაცელსი მიილია და ლოცვაც დავიწყებას მიეცა. ღამეს გაექრო მტვრიანი კოლბები და ღუმელი, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა. მძინარე წამოდგა, მოკლე დახვეულ კიბეზე ავიდა და ორმაგი კარის ერთი მხარე გააღო. უცნობი შემოვიდა. ისიც ძალიან დაღლილი იყო. პარაცელსმა სკამისკენ მიანიშნა; უცხო კაცი დაჯდა და დაელოდა. ცოტა ხანი, არცერთს ხმა არ ამოუღია.

ოსტატმა პირველმა დაილაპარაკა. ”მახსენდება სახეები დასავლეთიდან და სახეები აღმოსავლეთიდან,” - თქვა მან,” გარკვეული ფორმალობის გარეშე, თუმცა თქვენსას ვერ ვიხსენებ. ვინ ხართ? და რა გსურთ ჩემგან?”

“ჩემი სახელი უმნიშვნელოა,” მიუგო უცხო კაცმა. “მე სამი დღე და ღამე ვიმოგზაურე თქვენს სახლში მოსასვლელად. მე მსურს გავხდე თქვენი მოწაფე. მე მოგიტანეთ თქვენ ყველაფერი რაც კი გამაჩნია”

მან მოიტანა და ჩანთის მეოთხედი მაგიდაზე დაცალა. ხურდა ბევრი იყო, ისინი ოქროსი იყო. მან ეს მარჯვენა ხელით გააკეთა. პარაცელსმა ზურგი შეაქცია ლამპარის ასანთებად; როდესაც უკან შემობრუნდა, დაინახა, რომ კაცს მარცხენა ხელში ვარდი ეკავა. ვარდის დანახვამ შეაწუხა. 

იგი უკან გადაიხარა, თითის წვერები ერთმანეთს მიადო, და თქვა: 
”თქვენ ფიქრობთ, რომ მე შემიძლია მოვიპოვო ქვა, რომელიც ყველა ელემენტს აქცევს ოქროდ, და მიუხედავად ამისა, მაინც ოქრო მომიტანეთ. მაგრამ მე არ ვეძებ ოქროს, და თუკი ოქროა ის, რაც თქვენ გაინტერესებთ, თქვენ ვერასდროს გახდებით ჩემი მოწაფე. “

- ოქრო არ მაინტერესებს, - უპასუხა უცხო კაცმა. ”ეს მონეტები უბრალოდ სიმბოლოა ჩემი სურვილისა, შემოგიერთდეთ თქვენს საქმიანობაში. მე მსურს რომ თქვენ მასწავლოთ ხელოვნება. მინდა თქვენს გვერდით ვიარო იმ ბილიკზე, რომელიც ქვისკენ მიდის. ”

”ბილიკია ქვა. მოგზაურობის დაწყების ათვლის წერტილიც ქვაა. თუ ეს სიტყვები თქვენთვის გაუგებარია, ესეიგი ჯერ არ გესმით. თქვენი გადადგმული ყოველი ნაბიჯი არის მიზანი, რომელსაც ეძებთ.”

პარაცელსმა სიტყვები ნელა წარმოთქვა. უცხო კაცმა შეცბუნებით შეხედა.
- “მაშ,”- თქვა მან, ხმა შეცვლილმა, - “მიზანი არ არსებობს?”

პარაცელსს გაეცინა.

”ჩემი დამცირებლები, რომლებიც იმბეცილზე არანაკლებ მრავალრიცხოვანი არიან, ამბობენ, რომ არ არსებობს და ისინი მე ყალთაბანდს მიწოდებენ. მე ვფიქრობ ისინი ცდებიან, თუმცა შესაძლებელია მე თავად ვცდებოდე. მე ვიცი, რომ გზა არსებობს”. 

სიჩუმე ჩამოვარდა, და შემდეგ უცხო კაცმა დაილაპარაკა. 

”მე მზად ვარ თქვენთან ერთად განვლო ეს გზა, თუნდაც სიარული მრავალი წელი დაგვჭირდეს. ნება მიბოძეთ გადავლახო უდაბნო. ნება მიბოძეთ ცალი თვალი წამიერად შევავლო, თუნდაც შორიდან, აღთქმულ მიწას, მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები ეწინააღმდეგებიან მასზე ოდესმე ფეხი დავდგა. მე მხოლოდ მტკიცებულებას ვითხოვ მოგზაურობის დაწყებამდე.” 

"როდის?" უსიამოვნოდ ჰკითხა პარაცელსმა.
- ახლა, - უპასუხა მოწაფემ მტკიცე გადაწყვეტილებით.
მათ საუბარი ლათინურ ენაზე დაიწყეს; ისინი ახლა გერმანულად საუბრობდნენ.
ახალგაზრდა მამაკაცმა ვარდი ჰაერში ააფრიალა. 

"თქვენ განთქმული ხართ, - თქვა მან, - თქვენი ხელოვნების მაგიით შეგიძიათ ვარდი ფერფლად აქციოთ და კვლავ ააღორძინოთ იგი. ნება მომეცით მოწმე გავხდე ამ გენიალურობის. მე თქვენგან ამას ვითხოვ, და სამაგიეროდ მთელ ჩემს ცხოვრებას გთავაზობთ”. 

"თქვენ ნდობა გაქვთ", - თქვა ოსტატმა. ”მე არ მჭირდება ნდობა . მე ვითხოვ რწმენას. ” 

უცხო კაცი დაჟინებით მოითხოვდა. 

”ზუსტად იმიტომ, რომ ნდობა არ გამაჩნია, მსურს საკუთარი თვალით ვიხილო ვარდის განადგურება და აღდგომა.”

- თქვენ ნდობა გაქვთ,- გაიმეორა მან. ”თქვენ ამბობთ, რომ მე შემიძლია მისი განადგურება?”

„ნებისმიერ ადამიანს აქვს ძალა ის გაანადგუროს”, - თქვა მოწაფემ.

"თქვენ ცდებით", - უპასუხა ოსტატმა. ”ნამდვილად გჯერათ, რომ რაღაც შეიძლება არაფრად იქცეს? გჯერათ, რომ სამოთხეში პირველმა ადამმა შეძლო ცალი ყვავილის, ბალახის ერთეული ღერის განადგურება? “

“ჩვენ არ ვართ სამოთხეში”- ჯიუტად უპასუხა ახალგაზრდამ: “აქ, მიწიერ სამყაროში ყველაფერი მოკვდავია”. 

პარაცელსი ფეხზე წამოდგა.

„მაშ, სად ვართ, თუ არა სამოთხეში?“ - ჰკითხა მან. ”გჯერათ, რომ ღვთაებას შეუძლია შექმნას ადგილი, რომელიც არ არის სამოთხე? გჯერათ, რომ დაცემა სხვა რამეა, თუ არა იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ სამოთხეში ვიმყოფებით?”

ვარდი შეიძლება დაიწვას ”, - თქვა მოწაფემ გადაჭრით. 

”იქ ჯერ კიდევ არის ცოტაოდენი ცეცხლი ”, - თქვა პარაცელსმა და ნახშირისკენ მიუთითა. ”თუ ამ ვარდს ნამწვავებში ჩააგდებთ, დაიჯერებთ რომ მისი ფერფლი ნამდვილია. მე კი გეტყვით რომ ვარდი მარადიულია, მხოლოდ მისი გარეგანი მხარე შეიძლება შეიცვალოს. ჩემი სიტყვით მას თქვენ ისევ დაინახავდით”. 

"სიტყვა?" იკითხა მოწაფემ, შეცბუნებულმა. ”ღუმელი ცივია და კოლბები მტვერით არის დაფარული. რას გააკეთებდით, რომ კვლავ უკან დაგებრუნებინათ? ”

პარაცელსმა მას სევდიანი თვალებით შეხედა.
 
- “ღუმელი ცივია”- მან თავი დააქნია” კოლბები კი მტვრით არის დაფარული. ჩემი გრძელი მოგზაურობისას სხვა ინსტრუმენტებს ვიყენებ. ”

"ვერ ვბედავ ვიკითხო, რა ინსტრუმენტებია ეს", - თქვა უცხო კაცმა თავმდაბლად, ან გულღიად.

”მე ვსაუბრობ იმ ინსტრუმენტზე, რომელსაც ღვთაება იყენებდა ცისა და დედამიწის შესაქმნელად და უხილავი სამოთხისთვის, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ,მაგრამ რომელიც თავდაპირველ ცოდვას გვიმალავს. მე ვსაუბრობ სიტყვაზე, რომელსაც გვასწავლის კაბალას მეცნიერება ”.

- მე გთხოვთ, - ცივად მიუგო მოწაფემ, - ჰქმენით სიკეთე და მაჩვენეთ ვარდის გაქრობა და გაჩენა. ჩემთვის უმნიშვნელოა თქვენ მუშაობისას კოლბებს იყენებთ თუ სიტყვას”. 
პარაცელსმა ერთი წამით შეისწავლა; შემდეგ მან თქვა: 

”მე რომ გავაკეთო ის, რასაც შენ ითხოვ, შენ იტყვი , რომ ეს იყო სანახაობა, რომელიც შენს თვალებზე ჯადოქრობით იქნა შესრულებული. სასწაული არ მოიტანს რწმენას, რომელსაც შენ ეძებ. გვერდზე გადადე ვარდი”. 

ახალგაზრდა კაცმა მას შეხედა, კვლავ ეჭვით.შემდეგ პარაცელსმა ხმას აუწია.
”და გარდა ამისა, ვინ ხარ შენ, რომ შეხვიდე ოსტატის სახლში და მისგან სასწაული მოითხოვო? რა გაგიკეთებია, რომ ასეთი საჩუქარი დაიმსახურო? ”

უცხო კაცმა, კანკალით უპასუხა:

”მე ვიცი, რომ არაფერი გამიკეთებია. იმ მრავალი წლების სანაცვლოდ, რასაც თქვენს აჩრდილში ვისწავლი, ვითხოვ თქვენგან - ნება მიბოძეთ ნაცარი და შემდეგ ვარდი ვიხილო. მეტს აღარაფერს მოვითხოვ. დავიჯერებ იმას, რისი მოწმენიც გახდებიან ჩემი თვალები. ”. 

მან ხელი დასტაცა წითელ ვარდს, რომელიც პარაცელუსმა მაგიდაზე დაასვენა, და მოისროლა ცეცხლის ალში. მისი ფერი გაუჩინარდა, და ნარჩენები იქცა ფერფლად. ერთი განუსაზღვრელი წამით, იგი ელოდა სიტყვებსა და სასწაულს. 

პარაცელსი გაუნძრევლად იჯდა. მან წარმოთქვა უცნაური სიმარტივით:

”ბაზელის ყველა ექიმი და ყველა ფარმაცევტი ამბობს, რომ მე ვარ თაღლითი. ალბათ ისინი მართლები არიან. არსებობს ფერფლი, რომელიც ვარდი იყო და ის აღარასდროს იქნება ვარდი. ”

ახალგაზრდა მამაკაცს შერცხვა. პარაცელსი იყო შარლატანი, ან უბრალოდ გამომგონებელი და მან, შემოჭრილმა, მისი კარიდან შემოსულმა, აიძულა ეღიარებინა, რომ მისი განთქმული მაგიური ხელოვნება ყალბი იყო. 

მან ოსტატის წინაშე მუხლი მოიდრიკა და თქვა:

”რაც მე გავაკეთე, უპატიებელია. მე არ გამაჩნია საკმარისი რწმენა, რომელსაც უფალი მოითხოვს ყველა მორწმუნესგან. ნება მომეცით, გავაგრძელო ვუყურო ფერფლს. მე ისევ დავბრუნდები, როცა უფრო ძლიერი ვიქნები და ვიქნები შენი მოწაფე და ბილიკის ბოლოს ვარდს დავინახავ. ”

ის საუბრობდა ჭეშმარიტი ვნებით, მაგრამ ეს ვნება იყო ის მწუხარება, რომელსაც იგი გრძნობდა ხანდაზმული ოსტატის მიმართ- ამგვარად პატივმოყვარე, წინააღმდეგობით გამორჩეული, განთქმული და ამიტომ ცარიელი. ვინ იყო იგი, იოჰანეს გრისებახი, რომელმაც საკრალური ხელით აღმოაჩინა რომ ნიღაბის უკან იყო არავინ. 

ოქროს მონეტების დატოვება ღარიბისთვის მოწყალების გაღების აქტად ჩაითვლებოდა. გარეთ გასვლის წინ, მან მონეტები აკრიფა.პარაცელსმა იგი კიბემდე მიაცილა და უთხრა, რომ ყოველთვის მიესალმებოდა მის სტუმრობას ამ სახლში. ორივე მამაკაცმა იცოდა, რომ ერთმანეთს აღარასოდეს ნახავდნენ. 

პარაცელსი უკვე მარტო იყო. სანამ ნათურას ჩააქრობდა და თავის გაცვეთილ სკამს დაუბრუნდებოდა, მან ერთ მუჭში ფაქიზად შეკრული ფერფლი მეორე ჩაზნექილ მუჭში გადაიტანა, და ერთადერთი სიტყვა წარმოთქვა. ვარდი ისევ გაჩნდა.

მსგავსი სტატიები

ბალთუსი


ბალთაზარ კლოსოვსკი დე როლა (Balthazar Klossowski de Rola) (დ...

სისტემის კეთილშობილური ცდუნება. ახალი კუთხით დანახული ფილმი „მატრიცა“


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო ახალი ადამიანი - ეს ის ადამიანი...

„შენი სახელი დამიძახე“: მიმზიდველი კადრების მიღმა


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი (ფოტოები იხილეთ გალერეაში) წყარო ფილმი ...

ქართველი მასპინძელი


ტექსტის და ნახატის ავტორი: ქრისტინე ბებია ღარიბ ქართველს ეწვია ს...

εμη τανατογενοσ - რაზედ ჩურჩულებს ველი


 ველი ჩურჩულებს ორი ინგლისურენოვანი ქვეყნის  ურთიერთობაზე, კინოინდუ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff