ვიდეო თამაშები, როგორც ხელოვნება

Admin
ხელოვნება
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე ინტერვიუ: გიორგი აბელაშვილთან არის თუ არა ვიდეოთამაშები ხელოვნება? ვი...

53348964 335027893807255 6817680821944582144 nავტორი: ანა თოფურიძე

ინტერვიუ: გიორგი აბელაშვილთან

არის თუ არა ვიდეოთამაშები ხელოვნება? 
ვიდეოთამაშების ინდუსტრიას დღესდღეობით დიდი ადგილი უკავია თანამედროვე გასართობ კულტურაში. თუ ვიტყვით, რომ ფილმი, ან ანიმაცია შეიძლება იყოს ხელოვნება მისი ორიგინალობით, სცენარით, სამხატვრო შესრულებით, ასევე შეგვიძლია ვთქვათ თამაშზე. თუმცა, თამაშს მთავარი განმასხვავებელი რაც ზემოთთქმულთაგან აქვს, ეს არის მოთამაშესთან ინტერაქცია, ჩემი აზრით, სწორედ, მოთამაშესთან ინტერაქცია აქცევს თამაშს ხელოვნების ნიმუშად.

რომელ ვიდეოთამაშებს უნდა გაეცნოს „სიკვდილამდე“ ყველა ხელოვნების მოყვარული?
დიდებული თამაშების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ თუ ერთ დღისით უცხოპლანეტელები დაგვიპყრობენ და გვკითხავენ, გვაჩვენეთ საუკეთესო თამაშები, რაც კაცობრიობას აქამდე შეუქმნიაო, მე პირადად ვაჩვენებდი "Witcher 3, Wild Hunt", "Red Dead Redemption 2" "Uncharted 4".

თქვენ როდის დაინტერესდით ამ სფეროთი?
ბავშვობიდან ვიდეოთამაშების დიდი მოყვარული ვარ, თუმცა შექმნაზე არასდროს მიფიქრია.2010 წლამდე, როდესაც ვიყიდე ჩემი პირველი iPhone ( სულ პირველი სერია), გადმოვწერე რამოდენიმე თამაში და შევიპყარი თამაშების შექმნის სურვილით - იმდენად საინტერესო იყო ღილაკების გარეშე ტელეფონის ეკრანთან ინტერაქცია.

რომელია თქვენი საყვარელი თამაშები?
გამიჭირდება გამოყოფა, თუმცა ჯერ ჩემი შექმნილი თამაშები მიყვარს ყველაზე მეტად, Alter World, Winkings, Slice. სხვა თამაშებსაც გამოვყოფდი - Legend OF Zelda OCarina of Time, Red DEad Redemption, Witcher 3, Battlefied 3, Uncharted 4, Final Fantasy IX.

რამდენი თამაში გაქვთ შექმნილი?
მაქვს შექმნილი დაახლოებით 17 კომერციული თამაში.
თქვენი ერთ-ერთი თამაში იაპონიაში იყო გატანილი საქართველოს სახელით, როგორი შეფასება ქონდა?
SLICE - ი იყო წარდგენილი იაპონიაში TGS - Tokyo Game Show - ზე ჩემი მეგობრისა და პარტნიორის, ამ თამაშის დიზაინერის ნუკრი ჟვანიას მიერ. ბევრი უბრალო მოთამაშისა თუ ინდუსტრიის პროფესიონალისგან დაიმსახურა დიდი მოწონება.

რა პროფესიის ადამიანები ქმნიან თამაშს?
დიდი თამაშის შესაქმნელად უამრავი პროფესიაა საჭირო (პროგრამისიტი, მხატვარი, 3D მოდელირების სპეციალისტი, პროდუსერი, სცენარისტი, ტექნიკური არტისტი, ხმის დიზაინერი, ლეველ დიზაინერი და სხვა უამრავი)

52651164 217723612427164 6112153965934149632 nშეიძლება ერთმა ადამიანმა შექმნას სრული თამაში?
დიახ შეიძლება. ასეთი უამრავი შემთხვევა არსებობს, როდესაც ერთმა ადამიანა შექმნა თამაში და ეს თამაში ჰიტად იქცა, მაგალითად Tiny Wings (https://itunes.apple.com/us/app/tiny-wings/id417817520?mt=8) ამ თამაშის ავტორი, ანდრეას ილიგერი არის კომპოზიტორი, თუმცა ისწავლა პროგრამირება და თურმე ხატვაც შესძლებია, ეს თამაში არის ჩემი ერთერთი ინსპირაცია.    რა ეტაპები უნდა გაიაროს თამაშმა რომ მზად იყოს გაშვებისთვის?1) ადრეული პროტოტიპის ეტაპი - ეს არის მაშინ როდესაც რაიმე იდეა გაქვს და გინდა შეხედო როგორც თამაშს და ინტერაქციის მაგალითს მოთამაშესთან, შეგიძლია არა საბოლოო რესურსებით, ე.წ. შავი ვარიანტი შექმნა.                                                                  2) თამაშის ვიზუალური მხარე - როდესაც გადაწყდება, რომ პროტოტიპი საბოლოოა და მუშაობს, მაშინ ხდება ვიზუალური მხარის გადაწყვეტა, ARt style, art - ის მიმართულება, 3D იყოს თუ 2D, ანიმაციები, სამომხმარებლო ინტერფეისი და ა.შ.                        3) პარალელურად ვიზუალური მხარისა მიმდინარეობს მუსიკაზე და ხმაზე მუშაობა.                                                                              4) როდესაც საბოლოო ვარიანტის პირველადი ვარიანტი გვექნება შეგვიძლია გავტესტოთ, ვათამაშოთ სხვები - შევხედოთ თამაშს, როგორც საბოლოო პროდუქტს.                                                         5) თუ რაიმე ხარვეზია (bug-ები) გავასწოროთ და განვაგრძოთ ტესტირება.                                                                                         6) როდესაც თამაში მზადაა შეგვიძლია გამოვუშვათ, თუმცა აუცილებელია მარკეტინგი, ყველამ უნდა გაიგოს რა თამაში გვაქვს, რადგან ამით ჩვენ თამაშ ვეხმარებით პოპულარული გახდეს.

რა ფინანსებთანაა დაკავშირებული თამაშის შექმნა?
გააჩნია თამაშის მასშტაბებს, რაც უფრო დიდია თამაში მით მეტია მისი ბიუჯეტიც, მაგალითად Grand Theft Auto 5 - ის ბიუჯეტი არის დაახლოებით 265 მილიონი დოლარი. თუმცა თამაშმა გამოსვლამდე ერთი კვირით ადრე წინასწარი შეკვეთებით გამოიმუშავა 500 მილიონზე მეტი. როდესაც სტუდია პატარაა, ან სამეგობრო გადაწყვეტს თამაშის გაკეთებას, ძირითადად მხოლოდ ენთუზიაზმით მუშაობენ.

როგორც ვიცი უნივერსიტეტში კითხულობთ ლექციებს თამაშების შესახებ, როგორ მიმდინარეობს სწავლების პროცესი?
სწავლების პროცესი კარგად მიმდინარეობს, ვასწავლი ორ საგანს - "შესავალი ვიდეოთამაშების პროგრამირებაში" და "შესავალი ვიდეოთამაშების პროგრამირებაში 2". ამჟამად, ახალ სემესტრში ვიწყებ მეორე საგანის კითხვას.

52895370 316076282594791 6336448436715388928 nმაგალითად როგორ დავალებას აძლევთ სტუდენტს?
მოგეხსენებათ, ეს არის ტექკნიკური საგანი და ძირითადი აქცენტი გაკეთებულია პრაქტიკულ დავალებაზე. ყოველთვის ვცდილობ სტუდენტს ვასწავლო ისე, რომ საკუთარ თავთან მუშაობას მიეჩვიოს. როდესაც ლექციაზე ავხსნი თემას, შემდეგ ლექციამდე, ანუ ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტს ეძლვა თემაზე დაფუძვნებული პრაქტიკული დავალება.

რას ემსახურება პროექტი „გდევი“ ?

პროექტი "გდევი" ემსახურება საქართველოში ვიდეოთამაშების დეველოპმენტის პოპულარიზაცის, თვეში ერთხელ, ბოლო შაბათს ვიკრიბებით აუდიტორიაში და ვატარებთ ლექციებს სხვადასხვა საინტერესო თემებზე რაც ვიდეოთამაშებთანაა დაკავშირებული.

საქართველოში დღევანდელ გეიმ დეველოპმენტში რა მთავარი პრობლემებს ხედავთ?
კადრების ნაკლებობა, ამიტომ ვეწევით პოპულარიზაციას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ სფეროთი.

ვიდეოთამაშიდან შეიძლება მოთამაშემ რამე ისწავლოს?
ვიდეოთამაშებით ბევრი რამის სწავლა შეიძლება, როგორც ტექნიკური ფაქტორის, ასევე ადამიანური ღირებულებების. არის ასეთი თამაში "Hack 'n' 'Slash " (https://store.steampowered.com/app/246070/Hack_n_Slash/) ამ თამაშში მოთამაშე იყენებს წინასწარ მოცემულ რაღაც საპროგრამო ენას და ლოგიკებს, ძალიან კარგი და სახალისო მეთოდია პროგრამირებაში დაინტერესებულთათვის. ასევე გამოვყოფდი ჩემს ერთერთ უსაყვარლეს ვიდეოთამაშს "'Final Fantasy IX"(https://store.steampowered.com/agecheck/app/377840/), სადაც უამრავი ღირებული რამეზეა გაკეთებული აქცენტი, მეგობრობა, სიყვარული, მშობელთან ურთიერთობის მაგალითები, როგორ არ ვაწყენინოთ ბავშვებს და ა.შ.

იცვლება მოთამაშის პიროვნება როცა თამაშობს?
ზუსტი პასუხი არ მაქვს, ეს თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული - შეიძლება ვიდეოთამაშში რაიმე მომენტმა მასზე გავლენა მოახდინოს ემოციურად და შემდეგ ცხოვრებაშიც გაითვალისწინოს სადმე.

თამაში სტრესისგან განთავისუფლებისთვის კარგია?
ჩემი აზრით, არა. ძირითადად, თამაში დაძაბულ და Challenging გუნება-განწყობაზე გვაყენებს, ან გვღლის.

52901654 2120666064676669 2833183693726547968 nიმ ადამიანებზე რას იტყოდით ვინც რეალობას მოწყვეტილია და ვიდეოთამაშებით ცხოვრობს?
იმ ადამიანებს ვეტყოდი, რომ დაბრუნდნენ რეალურ სამყაროში, გავიდნენ გარეთ, იპოვონ ადამიანები და საკუთარი თავი. რეალური ცხოვრება უფრო მშვენიერია ვიდრე ინტერაქციული გარემო.

მსოფლიოში მოქმედი რომელი კომპანია ქმნის საუკეთესო თამაშებს თქვენი აზრით?
Rockstar Games, CD Project RED - ამ ორს გამოვყოფდი, რადგან აქცენტს აკეთებენ ყოველთვის მოთამაშეებსა და მათ ღირებულებებზე და არა "მეტი ფულის შოვნაზე". ძალიან ცუდი ტენდენციაა დღესდღეობით - ბევრი დიდი კომპანია ცდილობს რაც შეიძლება მეტი ფული გადაახდევინოს მოთამაშეს და რეალურად შესაბამის ხარისხს და კონტენტს არ სთავაზობს. მოთამაშე მოტყუებულად გრძნობს ამ დროს თავს და ანებებს თამაშს თავს. როდესაც ბევრი მოთამაშე ანებებს კონკრეტულ თამაშს თავს, ამ დროს ხდება თამაშის ე.წ. "ჩავარდნა". ბევრი თამაში ჩავარდნილა ასე, მაგალითად Star Wars Battlefront 2, For Honor, Fallout 76. ედმუნდ მაკმილენმა(super meat boy - ს მხატვარი) თქვა - როგორც კი მილიონ დოლარზე იწყებ ფიქრს თამაშის შექმნისას შენი თამაში უკვე ჩავარდნილიაო.

რა არის ინდი თამაშები?
ინდი თამაშები არის პატარა სტუდიების მიერ (ხშირად 2-3 ადამიანი) შექმნილი თამაშები, რომლებიც ძირითადად ენთუზიაზმს ეყრდნობა და უამრავი ფული არ არის დახარჯული მისის შექმნისას.

რომელ ინდი გეიმ დიზანერს აღნიშნავდით, რომელმაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და რითი?
აღვნიშნავდი ფილიპ სტოლენმაიერს (https://twitter.com/kamibox_ph?lang=en) მას აქვს ძალიან მაგარი მინიმალისტური და ორიგინალური თამაშები.

ჰოლივუდის გადაღებული ფილმებიდან ვიდეოთამაშებზე რომელიმე თუ მოგწონთ?
სამწუხაროდ არცერთი არ მომწონს. ძნელია ჰიტი ვიდეოთამაშის 1,5 საათში მოქცევა. ბევრს ეს არ ესმის და ამიტომ არ ამართლებს ჯერჯერობით ვიდეოთამაშების "გაფილმება".

არსებობს თუ არა საგნმანათლებლო ვიდეოთამაშები?
არსებობს უამრავი საგანმანათლებლო ვიდეოთამაში (ძირითადად პატარებისათვის) გამოვყოფდი Sago Mini-ს. მათ აქვთ საბავშვო-საგანმანათლებლო ხაზი ვიდეოთამაშებისა. ასევე Toca Boca AB. ბევრი თამაში გვასწავლის ლოგიკის იმპლემენტაციასა და თანმიმდევრობას რაც ძალიან საინტერესოა და რაღაცით წააგავს პროგრამირების პროცესს.

53026243 2029896333730980 5189910846943264768 nრომელ თამაშს გაიხსენებდით როგორც ლამაზს და რელაქსაციურს?
ძალიან მიყვარს Abzu - http://www.giantsquidstudios.com/#section_abzu წყალქვშა სამყარო და მთელი მისი დიდებულება.

ყველა დროის საუკეთესო თამაშად რომელი მიგაჩნიათ?
Red Dead Redemption 2

თუ გაიხასენებთ თამაშს რომელზეც გიტირიათ სცენარის და სიუჟეტის დრამატული ცვლილების გამო?
Red Dead Redemption 1 და 2, ამ თამაშების დასასრულზე ცოტა დამაკლდა და ვიტირებდი.

არსებობს თუ არა წიგნები ვიდეოთამაშებზე? რომლის წაკითხვას გვირჩევდით?
გამოვყოფდი World Of Warcraft - ის წიგნების სერიას სადაც მთელი თამაშის სამყაროა გადმოცემული.

რომელ საიტებს სტუმრობთხოლმე თამაშებზე სიახლეების გასაგებად და განსავითარებლად?
IGN - http://ign.com

მოგვიყევით როგორ გააკეთეთ პირველი თამაში, რა რესუსრსებით და ვისთან თანამშრომლობით?
ჩემი პირველი თამაში Funny Physics, რომელიც 2009 წელს გამოვუშვი, ეს იყო პირველი ქართული თამაში iPhone-თვის. გავაკეთე ჩემს მეგობართან თორნიკე სანოძესთან ერთად, რომელიც არის მხატვარი. თამაშის დამთავრებას დასჭირდა 3 კვირა.

თქვენს საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილებაზე რას გვეტყვით?
საზღვარგარეთ მუშაობა პირველად დავიწყე 2009 წელს freelance - ად. ვმუშაობდი სხვადასხვა შეკვეთებზე, რომლებიც ეხებოდა ვიდეოთამაშებს. 2011 წლამდე ვიყავი ასე. მას შემდეგ დიდი ხანი არ მქონია შეხება უცხოეთთან, გასულ წლის ოქტომბერში დავიწყე სრული განაკვეთით მუშაობა უცხოურ კომპანია Deca GAmes-ში რომლის ოფისი განთავსებულია ბერლინში, ვმუშაობ დისტანციურად, თუმცა ხშირად ვსტუმრობ ხოლმე ოფისსაც.

როგორც ვიცით თქვენი ძმაც ამ სფეროში მოღვაწეობს, რა პროფესიისაა, რა პროექტებში მიუღია მონაწილეობა და ახლა სადაა?
ჩემი ძმა, ზურა აბელაშვილი (იგივე ზუბა), არის ვიდეოთამაშების დეველოპერი, ამჟმად მუშაობს კომპანია Ubisoft - ში, graphics programmer - ად, კიევში. ისიც ჩემსავით ბავშვობიდან არის გატაცებული თამაშებით და ამ სფეროშიც თითქმის ერთად დავიწყეთ მოღვაწეობა. გამოვყოფდი მის ქართულ მასშტაბურიპრეოქტებს, როგორიცაა Kite Surfer (https://itunes.apple.com/us/app/kite-surfer/id581171307?mt=8), Toon War (https://store.playstation.com/en-us/product/UP1735-CUSA12274_00-LMDGAMEUSTOONWAR)

ყველაზე დიდი რა თანხა გადაგიხდიათ თამაშში?
120 დოლარი, ეს იყო 2010 წელს, როდესაც გამოვიდა Battlefield 3, თვითონ თამაში ღირდა 60 დოლარი, შეგეძლო კიდევ 60 დოლარის დამატებით განსაკუთრებული უპირატესობებით გესარგებლა, ანუ გამხდარიყავი Premium წევრი. დროთა განმავლობაში ამ მიდგომამ არ გაამართლა და კომპანიამ შეწყვიტა პრემიუმ მომსახურება, ხოლო ის უპირატესობები რაც ამ სერვისს მოყვებოდა, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.

ახლა თუ მუშაობთ რაიმე თამაშის შექმნაზე?
ახლა სამსახურში ვმუშაობ თამაშზე, სახელად Zombie Catchers (https://itunes.apple.com/us/app/zombie-catchers/id845918296?mt=8) ასევე ვაკეთებ ჩემს პერსონალურ პრეოქტს, რომლის სახელიც არ ვიცი ჯერ - ადრეული პროტოტიპის სტადიაშია.

თქვენი აზრით თუ შეიძლება ვიდეო თამაშებით სკოლაში მასწავლებლებმა ბავშვებს განათლება მისცენ და სამყარო გააცნონ?
დიახ, შეიძლება. თუმცა ასე ზოგადად არა, უფრო ტექნიკური ან ვიზუალური კუთხით. (მაგალითად პროგრამირება, 2D/3D დიზაინი, ან თუნდაც, ლეველ დიზაინი)

53214060 622370428220677 182585777081810944 nრა შეცდომას უშვებენ გამოუცდელი ენთუზიასტები რომელთაც თამაშის შექმნა უნდათ?
ყველაზე დიდი შეცდომა რასაც უშვებენ არის მასშტაბების შეუფასებლობა, ბევრ დამწყებს უნდა, რომ პირდაპირ დიდი თამაშით დაიწყოს, თუმცა მერე თავს ანებებენ, რადგან ხვდებიან, რომ ეს მათთვის ფიზიკურად შეუძლებელია - არ აქვთ არც შესაბამისი ცოდნა და არც გამოცდილება. ყველს ვურჩევ დაიწყოს პატარა თამაშით, დააგროვონ ცოდნა და გამოცდილება და შემდეგ შესაბამის მაშშტაბებს დაეჭიდონ.

პროექტზე მუშაობის დაწყებისას გეგმას თუ წერთ და მაგალითისთვის ხომ ვერ გაგვანდობთ როგორ გამოყურება ის.
კი ვწერ გეგმას, ამას ჰქვია Game Design Document , აქ იწერება ყველაფერი რაც თამაშს ეხება, კონკრეტულად კი პირველად პროტოტიპს:
შინაარსი
იწერება თამაშის ზოგადი შინაარსი, თუ რა ხდება შიგნით, რაზეა თამაში, რა სცენარი აქვს
თამაშის მექანიკა
თამაშის მიმდინარეობის მექანიკა, ე.წ. gameplay, რა მთავარი აქცენტებია მოთამაშესთან ინტერაქციაზე.
Game Flow
თამაშის მიმდინარეობა - თუ როგორ წარმოგიდგენიათ თამაშის მიმდინარეობა, როგორ დაიწყება, როდის და როგორ გამოჩნდებიან მთავარი პერსონაჟი და სხვა პერსონაჟები, როდის რა სცენარის ნაწილი სრულდება. ( ამ ნაწილის გავრცობა ხდება თანდათან)
ლეველ დიზაინის სკეჩები
ლეველების დიზაინის ზოგადი მონახაზი.
ყველა სხვა დეტალი რაც შეიძლება იყოს პირველად პროტოტიპში
პერსონაჟების ქცევა და თვისებები, პერსონაჟის გარემოსთან ურთიერთქმედება, პერსონაჟის მოთამაშესთან ინტერაქცია და ა.შ.

მუსიკა თამაშებისთვის მნიშვნელოვანია, რომელი თამაშის საუნტრეკი ყოფილა თქვენს ფლეილისტში ყველაზე დიდ ხანს?
Assassin's Creed 2 - Ezio's Family - https://www.youtube.com/watch?v=iriiZOeInDg

რომელი თამაშის ატმოსფეროა დაუვიწყარი?
Dante's Inferno, Witcher 3 Wild Hunt, Horizon Zero Down, Uncharted (ყველა სერია) Legend Of Zelda Breath Of The Wild. Red Dead Redemption 2, Battlefield 3,

რამდენად ხშირად თამაშობთ?
დღეში 2-3 საათი.

თქვენი შვილი თუ თამაშობს თამაშებს და რომელი თამაშები უყვარს? რამდენ ხანს აძლევთ მას თამაშის უფლებას?
ჩემი შვილი ასაკით ჯერ პატარაა ვიდეოთამაშებისათვის, რამდენჯერმე უცდია თითქოს, მაგრამ არ მოეწონა.

ვიდეოთამაშები რომ აღარ არსებობდეს რას გააკეთებდით?
ცხოვრებას გავაგრძელებდი. :)

 

მსგავსი სტატიები

ინტერვიუ მაქს რიხტერთან


წყარო მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი   მაქს რიხტ...

ვიდეო თამაშები როგორც ხელოვნება


ავტორი: ანა თოფურიძე ინტერვიუ: გიორგი აბელაშვილთან არის თუ არა ...

ზდზისლავ ბექსინსკი


ზდზისლავ ბექსინსკი (24 თებერვალი 1929 – 21 თებერვალი 2005) პოლონე...

ლისეტე ალკალდე - როდესაც დედამიწას სხეულით გრძნობ


ავტორი: ანა თოფურიძე ეს საოცარი გოგონა ჩემი ერთ–ერთი აღმოჩენაა, ...

გველთან როგორც სიბრძნესთან ზიარება


გველი რომ სიბრძნის საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოა, ჩვენთვის კარგად...

რილკეს ვარდის ძალა


1926 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა დიდი ავსტრიელი პოეტი რაინერ მარი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff