სიცოცხლის ხის ძირში: მარადიული ტრანსფორმაცია 'შადრევანში

Admin
ხელოვნება
0
0

ავტორი: მეკო გელაშვილი

დარენ არონოფსკის "შადრევანი" ერთ-ერთი გამორჩეულია იმ იშვიათ ფილმთაგან, რომელიც იმდენად მიყვარს, რომ ხშირად მხოლოდ კადრების ხელახლა სანახავად, ახალი სიმბოლური შრეების აღმოსაჩენად ვუყურებ ხოლმე. დარენ არონოფსკის ფილმებს აქვთ ეს განსაკუთრებული ძალა, ერთხელ თუ ნახავ, შეუძლებელია ამ კადრების დავიწყება. მუდმივ ამოხსნას რომ ითხოვს ისეთ გამოცანად რჩება ხოლმე გონებაში.
ფილმი „შადრევანი", ერთი შეხედვით, სტანდარტულად მიყვება ჯოზეფ კემპბელის გმირის მოგზაურობას, მაგრამ, ეს მხოლოდ ზედაპირია. სინამდვილეში, ფილმი წარმოადგენს განწმენდის ციკლს, სადაც სამი დროის სპირალი ერთმანეთს კვეთს, როგორც უძველეს მითებში, სადაც დრო წრიულია და არა ხაზოვანი. როგორც მირჩა ელიადეს "მარადიული დაბრუნების მითში", აქაც დრო მიემართება არა წინ, არამედ შიგნით, საკუთარი თავისკენ. ფილმი სამ ისტორიას ჰყვება ერთსა და იმავე სულზე, რომელიც სხვადასხვა დროსა და სივრცეში განსხეულდება. ეს არის ისტორია ადამიანზე, როგორც გმირის მაძიებელზე საკუთარ თავში, იმ მომენტზე, როდესაც ადამიანური არსება აცნობიერებს თავის ფუნდამენტურ და ძირეულ მარტოობას დიად სამყაროში. სამივე დროითი განზომილების პროტაგონისტი, სახელად ტომი (ჩემი აზრით „თომა“ და ქვემოთ ავხსნი რატომ) ცდილობს გადაარჩინოს თავისი მარადიული სიყვარული, იზაბელა (იზი) იმ გარდაუვალი ძალისგან, რომელსაც ვერავინ გაექცევა - სიკვდილისგან. ეს ბრძოლა გვაგონებს ორფეოსის მოგზაურობას ქვესკნელში ევრიდიკეს დასაბრუნებლად, მაგრამ, კიდევ უფრო მეტად გილგამეშის ეპოსს, სადაც გმირი უკვდავების ძიებაში მიდის ენქიდუს სიკვდილის შემდეგ.

პირველი განზომილებაა - კონკისტადორი და იმპერია. XVI საუკუნის კონკისტადორი, ტომასი, დედოფალ იზაბელას სამსახურში მყოფი, ეძებს უკვდავების ხეს მაიას ჯუნგლებში. ეს თხრობა პირდაპირ უკავშირდება ბიბლიურ სიცოცხლის ხეს ედემის ბაღიდან. კონკისტადორის მოგზაურობა მაიას ჯუნგლებში წარმოადგენს ადამიანის ტრაგიკულ მცდელობას, დაუბრუნდეს ედემის ბაღს, საიდანაც იგი განდევნეს. თუმცა, განსხვავებით პირველი ადამიანისგან, რომელიც დაკარგავს უკვდავებას ცოდნის გემოს გასინჯვის შემდეგ, ტომასი ცდილობს დაიბრუნოს უკვდავება ცოდნისა და ძალაუფლების მეშვეობით. პარადოქსია დაბრუნება იქ, საიდანაც განდევნეს, არა სინანულით და თავმდაბლობით, არამედ, იმპერიული ამბიციით, რომელიც მხოლოდ აღრმავებს განდევნის ტრაგედიას. არონოფსკი გვაჩვენებს, რომ ედემი არ შეიძლება იყოს დაპყრობილი, ის უნდა მიიღო როგორც მადლი.

მეორე განზომილებაა - მეცნიერი და მისი ტკივილი. თანამედროვე ტომი ნეირობიოლოგია, რომელიც ცდილობს მოძებნოს წამალი ცოლის განსაკურნად. მეცნიერის შინაგანი ბრძოლა გვაგონებს ფაუსტის პარადიგმას, რომელიც ცოდნის სანაცვლოდ სულს ჰყიდის. ცოლისთვის წამლის ძიებაში ის აღმოაჩენს გუატემალური ხის ქერქს, რომელიც აჩერებს სიმსივნურ უჯრედებს, მაგრამ, როგორც ოდისევსი სირენების წინაშე, ისიც ორად გაიყოფა - მეცნიერულ ცნობისმოყვარეობასა და ადამიანურ სიყვარულს შორის.

მესამე განზომილებაა - მომავლის ბერი და სიცოცხლის ხე. კოსმიური ბერი XXVI საუკუნეში, რომელიც იცავს სიცოცხლის ხეს და მოგზაურობს სიკვდილისკენ მიმავალი ვარსკვლავისკენ, არის კაცობრიობის უკანასკნელი მცდელობა, დაძლიოს სიკვდილი. ეს განზომილება დაახლოებით მიანიშნებს ჰერმან ჰესეს "ზიდჰარტაზე". სიცოცხლის ხე აქ მრავალშრიანი სიმბოლოა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მითოლოგიურ ტრადიციას. ის არის ნორდიკული იგდრასილი - მსოფლიო ხე, რომელიც აკავშირებს ცხრა სამყაროს, სადაც ფესვი სწვდება ქვესკნელს, ხოლო წვერი - ღმერთების სამყოფელს. როგორც იგდრასილი კვებავს კოსმოსს, ასევე ხე "შადრევანში" არის არამხოლოდ სიცოცხლის წყარო, არამედ, სამყაროს ღერძი, ცენტრი. ამ სიმბოლოს მეშვეობით არონოფსკი გვეუბნება, რომ სიკვდილის დაძლევა არ გულისხმობს მის თავიდან არიდებას, არამედ, მისი ადგილის გააზრებას კოსმიურ წესრიგში. ტომი, როგორც ბერი, განასახიერებს არამხოლოდ პიროვნულ ტრაგედიას, არამედ, კოლექტიურ კაცობრიულ ისტორიას - გზას მატერიალურიდან სულიერისკენ, შიშიდან მიღებისკენ, ეგოდან ტრანსცენდენტურობისკენ. ეს გახლავთ პლატონის გამოქვაბულის ალეგორიის თანამედროვე ვერსია - ადამიანი, რომელიც ბოლოს და ბოლოს ხედავს "ჭეშმარიტების მზეს" და აცნობიერებს, რომ სიცოცხლე არის არა ბრძოლა სიკვდილის წინააღმდეგ, არამედ, ციკლური პროცესი.

ტომი სამივე ისტორიაში მარცხდება ტრადიციული გაგებით, მაგრამ ეს მარცხი არის მისი ნამდვილი გამარჯვება. ტომის ჩრდილი, წარუმატებლობის შიში წარმოადგენს იუნგისეულ არქეტიპს, რომელსაც უნდა შეხვდე და გააცნობიერო. მისი შიში სიკვდილის წინაშე არის შიში საკუთარი მოკვდავობის წინაშე. შიში იმისა, რომ თავადაც განუყოფელია იმ სიკვდილისგან, რომელსაც ებრძვის. ტომი ნელ-ნელა იაზრებს, რომ ყველა დიდ იდეას სჭირდება მსხვერპლი გმირის მხრიდან. საკუთარ თავთან გამთლიანებისთვის, მასთან მიახლოვებისთვის საჭირო მსხვერპლი ეგოა.

ფილმის ვიზუალური მხარე სავსეა სიმბოლიზმით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლოტოსის ყვავილის მეტაფორა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჰინდუისტურ და ბუდისტურ ტრადიციებში. ლოტოსი, რომელიც იზრდება ტალახში, მაგრამ არის სუფთა და ულამაზესი, სიმბოლოა სულიერი ტრანსფორმაციისა. სიცოცხლის ხის ნაყოფი, რომელსაც ტომი მიირთმევს არონოფსკისთან ტრანსფორმაციის საშუალებაა.

აქ შეიძლება პარალელი გავავლოთ ტოლკინის "სილმარილიონთან", სადაც სინათლის ხეები, ტელპერიონი და ლაურელინი, ვალინორში, უკვდავთა მიწაზე იზრდებოდა. როცა მელქორი და უნგოლიანტი ანადგურებენ ამ ხეებს, ეს არის პირველცოდვის და ედემის დაკარგვის ალეგორია. მიუხედავად ამ სიბოროტისა, სინათლე შენარჩუნდება სილმარილებში, ძვირფას თვლებში, რომლებიც ინახავენ ხეების უკანასკნელ ბრწყინვალებას. ამ თვლებისთვის გამართული ომები შეიძლება შევადაროთ უკვდავების ძიებას "შადრევანში" - ორივე შემთხვევაში ადამიანები ებრძვიან რაღაცას, რომელიც მათ აღემატება და სწორედ ეს ბრძოლა ხდება მათი დაცემის მიზეზი. თუმცა, როგორც ტოლკინის სამყაროში სინათლე საბოლოოდ ბრუნდება ვარსკვლავის სახით, ასევე "შადრევანშიც" სიკვდილი არის არა დასასრული, არამედ ტრანსფორმაცია, ახალი სინათლის დასაბამი. ორივე ნარატივში მოკვდავობა წარმოდგენილია არა როგორც წყევლა, არამედ, როგორც "საჩუქარი" (ტოლკინის ტერმინი), რომელსაც უნდა შევეგუოთ.

რაც შეეხება ტომის სახელს სამივე განზომილებაში, ეს პირადად მე მანიშნებს ურწმუნო თომაზე. ბიბლიური თომა მოციქული, რომელიც არ დაიჯერებს ქრისტეს აღდგომას, სანამ საკუთარი თვალით არ დაინახავს და ხელით არ შეეხება მის ჭრილობებს. "შადრევანში" თომა სამივე დროში ვერ ეგუება სიკვდილის იდეას და ეჭვობს რეალობას. იგი ცდილობს გადაარჩინოს იზი, მაგრამ არ სჯერა ან ვერ იღებს სიკვდილის გარდაუვალობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირადად "შეეხება" სიკვდილს (პირდაპირი გამოცდილების დონეზე), იწყებს რწმენის მოპოვებას - არა რელიგიური გაგებით, არამედ, როგორც სამყაროს წესრიგის მიღებას. ასევე, სახელი „თომა“ მომდინარეობს არამეულიდან და ნიშნავს "ტყუპს". ფილმში თომა არის ერთგვარი "ტყუპი" საკუთარი თავისა სხვადასხვა დროით განზომილებაში. იგი ერთდროულად ცხოვრობს სამ არსებობაში, როგორც შუამავალი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ეს შეიძლება მივიჩნიოთ მეტაფორად იმისა, თუ როგორ დგას ადამიანი ორ სამყაროს გასაყარზე.

ბოლოს, არ შემიძლია არ აღვნიშნო კლინტ მანსელის საოცარი მუსიკა. ვისაც არ გინახავთ, მიხვდებით, რომ ეს სასწაული მუსიკა, ფაქტობრივად, ნახევარი ფილმია. "შადრევანი" არ არის მხოლოდ ფილმი დანაკარგსა და სიკვდილზე. ეს არის მედიტაცია იმაზე, თუ როგორ გახდეს ტკივილი სიბრძნის წყარო. როგორც ნიცშე ამბობს "რაც არ მკლავს, მაძლიერებს" - ტომის ტანჯვა სამივე განზომილებაში არის მისი გარდაქმნის გზა. ფილმი გვახსენებს, როგორ უნდა ვებრძოლოთ ტკივილს საკუთარ თავში და როგორ შეუძლია ამ გაცნობიერებას საკუთარ თავს დაგვაახლოვოს. ბოლოს, სამივე ტომი - კონკისტადორი, მეცნიერი და ბერი პოულობს პასუხს არა მარადიული სიცოცხლის მოპოვებაში, არამედ, სიკვდილის, როგორც სიცოცხლის ნაწილის მიღებაში.

მსგავსი სტატიები

პაბლო პიკასო


    პაბლო რუის ი პიკასო (ესპ. Pablo Ruiz y Pi...

არიადნეს მისტერია


არიადნეს მისტერია კადრი გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანა...

პოპ არტის საკულტო ფიგურის, ენდი უორჰოლის, ბიოგრაფია


წყარო  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი;  Ikigai / იკიგაი ენდ...

რას ნიშნავს იყო „ნამდვილი“?


მონაკვეთი მარჯერი უილიამსის წიგნიდან „ვილვეტის კურდღელი“ მთარგმნ...

„შტორმის შემდეგ“: ის, რაც შტორმის დროს მოხდა


    „შტორმის შემდეგ“ (After The Storm) - იაპონელი რეჟის...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff