ნესტან-დარეჯანის წერილი ვეფხისტყაოსნიდან და მოცარტის ჯადოსნური ფლეიტის ერთი ეპიზოდი

Admin
ხელოვნება
0
0

როცა მოცარტის ოპერაში პრინცი ტამინო გამოცდას გადის პირამიდაში, იქ წარმოთქმული ფორმულა თავისი შინა...

ავტორი:გიორგი დოლიძე

როცა მოცარტის ოპერაში პრინცი ტამინო გამოცდას გადის პირამიდაში, იქ წარმოთქმული ფორმულა თავისი შინაარსით ზუსტად იმეორებს ნესტანის ვედრებას ტარიელის მიმართ.
ნესტანი ქაჯეთის ციხიდან წერს ტარიელს:

"ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;
მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,
დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა."

flute

ნესტანს იმედი აქვს რომ დაძლევს "სოფლისა შრომას", ამ ცხოვრების სიმძიმეს და ამაღლდება. "ვეფხისტყაოსნის" ნეოპლატონისტური მოტივები მიგვანიშნებს სულის ტყვეობაზე ამ მატერიაში, რომელიც უნდა დაიძლიოს და ნესტანი ამას გამოხატავს სურვილით რომ დაეხსნას "ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა". ის ელის ოთხივე სტიქიაზე ამაღლებას და ანგელოზური მდგომარეობის მიღწევას: "მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივჰვხვდე მას ჩემსა ნდომასა". დროისა და სივრცის მიუხედავად ის ელის "მზის ელვათა კრთომის" ხილვას, მაგრამ აქ არ არის საუბარი მატერიალურ მზეზე. დღისითაც და ღამითაც, ანუ დროის მიუხედავად არსებული სინათლის ხილვას, გათავისუფლებასა და სულიერ ხელდასხმას ესწრაფვის, ამისთვის მას სიკვდილისაც არ ეშინია, მზად არის უფსკრულში გადაეშვას კიდეც და ტარიელის გარდა არავის შეხვდეს...

მოცარტის ოპერაში პრინც ტამინოს გამოცდას უწყობენ ეგვიპტურ პირამიდაში. მის მიმართ ასეთ სიტყვებს წარმოთქვამენ:

"ვინც გაივლის ამ წვალებით სავსე გზას,
განიწმინდება ცეცხლით, წყლით, ჰაერითა და მიწით.
როდესაც სიკვდილის შიშს გადალახავს,
აიჭრება მიწიდან ზეცაში!
გასხივოსნებას მიაღწევს იგი,
როცა სრულად ეზიარება ისიდას მისტერიებს."

აქაც ნეოფიტი, ხელდასხმის მაძიებელი წვალებით გადის გზას. გმირი აქაც უნდა ამაღლდეს ოთხივე სტიქიაზე და გადალახოს მათი შეზღუდვები. აქაც სიკვდილის შიში უნდა დამარცხდეს და სიმბოლურად ეს მდგომარეობა ზეცაში აღტაცებას, ანგელოზურ მდგომარეობას ედრება. და მისტერიების სხივის მხილველი გახდება იგი. და ამას აღასრულებს კიდეც პრინცი ტამინო, როცა გამოცდას გაივლის თავის საყვარელ ქალთან, პამინასთან ერთად. გამოცდის გავლის აუცილებელი პირობა პირველ რიგში სიყვარულის ძალაა. აქაც სიყვარულის ძალისხმევით მიიღწევა შედეგი, რისთვისაც მიჯნურების ერთობაა საჭირო.
ჩვენ ვიცით, რომ მოცარტი მასონური ორდენის წევრი იყო და მასონური სიმბოლიკით დატვირთა თავისი ბოლო ოპერა. ამ სულიერი ფორმულის დამთხვევა ერთის მხრივ მეთვრამეტე საუკუნის ავსტრიელი კომპოზიტორის ოპერაში და მეორე მხრივ მეთორმეტე საუკუნის ქართველი პოეტის პოემაში ერთი ძირიდან უნდა მომდინარეობდეს: ნეოპლატონური, იუდეო-ქრისტიანული და ქრისტიანობამდელი მისტიციზმის გავლენა რაც იგრძნობა მოცარტის ოპერაშიც, რადგან თავისუფალი ქვისმთლელების ფილოსოფია ამ მიმდინარეობებიდან მოდის, და ასევე იგრძნობა "ვეფხისტყაოსნის" სიმბოლოებშიც, რომლის ავტორი აშკარად ყველა ზემოხსენებულ სულიერ და ფილოსოფიურ მიმდინარეობებს იცნობდა, და სრულიად სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა კულტურებში სულიერი ფორმულები ზუსტად მეორდება.

მსგავსი სტატიები

ვენერა ვერტიკორდია


ჩვ.წ. 114 წელს რომაელებმა სიკვდილით დასაჯეს ვესტას სამი ქურუმი ქალი...

ბალთუსი


ბალთაზარ კლოსოვსკი დე როლა (Balthazar Klossowski de Rola) (დ...

სანდრო ბოტიჩელი


  სანდრო ბოტიჩელი ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპე ცნობ...

დიდოსტატის მარჯვენა და იერუსალიმის ტაძრის ხუროთმოძღვარი ჰირამი


კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში" სამი მთავარი გმირი...

ლიმბო - პარალელური რეალობა თბილისში


ავტორი: ანა თოფურიძე ფოტოები: თამუნა ჩქარეულის და ან...

ჟან კოკტო როგორც ორფიკოსი ხელოვანი


ძველ ბერძნულ სამყაროში ორფიზმი როგორც ფილოსოფია და რელიგიური მიმდინ...

„შენი სახელი დამიძახე“: მიმზიდველი კადრების მიღმა


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი (ფოტოები იხილეთ გალერეაში) წყარო ფილმი ...

რა არის პერსონაჟი?


ჯეიმს ფრეის წიგნიდან - "როგორ დავწეროთ გენიალური რომანი?" მთარგმ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff