„ავატარი“ - ადამიანში ნაპოვნი პიროვნება

Admin
ხელოვნება
0
0

ავტორი: მეკო გელაშვილი

გავიხსენოთ, როგორი უცნაურად და მომნუსხველად ლამაზი კადრებით გვიყვება ჯეიმს ქემერონი დედამიწიდან უცნაურ და შორეულ პლანეტაზე გაგზავნილი საზღვაო ქვეითის შესახებ ისტორიას. კამერები, რომლებსაც გადასაღებად იყენებდნენ სპეციალურად ფილმის შესაქმნელად დამზადდა. როგორც ცნობილი წიგნებიდან და ფილმებიდან ვიცით, ბევრი ხელოვნურად შექმნილი, გამოგონილი ენა არსებობს, რაც მკითხველსა და მაყურებელს, თითქოს, უფრო მეტად უკვალავს გზას ავტორის მიერ წარმოდგენილ სამყაროში შესაღწევად. ამ ენის შემქმნელებმა გამოიგონეს არამხოლოდ ენის სახელი და ხალხი ვინც ამ ენაზე ისაუბრებდა, არამედ, გრამატიკა და ლექსიკა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გამოგონილი ხელოვნური ენების ყველაზე ცნობილი და ნაყოფიერი შემქმნელია ტოლკინი, რომლის შთაგონებითაც ზოგადად ფენტეზის სამყარომ დაიმკვიდრა თავი. ფილმ „ავატარში“ რომ ყველაფერი შეძლებისდაგვარად „რეალური“ ყოფილიყო, ამერიკელმა პროფესორმა შექმნა Naʼvi Language, რომლის შესწავლაც შესაძლებელია ინტერნეტსივრცეში.

            სიუჟეტს რომ დავუბრუნდეთ და აღვიდგინოთ პირველი ფილმის ისტორია, გავიხსენებთ, რომ მეცნიერების, გამოგონილი ტექნოლოგიების დახმარებით, ადამიანები ქმნიან ავატარს, რათა შეაღწიონ უცნობ და იდუმალ სამყაროში. მათი მიზანი არა ამ სამყაროსადმი ინტერესი, არამედ, სამყაროს ჩამოშლა, ამ საოცრების ნანგრევებად ქცევა და სიმდიდრედ გარდაქმნაა. მალევე ვამჩნევთ იქაური მაცხოვრებლების დამოკიდებულებას სიცოცხლისა და, ზოგადად, არსებობის მიმართ. სიცოცხლის ხეს, რომელიც ერთ-ერთი ფუნდამენტური არქეტიპია მსოფლიოს მრავალ მითოლოგიაში, ფილმში ძალიან დიდი როლი აქვს. ზეცისა და ქვესკნელის ერთმანეთთან მაკავშირებელი სულების ხე მათი მოგონებების შემნახველი სიცოცხლის წყაროა.

            პანდორას მკვიდრი რომ გახდე, მათი მხრიდან პატივისცემა რომ მოიპოვო მათი „დანახვა“ უნდა შეძლო. ვფიქრობ, ფილმის მთავარი იდეა ისაა, რომ თავად ამ სიტყვის - ავატარის გააზრების ფონზე, პარალალურად, მაყურებელმა საკუთარი თავი მისიის შემსრულებლად, რაღაც საინტერესო გზაზე მიმავალ პიროვნებად წარმოიდგინოს. როცა პანდორას მიწაზე მთავარი გმირი ავატარად შეაბიჯებს, იქაური მაცხოვრებლებისა და ბუნების ჰარმონიული ურთიერთდამოკიდებულების გააზრების შემდგომ მალევე იქცევა პიროვნებად. თითქოს, ის ავატარი, სხვა ადამიანის ბრძანების გამტარი კი არა, უკვე თავადაა პიროვნება, რომელსაც თვალი აეხილა და გადარჩენის მისიით ევლინება უცხო მიწას, საიდანაც, გმირის მოგზაურობის სტანდარტული პრინციპის საფუძველზე, მალევე განიდევნება. თუმცა, მისი მხრიდან მალევე ხდება გააზრება, რომ ის მისიის შემსრულებელი და მაკავშირებელი ხიდია უზენაესსა და მიწიერ სამყაროს შორის. მის მიერ მიტოვებული, უსულოდ დატოვებული ადამიანის სხეული თითქოს სიმბოლოა იმისა, რომ რაღაც ახალმა, რაღაც დიადმა უნდა გაიღვიძოს და ასეც ხდება. მთავარი გმირი იქცევა ბალანსად სიკეთისა და ბოროტების მიჯნაზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ავატარის მისია სრულდება და თავად ხდება შემოქმედი.

მსგავსი სტატიები

ჰანს რუდოლფ გიგერი


ჰანს რუდოლფ „რუდი“ გიგერი (H. R. Giger; დ. 5 თებერვალი, 1940 — გ....

წამი


ავტორი: ქრისტინე ბებია იყო ერთი ზარმაცი. ეჯავრებოდა შრომა. ღმერ...

გველთან როგორც სიბრძნესთან ზიარება


გველი რომ სიბრძნის საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოა, ჩვენთვის კარგად...

ბალთუსი


ბალთაზარ კლოსოვსკი დე როლა (Balthazar Klossowski de Rola) (დ...

ნესტან-დარეჯანის წერილი ვეფხისტყაოსნიდან და მოცარტის ჯადოსნური ფლეიტის ერთი ეპიზოდი


როცა მოცარტის ოპერაში პრინცი ტამინო გამოცდას გადის პირამიდაში, იქ წ...

ბრძოლა საკუთარ შიშებთან


"ბჰაგავად გიტაში" ბრძოლის წინ მეომარი არჯუნა ევედრება კრიშნას:"მწყუ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff