პარაზიტი

Admin
ხელოვნება
0
0

ავტორი: მეკო გელაშვილი

Bong Joon-ho-ს ფილმი “Parasite” კინოს თითქმის ყველა ჟანრის ერთად თავმოყრაა. ფილმის მსვლელობისას როგორც ბევრი სიცილის, ამავდროულად, ტირილისა და ბრაზის შეგრძნება დაგეუფლებათ. რეჟისორი თითქოს 7 მომაკვდინებელ ცოდვას (ნაყროვანება, სიძვა, ანგარება, მედიდურობა, მწუხარება, მრისხანება, სიამაყე, გულგრილობა) ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ერთ დიდ ცოდვად წარმოგვიდგენს. თითოეული ცოდვა თითქოს ერთგვარი ნაბიჯი, ბიძგია შემდგომი „დაცემისკენ“.

ფილმი ოჯახზეა, რომელიც მიყრუებულ უბანში ცხოვრობს ერთ პატარა სარდაფში, რომელიც ნახევრად მიწაშია და ნახევრად სინათლეს უყურებს. ისინი ფიზიკურად უფსკრულში არიან, ხოლო, ცნობიერებით, თავიანთი ამბიციით ამაყად დააბიჯებენ მიწაზე. ზუსტად ამიტომაა მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი წარმოდგენილი ერთგვარ გამყოფ ზოლად სიღარიბესა და სიმდიდრეს შორის. მათი ისტორია შესაძლოა პლატონის „გამოქვაბულის მითის“ დამახინჯებულ ვერსიად წარმოვიდგინოთ. მათ თითქოს უკვე იხილეს ჩრდილების, კედლის მიღმა არსებული ნამდვილი არსებების შესახებ, ეს კი მათი დამშეული სულისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და იმედგაცრუებულები ისევ სარდაფს დაუბრუნდნენ. მათი შინაგანი სიცარიელე, მათი მუდმივი შიმშილის შეგრძნება უწყვეტად ისწრაფვის ნაყროვანებისკენ.

შიმშილს ბევრნაირი გამოვლინება მოეძებნება და ყოველივე მათგანი ან ტანჯვის გზით ცნობიერების ამაღლებას, ან სულიერ გატეხვას და განადგურებას მოიაზრებს. მაგალითისთვის, არსებობს მითი, რომ როდესაც კორეაში მაღალი წოდების ადამიანი გარდაიცვლებოდა, პირში ერთ კოვზ ბრინჯს აყრიდნენ, რადგან არ სურდათ, მშიერს დაეტოვებინა ქვეყანა. ჩოსონის დინასტიის ერთ-ერთი ტახტის მემკვიდრე საკუთარმა მამამ, ანუ, იმდროინდელმა მეფემ, "ცუდი" ქცევის გამო ხის ყუთში 8 დღე გამოკეტა. ის მერვე დღეს გარდაიცვალა და იმდენად მშიერი იყო, 7 კოვზზე მეტი ბრინჯი დაიტია. როდესაც ადამიანს საჭმელს არ მისცემ, არ მისცემ წყალს, არ მისცემ სინათლეს და ზოგადად - თავისუფლებას, ის დროთა განმავლობაში კი არ გაცხოველდება, პირიქით, უფრო და უფრო მიუახლოვდება თავის თავს. ბევრად მკაფიოდ და გააზრებულად გაიგებს, ვინაა, რას წარმოადგენს და რა უნდა ამ ცხოვრებისგან. არასდროს იქნება ისეთი მშვიდი, როგორიც ასეთ სიტუაციაში. ამ ფილმის მთავარი გმირებისთვის კი ეს ყველაფერი პირიქით ხდება. მათ თავიანთი მწირი ცნობიერება არ აძლევთ საშუალებას, საკვებს მეტაფორული დანიშნულება მოუძებნონ. ისინი მწერები, პარაზიტები არიან, მაგრამ არ ჰგვანან ფრანც კაფკას გრეგორ ზამზას, რომელიც გარემოებამ აქცია მწერად. ისინი დაიბადნენ პარაზიტებად, მიწაზე მცოცავ არსებებად, რომლებსაც გამვლელი მიიკრავს ფეხსაცმელზე, ისინი კი მოახერხებენ, ეს გარემოებაც აიტანონ თუ წინასწარ იციან, რომ ეს ფეხსაცმელი მდიდარ ოჯახში შეაბიჯებს.

Ki-woo (Choi Woo‑shik) ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირია, რომელიც მოტყუებით ახერხებს მდიდარ ოჯახში ფესვების გადგმას. Ki-woo-სთვის მდიდარი ოჯახი ერთგვარი ნანადირევი, ლომის კლანჭებითა და კბილებით მოკლული ირემია, რომლის პირველი ნაჭერიც თავად გასინჯა, შემდეგ კი ოჯახის წევრები მოიპატიჟა მის დასაგემოვნებლად. ისინი ახლა ერთად და დამშეულად შეექცევიან ძალადობრივი გზით მოპოვებულ საკვებს.

დროთა განმავლობაში ირკვევა, რომ ისინი მარტო არ არიან და ამ სახლსაც აქვს კარგად ნაცნობი სარდაფი, საიდანაც ანალოგიური მშიერი თვალებით შეჰყურებენ ჩრდილთა თამაშს. სარდაფს და სახლს ერთმანეთთან აკავშირებს კიბე, რომელიც „ღარიბების“ მიერ შეკეთებული ჩატეხილი ხიდი, ერთგვარი მაკავშირებელი გზაა „მდიდრებთან“ მისაღწევად. ეს ის კიბეა, რომელზეც Ki-woo-ს თავისი ქვა, როგორც ტვირთი აქვს სატარებელი. ის თანამედროვე ეპოქის ხარბი სიზიფეა, რომელსაც გაუცნობიერებლად, აჩემებულად მიეკრო ქვის სახით სიმძიმე, რომელიც მუდმივად უნდა ატაროს.

ფილმი თითქოს ანგრევს ზეკაცობასთან და მაღალ მატერიებთან დაკავშირებულ ყოველგვარ მითსა თუ რეალობას. როგორც წესი, ორთაბრძოლის ველი ერთგვარი საკრალური არეალია, რომელიც მოიაზრებს ვაჟკაცის უპირატესობის წარმოჩენის არეალს. სადაც თამაში არა მოგებაზე, არამედ ზნეობის გამოვლენაზე მიმდინარეობს. ეს ფილმი კი ამ ყოველივეს საწინააღმდეგო ვერსიას გვთავაზობს. აქ მოცემული ორთაბრძოლის ველი გამარჯვებულად ნაცვლად ზეადამიანისა, ავლენს ზნეობრივად დაცემულ, განადგურებულ ინდივიდს. შემთხვევით გადმოგდებულ ლუკმას ეუფლება ის, ვინც ყველაზე „უკეთ“ მოკლა ადამიანი საკუთარ თავში და იქცა პარაზიტად.

მსგავსი სტატიები

ჟაბო


მუსიკას უსმენდა, როცა საღებავებით მოთხვრილ სამოსელში შებუდებული ორი...

ფრიდა ჰიუზი მშობლებსა და ხელოვნებაზე


ფრიდა ჰიუზი თავის პირველ პოეტურ კრებულს ათვალიერებს, ცდილობს, მოძებ...

„კრედიტის ლიმიტი“ და უმოძრაო კამერა


  ავტორები: ანეტ შტრაუსი და ფჯოსიდ ვრდოორი   ანეტ შტ...

მაგმას რეკომენდებული ფილმები


წარმოგიდგენთ მაგმას მიერ რეკომენდებულ ფილმებს... სია შეადგინა მა...

ნარასიმჰა


ნარასიმჰა - კაცი-ლომი, ინდურ პანთეონში უზენაესი ღვთაების ვიშნუს ერთ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 455 ლარის ნაცვლად 220 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა - "ოკულტური ფილოსოფია" (10 ლარი)

☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff