დრაკონის გამოსვლა

Admin
ხელოვნება
0
0

ფილმში "დრაკონის გამოსვლა" ბრიუს ლი არის შაოლინის მონასტრის ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელი და მ...

DRAGON

ავტორი:გიორგი დოლიძე

ფილმში "დრაკონის გამოსვლა" ბრიუს ლი არის შაოლინის მონასტრის ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელი და მეომარი. მისი დამრიგებელი ოსტატი ხედავს, რომ ლის მონაცემები სულიერების მაღალ საფეხურამდე ადის. ის თავისთან დაიბარებს ლის და სხვა რამდენიმე საკითხის გარდა საუბარში იტყვის: "უნდა გახსოვდეს, რომ მტერს მხოლოდ ცრუ ხატები და ილუზიები აქვს, რომლის მიღმაც იგი თავის ჭეშმარიტ ზრახვას მალავს. დაამსხვრიე ეს ხატები და მტერსაც დაამარცხებ."

ლი უპირისპირდება ხანს, რომელიც ასევე იყო შაოლინის მონასტრის წევრი, მაგრამ სცადა წესების ბოროტად გამოყენება ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, ის გააძევეს და ხანი აგრძელებს ერთ კუნძულზე დანაშაულებრივ საქმიანობას, რისთვისაც ლის აგზავნიან მის შესაჩერებლად. ბოლო ბრძოლა ლის და ხანს შორის იმართება დარბაზში, სადაც დგას უამრავი სარკე და ხანი იყენებს ამ სარკეებს, რათა ყურადღება გაუფანტოს ლის. მეომარი ხედავს სარკეებში თავის მრავალ მოწინააღმდეგეს, მაგრამ რომელი მათგანია ნამდვილი ადამიანი და რომელი არის მხოლოდ ანარეკლი, უჭირს გარჩევა. ამ დროს ლის ახსენდება ოსტატის სიტყვები: "უნდა გახსოვდეს, რომ მტერს მხოლოდ ცრუ ხატები და ილუზიები აქვს, რომლის მიღმაც თავის ჭეშმარიტ ზრახვას მალავს. დაამსხვრიე ეს ხატები და მტერსაც დაამარცხებ." ლი დაამსხვერვს ყველა სარკეს და ასე გამორიცხვით მიადგება ცოცხალ მოწინააღმდეგეს, რომელსაც საბოლოოდ ამარცხებს...

შაოლინის მონასტერი განასახიერებს იმ ნაკადს, რომელშიც ვიბადებით და ამ ნაკადს ჰყავს თავისი გამოხატულება, რომელიც წესრიგსა და წონასწორობას ინარჩუნებს(ლი), და არის მეორე გამოხატულება, რომელიც დაეცემა და იწყებს წონასწორობის დარღვევას (ხანი). მათ შორის შერკინება გარდაუვალია და ამ დროს დესტრუქციული იმპულსი, რომელსაც ხანი განასახიერებს, იწყებს ილუზიების შექმნას (სიმბოლურად სარკეები). შენ ცდილობ დაასრულო გაორება და დაამყარო წესრიგი, მაგრამ შენი ბნელი მხარე, საითაც გაიხედავ, გიგდებს მოჩვენებით პროგრამებსა და ცრუ სიგნალებს, რომელიც გირღვევს კონცენტრაციას. ამ დროს კი გამოსავალი ერთია, როგორც ლის დამრიგებელი ოსტატი იტყოდა: გამოიცნო და დაამსხვრიო ყოველი ცრუ ხატი, რომელიც გადმოგიგდო მოწინააღმდეგემ როგორც შენს პიროვნებაში, ისე შენს გარშემო. ამოიცნო მისი ნამდვილი მოტივები და ამისთვის კი საკუთარ თავში ღრმა წვდომა უნდა განავითარო. რამდენადაც ჩაუღრმავდები საკუთარ თავს და მიხვდები რომელია შენში ცრუ ზრახვები და რომელია ნამდვილი, ისევე გამოიცნობ შენს მოწინააღმდეგეშიც რა უდევს მას გულში, რა ამოძრავებს მას, ეს კი სამოქმედო სტრატეგიის ზუსტ შემუშავებას უწყობს ხელს, რათა დაასრულო გაჭიანურებული პაექრობა. გამოიცნობ შენს თავს, გამოიცნობ სხვა ადამიანსაც. საკუთარ ქვენა გრძნობებს, ისევე როგორც ჩვენს რომელიმე მოწინააღმდეგეს ცხოვრებაში იმდენად ვუხრით თავს, რამდენადაც ვემორჩილებით ცრუ ხატებს, რომელსაც ვიჯერებთ როგორც საკუთარ არსებებში ისევე სხვათა ქცევებში.

მსგავსი სტატიები

ცნობილი მწერლების რჩევები დამწყებ მწერლებს


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  წყარო 1. „უპირველესად, მწერალმა ...

დრაკონის გამოსვლა


ფილმში "დრაკონის გამოსვლა" ბრიუს ლი არის შაოლინის მონასტრის ერთ-ერთ...

„მატრიცის“ ნამდვილი სცენარი, რომელიც პროდიუსერებმა უარყვეს


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო და აი ახლა, ბოლოს და ბოლოს, ვიპ...

არიადნეს მისტერია


არიადნეს მისტერია კადრი გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანა...

ფუკოს ქანქარა


უმბერტო ეკოს რომანი "ფუკოს ქანქარა" - ძლიერი ტექსტი, რომლითაც ავტორ...

ჰანს რუდოლფ გიგერი


ჰანს რუდოლფ „რუდი“ გიგერი (H. R. Giger; დ. 5 თებერვალი, 1940 — გ....

კურტ ვონეგუტის 1973 წელს დაწერილი წერილი კაცს, რომელმაც მისი წიგნები დაწვა


წყარო მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი (აუდიო-ვერსია იხ. ტექსტის ბოლოს)...

რეინკარნაციის იდეა ქართულ ფოლკლორში


 ყველა ერის ფოლკლორში პირდაპირ ან ირიბად, მეტ-ნაკლებად ყველ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff