რას ნიშნავს იყო „ნამდვილი“?

Admin
ხელოვნება
0
0

მონაკვეთი მარჯერი უილიამსის წიგნიდან „ვილვეტის კურდღელი“ მთარგმნელი: მამუკა გურული - რას ნიშნ...

velvet

მონაკვეთი მარჯერი უილიამსის წიგნიდან „ვილვეტის კურდღელი“

მთარგმნელი: მამუკა გურული

- რას ნიშნავს „ნამდვილი“? - იკიხა ერთხელ კურდღელმა. - ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოძრაობას იწყებ, როცა გასაღებით გქოქავენ?

- ნამდვილი - ეს ის არაა, როგორ ხარ მოწყობილი, - უპასუხა ცხენმა. - ეს ისაა, რაც გემართება. როცა ბავშს დიდხანს უყვარხარ, უბრალოდ კი არ გეთამაშება, არამედ ნამდვილად უყვახარ, მაშინ ხდები ნამდვილი.

- ეს მტკივნეულია? - ჰკითხა კურდღელმა.

- ხანდახან კი, - უპასუხა ცხენმა, რადგან ის ყოველთვის სიმართლეს ამბობდა. - მაგრამ თუ შენ ნამდვილი ხარ, არ გეშინია, რომ გატკენენ.

- და ნამდვილი მაშინვე ხდებიან, ისევე როგორც დაქოქვის დროს, თუ თანდათანობით? - ჰკითხა კურდღელმა.

- არა, ეს მაშინვე არ ხდება, - უპასუხა ცხენმა. - შენ ასეთად იქცევი. ამას დიდი დრო სჭირდება. ამიტომ ეს იშვიათად ემართებათ მათ, ვინც ადვილად იმტვრევა, ვისაც მახვილი კიდეები აქვს, ვისაც ძალიან ფრთხილად უნდა მოეპყრა. ჩვეულებრივ, იმ დროისთვის, როცა ნამდვილი ხდები, თითქმის მთელი თმა გცვივდება, თვალები და სხეულის ცალკეული ნაწილები გძვრება, და საერთოდ, ძალიან ნახმარი ხდები. მაგრამ ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რადგანაც თუ შენ ნამდვილი გახდი, შენ უკვე აღარ შეგიძლია იყო მახინჯი ვინმესთვის, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც არაფერი ესმით... თუ შენ ნამდვილი გახდი, შენ ვერ შეძლებ, რომ ისევ არანამდვილი გახდე. სინამდვილე - ეს მარადიულია.

მსგავსი სტატიები

აღელვებული კაცი ყავისფერ პიჯაკში


  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  - ჟოაო ჟილბერტო   ავ...

ვენერა ვერტიკორდია


ჩვ.წ. 114 წელს რომაელებმა სიკვდილით დასაჯეს ვესტას სამი ქურუმი ქალი...

პოპ არტის საკულტო ფიგურის, ენდი უორჰოლის, ბიოგრაფია


წყარო  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი;  Ikigai / იკიგაი ენდ...

რილკეს ვარდის ძალა


1926 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა დიდი ავსტრიელი პოეტი რაინერ მარი...

ჟაბო


მუსიკას უსმენდა, როცა საღებავებით მოთხვრილ სამოსელში შებუდებული ორი...

εμη τανατογενοσ - რაზედ ჩურჩულებს ველი


 ველი ჩურჩულებს ორი ინგლისურენოვანი ქვეყნის  ურთიერთობაზე, კინოინდუ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff