სანდრო ბოტიჩელი

Admin
ხელოვნება
0
0

  სანდრო ბოტიჩელი ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპე ცნობილი,როგორც სანდრო ბოტიჩელი,144...

Sandro Botticelli 0

 

სანდრო ბოტიჩელი

ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპე ცნობილი,როგორც სანდრო ბოტიჩელი,1445 წელს დაიბადა ქალაქ ფლორენციაში. მიუხედავად იმისა,რონ ხელოვნების ისტორიაში ბევრი ყოფილა მასზე მრავლისმეტყველი,იგი გამოირჩეოდა სიფაქიზით და ჰქონდა იოლად გამოსაცნობი,განსხვავებული სტილი.
ბოტიჩელის შემოქმედებაში იგრძნობაა,რომ იგი საკუთარ ფიქრებშია ჩაკეტილი. მისი სული ზღვას ჰგავდა,რომელიც აღტკინებით სცდილობდა მტანჯველი ჯებირების გადალახვას. სანდრო სულიერ განცდებსა და სევდას მეტ გასაქანს აძლევს. მან პრივილეგია მიანიჭა მხატვრობაში გრძნობების წარმოჩენას და წინა პლანზე წამოსწია სულიერი მხარე. გააძლიერა გამოსახვის საშუალება. ანტონინ მატეიჩეკიმ მას უწოდა “პირველი გრძნობიერი ოსტატი რაციონალისტებს შორის”.
სანდრო ბოტიჩელის მუდამ აფიქრებდა მშობლიური ქალაქის ხვედრი. სწორედ ამიტომ,მისი ფიგურები ვერ ჰპოვებენ შვებას და გამუდმებით შფოთის ქვეშ არიან. ვერ აღწევენ სულიერი სიმშვიდის იდეალს ვერც მწუხარებისას და ვერც ბედნიერების ჟამს.
მსოფლიო მხატვრობაში ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი ტილოა “ქრისტეს დატირება” (1495წ). ასეთი მწუხარების მატარებელი ნახატი ძნელად თუ მოიძებნება. ბოტიჩელი არაერთხელ მიუბრუნდა ამ ნახატს. ცნობილია ორი ტილო,თუმცა ზუსტი დათარიღება ვერ ხერხდება,რადგან მხატვარი თარიღებს არ სვამდა.

სანდრო ბოტიჩელის შემოქმედებაში გამოირჩევა სამი მთავარი მოტივი:

1)ალეგორია (“გაზაფხული”)
2)მითოლოგია (“ვენერას დაბადება”)
3)რელიგიური (მადონები)

საქვეყნოდ ცნობილი ტილოებია: “ივდითის დაბრუნება”, “ძალის ალეგორია”, “სებასტიანე”, “მეფეთა თაყვანისცემა”, “შექმნათა”ეპიზოდები, “ვენერას დაბადება”, “მინერვა და კენტავრი”. ეს უკანასკნელი იმითაა გამორჩეული,რომ ბოტიჩელიმ ამ ნახატით პირველად სცადა ანტიკური მშვენიერების აღდგენა ხელოვნებაში. მისი ჩანაფიქრი უდავოდ ორიგინალური და საყურადღებო იყო. ტილოზე გამოსახულია შემდეგი რამ: სიბრძნის ქალღმერთმა თმაზე ხელის ერთი შეხებით შებოჭა და მოათვინიერა დაუმორჩილებელი,ველური და შფოთიანი ცხენკაცი.

 

წყარო: https://ketiality.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

პოპ არტის საკულტო ფიგურის, ენდი უორჰოლის, ბიოგრაფია


წყარო  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი;  Ikigai / იკიგაი ენდ...

The Show Must Go On...


ავტორი: მამუკა გურული გუშინ ვუყურე ფრედი მერკურიზე გადაღებულ ბიო...

მაგმას რეკომენდებული ფილმები


წარმოგიდგენთ მაგმას მიერ რეკომენდებულ ფილმებს... სია შეადგინა მა...

რას ნიშნავს იყო „ნამდვილი“?


მონაკვეთი მარჯერი უილიამსის წიგნიდან „ვილვეტის კურდღელი“ მთარგმნ...

სისტემის კეთილშობილური ცდუნება. ახალი კუთხით დანახული ფილმი „მატრიცა“


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო ახალი ადამიანი - ეს ის ადამიანი...

"ვარდის სახელი"


უმბერტო ეკოს პირველ რომანში "ვარდის სახელი" მოქმედება, პერსონაჟთა მ...

ქართული ხალხური ზღაპარი - "ვაშლა"


 ვაშლას ეძახდნენ ხელმწიფის სამი ვაჟიდან უმცროსს. ერთ-ე...

ჰანს რუდოლფ გიგერი


ჰანს რუდოლფ „რუდი“ გიგერი (H. R. Giger; დ. 5 თებერვალი, 1940 — გ....

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff