კო მუნ იონგის ზღაპრები

Admin
ხელოვნება
0
0

kom 1

მთარგმნელი: ანა თოფურიძე

ბიჭი რომელიც სიზმრებმა შეჭამეს
 
მან კიდევ ერთი კოშმარისგან გაიღვიძა. ცუდი მოგონებები, რომელიც წარსულიდან დარჩა,  განმეორებით ესიზმრებოდა და მუდამ სტანჯავდა. მას დაძინების ეშინოდა, ამიტომაც ერთხელაც ჯადოქართან წავიდა და სთოხვა „გემუდარები გამანთავისუფლე ამ კოშმარებისგან და რასაც მთხოვ მოგცემ..“
 
წლები გავიდა და ბიჭი ზრდასრული გახდა. მას აღარ აწუხებდა კოშმარები, მაგრამ უცნაური მიზეზის გამო, ბედნიერებასაც ვერ გრძნობდა. გადიოდა ასე წლები.
 
ერთ ღამესაც მთვარე წითლად შეიღება და ჯადოქარი გამოჩნდა მამაკაცის წინაშე. შეახსენა გარიგება და ვალის დაბრუნება მოითხოვა. გაბრაზებულმა  კაცმა კი უყვირა: „ჩემი ცუდი სიზმრები გაქრა, მაგრამ ბედნიერი არ გავმხდარვარ. ეს წლები მაინც სულ ცუდად ვიყავი !“
 
ჯადოქარმა შეთანხმებისამებრ  მისი სული წაიღო და უთხრა ეს: „მტკივნეული და საძულველი მოგონებები. მოგონებები  რომელიც სინანულს იწვევს. მოგონებები როგორ მიაყენე სხვას ტკივილი და როგორ მოგაყენა სხვამ ტკივილი. მოგონებები, თუ როგორ მოგატოვეს. ისინი რაც ღრმად ჩამარხულია. მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ამ მოგონებებს გულში ღრმად ინახავენ ხდებიან უფრო ძლიერები, ხდებიან უფრო მიზანდასახულები და ემოციურად მოქნილები და მხოლოდ ესეთი ადამიანები აღწევენ ბედნიერებას.“
 
ზომბი ბიჭუნა
 
ერთ სოფელში ცხოვრობდა ბიჭი ფერმქრთალი კანით და დიდი თვალებით. მისი ზრდისას დედა მიხვდა, რომ ბიჭს გრძნობები საერთოდ არ ქონდა.
 
ერთადერთი სურვილი, რაც მას ამოძრავებდა იყო ყველაფერი შეეჭამა, როგორც ზომბს. დედამ ბიჭი მაღალ კოშკში აიყვანა და იქ გამოკეტა, რომ თანასოფლელებს არ გაეგოთ მისი ნამდვილი ვინაობა. ყოველ ღამით ის იპარავდა საჭმელს და აჰქონდა ბიჭთან, და ასე საიდუმლოდ ზრდიდა მას.
 
ერთხელაც ქათამი მოიპარა, შემდეგ ღორი, მერე სხვა ცხოველები და ა.შ.. მაგრამ სოფელში ეპიდემია გაჩნდა, რამაც ყველა ცხოველი დახოცა და ასევე ბევრი ადამიანიც.
 
ვინც გადარჩა სოფელი დატოვა, მაგრამ დედა შვილს ვერ ტოვებდა და მის გამოსაკვებად საკუთარი ფეხი მოიჭრა და აჭამა. შემდეგ მკლავი, შემდეგ თავის ორგანოები და როცა მხოლოდ მისი ტორსიღა დარჩა. მისცა მას თავის დარჩენილი სხეულიც.
 
ზომბი ბიჭი თავისი ორივე ხელით შემოეხვია დედას და დაილაპარაკა ცხოვრებაში პირველად: „დედა, როგორი თბილი ხარ..“
 
რა სჭირდებოდა ბიჭს? საჭმელი თუ დედის სითბო?
 
ზღვის ანგელოზი
 
ერთ მდიდარ ოჯახში უმშვენიერესი გოგონა დაიბადა. ის მაგნოლიასავით უნაკლო და საოცარი იყო. დედას ისე უყვარდა გოგონა, რომ მისთვის ყველაფერს აკეთებდა, თავად მზეს და მთვარესაც უმალავდა.
 
როდესაც გოგონამ ჭამა დაიწყო, დედამ უთხრა: „ჩემო მშვენიერი, მე გაჭმევ ყველაზე საუკეთესოს რაც კი არსებობს, აბა პირი გააღე..“
 
როდესაც გოგონამ სიარული დაიწყო, დედა მივარდა მასთან და უთხრა: „ჩემო საუკეთესო გოგონავ, მოდი მე ზურგით გატარებ..“
 
ასე გავიდა წლები. გოგონას ყველაფერს უსრულებდნენ და არაფერი აკლდა. ერთხელაც დედამ უთხრა: „ჩემო მშვენიერო შვილო, მე ყველაფერი გაგიკეთე რაც შემეძლო და ახლა მინდა ცოტა დავისვენო. შეგიძლია საჭმელი მომიტანო?“
 
ამაზე შვილმა უპასუხა: „დედა მე ხელები არ მაქვს, მე ისინი არასოდეს გამომიყენებია და ისინი გამიქრა..“
 
„მაშინ ჩემო ძვირფასო შვილო, შეგიძლია ზურგით მატარო? ფეხები მტკივა..“
 
ამაზე შვილმა უპასუხა: „დედა, მე ფეხი არასოდეს დამიდგამს მიწაზე, შენ ზურგით მატარებდი და მე სიარული არ ვიცი. თუმცა მე მაქვს ძალიან დიდი პირი, რადგან შენ სულ მაჭმევდი.“
 
ამაზე გაბრაზებულმა დედამ უყვირა: „შენ არასოდეს ყოფილხარ იდეალური შვილი, არაფრის გაკეთება შენით არ შეგიძლია. უსარგებლო ზღვის თევზი ხარ. შენ ხარ მხოლოდ ბგერების გამომცემი მარცხი..“
 
დედამ შვილს ხელი მოკიდა და ზღვის კიდეში გადააგდო. მას შემდეგ ამბობენ, რომ მეთევზეებს ზოგჯერ, ცივ ქარიან დღეებში გოგონას ტირილი ესმით:
 
„დედა დედა რა დავაშავე? დედა გთხოვ დამიბრუნე. დედა გთხოვ მოდი და წამიყვანე..“
 
ზაფხულის დღის ძაღლი
 
ერთ პატარა სოფელში ხეზე მიბმული ძაღლი ცხოვრობდა.  ღამით ის ძალიან იწყენდა და წკმუტუნებდა, თავის ბედს ტიროდა. თუმცა მას კარგად გამოსდიოდა თავის ემოციების დამალვა, ის ყველას უყვარდა სოფელში და მას ყველას ეთამაშებოდა.
 
ძაღლი ცდილობდა სირბილს, ხტუნავდა, იწევდა, მაგრამ წრეზე დარბოდა.  თოკი ხეს ეხვეოდა გარშემო, რადგან მიბმული იყო.
 
ერთ დღეს მას თავისმა გულმა ჰკითხა: „ჰეი, ამ თოკს რატომ არ გაწყვეტ?“
 
მან სევდიანდად აღიარა, რომ არ იცოდა ეს როგორ გაეკეთებინა, უკვე ძალიან დიდი ხანი იყო მიბმული ხეზე და შეჩვეული ასე ცხოვრებას. მან არ იცოდა თავისუფლებაში როგორ იცხოვრებდა.

წყარო:

ზღაპრები ეკუთვნის სერიალ „It's Okay to Not Be Okay“ პერსონაჟ მწერალ ქალს. თუ ისინი მოგეწონათ, აუცილებლად გირჩევთ ამ მშვენიერ დრამასაც უყუროთ. მოქმედება ვითარდება ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტების და თანამშრომლების გარშემო, ხოლო ზღაპრები ეხმაურება პერსონაჟების ბავშობის ტრამვებს და ტრანფორმაციებს. სიუჟეტი გვიყვება იმას, თუ როგორ ცდილობენ გახდნენ თავისუფალი და ბედნიერი ადამიანები.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

εμη τανατογενοσ - რაზედ ჩურჩულებს ველი


 ველი ჩურჩულებს ორი ინგლისურენოვანი ქვეყნის  ურთიერთობაზე, კინოინდუ...

ნესტან-დარეჯანის წერილი ვეფხისტყაოსნიდან და მოცარტის ჯადოსნური ფლეიტის ერთი ეპიზოდი


როცა მოცარტის ოპერაში პრინცი ტამინო გამოცდას გადის პირამიდაში, იქ წ...

ფრიდა ჰიუზი მშობლებსა და ხელოვნებაზე


ფრიდა ჰიუზი თავის პირველ პოეტურ კრებულს ათვალიერებს, ცდილობს, მოძებ...

გაი რიჩის დანახული "უძღები შვილის დაბრუნების" იგავი..


  მთარგმნელი: ანა თოფურიძე წყარო "..ამ იგავის გაგება ადვი...

პაბლო პიკასო


    პაბლო რუის ი პიკასო (ესპ. Pablo Ruiz y Pi...

სისტემის კეთილშობილური ცდუნება. ახალი კუთხით დანახული ფილმი „მატრიცა“


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო ახალი ადამიანი - ეს ის ადამიანი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff