"ვარდის სახელი"

Admin
ხელოვნება
0
0

უმბერტო ეკოს პირველ რომანში "ვარდის სახელი" მოქმედება, პერსონაჟთა მთელი ვნებები და ძიებები ტრიალე...

eko

ავტორი: გიორგი დოლიძე

  უმბერტო ეკოს პირველ რომანში "ვარდის სახელი" მოქმედება, პერსონაჟთა მთელი ვნებები და ძიებები ტრიალებს ერთი წიგნის გარშემო, რომელსაც უსინათლო ბერი ხორხე საგულდაგულოდ მალავს. როდესაც ფრანცისკანელი ბერი უილიამ ბასკერვილელი იძიებს ჩრდილოეთ იტალიის ამ ერთ მონასტერში მკვლელობების სერიას, მიდის დასკვნამდე, რომ ყველაფერი უკავშირდება აკრძალულ წიგნს - ეს არის არისტოტელეს "პოეტიკის" მეორე ნაწილი, რომელიც დაკარგულად ითვლება. არისტოტელეს "პოეტიკა", რომელიც ჩვენ ვიცით, ეხება ტრაგედიის არსზე მსჯელობას. "პოეტიკის" მეორე ნაწილი კი არ ვიცით. ვარაუდობენ, რომ თუ ასეთი არსებობდა, ის მოგვითხრობდა კომედიისა და სიცილის მნიშვნელობის შესახებ. ეკოს რომანში სწორედ ამ "პოეტიკის" მეორე ნაწილს მალავს ხორხე დიდი ბიბლიოთეკის ბნელ საცავებში. რათა არავინ წაიკითხოს, ის წიგნის ფურცლებსაც კი გაჟღინთავს საწამლავით.

 როცა რომელიმე ბერი გაბედავს მის წაკითხვას, ან თითებზე აყოლილი საწამლავით იღუპება, ან ხორხეს როგორც დიდი მანიპულატორის მოხერხებით ბერები ხოცავენ ერთმანეთს. უილიამი მიხვდება ამას და მხოლოდ ერთ რამეს ეკითხება წიგნის ფინალში ხორხეს, რომელიც გამომძიებელ ბერს ელოდება ბიბლიოთეკაში არისტოტელეს წიგნით, რადგან მან იცოდა, რომ ადრე თუ გვიან უილიამი ყველაფერს მიხვდებოდა. უილიამის შეკითხვა: "რატომ მაინც და მაინც არისტოტელეს ეს წიგნი და არა სხვა?" ხორხე პასუხობს: "რადგან ის ფილოსოფოსის დაწერილია." ხორხე მტერს ხედავს წიგნში, სადაც შესანიშნავად არის დასაბუთებელი სიცილის აუცილებლობა. ის სიცილს თვლის "მაიმუნის ღრეჭვად", ცოდვად, ეშმაკის წაბაძვად, ადამიანებამდე არასოდეს უნდა მივიდეს ფილოსოფიურ დონეზე დასაბუთებული სიცილის მნიშვნელობა. საინტერესოა, რომ ხორხე წიგნს კი არ ანადგურებს, არამედ ინახავს, თუმცა შეეძლო გაენადგურებინა წიგნი. აქ შეგვიძლია დავინახოთ ნებისმიერი დამნაშავის გაუცნობიერელი ლტოლვა იმისკენ, რომ მისი დანაშაულებრივი ოსტატობა ყველამ დაინახოს, ოდესმე გამოააშკარავონ მისი შესაძლებლობები.

 როგორც უილიამი ეუბნება ხორხეს, თავად უსინათლო ბერია ეშმაკის განსახიერება, რომელსაც სძულს სიცილი, იუმორი, სილაღე, სამყაროს მსუბუქი და დინამიური აღქმა. ის ყველაფერზეა წამსვლელი, რათა ადამიანი მხოლოდ წუხდეს, იყოს დაძაბული, მუდამ ფორთხავდეს საკუთარი ცოდვილობის განცდაში და ვერასოდეს წამოიმართოს წელში, რადგან სიცილი ათავისუფლებს. ხორხე ამწყვდევს ადამიანის გონებას ბნელ არტახებში და ზღუდავს მას. ბიბლიოთეკა, რომელიც უზარმაზარ კოლექციას ინახავს არისტოტელეს ნაშრომის ერთადერთ გადარჩენილ ეგზემპლართან ერთად, არის საკაცობრიო ცოდნა, რომელიც დაგროვილია, მაგრამ არავინ იკვლევს, რადგან იქ შესვლა უცხოსთვის დაუშვებელია. ეს არის ტალანტი, რომელიც დამარხულია და გამოუყენებელი. ხოლო მთელ ამ ცოდნას შეიწირავს ხანძარი, როდესაც უილიამი და ხორხე შეებრძოლებიან ერთმანეთს არისტოტელეს წიგნისთვის და ხორხე ცეცხლს წაუკიდებს ხელნაწერებს. ერთი წიგნი, რომელიც სიცილის აუცილებლობაზეა, შეიწირავს მთელს ბიბლიოთეკას - თუ ადამიანი არ გაიცინებს, ანუ არ ისწავლის თუ როგორ განიმუხტოს, როგორ გალაღდეს, ანუ შეივსოს პოზიტიური ძალით, ასეთ დროს მთელი დაგროვილი ცოდნა არა მარტო უხმარი გახდება, არამედ განადგურდება. რომანში აღწერილია ის ეპოქა, რომლის შემდეგ იღვიძებს რენესანსი იტალიასა და შემდეგ მთელს ევროპაში, ეკლესია როგორც ადამიანის დამძაბველი და შემზღუდველი ინსტიტუტი ნელნელა კარგავს თავის ძალაუფლებას ადამიანთა გონებაზე და ეს ყველაფერი იტალიიდან იწყება.

 რომანში იმიტომ არიან იტალიელები მომხრე იმის, რომ ბიბლიოთეკა გაიხსნას, უცხოელი ბერები კი ამას ეწინააღმდეგებიან. რენესანსი კი არ არის მხოლოდ ერთი ეპოქა, ეს სულის მდგომარეობაა, ადამიანის მიერ საკუთარი თავის აღმოჩენა, გალაღება, სამყაროს დანახვა ნათელ ფერებში, გაცინება და წათამაშება სამყაროსთან, მოძრაობა და იმპროვიზაცია და არა გაქვავებული მდგომარეობა, და ეს წინ გადადგმული ნაბიჯი ვერ იქნება, თუ ადამიანმა არ გაიცინა, თუ არ გაიხარა. ამის მტერი რომანის უსინათლო ბერი შეიძლება იყოს, რომელსაც ემეტება არა მხოლოდ ერთი წიგნის, არამედ მთელი ბიბლიოთეკისა და ადამიანების მოსპობა ცეცხლში, ოღონდ სიცილის ხმა არ გაიგოს.

 ხორხეს მსგავსად ეს სჩვევიათ ზოგადად გოროზ და მეტისმეტად მკაცრ ლიდერებს: ისინი არ დაუშვებენ გახუმრებას არც მასზე და არც სხვებზე, გაუცნობიერებლად მტრობენ იუმორს, იმდენად გაქვავებულები არიან, რომ სურთ სხვების გაქვავებაც და ამისთვის არწმუნებენ თავიანთ მიმდევრებსა და დაქვემდებარებულებს სიცილის ურცხვობაში, უწესებენ ზღვარს თუ ვინ რაზე იხუმროს ან საერთოდ რომ იხუმროს როცა იუმორი არის ის ფენომენი, რომელსაც ყველაფერი შეიძლება დაექვემდებაროს. იუმორით შევიგრძნობთ საგანთა და მოვლენათა იმ დაფარულ არსს, რომელსაც დაძაბულ მდგომარეობაში ვერასოდეს გავიაზრებთ. ამ გაცნობიერების პროცესს ვერ აიტანს ხორხეს მსგავსი შეუვალი ავტორიტეტი.

 ასეთი ხორხე ყველას შეგვხვედრია ცხოვრებაში და ჩვენ თვითონაც გვიგრძვნია ის გადამდები დაძაბულობა, რომელიც მათგან მოდის... ჩვენ კი გვაქვს ის ლაღი და დიდი იარაღი, რომლითაც მარცხდება ასეთი დაძაბულობა - იუმორი და სიცილი...

მსგავსი სტატიები

სტუმარ-მასპინძელი


ვაჟას "სტუმარ-მასპინძელში" როცა ზვიადაური უნდა მოკვდეს, პოეტი გადმო...

ორაკული მატრიცაში


"მატრიცაში" ორაკულის არ არის მხოლოდ საინტერესო პერსონაჟი, ის თავად ...

ინტერვიუ ლორა მაკაბრესკუსთან


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი წყარო   ვიდეო-ვ...

რეჟისორები და მათი მუზები


  თარგმანი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი წყარო 1. ლორა დერ...

ჟან-მიშელ ბასკიას ქაოსური ბუნება


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი      ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff