ნარასიმჰა

Admin
ხელოვნება
0
0

ნარასიმჰა - კაცი-ლომი, ინდურ პანთეონში უზენაესი ღვთაების ვიშნუს ერთ-ერთი ავატარა, ღვთაებრივი რისხ...

ავტორი: გიორგი დოლიძე

ნარასიმჰა - კაცი-ლომი, ინდურ პანთეონში უზენაესი ღვთაების ვიშნუს ერთ-ერთი ავატარა, ღვთაებრივი რისხვის განსახიერება.
ილუსტრაციაზე ნარასიმჰა იხსნის ღვთისმოსავ უფლისწულ პრაჰლადას მისი მამის, ჰირანიაკაშიპუს უსამართლო რისხვისაგან და ტირან მეფეს ფატრავს.

lion

როცა პრაჰლადა თავისი მამის, მეფე ჰირანიაკაშიპუს წინაშე დაიწყებს ქადაგებას და ხმამაღლა ადიდებს ვიშნუს, მეფე ბრაზდება შვილზე და პასუხობს, რომ თვითონ დგას ღმერთზე მაღლა, მაგრამ შვილი აგრძელებს ღმერთის განდიდებას, სიუჟეტი წარმოაჩენს მამის მიერ შვილის შეუბრალებელ დევნას მისი ღვთისმოსავობის გამო, რადგან უზენაეს ძალად არა მამას, არამედ ვიშნუს აცხადებს. ამ დროს გამოჩნდება უზენაესი ღვთაება განრისხებული ნარასიმჰას სახით და სჯის მეფეს - გადახსნის შუაზე.

ჰირანიაკაშიპუ არ არის უბრალოდ მეფე. ის არის ასურა, ინდურ პანთეონში ყველაზე დაბალი რანგის ღვთაება, და დაცემული არსება, ანტი-ღმერთი. და რადგან თავს უზენაეს ღვთაებაზე უფრო უპირატესად აცხადებს, უზომო ამპარტავნების გამო მას სწორედ ლომის სახის ღვთაება სჯის. აქ ცხადია ის პრობლემა და გადასაწყვეტი საკითხი, რომელიც უდგას ლომის ასტროლოგიურ ნიშანს. ჰირანიაკაშიპუ მეფეა, რომელსაც ცხოველთა სიმბოლოებში და ასტროლოგიურ ნიშნებში შეესაბამება ლომი. როგორც ყველა ნიშანს, ლომსაც აქვს თავისი ორგვარი გამოვლინება: დადებითი და უარყოფითი. ასურა და მეფე ჰირანიაკაშიპუ არის ლომის არქეტიპის ყველა უარყოფითი თვისების განსახიერება და ხორცშესხმა, რაც პირველ რიგში მომდინარეობს ამპარტავნებიდან. როცა დამუშავებული ტიპაჟია და თავს დადებითად გამოხატავს, ის კი არ ამპარტავნობს, არამედ იცის საკუთარი თავის ფასი და როცა გრძნობს რომ მოვლენების ცენტრშია, ის იმავე დროს გრძნობს უდიდეს პასუხისმგებლობას, რომ მამოძრავებელი ღერძის როლი სამართლიანად და პირნათლად შეასრულოს. ჰირანიაკაშიპუ ამის საპირისპირო ტიპაჟია, ის ფლობს ძალაუფლებას და იმავე დროს ბოროტად სარგებლობს მისით, რადგან მისთვის უცხოა პასუხისმგებლობა, არ ცნობს ზემდგომს, რომელიც მის ამპარტავნებას დააოკებს, დარწმუნებულია თავის დაუსჯელობაში. ამპარტავნების უმაღლესი გამოვლინება ინდურ სისტემაში ანალოგიურია დასავლური ეშმაკის, სატანასი, რომელიც შემოქმედის გამრუდებული სახეა. საინტერესოა, რომ ებრაულ ტრადიციაშიც, პეტრე მოციქულის პირველ წერილში ეშმაკი შედარებულია გაუმაძღარ ლომთან: "თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს." ისიც აღსანიშნავია, რომ ის ერჩის საკუთარ შვილს, რაც ლომის უარყოფითი მხარის გამოხატულებად არის მიჩნეული, ლომის შესაბამისი მეხუთე სახლი კი შვილების პრობლემატიკას ეხება. მეხუთე სახლთან დაკავშირებით საინტერესო დამთხვევაზე მიუთითებს ელის ბეილი - ებრაულ რჯულში, მოსეს ათ მცნებაში რიგით მეხუთე მცნება აწესრიგებს მშობლისა და შვილის მორალურ ურთიერთდამოკიდებულებას: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა", და თუ ამ ებრაულ პრინციპს გადავიტანთ ინდურ გაგებაში და გავითვალისწინებთ ინდურ სისტემაში კარმულ სწავლებას, მშობელსა და შვილს შორის დამოკიდებულება დიდ და გარდაუვალ შედეგებს წარმოშობს კარმულად... ამ დროს მას ეცხადება განრისხებული ნარასიმჰა - ღვთაება ადამიანის სხეულით და ლომის თავით, კაცი-ლომი, რომელიც გაანადგურებს ტირანს და იხსნის პრაჰლადას. ფაქტობრივად, ერთ ლომს ანადგურებს მეორე ლომი. მსგავსი სპობს მსგავსს. მაგრამ მათ შორის სხვაობა პრინციპულია: ლომისთავიანი ნარასიმჰა თავად არის უზენაესი "მე"-ს პრინციპის გამოვლინება, და ატარებს ყველა სათნოებას, რომელიც ნამდვილ მმართველს ახასიათებს. მიწიერი "ლომი", ანუ ტირანი მმართველი კი მისი კარიკატურული ანარეკლია, ისიც ფლობს ძალაუფლებას, ოღონდ მოჩვენებითს და ნარასიმჰას ყველა თვისების მრუდე და დამახინჯებული ანარეკლია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნარასიმჰაც და ჰირანიაკაშიპუც ერთი თემატიკის, ერთი პრინციპის ორგვარი გამოხატულებაა: ერთი ნათელი და ამაღლებული, მეორე კი ბნელი და დაცემული. ორივე გამოვლინება არის ადამიანში, რომელიც ლომის არქეტიპს გრძნობს საკუთარ თავში, და რომელ მხარეს გააქტიურებს საკუთარ თავში, ეს მასზეა დამოკიდებული. მითი კი ალეგორიულად გადმოგვცემს ლომის პრინციპების ორგვარ გამოვლინებას და თუ როგორ შეიძლება გადამწყვეტ მომენტში აღდგეს ადამიანში "მე"-ს ნათელი გამოვლინება (ნარასიმჰა) მისივე ბნელი ორეულის (ჰირანიაკაშიპუ) წინააღმდეგ, რომელიც დესტრუქციულ იმპულსს აღვივებს ადამიანის გულში (ლომის შესაბამისი ორგანო).

მსგავსი სტატიები

წამი


ავტორი: ქრისტინე ბებია იყო ერთი ზარმაცი. ეჯავრებოდა შრომა. ღმერ...

აღელვებული კაცი ყავისფერ პიჯაკში


  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  - ჟოაო ჟილბერტო   ავ...

ფრიდა ჰიუზი მშობლებსა და ხელოვნებაზე


ფრიდა ჰიუზი თავის პირველ პოეტურ კრებულს ათვალიერებს, ცდილობს, მოძებ...

ხელოვნების ომი


ხელოვნების ომი: გაარღვიე შინაგანი ბარიერები და გაიმარჯვე შემოქმედებ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff