ჩიას თესლი- ბუნებრივი აფთიაქი

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ეკატერინე დგებუაძე  ​ჩიას თესლი წვრილი მარცვლეულია, რომელსაც მეორენაირად ესპანურ ...

IMG 3812

ავტორი: ეკატერინე დგებუაძე 

​ჩიას თესლი წვრილი მარცვლეულია, რომელსაც მეორენაირად ესპანურ სალბს უწოდებენ. მისი სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. ამ ჯადოსნურ მარცვალს საკვებად იყენებდნენ უძველესი ცივილიზაციები. დასახელება ჩია ქართულად პატარას ნიშნავს, რაც აძლიერებს ჩემს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უძველეს ცივილიზაციებს კავშირი ქონდათ ძველ კოლხურ და იბერიულ ტომებთან, რაც მათ ენებზეც აისახა.

დღეს ეს ეგზოტიკური პროდუქტი, რომელიც არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი, ფასობს თავისი სამკურნალო თვისებებით, ის გამოიყენება, როგორც ორგანიზმის გამაჯანსაღებელი საკვები დანამატი.

​საუკუნეების განმავლობაში პარკოსნებთან და ამარანტთან ერთად ჩიას თესლი იყო ერთერთი ძირითადი საკვები პროდუქტი ლათინური და სამხრეთ ამერიკის ხალხისთვის. მათი დაპყრობის დროს აცტეკი მეომრებისთვის ერთი პეშვი ჩიაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ მთის მკაცრი პირობებისთვის გაეძლოთ და ფიზიკურად არ დაუძლურებულიყვნენ.

უძველესი დროიდან ამ მცირე ზომის თესლიგან გამოყავდათ ზეთი, ამზადებდნენ ფქვილს, სასმელებს. მას იყენებდნენ რელიგიურ რიტუალებში, ღმერთებს უძღვნიდნენ. აცტეკების იმპერიის განადგურების შემდეგ ჩიას ნათესები გადაწვეს. ეს მცენარე საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო, მაგრამ სასწაულით გადარჩენილი მცენარე მე 20 საუკუნეში აღმოაჩინეს გვატემალას და მექსიკის მიუვალ მთებში და ისევ გაიხსენეს. სელექციური სამუშაოების ჩატარების შემდეგ აღდგა ამ საოცარი კულტურის მოყვანა და გამოყვანეს ასევე ახალი სახეობა- თეთრი ჩია.

არსებობს თეთრი, ყავისფერი და ნაცრისფერი ჩია. ის შეიცავს 32-39% ზეთს, 25% უჯრედისს, 19-23 % ცილას 0% ქოლესტერინს, მდიდარია ამინომჟავებით, განსაკუთრებით ომეგა-3 ით, ჩიას ზეთი შეიცავს ომეგა- 3 ის 64%, რაც ორჯერ მეტია , ვიდრე ხიზილალაში, 42 ჯერ მეტი, ვიდრე ზეითუნის ზეთში.

ჩიას თესლის ერთერთი მნიშვნელოვანი თვისება არის ცხიმოვანი მჟვების ომეგა 3 ის და ომეგა 6 ის სწორი პროპორციები. ის მდიდადრია უჯრედისით, მინერალებით, პროტეინებით, ანტიოპქსიდანტებით.

მაგნიუმის, ფოსფორის, კალციუმის, კალიუმის რაოდენობა ამ ეგზოტიკურ პროდუქტში ბევრად აღემატება ბროკოლის, ძროხის რძეს, სელის თესლს, წითელ თევზს, ისპანახს, ბანანს, ქატოს, პარკოსნებს, ამის გარდა ჩიას მარცვალი არის ცინკის, მაგნიუმის, ვიტამინ B2, B3 ასკორბინის მჟავას, (C), რეტინოლის ვიტ A , ანტიოქსიდანტების კონცენტრაციით კი ის წინ უსწრებს მოცვს.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ჩიას თესლი დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე ანემიის, ალერგიის, ჰორმონალური დარღვევების, დროს. გამოკვლევებმა, რომელიც ტორონტოში ჩატარდა, აჩვენა, რომ ჩიას თესლი აფერხებს დაბერების პროცესს, იწვევს წნევის და სისხლში შაქრის დონის სტაბილიზებას, ბუნებრივი ანტიოქსიდანტები იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური და გულსისხლძართღვთა დაავადებებისგან. მეცნიერები, კარდიოლოგები, ფიზიოლოგები იტალიიდან, კანანდიდდან, ამერიკიდან, და სხვა ქვეყნებიდან მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჩიას თესლი არის საკვები პროდუქტი უდიდესი პოტენციალით ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, ინსულტის, ინფარტქტი პროფილაქტიკასა დ ა მკურნალობაში, ჩიას თესლს აქვს უდიდესი პროფილაქტიკური და სამკურნალო ეფექტი დეპრესიების, ეპილეფსიის, ალცჰეიმერის, ბრონხიალური ასთმის, გაფანტული სკლეროზის, რევმატიზმის დროს. დამტკიცებულია, რომ ჩიას მარცვალი ჰიპოალერგენია.

ჩიას თესლი, ანუ ესპანური სალბი მოყავთ მაღალ მთებში, ეკოლოგიურად სუფთა რაიონებში. მის ფოთლებშიც, ასევე, დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტია, რომლისაც ეშინიათ მწერებს, რაც ქმნის ბუნებრივ დაცვას მავნებლებისგან.

ჩიას თესლი შეიწოვს დიდი რაოდენობის სითხეს, რაც იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას, ადვილად აითვისება ორგანიზმის მიერ და ნორმაში მოყავს კუჭნაწლავის სისტემის მუშაობა. უჯრედისი, რითაც ის ძალიან მდიდარია ჩია, აუმჯობესებს ნაწლავების მოტორიკას, გამოყავს ტოქსინები ორგანიზმიდან, ამიტომ, ის კარგი დამხმარეა ადამიანებისთვის წონაში კლების და წონის შენარჩუნების დროს. კალციუმის რაოდენობა ჩიას თესლში 5 ჯერ მეტია, ვიდრე ნატურალურ რძეში, რაც აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას და ეხმარება ძვალკუნთოვან სისტემას.

ესპანურ სალბს, ანუ ჩიას მიირთმევენ უმად, ხილთან, კენკრასთან, სალათებთან ერთად, მას იყენებენ ასევე ფქვილის და ზეთის სახით. ომეგა 3 ის დღეღამის დოზის მისაღებად საკმაისია მხოლოდ 5 გრ. ჩიას თესლი, ან 1 გრ. ზეთი. მას სასიამოვნო გემო აქვს, შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერ კერძს.

ჩიას თესლი ჯადოსნური, ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს ჯანსაღი კვება, შეუფასებელი განძია, ათასწლეულების მანძლზე გამოცდილი.

გააზიარეთ თუ მოგეწონათ..

მსგავსი სტატიები

ალუმინის ჭურჭელი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ალუნიმის ჭურჭელი სულაც არაა ისეთი უვნებელი...

მსხვილი ნაწლავის შესახებ #1


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მონელების პროცესში საკვები ყველაზე დიდხანს მ...

რითი სჯობს თევზი ხორცს?


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე 1) თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგას ტიპი...

თაფლის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე თაფლი ცოცხალი პროდუქტია. თაფლში შემავალი შაქ...

მსხვილი ნაწლავის შესახებ #2


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ნებისმიერი დაავადების განკურნება, სხეულის სხ...

ახალი კარტოფილი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ახალი კარტოფილი ნაკლებად კალორიულია, ვიდრე ძ...

აღდგენის დღეები (შიმშილობა, #1)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ტერმინში, აღდგენის დღეები, იგულისხმება განტვ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff