ცხარე წიწაკა

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე იადიგარ დაუდში არაერთგზისაა დაწერილი, რომ ხორცეულის კერძები მხურვალე სან...

05 640x427

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

იადიგარ დაუდში არაერთგზისაა დაწერილი, რომ ხორცეულის კერძები მხურვალე სანელებლების გამოყენებით უნდა დამზადდეს, რადგან ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ასტიმულირებს კუჭისა და სხვა წვენების გამოყოფას... ამ სანელებლებიდან ერთ-ერთია წითელი წიწაკა.

სიცხარის აღმქმელი ენის რეცეპტორები დაკავშირებულია თავის ტვინის სხვადასხვა ცენტრებთან, რომლებიც პასუხს აგებს ორგანიზმის აქტივობასა და ტონუსზე. დღეს ვიყენებთ სხვადასხვა სახეობის წიწაკას: შავი პილპილი, წითელი წიწაკა, თეთრი პილპილი, მწვანე წიწაკა... ეს ცხარე სანელებლები გამოიყენება როგორც კერძის „გასახურებლად“, ასევე მშვენიერი სამკურნალო საშუალებებიცაა, რომელთაც ჯანმრთელობისათვის მთელი რიგი სასარგებლო თვისებები აქვს. წიწაკები და პილპილები იმდენად სასარგებლო პროდუქტია, რომ თუ ვინმეს არა აქვს უკუჩვენება მათზე, აუცილებლად უნდა ჩაირთოს კვების რაციონში.

წიწაკების ყველანაირი ნაირსახეობა შეიცავს ვიტამინებსა და ორგანიზმისათვის სასარგებლო სხვადასხვა ეთერზეთებს. ყველანაირი ცხარე წიწაკა და პილპილი შეიცავს ნივთიერება კაპსაცინს და სწორედ ის აძლევს ამ პროდუქტს ცხარე გემოს.

კაპსაცინი არეგულირებს და აწესრიგებს კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას. დენადს ხდის სისხლს, ასტიმულირებს ღვიძლის მუშაობას, ოდნავ ადაბლებს არტერიულ წნევას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას და არის მშვენიერი ანტიოქსიდანტი - თავისუფალ რადიკალებთან მებრძოლი, ანუ სიმსივნურ უჯრედებთანაც მებრძოლი პროდუქტი.

სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით, რეკორდსმენია ცხარე წითელი წიწაკა. მასში ცხიმებისა და კაროტინის შემცველობაა 10-15%. იგი ასევე შეიცავს ვიტამინებს A, B1, B2, P, C. ეს ბოლო ორი, ამაგრებს და წმენდს სისხლძარღვებს, დაბლა წევს ცუდი ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, უხდება მხედველობას და ამაგრებს ძვლებს.

წითელ ცხარე წიწაკას აქვს ძლიერი ბაქტერიოციდული თვისებები, ამის გამო სასარგებლოა ნაწლავების სხვადასხვა ინფექციებისას და აშლილობისას. წითელი წიწაკა ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ცხიმების წვას (პუტკუნების საყურადღებოდ, რომელთაც აღარ უნდათ პუტკუნობა), შეიცავს ძალიან ცოტა ნახშირწყლებსა და კალორიას.

წიწაკის ჭამისას ტვინი გამოყოფს ბუნებრივ ნარკოტიკებს - ენდორფინებს, ამიტომ ადაბლებს სტრესის შეგრძნებას, თუ სტრესში არა ვართ, ქმნის კომფორტულ გუნება-განწყობილებას. თუ 3-5 კილოგრამ წითელ ცხარე წიწაკას ხელის ხორცსაკეპი მანქანით გაატარებთ ხელთათმანების გარეშე და გატარებულ მასასაც შიშველი ხელებით შეაზავებთ, იწვევს კანის წვას და ძლიერ გაბრუებას სიცილის ეფექტით (საკუთარ თავზე გამოვცადე გასულ შემოდგომაზე ოჯახში აჯიკის კეთებისას).

შავი პილპილი საჭმლის მონელების პაროცესის ძლიერი სტიმულატორია. იგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანადგურებს პათოგენურ მიკროფლორას - ჩვენს არამეგობარ მიკროორგანიზმებს, აძლიერებს ნერწყვის გამოყოფასა და მადას. მისი სისტემატური გამოყენებისას დაბლდება სისხლის სიბლანტე, გაიწოვება შედედებები სისხლძარღვებში, იკლებს გულსისხლძარღვთა დაავადებათა რისკი. შავ პილპილში C ვიტამინის შემცველობა რამოდენიმეჯერ უფრო მეტია, ვიდრე ფორთოხალში. შავი პილპილი შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს, კაროტინს, ვიტამინებს B1, B2, B3, B9, E, A, K. გარდა ამისა შავი პილპილი ააქტიურებს კალორიების წვას და აძლიერებს სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების სამკურნალო თვისებებს.

ნებისმიერი ჯიშის ცხარე წიწკა-პილპილები შეიცავს ეთერზეთებს, რომელიც ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს კუნთების ტონუსს, ამცირებს ართრიტებისაგან, კუნთების გაჭიმვისაგან, სპორტული ტრავმებისაგან გამოწვეულ დისკომფორტს.

d0c363957f26წიწაკა ძლიერი იმუნოსტიმულატორია. მისი გამოყენება აძლიერებს ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისა და ვირუსების მიმართ. ნაწლავების კუნთებზე მოქმედებს როგორც ანტისპაზმური საშუალება.

წიწაკის დიდი რაოდენობით გამოყენება არ უხდება მათ, ვისაც აქვს მაღალი არტერიული წნევა, წყლულები, გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სხვადასხვა ანთებითი პროცესი, უძილობა და ასევე ვინც ორსულადაა. ასევე მისმა დიდი რაოდენობით გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის აშლილობა, გულძმარვა. მისი ჭამა არ შეიძლება ღვიძლის დაავადებებისას.

რადგან იადიგარ დაუდში წერია, რომ ხორციანი კერძები წიწაკებით უნდა დამზადდეს და წიწაკა სასარგებლოა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველდღე ხორციანის ჭამაა სასარგებლო. ჩვენი ძირითადი საკვები ინდა იყოს ბლომად ცოცხალი ხილ-ბოსტნეული და წყალზე მოხარშული ფაფები (წიწიბურა, შვრია, კანიანი ბრინჯი და სხვა სასარგებლო ბურღულეული) პარკოსნები (ოსპი, ბარდა...) და ნიგვზეულობა (კაკალი, თხილი, ნუში, მზესუმზირა, სეზამი, კეშიუ...)

წიწაკაში ცილებიც კი მოიპივება. წიწაკა მდიდარია უჯრედისითა და ორგანული მჟავებით.

მსგავსი სტატიები

ამარანტი


ამარანტი არის წლიური ბალახოვანი მცენარე მას აქვს სხვა სახელებიც ჯიჯ...

სუნთქვის ტექნიკები


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე 1) ღრმად ჩაისუნთქეთ, ფილტვები გაავსეთ ბოლო...

მსხვილი ნაწლავის შესახებ #1


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მონელების პროცესში საკვები ყველაზე დიდხანს მ...

 კოლაგენი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე სტატიებში საჭმელი სოდის შესახებ, ვრცლადაა ახ...

გამყოფი ზედაპირები და “ცოცხალი აურა”


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ნებისმიერი ორი გარემოს გამყოფი ზედაპირი, გან...

პროდუქტები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ


ზეთის შესახებ ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მცენარეული ზეთი ბუნებრივი პრო...

ხორცის შესახებ (ნაწილი II)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე კიდევ არსებობს მითები ხორცზე, რომ ისაა ფოსფო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff