შინაგანი განზრახვით თქვენ ანარეკლზე ზემოქმედებას ცდილობთ, მაგრამ მასზე სულ მცირე გავლენასაც კი ვერ ახდენთ. სარკის ამ მხარეს ძალზე ცოტა შესაძლებლობებია. სამაგიეროდ თქვენ შეგიძლიათ კონტროლქვეშ აიყვანოთ თქვენი დამოკიდებულება რეალობისადმი, და მაშინ სადავეს ხელში აიღებს გარეგანი განზრახვა, მისთვის კი შეუძლებელი არაფერია. სარკის მეორე მხარეს მოვლენათა განვითარების ისეთი ვარიანტები არსებობს, რომელთა შესახებ ადამიანის გონებას წარმოდგენაც კი არ აქვს.