თავსმოხვეული მიზნებისგან გათავისუფლებაა საჭირო, რომლებისთვის ბრძოლისას ადამიანი სულ უფრო მეტად შორდება საკუთარ გზას.
ადამიანისგან ენერგიის გამოსაქაჩად ქანქარები მის გრძნობებს და რეაქციებს ეჭიდებიან: ბრაზს, უკმაყოფილებას, სიძულვილს, გაღიზიანებას, შფოთვას, პანიკას, შიშს, აღელვებას, დათრგუნულობას, სიბრალულს, მიჯაჭვულობას, აღფრთოვანებას, სინაზეს, გაიდეალებას, აღტაცებას, იმედგაცრუებას, სიამაყეს, ამპარტავნებას, ზიზღს, ვალდებულების გრძნობას, დანაშაულის გრძნობას და ა.შ
ყოველ აზრს, ისევე როგორც სივრცის სექტორს, გარკვეული პარამეტრები აქვს. შესაბამის სექტორზე „მინათებული“ აზრობრივი გამოსხივება შესატყვის ვარიანტს ახორციელებს.
სამყაროსადმი თქვენი დამოკიდებულების, ანუ საკუთარი აზროფორმის ცვლილებით თქვენ ცხოვრების სხვა ხაზზე გადადიხართ, მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტებით.
თქვენ სარკის წინ დგახართ, რომელშიც თქვენი აზრების სახე აირეკლება. სარკული ეფექტი ილუზიას შობს, თითქოს გარე სამყარო დამოუკიდებლად არსებობს და მართვას არ ექვემდებარება. მაგრამ საკმარისია ილუზიისგან გათავისუფლდეთ, და რეალობა დაგემორჩილებათ.
ჩემი სამყარო ჩემზე ზრუნავს, მე კი ისეთ ძალას ვფლობ, რომ თავს ამ სისუსტის უფლებას ვანიჭებ, მივიღო ეს ზრუნვა.
ეს მშვიდი თავდაჯერებულობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ჩემი სამყარო ჩემზე ზრუნავს, მე კი ისეთ ძალას ვფლობ, რომ თავს ამ სისუსტის უფლებას ვანიჭებ, მივიღო ეს ზრუნვა.
ვერდიქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ძალა, თუ სული და გონება ერთიანია. ვინც საკუთარი გულის ხმას არ უსმენს, ის არ განაგებს, ის შეცდომებს უშვებს. ყველგან შეგხვდებათ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ცუდად აკეთებენ. მაგალითად: არც სმენა აქვს და არც ხმა, სიმღერა კი უყვარს. ხანდახან სრულიად უნიჭოები გვხვდებიან, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ისინი ვარსკვლავები არიან, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ. მაშ რატომ არ მოქმედებს მათი ვერდიქტი? იმიტომ, რომ სულის სიღრმეში იციან, რომ მართლა ცუდად გამოსდით, მაგრამ მათი გონება არ ურიგდება ამ ფაქტს, და მთელი ძალით საწინააღმდეგოს დამტკიცებას ცდილობს. უნიჭოები, როგორც ასეთი, არ არსებობენ - ისინი თავისი საქმით არ არიან დაკავებულები, სხვისი გზით მიდიან.
ყველაფერი ძალზე მარტივია, არა? პირობა მხოლოდ ერთია: თქვენ მართლაც უნდა გაბედოთ თქვენი უფლების გამოყენება. საქმე იმაშია, რომ თუ ყოყმანობთ ან სინდისი გქენჯნით, ე.ი. თქვენი ვერდიქტი ძალას კარგავს და თქვენ კანონმდებლიდან ბრალდებულად იქცევით. დაეჭვებული, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში არასწორად იმოქმედებთ. საქმე იმაში არაა, რამდენად სწორად ფიქრობთ და მოქმედებთ, არამედ იმაში, რამდენად ხართ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული. ამიტომ კარგად უნდა გაიაზროთ ეს ყველაფერი, მიეჩვიოთ, რათა სული და გონება ერთ მთლიანობად გაერთიანდნენ. ახსნა გაქვთ, ახლა ინფორმირებულობა ცოდნად უნდა აქციოთ. როგორ? თქვენი გამოცდილებით. იმოქმედეთ და დარწმუნდით.
თქვენ მთელი ცხოვრება გასწავლიდნენ და ახლაც აგრძელებენ ჭკუის დარიგებას, როგორები უნდა იყოთ, როგორ მოიქცეთ, რა წაიკითხოთ, რისკენ ისწრაფოთ. ახლა აიღეთ კუთვნილი უფლება დააწესოთ საკუთარი კანონები. თქვენ გადაწყვიტეთ, რა არის თქვენთვის სწორი, და რა - არასწორი, რადგან თქვენ თავად აფორმირებთ საკუთარი სამყაროს ნიშას. თქვენ უფლება გაქვთ თქვენთვის სწორად მიიჩნიოთ ის, რაც სხვებს მცდარი ჰგონიათ, თუ ამას ზიანი არავისთვის მოაქვს. როდესაც საკუთარი ვერდიქტის გამოტანის პრივილეგიით სარგებლობთ, თქვენი კრედოს შესაბამისად ცხოვრობთ.
ამგვარად, თუ თქვენ საბაზისო მონაცემები გაქვთ კონკრეტული სფეროდან, სული შეიძლება მოიმართოს ვარიანტთა სივრცის შესაბამის უბანზე და იქიდან ახალი ცოდნა მიიღოს, რომელსაც ვერსად ამოიკითხავთ. კითხვა დაუსვით საკუთარ თავს, მკაფიოდ ჩაოაყალიბეთ და დროებით დაივიწყეთ. რამდენიმე დღის შემდეგ პასუხი თავად მოვა. თუ არ მოვიდა, ეს კითხვა დრო და დრო დასვით. შეიძლება, პასუხი რამდენიმე თვის შემდეგ მოვიდეს, მაგრამ ის აუცილებლად მოვა.
სულს პირდაპირი წვდომა აქვს ვარიანტთა სივრცესთან, გონება კი, ბუნდოვანი ვარაუდების მოხელთებით, მათ ინტერპრეტაციას აკეთებს. გონებამ არ იცის - სულმა კი იცის, მხოლოდ უნდა მიმართოთ მას. და ამ ერთი შეხედვით მსუბუქ მტკიცებას შეიძლება სრულიად დაეყრდნოთ. მხოლოდ ის უშლის ხელს, რომ აქ ისევ არა პრინციპის მკაფიო გააზრებას აქვს ადგილი, არამედ ბუნდოვან ინფორმირებულობას. თითქოს ყველა თანახმაა, რომ სულმა ყველაფერი იცის, მაგრამ სერიოზულად ამას არავინ იღებს. მეტაფორად თვლიან და მნიშვნელობას არ ანიჭებენ. საღი აზრი მსჯელობს: „ცხადია, გამონათებები არის, შინაგანი ხმაც არსებობს, ინტუიციაც, მაგრამ ეს ყველაფერი მერყევია, მოუხელთებელია, არასანდოა. ჩემი რკინის ლოგიკა კი უტყუარ ფაქტებს ეფუძნება“.