„ყველაფერი მშვენივრად მაქვს და ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა“
ინტენსიური ვიზუალიზაცია კი იწვევს იმას, რომ კალაპოტი სწორდება და მიზნისკენ უმოკლესი გზით მიდის. მკვეთრად მიმართული აზრების ენერგიას თქვენი ცალკეული რეალობა ვარიანტთა სივრცის გარდამავალ უბნებში შეჰყავს, რომლებიც ნორმალური დინების გვერდით მდებარეობს, და სადაც ყველაფერი ოპტიმალური და მიზანშეწონილი არაა. ეს ტრანზიტული ზონებია, რომლებიც როგორც წესი სიზმრებში გვხვდება, მაგრამ იშვიათად სინამდვილეში რეალიზდება, რადგან არაბუნებრივი სცენარი და დეკორაციები აქვთ და მომატებულ ენერგოდანახარჯებს მოითხოვს.
რის გაკეთებაც არ ღირს, ზედმეტი გულმოდგინებაა. უბრალოდ რეგულარულად, დრო და დრო, საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭეთ თქვენს მიზანზე ფიქრით, თითქოს ის უკვე მიღწეულია. თქვენ ხომ მოგწონთ წარმატების ყოველგვარ შედეგებზე ფიქრი? ჰოდა მიანიჭეთ საკუთარ თავს ეს სიამოვნება. ნუ გადააქცევთ ამ საქმიანობას ვალდებულებად. სასიამოვნოზე ფიქრით თქვენ განუხრელად მიიწევთ წარმატებისკენ. ხოლო რაკი იცით, რომ მიიწევთ, - მიანიჭეთ თავს სიამოვნება. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: თუ აი ასეთი „ჩაკეტილი ბედნიერი წრის“ შექმნა გამოგივათ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.
მიზნობრივი სლაიდის ვიზუალიზაცია სწორედ ისე უნდა შეასრულოთ, როგორც თქვენთვისაა მოსახერხებელი, კომფორტული, სასიამოვნო, ერთადერთი პირობით: სლაიდს გარედან კი არ უნდა უყუროთ, როგორც სურათს, არამედ მასში იცხოვროთ თუნდაც ვირტუალურად. თქვენი თავი სლაიდის შიგნით წარმოიდგინეთ, და არა მის გარეთ. სხვა ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც უფრო მოგწონთ.
ვიზუალიზაციისას სულიერ დისკომფორტს არ უნდა განიცდიდეთ. გარეგანი განზრახვა მხოლოდ სულის და გონების ერთობისას ჩნდება. ეს ერთიანობა არ მიიღწევა, თუ თავს აიძულებთ აუცილებელი სამუშაოს შესრულებას. ასე ვერაფერს მიაღწევთ, მხოლოდ დროს დაკარგავთ ფუჭად.
ველაზე ოპტიმალური - ოქროს შუალედია. თავი რომ არ იმტვრიოთ, თუ სად მდებარეობს ის, ასეთი პრინციპი გაიხადეთ წესად: როგორც გამოგდით, ისეა საჭირო, თავად შეგიძლიათ თქვენი მეთოდიკის შემუშავება და მისი წარმატებით გამოყენება. მთავარია, რომ სული და გონება ერთიანი იყვნენ იმაში, რომ სწორად მოქმედებთ. თქვენ საკუთარ რეალობას ქმნით როგორც სარკეში ანარეკლს. როგორ დადგეთ სარკის წინ - თავად უნდა გადაწყვიტოთ. საკუთარი სამყაროს ნიშა ისე შექმენით, როგორც გეხერხებათ.
საქმე იმაში კი არაა, რომ გარკვეულ ნივთს განსაკუთრებული თვისებები გააჩნია და ამიტომ თილისმად შეიძლება გამოიყენებოდეს. საგნების ჯადოსნური ძალა მათდამი დამოკიდებულებაშია. თუ ადამიანს სწამს, რომ თილისმას ან რიტუალს მაგიური მოქმედების უნარი გააჩნია, - ის ამგვარად განზრახვას აფიქსირებს. თქვენც შეგიძლიათ მოიფიქროთ ნებისმიერი „ლურსმანი“, რომელზეც თქვენს განზრახვას ჩამოკიდებთ. მაგრამ ეს, როგორც იტყვიან, მოყვარულისთვისაა. მაგიური რიტუალების გამოგონება არაა აუცილებელი, მაგრამ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ადასტურებს, რომ გადამწყვეტად ხართ განწყობილი. მაგალითად, თუ საკუთარი სახლის შეძენა გსურთ, ისე იმოქმედეთ, თითქოს უკვე გადასვლას აპირებდეთ: განცხადებები და კატალოგები ათვალიერეთ, მაღაზიებში ავეჯი და საოჯახო ტექნიკა შეარჩიეთ, უკვე ახლავე დაინტერესდით ყველაფრით, რაც ამ თემას ეხება. განზრახვის ფიქსაცია - ძალზე მოქმედი საშუალებაა.
მაგიური რიტუალების გამოგონება არაა აუცილებელი, მაგრამ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ადასტურებს, რომ გადამწყვეტად ხართ განწყობილი. მაგალითად, თუ საკუთარი სახლის შეძენა გსურთ, ისე იმოქმედეთ, თითქოს უკვე გადასვლას აპირებდეთ: განცხადებები და კატალოგები ათვალიერეთ, მაღაზიებში ავეჯი და საოჯახო ტექნიკა შეარჩიეთ, უკვე ახლავე დაინტერესდით ყველაფრით, რაც ამ თემას ეხება. განზრახვის ფიქსაცია - ძალზე მოქმედი საშუალებაა.
საქმე იმაში კი არაა, რომ გარკვეულ ნივთს განსაკუთრებული თვისებები გააჩნია და ამიტომ თილისმად შეიძლება გამოიყენებოდეს. საგნების ჯადოსნური ძალა მათდამი დამოკიდებულებაშია. თუ ადამიანს სწამს, რომ თილისმას ან რიტუალს მაგიური მოქმედების უნარი გააჩნია, - ის ამგვარად განზრახვას აფიქსირებს.
რა ხერხიც არ უნდა გამოიყენოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სურვილს კი არ გამოთქვამთ, არამედ მტკიცე განზრახვას აცხადებთ და მიზანს განიხილავთ როგორც გარდაუვალ ფინალს. თუ არ შეგიძლიათ თქვათ „ვფლობ“, ის მაინც თქვით, „ვაპირებ ვფლობდე“. იმისთვის, რომ სინამდვილეში განიზრახოთ შეკვეთის მიღება, რაღაც კონკრეტულის გაკეთებაა აუცილებელი, რომელიც განზრახვის სერიოზულობას დაადასტურებს. მაგალითად, თუ დილით გარკვეულ დროს ადგომა განიზრახეთ, შეიძლება ჩაგეძინოთ. მაგრამ თუ მაღვიძარას ჩართავთ, დიდი ალბათობით ზარის დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე გაგეღვიძებათ.
რა ხერხიც არ უნდა გამოიყენოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სურვილს კი არ გამოთქვამთ, არამედ მტკიცე განზრახვას აცხადებთ და მიზანს განიხილავთ როგორც გარდაუვალ ფინალს. თუ არ შეგიძლიათ თქვათ „ვფლობ“, ის მაინც თქვით, „ვაპირებ ვფლობდე“. იმისთვის, რომ სინამდვილეში განიზრახოთ შეკვეთის მიღება, რაღაც კონკრეტულის გაკეთებაა აუცილებელი, რომელიც განზრახვის სერიოზულობას დაადასტურებს. მაგალითად, თუ დილით გარკვეულ დროს ადგომა განიზრახეთ, შეიძლება ჩაგეძინოთ. მაგრამ თუ მაღვიძარას ჩართავთ, დიდი ალბათობით ზარის დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე გაგეღვიძებათ.
საკუთარ თავს მითითება მიეცით: ყველაფერი თავად, ჩემს გარეშე მოგვარდება. ასეთი განზრახვის გაცხადებისას თქვენ პროგრამას აძლევთ თქვენს სამყაროს, რომელთა შესაბამისადაც მოვლენები თვითნებურად შემობრუნდებიან იმგვარად, რომ მიზანთან მიგაახლოვონ. გამოდის, თქვენ მარწუხებს უშვებთ და გარეგან განზრახვას მიზნის რეალიზების საშუალებას აძლევთ. ახლა შეგიძლიათ მოდუნდეთ და თავს ნება მისცეთ უბრალოდ დატკბეთ მიზნობრივი სლაიდით. თქვენ არ ხართ მეტად ვალდებული მასზე იმუშაოთ - ამას თქვენი სამყარო აკეთებს. მის „ხელებზე მოკალათებულს“, უბრალოდ არ დაგავიწყდეთ დრო და დრო შეახსენოთ სამყაროს, რის მიღებას ელოდებით მისგან. და ასევე ღრუბლებში ნუ იფრენთ, არამედ ფიზიკურ პლანზე შეასრულეთ ყველაფერი, რაც თქვენგან მიზნის მისაღწევად მოითხოვება.