საქმე იმაში კი არაა, რომ გარკვეულ ნივთს განსაკუთრებული თვისებები გააჩნია და ამიტომ თილისმად შეიძლება გამოიყენებოდეს. საგნების ჯადოსნური ძალა მათდამი დამოკიდებულებაშია. თუ ადამიანს სწამს, რომ თილისმას ან რიტუალს მაგიური მოქმედების უნარი გააჩნია, - ის ამგვარად განზრახვას აფიქსირებს.