გულიდან წამოსულ სურვილებს
საწყის წერტილს ყველა საქმეში იდეა წარმოადგენს - ეს მთავარია, სხვა ყველაფერს ვარიანტთა დინება დაასრულებს. არც იდეის გამოგონება ღირს. მაშ, საიდან მოვა ის? ისევ იქიდან. ყველა გენიალური იდეა მარადისობაში იმყოფება და გონებაში სულის მეშვეობით ხვდება. გონების ამოცანაა არა იდეების გამოგონება, არამედ მისი ამოცნობაა, როდესაც ის თავად დაგეცემათ თავზე. ეს კი აუცილებლად მოხდება, თუ დიდი რიგიდან გამოხვალთ, გულიდან წამოსულ სურვილებს დაყვებით და თქვენს გზას გაუყვებით.
წიგნი, ნახატი, მელოდია - ამ ყველაფრის „ამოღება“ ვარიანტთა სივრციდან შეიძლება.
მისი მიზნები და კარები - უნიკალური, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი გზაა. როგორც კი თქვენს გზას დაადგებით, სამყაროს განძი გაგეხსნებათ. და მაშინ სხვები შემოგხედავენ გაოცებულები, როგორ მოახერხეთ ეს. აი, ასე მარტივადაა საქმე.
ცხადში სარკულ ზმანებაში - ყველაფერი იგივეა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სინამდვილე ასე სწრაფად არ რეაგირებს. მაგრამ საკმარისია მის დაყოვნებულობას შეეჩვიოთ, რომ სრულიად გასაოცარი რამ იხსნება - რეალობა თქვენი აზრების კვალდაკვალ პლასტიურად იცვლება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? სად მოხვდით? თქვენ ამ სამყაროს გარეთ აღმოჩნდით - სარკიდან გამოხვედით.
აზრებში სასურველი სურათ-ხატი - მიზანი შექმენით, შემდეგ კი უბრალოდ ნაბიჯები გადადგით მისკენ. რაც არ უნდა ხდებოდეს, ყველაფერი გააკეთეთ თქვენი შეკვეთის შესასრულებლად. განმგებლის განზრახვით იმოქმედეთ: ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა, იმიტომ, რომ მე ასე დავადგინე. ჩემს სამყაროში მე განვაგებ, როგორც მსურს. მე აღარ ვარ გარემოებათა ტყვეობაში, და არც მათ მართვას ვცდილობ. აზრებში მიზნობრივი სლაიდის ტრიალით, მე გარემოებებს კი არა, არამედ სამყაროს საბოლოო სურათს ვქმნი, რომელში ცხოვრებასაც ვაპირებ. მოვლენებზე ზემოქმედების მცდელობები - გონების შინაგანი განზრახვის სამუშაოა, რომელიც საკუთარი სცენარის გატანას ცდილობს. გონებას არ შეუძლია იცოდეს, რა ელოდება მიზნისკენ მიმავალ გზაზე. გარემოებები გარეგანი განზრახვით და ვარიანტთა დინებით ფორმირდება. ჩემი საქმეა - დინების ვექტორის განსაზღვრა, ხოლო რომელი კალაპოტით წავა ის - ჩემი საზრუნავი არაა.
ადამიანები თვითონ არ აძლევენ საშუალებას ჩაფიქრებული განხორციელდეს. სურვილის ჩაფიქრებისას, გონება ყოველთვის წინასწარ ადგენს მოვლენათა განვითარების სავარაუდო გეგმას - ასეა მოწყობილი ადამიანის აზროვნება. ხოლო როდესაც განვითარებული მოვლენები ამ სცენარში არ ჯდება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არაფერი გამოდის. სინამდვილეში კი ყველაფერი კარგად მიდის! მაგრამ რამდენადაც შტამპებით აზროვნებას მიჩვეულ გონებას სცენარში ცვლილებების შეტანა არ სურს, ადამიანი ისე იწყებს მოქმედებას, რომ ყველაფერი გააფუჭოს.
გონება ვერაფრით ეჩვევა აზრს, რომ გზის დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ არაფერია ცნობილი, საშუალებებზე წუხილი არაა საჭირო. ის მუდამ იჭერს თავს იმაზე, რომ ფიქრობს, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს, და ათასნაირ ნეგატიურ ვარიანტებს თხზავს. მე კი მინდა ვუთხრა მას: „გაიგე, სულელო, ეს არაა შენი საზრუნავი! შენი საქმეა - საბოლოო მიზანზე ყურადღების ფიქსირება!“
ჩვეულებრივ, გონება ეწინააღმდეგება, თუ დამდგარი მოვლენა მის წარმოდგენებში არ თავსდება. ახლა ყველაფერი პირიქით უნდა იყოს. ყოველ ჯერზე, როდესაც გონება უკმაყოფილებას აცხადებს სცენართან შეუსაბამობის გამო, აუცილებელია გამოფხიზლება და ცვლილებების მზადყოფნით მიღება: ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა.
მაგრამ ახლა მოქმედებას იწყებს ახალი წესი: თუ თქვენი აზრით უიღბლო კომბინაცია ამოგივიდათ - ის უნდა მიიღოთ და წარმატებულად გამოაცხადოთ. ეს წესი უნდა შეასრულოთ, თუ ისევ სარკეში არ გინდათ აღმოჩნდეთ. არაა საკმარისი აზრების მიმართულების შეცვლა - გონების კონტროლის გადართვაც საჭიროა სცენარის დამუშავებიდან მის დინამიურ კორექტირებაზე. თქვენ - საკუთარი სამყაროს პატრონი ხართ მანამ, სანამ მეექვსე და მეშვიდე სარკულ პრინციპებს იცავთ.
თქვენ მიეჩვიეთ ზმანების პასიურად აღქმას, როგორც არის. უკეთეს შემთხვევაში მოვლენების შეწინააღმდეგებას, თქვენი სცენარის დაცვას, ვარიანტთა დინებასთან ბრძოლას ცდილობთ. ამ დროს კი მხოლოდ დამოკიდებულების - სარკის წინ ფორმის - შეცვლაა საჭირო. მაშინ თქვენ თამაშის ტყვე აღარ იქნებით - ის თქვენს გარეთ და თქვენი ნებით განვითარდება. კამათლიდან მის გამგორებლად იქცევით.
ილუზიებისგან გათავისუფლებულმა, აზრების მსვლელობა მეხუთე პრინციპის თანახმად უნდა შეცვალოთ: „არ მინდა“-დან „რა მინდა“-ზე, „არ მომწონს“-დან „რა მომწონს“-ზე, ავადმყოფობიდან ჯანმრთელობაზე, საშუალებიდან საბოლოო მიზანზე.