აიხსენეთ ასევე, ბავშვობაში, როდესაც მსუბუქად და კომფორტულად გრძნობდით თავს, სამყარო თქვენზე ზრუნავდა. მაშინ ამას ვერ აცნობიერებდით. უბრალოდ კარგად გრძნობდით თავს. მაგრამ დროთა განმავლობაში თანდათან კაპრიზულობას და უკმაყოფილების გამოხატვას მოუმატეთ, რის გამოც სამყარო გაცივდა თქვენს მიმართ. რასთან ასოცირდებოდა ბავშვობაში სიმშვიდის და სიმყუდროვის ის შეგრძნება? აი ეს ასოციაცია შეიძლება გასაღებად აქციოთ დეკორაციების აღსადგენად, რომელთა შორის თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობთ. ხანდახან ის ძველი მყუდრო და უსაფრთხო გარემო გაიხსენეთ, და თქვენი სამყარო თანდათან კვლავ მეგობრული და კომფორტული გახდება.
სევე შესაძლებელია გარემოცვის იმასთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც მიზანთან გელით. დავუშვათ, პარკში სეირნობთ და მიზნობრივ სლაიდს ატრიალებთ გონებაში, რომელშიც საკუთარი სახლის წინ ბაღში საქმიანობთ. ბალახს და ხეებს ირგვლივ ამ სლაიდის პრიზმით შეხედეთ. თქვენ იგრძნობთ, რომ სურათი იცვლება - დეკორაციები ახალ ელფერს იძენს. შეიძლება გაჩნდეს შეგრძნება, თითქოს ვირტუალურად უკვე საკუთარ ბაღში იმყოფებით. ეს ეფექტი გარემოზე სლაიდის ზედდების შედეგად ჩნდება. ყურადღების ნაწილი ვარიანტთა სივრცის სექტორზეა დაფიქსირებული, სადაც თქვენი მომავალი ბაღი მდებარეობს, ამ დროს კი თქვენი თვალები მატერიალურ სინამდვილეს ხედავს. ხდება მიმდინარე რეალობის თავისებური გარდასახვა თქვენი მიზნის სექტორად. ასეთ მომენტებში თქვენი აზრების სურათ-ხატების მატერიალიზაციის პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს.
ფრეიმის ეფექტიანობის გაზრდა ე.წ. აფეთქების ტალღის საშუალებით შეიძლება. აზრებში ფრეიმი ან უბრალოდ სურათი შექმენით, რომლის განხორციელებაც გსურთ სინამდვილეში. ამის შემდეგ მაშინვე წარმოიდგინეთ, თქვენგან ყველა მიმართულებით როგორ ვრცელდება სფერო, თითქოს თქვენი ენერგეტიკული გარსი ფეთქდება. აფეთქების ტალღა იმდენად შორს ვრცელდება, რამდენის წარმოდგენაც შეგიძლიათ. შეიძლება ეს იმდენჯერ გააკეთოთ, სანამ არ მოგწყინდებათ. რა ხდება ამ დროს? თქვენ აზრობრივ სურათ-ხატს ქმნით და მას გარშემომყოფ სამყაროში აგზავნით. შეგიძლიათ ეჭვიც არ შეგეპაროთ, თქვენი აზრი უკვალოდ არ იკარგება. უბრალოდ გაითვალისწინეთ, სარკე დაყოვნებით მუშაობს.
შემდეგი ხერხი - ფრეიმია. დაფიქრდით, რის კეთება გიყვართ, როდესაც მიზანი მიღწეულია, რა არის მიზნობრივი სლაიდის განუყოფელი ნაწილი, მისი აუცილებელი ატრიბუტი? მაგალითად, ბუხართან სარწეველაში ზიხართ, საკუთარი იახტის საჭესთან დგახართ, ვარდებს რგავთ თქვენი სახლის ბაღში, ხელს ართმევთ პარტნიორებს წარმატებული გარიგების შემდეგ, - სლაიდის ნებისმიერი დამახასიათებელი ფრაგმენტი. აზრებში ეს სურათი რამდენჯერმე დაატრიალეთ. ის გარკვეულ ინტეგრალურ შთაბეჭდილებას - სლაიდის მყისიერ ანაბეჭდს - უნდა ქმნიდეს, რომელიც საკუთარ თავში გაელვებულ სურათ-ხატს და თანმდევ შეგრძნებებს შეიცავს. სწორედ ესაა ფრეიმი. შეგიძლიათ მოკლედ დაასათაუროთ, მოხერხებული რომ იყოს. ახლა დრო და დრო მეხსიერებაში უნდა ჩართოთ წამიერად, ნათურასავით. ფრეიმი კიდევ ერთი ძაფია, რომელიც ვარიანტების სივრცის მიზნობრივ სექტორთან გაკავშირებთ.
წარმოიდგინეთ, ისე რომ ძალიან არ დაიძაბოთ, როგორ მიედინებიან ისინი ხერხემლის გასწვრივ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით და მიდიან - ერთი ზეცაში, მეორე კი მიწაში. ყურადღების ნაწილის დინებებზე დაფიქსირებით, დაატრიალეთ სლაიდი და აბრუნეთ ის თქვენი სიამოვნებისთვის. უმჯობესია, თუ ამას გასეირნებისას გააკეთებთ, იქ, სადაც ბევრი ხალხი არაა.
ვიზუალიზაციის ეფექტის გასაძლიერებლად რამდენიმე კონკრეტული ხერხი არსებობს. მათგან პირველი - ენერგეტიკული დინებებია. ვარიანტთა სივრცის სექტორი მატერიალიზდება ენერგიით, რომელიც, გადის რა ადამიანის სხეულს, მოდულირდება აზრებით და განზრახვის ენერგიად გადაიქცევა. რაც უფრო ძლიერია გამოსხივება, მით უფრო ძლიერია ეფექტი. სიმძლავრის გაზრდა შეიძლება, თუ ყურადღების კონცენტრირებას ენერგეტიკულ დინებებზე გავაკეთებთ. ამისთვის წარმოიდგინეთ, რომ სხეულის ცენტრიდან, დაახლოებით მუცლის ან მზის წნულის დონეზე, ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული ნახევარმეტრიანი ისრები გამოდიან. აზრობრივად ისინი ერთდროულად ისე შეატრიალეთ, რომ წინა ისარი ზემოთ მიემართოს, უკანა კი - ქვემოთ. „გასაღების ასეთი მოტრიალება“ დაღმავალ და აღმავალ დინებებს ააქტიურებს.
სლაიდის ტრიალი შეგიძლიათ ყველგან და ყოველთვის, რამდენიც და როცა გნებავთ. მაგრამ დღეში ნახევარი საათი მაინც, თუ ნამდვილად გსურთ მიზნის მიღწევა.
მიზნობრივი სლაიდის გარდა არის კიდევ პროცესის ვიზუალიზაცია, რომელიც ასევე პირველ წიგნშია აღწერილი. როდესაც მიზნისკენ გზას ადგახართ, ანუ უკვე იცით, როგორ უნდა განხორციელდეს ის, და ასრულებთ ყველაფერს, რაც ამისთვისაა აუცილებელი მატერიალურ სამყაროში, პროცესის დაჩქარება მისი ვიზუალიზაციით შეიძლება. პრინციპი აქ ასეთია: მე ყველაფერი გადასარევად გამომდის, დღეს ყველაფერს უკეთ ვაკეთებ, ვიდრე გუშინ, ხვალ კი უკეთესად იქნება, ვიდრე დღესაა. შეიძლება ითქვას - ესაა ნიჩბების მოსმა ვარიანტთა დინების მიმართულებით. მაგრამ მთავარი მაინც - ვარიანტთა დინების მიმართულებაა. თუ აზრებში მიზნობრივი სლაიდი გაქვთ, ყველა გარემოება მიზნის მიღწევაზე მუშაობს, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ ეს ასე არაა.
მიზნობრივი სლაიდი ვარიანტთა დინების ვექტორს განსაზღვრავს. თუ მას აზრებში სისტემატურად ატრიალებთ, მოვლენათა და გარემოებათა დინება მიზნისკენ მიიმართება. გზის დასაწყისში არაა აუცილებელი მკაფიო გეგმა გქონდეთ და იცოდეთ, როგორ მოხდება მისი რეალიზაცია. განხორციელების საშუალებებზე ფიქრი არ ღირს. საჭირო დროს საჭირო კარი გაიღება - კონკრეტული გზები და შესაძლებლობები - და თქვენ მათ დაინახავთ. არ შეიძლება მკაცრი პირობების დაყენება, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ მიზანს, თქვენი საქმე - საბოლოო შედეგზე კონცენტრირებაა.
სლაიდს არ უნდა უყუროთ, როგორც გარეშე კინოსურათს. თქვენ წარმოსახული მოვლენების შუაგულში უნდა იმყოფებოდეთ: რას საქმიანობთ, როდესაც მიზანი უკვე მიღწეულია, რას გრძნობთ, რა შეგრძნებები გაქვთ, რა არის თქვენს ირგვლივ, რა ხდება. სლაიდის ცენტრში ყოფნისას თქვენ წარმოიდგენთ, რომ ყველაფერი გაქვთ, რისკენაც მიილტვით. ეს ტექნიკა არაა, აქ მკაცრი წესები არაა. ისე გააკეთეთ, როგორც გამოგდით. პრინციპი ერთია: თქვენ სამყაროს სარკის წინ დგახართ და აზრებით იმ სურათს ქმნით, რომლის მიღებაც გსურთ რეალობაში.
ტრანსერფინგის ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს მიზნობრივი სლაიდი - სურათის ვიზუალიზაცია, როდესაც მიზანი უკვე მიღწეულია.
ნება მიეცით საკუთარ თავს და სხვებს, იყოს ის, ვინც არის“.

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი.
☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები.
☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე).
☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან.
☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).
☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:
✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);
✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);
✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;
✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;
✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები;
✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);
✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);
✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);
✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);
✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;
✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;
✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია);
☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები.
☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს.
☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია).
☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები.
☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად.
☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად.
☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის.
☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.
☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით).
☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის).
☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.
☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება.
🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.
⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.
📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com