ვიზუალიზაციის ეფექტის გასაძლიერებლად რამდენიმე კონკრეტული ხერხი არსებობს.   მათგან პირველი - ენერგეტიკული დინებებია. ვარიანტთა სივრცის სექტორი მატერიალიზდება ენერგიით, რომელიც, გადის რა ადამიანის სხეულს, მოდულირდება აზრებით და განზრახვის ენერგიად გადაიქცევა. რაც უფრო ძლიერია გამოსხივება, მით უფრო ძლიერია ეფექტი. სიმძლავრის გაზრდა შეიძლება, თუ ყურადღების კონცენტრირებას ენერგეტიკულ დინებებზე გავაკეთებთ. ამისთვის წარმოიდგინეთ, რომ სხეულის ცენტრიდან, დაახლოებით მუცლის ან მზის წნულის დონეზე, ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული ნახევარმეტრიანი ისრები გამოდიან. აზრობრივად ისინი ერთდროულად ისე შეატრიალეთ, რომ წინა ისარი ზემოთ მიემართოს, უკანა კი - ქვემოთ. „გასაღების ასეთი მოტრიალება“ დაღმავალ და აღმავალ დინებებს ააქტიურებს.
ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff