სევე შესაძლებელია გარემოცვის იმასთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც მიზანთან გელით. დავუშვათ, პარკში სეირნობთ და მიზნობრივ სლაიდს ატრიალებთ გონებაში, რომელშიც საკუთარი სახლის წინ ბაღში საქმიანობთ. ბალახს და ხეებს ირგვლივ ამ სლაიდის პრიზმით შეხედეთ. თქვენ იგრძნობთ, რომ სურათი იცვლება - დეკორაციები ახალ ელფერს იძენს. შეიძლება გაჩნდეს შეგრძნება, თითქოს ვირტუალურად უკვე საკუთარ ბაღში იმყოფებით. ეს ეფექტი გარემოზე სლაიდის ზედდების შედეგად ჩნდება. ყურადღების ნაწილი ვარიანტთა სივრცის სექტორზეა დაფიქსირებული, სადაც თქვენი მომავალი ბაღი მდებარეობს, ამ დროს კი თქვენი თვალები მატერიალურ სინამდვილეს ხედავს. ხდება მიმდინარე რეალობის  თავისებური გარდასახვა თქვენი მიზნის სექტორად. ასეთ მომენტებში თქვენი აზრების სურათ-ხატების მატერიალიზაციის პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს.
ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff